Jump to content
Planeta.Ge

არის თუ არა რევოლუციური სიტუაცია საქართველოში?!


Recommended Posts

  • Replies 82
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე არ მომისმენია და რაო..მაკკეინი ქართველია თუ არაო..??

 

 

მე რასაც მოვუსმინე(ფორუმი ჭედამდა.დადე :givi:)სააკაშვილი ვერ გაბედავს იმას,რაც ლიბანში კადაფი აკეთებსო და მე პირიქით მგონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რასაც მოვუსმინე(ფორუმი ჭედამდა.დადე :givi:)სააკაშვილი ვერ გაბედავს იმას,რაც ლიბანში კადაფი აკეთებსო და მე პირიქით მგონია.

ზურამ თუ თქვა,მაშინ ესეა.. :yes: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მხოლოდ ფული თუ წყვეტს და ასე ფიქრობ, გამოდის რომ ნაცმოს ვერავინ დაამარცხებს, მაგათზე ბევრი ფული არავის არა აქვს,

ისე ბადრისაც ბლომად ფული ჰქონდა მაგრამ რად გინდა,

 

ბადრი რომ აპირებდა ფულის დახარჯვას ამ ამბეში ამიტომაც მოიცილეს. აბა ბადრის ემაილით გამოგზავნილ კალაშნიკოვების კი არ ეშინოდათ.

 

პოლიტიკის მონოპოლის ამბე ამ ბოლო წლებში გამოიკვეთა მაგრად და თვით დემოკრატიულ ქვეყნებში გახდა ეს სალაპარაკო.

საქართველოში კი ორი ფაქტორია ერთდროულად, ფული და დიქტატურა.

ე.ი. მედიასაშუალება ხელისუფლების ხელშია და ფულიც. როგორ გინდა მოიგო? ხომ ნახე ვერც ბატონმა დავითმა განსაზღვრა ზუსტად ის, თუ რამდენი პროცენტი გავლენა აქვს კარუსელს არჩევნებზე.

ადგილობრივი არჩევნებიდან თუ გამოვალთ, ძალიან უმნიშვნელო.

 

საქართველოს ეხლა აქვს შანსი საარჩევნმო კოდექსში საარჩევნო კომპანიისათვის განსაზღვრული თანხების მაქსიმუმის და ერთი პიროვნებიდან შემოწირულობის მაქსიმუმის დაწესებისა. იქ რო ჰყავთ ევროპელი დამკვირებლები დამიჯერე მოუწონებდნენ ამ ამბეს. თვითონ აქვთ ეს პრობლემა და იციან რასაც ნისნავს ასეთ რამ არჩევნებისას.

 

ეხლა მითხარი, რა აზრი აქვს მოითხოვო ის, რაც მაინც არ გიშველის?

ამას არ სჯობია მოითხოვო ის მაქსიმუმი, რაც სამართლიან რჩევნებს განაპირობებს.

თუ ეს არ მოხდება, მაშინ საქართველოში ხელისუფლებაში ისევ დიქტატორული რეჟიმი დარჩება, არ აქვს მნიშვნელობა მის სახელს, ან ისევ რევოლუცია მოხდება.

 

ადრე ვწერდი ამაზე, თუ რატომ არ ითხოვენ ოპოზიციური პარტიები ამას. იმიტომ რომ თვითონაც ამ ფულის იმედზე არიან. ეხლა თუა რა, მომავალი მონოპოლისა. ეს კი ქმნის იმ საშიშროებას, რომ ეხლა ყველაზე დემოკრატიულად რომ მიგვაჩნია ისეთი პარტია, შესაძლებელია გამარჯვების შემთხვევაში ნაცებს არაფრით ჩამორჩეს ავტორიტარიზმში და დიქტატურაში.

 

რა არ იყვენენ ესენი სულ ყველა მაგ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები?

შეცვალაო ხალხი ასე სთქვა ბატონმა დავითმა. :)

მერე, რა გარანტია იმისა რომ ისევ არ შეიცვლებიან?

