planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/gia_nodia-300x225.jpgეკლესიის ავტორიტეტს საქართველოში ურყევად მიიჩნევენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ ეკლისიისადმი ნდობა 90%-ზე მეტია, ასეთ რეიტინგზე პოლიტიკოსებმა შეიძლება მხოლოდ იოცნებონ , _ წერს პოლიტოლოგი გია ნოდია რადიო “თავისუფლებისათვის” დაწერილ სტატიაში სახელწოდებით “გადამწყვეტი მომენტი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში”. წერილში აღნიშნულია, რომ პატრიარქის ილია მეორის, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან უდგას სათავეში, პირადი პოპულარობა განსაკუთრებულად მაღალია. “შედეგად კი პოლიტიკოსებისთვის ეკლესიის კრიტიკა ტაბუდ იქცა. რეალურად ისინი რეგულარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი რელიგიურობისა და პატრიარქთან ახლო ურთიერთობების დემონსტრირებაში. თავის მხრივ, ეკლესია სულ უფრო მეტად ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის შესრულებას. ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი “ლიბერალურ დასავლეთს” მტრად განიხილავს, ასე რომ, ისინი ცხადია, სწუხან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ორიენტაციის გამო”, _ წერს გია ნოდია. პოლიტოლოგი შენიშნავს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ღიად აქეზებს მთავრობის წინააღმდეგ თავმოყრას. პატრიარქი თავად უფრო ფრთხილი იყო, თუმცა ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომლებსაც მთავრობაში არასასიამოვნოდ მიიჩნევენ. “პოლიტიკური ოპოზიცია ეკლესიაში პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. ეს აწუხებს მთავრობას, თუმცა ხელისუფალნი საჯაროდ თავს იკავებენ პროცესში საეკლესიო პირების ჩარევისგან და აგრძელებენ მართლამადიდებელი ეკლესიის სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, _ წერს ნოდია. პოლიტოლოგი თურქულ მხარესთან ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ეხება. ის წერს, შეთანხმების პროექტი, რომელიც თურქეთსა და საქართველოში რელიგიური ძეგლების დაცვას ეხება მნიშვნელოვანი განხეთქილების წყაროდ იქცა. “მსგავსი შეთანხმება სამი წლის წინაც არსებობდა, მაგრამ ბოლო წუთს პატრიარქის მიერ დადებულმა ვეტომ ხელმოწერა ჩაშალა. იმ დროს მთავრობა ოპოზიციის ხელმძღვანელობით მიმდინარე მასობრივ დემონსტრაციებს შეუშინდა და ვერ გაბედა ეკლესიის ნების წინააღმდეგ წასულიყო. რეალურად ის შეთანხმება საჯაროდ არც კი განხილულა”, _ წერს გია ნოდია. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ბათუმში, აჭარის რეგიონში ახალი მეჩეთის აშენება იქცა. რეგიონს ავტონომიური სტატუსი ძირითადად თავისი რელიგიური იდენტობის გამო აქვს – ესაა ადგილი, სადაც ბევრი ქართველი მუსულმანი ცხოვრობს და რადგან ახლა იქ მოსახლეობა შერეულია, ქრისტიანული და მუსულმანურია, მეჩეთის აშენების საკითხი სენსიტიურია. იმის გამო, რომ ოპოზიცია კონსერვატიულ რელიგიურ და ნაციონალისტურ პოზიციაზე დადგა, მთავრობამ იგრძნო, რომ უკეთესი იქნებოდა, არ შეხებოდა ამ მწვავე საკითხს და ჩუმად დაიხია უკან. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts