Jump to content
Planeta.Ge

ბიომეტრიული საარჩევნო სიის შექმნის ბოლივიის გამოცდილების პრეზენტაცია გაიმართა


Recommended Posts

ბიომეტრიული საარჩევნო სიის შექმნის ბოლივიის გამოცდილების პრეზენტაცია გაიმართა

 

ბოლივიის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანტონიო კოსტასიმ ბიომეტრიული საარჩევნო სიის შექმნის ბოლივიის გამოცდილების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართა .

შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ესწრებოდა. ანტონიო კოსტასმა ისაუბრა იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რაც ბოლივიაში არსებობდა და რა დროსაც ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხემდეც მივიდა. ასევე, ამ პერიოდში პრეზიდენტ მორალესმა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის მიზნით, შიმშილობა გამოაცხადა.

საბოლოოდ კი, ანტიონიო კოსტასის ხელმძღვანელობით, ბოლივიის საარჩევნო ადმინისტრაციამ, 75 დღეში შეძლო ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება. საარჩევნო სიაში სულ 5169872 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, ხოლო ბიომეტრიულ მონაცემებში კი შედიოდა: ათივე თითის ანაბეჭდი, სახის ბიომეტრიული სურათი და ელექტრონული ხელმოწერა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლივიამ ამ პროცესში გამოიყენა თანამედროვე ტექნიკა და საბოლოო ჯამში, ბიომეტრიული საარჩევმო სიის შექმნა, მას 46 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ასევე, ანტიონიო კოსტასმა დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრა იმ სპეციფიკაზე, რაც ამ პროცესში ბოლივიელებს ჰქონდათ. კერძოდ, ზოგ სოფლებში ავტოტრანსპორტიც ვერ მიდიოდა და კონტეინერების და ტექნიკის გადატანა ზურგით და ვირების მეშვეობით უწევდათ. ასევე, ბოლივიაში ინტერნეტი ყველგან ხელმისაწვდომი არაა და ამიტომ, ბოლივიამ გამოიყენა ოფფლინე-ის სისტემა ინფორმაციის ბაზაში დასარეგისტრირებლად.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, ანტონიო კოსტასმა აღნიშნა, რომ ხმის მიცემა არ მომხდარა ბიომეტრიული მონაცემებით, თუმცა მას მიაჩნია, რომ პროცესი მაინც სანდოდ წარიმართა. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ მეტი რესურსების არსებობის შემთხვევაში, ბიომეტრიულ მონაცემებს ხმის მიცემის დროსაც გამოიყენებენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/161246-biometriuli-saarchevno-siis-sheqmnis-boliviis-gamocdilebis-prezentacia-gaimartha.html

 

აბა რას იტვით მეგობრებო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნწუ, ასე უნდოდა ამ თემას ჩაძირვა?

 

9 ში უნდა იყოს ნაცებისთგან საბოლოო პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...