 

ჩვენ წყობისათვის უნდა ვიბრძოლოთ და არა ხალხის შეცვლისათვის. წყობაა შესაცვლელი და არ პიროვნებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი რომ აპირებდა ფულის დახარჯვას ამ ამბეში ამიტომაც მოიცილეს

ციკლიდან "სკოტლანდ იარდელი" მიშას ხელის ბიჭები

 

რაც ეხება ფული არ სწვეტს არჩევნებსო

ფული წყვეტს მაშინ, როცა სხვაობა პოლიტიკური ძალების ელექტორატებს შორის მცირეა. თქვენ ხომ ამტკიცებთ, რომ ხელისუფლებას 20-25 % -იანი მხარდაჭერა აქვს? ასეთ დროს მას ვერანაირი ფული ვერ უშველის არჩევნებზე.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

საქართველოს ეხლა აქვს შანსი საარჩევნმო კოდექსში საარჩევნო კომპანიისათვის განსაზღვრული თანხების მაქსიმუმის და ერთი პიროვნებიდან შემოწირულობის მაქსიმუმის დაწესებისა. იქ რო ჰყავთ ევროპელი დამკვირებლები დამიჯერე მოუწონებდნენ ამ ამბეს. თვითონ აქვთ ეს პრობლემა და იციან რასაც ნისნავს ასეთ რამ არჩევნებისას.

ბაბუ, კი ბატონო კი, რასაც ამბობ არის ამაში ლოგიკა და რაც უფრო ბევრ ბარიერს შეუქმნი გამყალბებელს მით უკეთესი,

ამაზეც გვქონია ჩVენ ადრე საუბარი და ნახავენ გამოსავალს,

აი დღეს გავიდეთ თბილისში მე და შენ და ფირმას დავარეგისტრირებთ უპრობლემოდ ერთ დღეში,

მე ვთქვათ მაქვს მილიონი დოლარი გადასარიცხი ნაცმოს ანგარიშზე, ხოდა ნუ მაქვს უფლება მინიმუმ 10 000 გადავრიცხო, რა მექანიზმი ამუშAვდება გეტყვი,

მოვლენ ჩემთან ტიპები და მეტყვიან რომ ფული ქეშად გავცე ნაცმოს შეპესეებზე,

იქიდან კი თანხა ოფიციალურად გადაირიცხება, პლიუს, სპეციალურად შევქმნი რამდენიმე ასეულ შპს ამ საქმისთვის,

თუმცა, ყველა შEმთხვევაში შენი წინადადება საინტერესოა იმ თვალსაზრისით რომ საჩალიჩო ექნებათ, ანუ დიდი რესურსები წაუვათ ამ საქმის გაკეთებაზე

და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანი ნაწილი ქეშად დაიხარჯება,

ქეში კი უკონტროლოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ზურაბიშვილმა თქვა,

რევოლუცია ვერ განხორციელდა იმის გამო რომ მიშას გარე მხარდაჭერა ჰქონდა

და ჩვენ მას ვერ დავუპირისპირდებოდითო,

ანუ ამერიკის მხარდაჭერა ბუშის დროს მიშას გარანტირებული ჰქონდა, რუსეთი ნეიტრალური იყო,

ხალხი შიშველი ხელებით აღმოჩნდებოდა ნაცბანდის წინააღმეგ, ხოდა ვერ გარისკეს რა

 

დღეს სხვა სიტუაცია არისო,

 

მეტი რაღა თქვას ამ კაცმა,

 

ანუ დღეს რომ რევოლუცია დაიწყოს რესპები ხალხის გვერდით იქნებიან,

ელოდებიან ბიომეტრიულ პასპორტებზე პასუხს, თუკი სხვა გზა არ იქნება და სხვა გამოსავალი არ დარჩება ერთად ერტი გზა ბუნებრივია რჩება ხელისუფლების ძალისმიერი ჩამოგდება,

ოღონდ ეს იქნება უკიდურეს შემთხვევაში,

იმედია ალასანიაზ ამ აზრს იზიარებს,

ეხლა თუკი ძუკუ შემოვა აქ იქნებ გვიპასუხოს,

აქვთ თუ არა რესპებს იმის რესურსი რომ საპროტესტო აქციებს უხელმძღვანელონ?

მე კარგად მახსოვს ერთ-ერთი აქციის დროს როგორ იქცეოდა ლევან ბერძენიშვილი,

მაგრად აფურთხა ძაღლებს და ეჯიკავებოდა, ანუ დუხი აქვს, აი რაც შეეხება

საპროტესტო აქციების ორგანიზებას იმედია გრეჩოს ნაირებს გვერდით არ დაიყენებენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფული წყვეტს მაშინ, როცა სხვაობა პოლიტიკური ძალების ელექტორატებს შორის მცირეა. თქვენ ხომ ამტკიცებთ, რომ ხელისუფლებას 20-25 % -იანი მხარდაჭერა აქვს? ასეთ დროს მას ვერანაირი ფული ვერ უშველის არჩევნებზე.

