Jump to content
Planeta.Ge

ზარატუსტრა, გლეხი, ქურდი და ძროხა


Recommended Posts

არავინ იცოდა ვინ იყო ზარატუსტრა,საიდან მოვიდა, ან რატომ და სად წავიდა. მისი ცხოვრება ღამის ცის ვარსკვლავითაა გაქრა და დაიბარა რომ კვლავ გამოჩნდებოდა. იგი მოვა როდესაც ქვეყნიერების გასამართლების დრო დადგება ასე ამბობს ავესტა ზენდების წმინდა წიგნი, მაგრამ რატომ უნდა გასამართლდეს ქვეყნიერება? რამეთუ ვინც ცხოვრობს ადამიანთა შორის უკვე გასამართლებულია და სიკვდილს ექვემდებარება. ერთნი ტანჯვა წამებაში, მეორენი კი სულელური ნეტარებით უფსკრულისაკენ მიემართებიან. ისევე, როგორც გარეთ გაგდებული ძაღლი ეძებს თავისნაირებს, სიავის მქმნელიც ყოველთვის თავისნაირებთან ცხოვრობს, სულელი სულელებთან, ბრძენი ბრძენთა შორის, ამაშია უმაღლესი სამართლიანობა და უმაღლესი სასამართლო, რომელიც ყოველდღიურად აღსრულდება.

არ არის არც ცაში და არც დედამიწაზე არანაირი ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გარდა იმისა, რასაც ადამიანი თვითონ ქმნის, ასე ასწავლიდა ზარატუსტრა და ასე გაუგეს მათ ვინც მას მასწავლებელს ეძახდა.

როდესაც ის მოვიდა მისი მოსვლა ვერავინ გაიგო და შეამჩნია, ვერავინ დაინახა მასში ნათელი ვარსკვლავი, მის ირგვლივ არ იყო არც ნათება, არც დიდება, არც მეგობრები. ის იყო მშიერი და დადიოდა ფეხშიშველი და მხოლოდ მისი თვალები იწვევდნენ შიშს სულის უსასრულო უფსკრულის ანარეკლით. უნდოდათ დაეცინათ, მაგრამ ქილიკი მას არ ეხებოდა, არ ეხებოდა მის აუღელვებლობას, ასე რომ დამცინავები მალევე დუმდებოდნენ. ამბობენ რომ პირველად ზარატუსტრა ღარიბმა გლეხმა შეამჩნია როდესაც იგი მიდიოდა მკითხავთან დაკარგული ძროხის ადგილსამყოფელის დასადგენად და გზადაგზა ყველას თავის მძიმე გასაჭირს უყვებოდა.

კარგი დღე იყო თბილი, მაგრამ გლეხი თავისი ცრემლების გამო ვერც ნათელს ამჩნევდა და ვერც ბნელს. მოიცა მშრომელო ადამიანო ეს გზა იქ არ მიგიყვანს საითაც მიდიხარ, ასე შეხვდა ზარატუსტრა მას რომელიც ქვაზე ჩამომჯდარიყო დასასვენებლად.

--- რატომ დამცინი მე უბედურს? ვერ ატყობ რომ გუნებაზე არ ვარ? ვერ ხედავ, რომ ვდარდობ და მარილს მაყრი ჭრილობაზე შენი დაცინვით?

ზარატუსტრამ უპასუხა:

--- რატომ სტირი უბედურო ადამიანო? თუ შენს ძროხაზე სტირი შენს თავს რად მოთქვამ? რატომ ამბობ "მე" და "ჩემი" შენ შენს თავს დარდობ იმ დროს როდესაც შენი ძროხა ბალახს ძოვს და კმაყოფილია. ის ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც შენთან იყო. რატომ არ გიხარია მის მაგივრათ? რატომ მიდიხარ მკითხავთან? ვინაიდან თუ ძროხას გაპოვნინებს მაშინ მისი დაკვლა მოგიწევს, რათა ნახევარი მას მისცე. შენ ფიქრობ, რომ ნახევარი ძროხა ისევე ბედნიერად მოძოვს ბალახს როგორც მთლიანი?

--- საიდან მიცნობ მე? გაუკვირდა გლეხს.

--- მე გიცნობ შენ და ვიცნობ შენს უბედურებასაც ვინაიდან ის თან დაგყვება და მოთქვამს: " აი მოდის უბედური ადამიანი, რომელსაც ძროხა მოპარეს, ნახეთ ხალხნო, შეიბრალეთ, უთანაგრძნეთ და გიხაროდეთ, რომ თქვენი ძროხები საღსალამათია". მერწმუნე გულუბრყვილო ადამიანო, ქურდს არ მოუპარავს შენი ძროხა არამედ შენმა ჭირმა წაიღო. ღმერთი ხედავს ყველაფერს და რომ არ ყოფილიყავი ასეთი გულუბრყვილო, შენი ძროხა უკვე სახლში გეყოლებოდა. შენს ჭირს არ სჭირდება ძროხის ხორცი, მას ჭირდები შენ და შენი ცრემლი.

--- უცნაურად საუბრობ უცნობო ადამიანო, ვხვდები რომ არ ხარ ცუდი ადამიანი, მაგრამ შენი სიტყვის გაგება არ შემიძლია. იქნებ მართლაც სულელი ვარ, მაგრამ მითხარი, თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რა ვქნა ზამთარში? როდესაც ჩემი შვილები საჭმელს ან შეშას მომთხოვენ? შენ მოხვალ და გაათბობ მათ?

შეიძლება მოვიდე კიდეც, მოუჭრა სიტყვა ზარატუსტრამ, თუმცა მე თვითონ ღარიბ ღატაკი ვარ ვიცი რაშია შენი ხსნა, შეხედე ცრემლი უკვე დაგიშრა და აღარ მოტქვამ შენს თავზე, ვინაიდან შვილები გაგახსენდა, შენ უკვე ამბობ აღარ ვჯავრობ ჩემს თავსა და ძროხას, მაგრამ შვილები მადარდებს. ეს კი უკვე არც თუ ისე სულელურია ,როგორც წინა, ღმერთია მოწმე შენ უკვე რაღაც კარგი ისწავლე ამ ცხოვრებაში. მერწმუნე როდესაც ცხოვრებაში სიბრძნეს დააგროვებ, მაშინ უკევ აღარ შეგაშინებს ასეთი უბრალო საკითხები.

--- ნუთუ ბრძენს არც საკვები და არც თავშესაფარი არ სჭირდებათ? თქვა გლეხმა და ზარატუსტრას გაეღიმა.

--- ბრძენისთვის ტყეები სავსეა ტყის სანადირო ცხოველითა და ველური თაფლით, მთებში მისთვის მოიპოვება შინდი და მოცხარი, მდინარეში კი თევზი. რატომ უნდა ათრიოს ბრძენმა ეს ტვირთი მუდამ? განა უფრო იოლი არ არის ყველაფერი თავის ადგილზე იყოს და მან მიაკითხოს და აიღოს იმდენი, რამდენიც სჭირდება? ცეცხლი ყოველთვის გაათბობს ბრძენს, ხოლო გამოქვაბული მუდამ იქნება მისი თავშესაფარი. განა ეს ცოტაა? განა ეს არ მეტყველებს იმაზედ, რომ ღმერთი გულუხვია თავისი შვილების მიმართ? ან ვინ გითხრა, რომ ის ძროხა შენია? მას თავისი რქები აქვს, კუდი და თვალები, შენ არ გიშვია და არც თიხისა და ჰაერისაგან გამოგიძერწავს ის, რომ თქვა ჩემიაო, განა ეს ესე არ არის? შენ ვერ შეძლებ პატარა ჭიაყელის შექმნასაც არათუ ძროხის, ახლა კი რაც ღმერთმა შექმნა და მაშასადამე მისია თავისი გზით წავიდა და ამაზე ჯავრობ?

გლეხი აღშფოთდა:

--- უბრალოდ თავის გზაზე, რომ წასულიყო ასე არ ვიდარდებდი, მაგრამ მოიპარეს, განა არ იცი, რომ მთელს ქვეყანაზე ქურდობა საძრახისი საქციელია? ღმერთს კი არ წაუყვანია ჩემი ძროხა არამედ პიროვნებამ, რომელსაც არც ერთი ჩემი ტომის წარმომადგენელი ადამიანს არ უწოდებდა. ის ქურდია და სასჯელს იმსახურებს.

--- შეიძლება შენ მართალი ხარ, თქვა ზარატუსტრამ, რათქმაუნდა თუ შენი სიტყვები გულწრფელია, ვინაიდან უკვე მესამედ ცვლი შენი უბედურების მიზეზს, ჯერ მხოლოდ შენს თავს დარდობდი, შემდეგ შვილები გაგახსენდა, ეხლა კი შენს ტომზე საუბრობ და დარდობ, რომ საზოგადოებაში ქურდი გაჩნდა. თუ შენ გულწრფელად ასე ფიქრობ, გამოდის რომ აქ მოხვედი უბრალო დაზარალებული ადამიანი და აქედან მიდიხარ, როგორც შენი ტომის ღირსეული შვილი :)

ზარატუსტრას ისევ გაეღიმა.