 

შენს საუბარს ლოგიკა რომ ჰქონდეს უნდა დაამატო კითხვზე პასუხი, მაშინ რაზე დასჭირდა წინა სპარლამენტო არჩევნებში ნაცებს 16 მილიონი ლარის დახარჯვა? ეს რაც ოფიციალურად ვიცით და რაც დაიმალა ალბათ კიდევ რამოდენიმე ლიმონი იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს რაც ოფიციალურად ვიცით და რაც დაიმალა ალბათ კიდევ რამოდენიმე ლიმონი იქნება.

გაცილებით მეტი.მე დავთვალე და მარტო ე.წ. ციცო დეიდებზე,ანუ ნაცკოორდინატორებზე რამდენიმე ათეული მილიონია დახარჯული ადგილობრივ არჩევნებზე.თუმცა მარტო ფული არაფერს არ შველის.ფული ბადრიმაც ბევრი დახარჯა საპრეზიდენტოზე,მაგრამ გრეჩომ გაცილებით მეტი ხმები მიიღო

Siknadmo

აქვთ თუ არა რესპებს იმის რესურსი რომ საპროტესტო აქციებს უხელმძღვანელონ?

ძალიან გამიჭირდება ამაზე გადაჭრით რამის თქმა.ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ.

საპროტესტო აქციების ორგანიზებას იმედია გრეჩოს ნაირებს გვერდით არ დაიყენებენ

ეს კი ასევე რთული მომენტია.ძალიან ძნელია ვინმეს მიტინგზე აქტურობა აუკრძალო,თანაც გრეჩო არაა ყველაზე რთული შემთხვევა,გაცილებით უარესები არიან ოპოზიციაში.თუნდაც ანზოროვნა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi, on Today, 02:54 AM, said:

საქართველოს ეხლა აქვს შანსი საარჩევნმო კოდექსში საარჩევნო კომპანიისათვის განსაზღვრული თანხების მაქსიმუმის და ერთი პიროვნებიდან შემოწირულობის მაქსიმუმის დაწესებისა. იქ რო ჰყავთ ევროპელი დამკვირებლები დამიჯერე მოუწონებდნენ ამ ამბეს. თვითონ აქვთ ეს პრობლემა და იციან რასაც ნისნავს ასეთ რამ არჩევნებისას.

რვა პარტიის წინადადებებში არის 5 მილიონიანი ზედა ზღვარის დაწესების წინადადება.რაც შეეხება ერთ პიროვნებაზე შეზღუდვას,ადრე თუ არ ვცდები იყო 500 ლარი,მაგრამ რამდენიმე ათასი და მეტი "შემწირავი" პიროვნების მოძებნა ხელისუფლებისთვის რა პრობლემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფული წყვეტს მაშინ, როცა სხვაობა პოლიტიკური ძალების ელექტორატებს შორის მცირეა. თქვენ ხომ ამტკიცებთ, რომ ხელისუფლებას 20-25 % -იანი მხარდაჭერა აქვს? ასეთ დროს მას ვერანაირი ფული ვერ უშველის არჩევნებზე.

 

 

ნორმალურ ქვეყანაში კი ესეა და სად გაგიგია სახელმწიფო რესურსების გამოყენება არჩევნების დროს? ორი კვირის წინ,სია დადეს,თუ რამდენი აქვთ ახეული ბიზნესებს ნაცების არჩევნების დროს და ეს სწორია შენის აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რვა პარტიის წინადადებებში არის 5 მილიონიანი ზედა ზღვარის დაწესების წინადადება.რაც შეეხება ერთ პიროვნებაზე შეზღუდვას,ადრე თუ არ ვცდები იყო 500 ლარი,მაგრამ რამდენიმე ათასი და მეტი "შემწირავი" პიროვნების მოძებნა ხელისუფლებისთვის რა პრობლემაა.

 

არაო ზურაბიშვილმა და რა გუშინ შეიტანეს? :givi:

 

ამ ზღვარზეა უკვე რამოდენიმე თვეა ვსაუბრობ და საიტზეც დევს როგორ უნდა იყოს მიახლოებით ეს ამბე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არაო ზურაბიშვილმა და რა გუშინ შეიტანეს?

მე რომ დავდე 8 პარტიის შეთავაზება იქ იყო ეს პუნქტი:

 

 

 

IV. არჩევნების დაფინანსება

საარჩევნო კამპანიის ზედა ზღვარი

საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით ახერხებს დიდი თანხების მობილიზაციას, რაც არჩევნებს ამომრჩევლების მატერიალური მოსყიდვის კამპანიად აქცევს. ამის აღმოსაფხვრელად შემოღებული უნდა იქნეს საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიისათვის გამოყენებული თანხების ზედა ზღვარი. ზედა ზღვარი განსაზღვრულ იქნეს 5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით.პარლამენტის, პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ადმინიტრაციული ორგანოს მიერ გამართულ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირს აეკრძალოს პარტიისა და საარჩევნო ფონდში შემოწირულობის შეტანა მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ამ პერიოდში ტენდერის ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება აღემატება 200 000 ლარს.

ხოლო რიგგარეშე არჩევნების დროს შეწირულობის გაკეთება აიკრძალოს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენამდე.

საარჩევნო კამპანიის ხარჯების კომპენსირება

არჩევნები წარმოადგენს სახელმწიფო ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ნების გამოხატვისათვის, რის გარეშეც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა გამორიცხულია

სახელმწიფოს ფუნქციას / ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი პირობების შექმნა, სადაც არჩევნები და საარჩევნო კამპანია წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ხოლო უმთავრესი პრინციპი იქნება შეჯიბრებითობა, შეჯიბრობითობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რესურსების ხელმისაწვდომობის გარკვეული თანასწორობის შექმნა.

ჩვენ ვთავაზობთ საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის ახალ პრინციპს, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო კამპანიაში გაწეული ხარჯების კომპენსაციას.

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%- ს ან მეტს, სახელმწიფოსგან მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ერთჯერად კომპენსაციას, კანონით წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით.

ამგვარი ფორმა საშუალებას მისცემს საარჩევნო სუბიექტს მოიზიდოს უფრო მეტი ფინანსური რესურსი მათ შორის სესხები, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს - განსაზღვროს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები ამ სუბიექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზანშეწონილობაზე. საარჩევნო სუბიექტის მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა იყოს გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ეს წაახალისებს ისეთ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პოლიტიკურად რეალურად სიცოცხლისუნარიანები არიან. მეორე მხრივ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს შესაწირი თანხები, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლები წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ასეთი გარანტიის შემთხვევაში მათ გაუადვილდებათ პარტიების ფინანსური მხარდაჭერა.

ცხრილში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ სუბიქტთა რაოდენობა, რომლებმაც დააგროვეს 3%-ზე მეტი ხმა.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წელი 1995 1999 2003 2004 2008

სუბიექტთა რაოდენობა რომლებმაც მიიღეს ხმების 3%-ზე მეტი 7 6 7 5 5

საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა, რომლებმაც ერთ კონკრეტულ არჩევნებში 3%-ზე მეტი ხმა მიიღეს, შვიდს არ აღემატება.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ყველა პარტია (ან ასეთი პარტიის მონაწილეობით შექმნილი ბლოკი) საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის ხარჯებისთვის იღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ერთი და იმავე რაოდენობით - თითოეულ საარჩევნო უბანზე - 100 ლარი.

საარჩევნო ბლოკი

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბლოკი ვერ მიიღებს ხმათა 3%-ს და მას დარჩება ფინანსური ვალდებულებები, აღნიშნული ვალდებულებები გადანაწილდება ბლოკის წევრებზე.

დღეისათვის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში გამოუყენებელი თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს ფონდის შემომწირველებზე მათი შენატანების პროპორციულად. არსებული ნორმა პრაქტიკულად არ მუშაობს და ადმინისტრირების თვალსაზრისითაც პრობლემურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობათა ნაშთი გადანაწილდეს საარჩევნო ბლოკის სუბიექტებზე.

საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზღვარი და საარჩევნო ფონდში შეწირულობის ზღვრული ოდენობა უნდა გაორმაგდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მე რომ დავდე 8 პარტიის შეთავაზება იქ იყო ეს პუნქტი:

 

 

 

IV. არჩევნების დაფინანსება

ზედა ზღვარი განსაზღვრულ იქნეს 5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით.

 

მე კიდევ ვიფიქრე ეშველათ ამათქო.

ბატონო ძუკუ ეს ვინც დასწერა დღეში 7 ჯერ უნდა სცემო და თან არ უნდა უთხრა რაზე სცემენ.

წინა საპარლამენტო 16 მილიონი დაუჯდათ ნაცებს ხო და ეს რა შეღავათია :)

 

"შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის " ეს კიდევ მესმის.

 

ზღვარი საქართველოსი პოლიტიკური პარტიათა დაფინანსების საშუალო, ან მინიმუმიდან უნდა გამოვიდეს და არა მაქსიმუმიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით"

 

ეხლა წარმოვიდგინე ჩეხეთის რომელი პარტია სთავაზობდეს პროგრამაში ასეთ რამეს და ეწეროს აი ისე როგორც ამათ უწერიათ.

 

იმ პარტიას რა უნდა პარლამენტში ნაციონალურ ვალუტას რომ პატივს არ სცემს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...