--- ოღონდ კვლავ ცდები და შენი წყენა ხელს გიშლის ფიქრში. ნუთუ ფიქრობ, რომ ქურდმა ძროხა თავისი ნებით მოიპარა? მისი დედ მამა ცდილობდნენ ჩვენი ადათისა და ტრადიციების მიხედვით გაეზარდათ, მაშ რატომ დააღღვია მან ეს წესები? ვინ ჩაუნერგა მას გულში ასეთი აზრები და გახადა შურიანი? ნუთუ მან თვითონ?

--- მე მითუმეტეს არა, აიჩეჩა მხრები გლეხმა, ალბათ ცუდად აღზარდეს რადგან ასეთი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში პასუხს აგებს თავის საქციელისთვის.

--- აგებს, რათქმაუნდა აგებს, ადამიანთა წინაშე თუ არა ღვთის წინაშე მაინც. საუკეთესო მშობლებსაც გამოსდით არამზადა შვილები და ვინ იცის როგორი იქნება შენი? რას იზამდი არასწორ გზაზედ რომ დამდგარიყო? ვინ იცის იქნებ მანაც ვერ გაუძლოს ცდუნებას და სულმა წასძლიოს? ვინაიდან ძნელია, როდესაც შენს მეზობელს უყურებ, რომელსაც დიდძალი ქონება, ბევრი მსახურები და ლამაზი ცოლი ჰყავს, რატომ არ გაქვს შენ ეს ყველაფერი? საიდან მოდის ეს შური? თვითონ შობს მას თუ მშობლები? არც ერთი მათგანი არაფერ შუაშია, რადგან არც თავის და არც მშობლების ბრალია, გამოდის რომ თვითნებურად მოდის ეს შური ადამიანის გულში, ან სხვა მასზედ ძლიერი თესავს, ნუთუ გგონია რომ ღმერთი იმდენად სულელია რომ დათესოს ადამიანის გულში ის რასაც მხოლოდ უბედურება მოაქვს? არა ადამიანო ღმერთი არ არის სულელი და გულისთქმის დათესვა ქურდის გულში მხოლოდ მის და შენს გამოსაცდელად დაუშვა.

მან ვერ გაუძლო ცდუნებას და იქურდა შენ კი მკითხავთან მიდიხარ სამჩხიბაოდ და გულისთქმამ ორივე გამოგცადათ ორივე ცდუნდით. მაშ რიღათი ხარ იმ ქურდზე უკეთესი?

გულუბრყვილოა ადამიანი რომელიც თვლის რომ უზენაესზე უკეთ იცის ცხოვრება, დღეს შენ გაჩვენეს გაჭირვება და ეხლა უკვე შენ იცი როგორი მწარეა ეს, დღეს შენ ტიროდი და როდესაც ხვალ შენს მეზობელს იგივე შეემთხვევა შენ გაიხსენებ შენს ჭირს და დახმარების სურვილი გაგიჩნდება, როდესაც სხვისი სიმდიდრისკენ გაგექცევა თვალი შენი თავი გაიხსენე, ასე იოლად დაძლევ გულისთქმას. იოლია იყო მართალი, კეთილი და ძლიერი როდესაც არ არის გაჭირვება და არც ცდუნება. არც ერთ იოლ გზას არ მიჰყავს ადამიანი სიცოცხლისაკენ, როდესაც მაძღარი ხარ გაუყობ ლუკმას სხვას, მაგრამ როდესაც შიმშილით კვდები მაშინაც გაუყობ სხვას? ასე რომ დალოცე ქურდი და ყველა ვინც ხელს გიშლის იყო მაძღარი და კმაყოფილი. ვინაიდან მხოლოდ ასე მიაღწევ სიბრძნეს და ჭეშმარიტ სიკეთეს, სანამ არ ისწავლი იარო შენს გზაზე დამოუკიდებლად.

ასე ყვებოდა ის გლეხი ზარატუსტრას შესახებ: ის იყო მოხეტიალე ბრძენი, რომელიც ისევე უჩუმრად გაქრა როგორც გამოჩნდა თითქოს არც ყოფილიყოს.

ძვირფასო თანაფორუმელებო ეს იყო მონაკვეთი წიგნიდან "ზარატუსტრას გამოცხადება" მას ასევე ეკუთვნის ეპიზოდები "დახატული ღმერთების ქალაქი", "ურემზე მცოცავი ჭიანჭველა", "ბატონი და მონა", "სიცოცხლის ხე", "ბაბილონის გოდოლი" .......... დაწერეთ თქვენც ვინ რა იცით ზარატუსტრას შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...