planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/aozari.jpg“ქართული პარტია“ სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს “ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი თანაპარტიელებთან ერთდ დღეს, “ვარდების რევოლუციის” მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს, სოზარ სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსების გარშემო განვითარებული მოვლენები ელიტური კორუფციის კლასიკური მაგალითია. „ერთ-ერთ საპარლამენტო შოუში სააკაშვილმა დეპუტატს მოსთხოვა დაეკონკრეტებინა, სად არის კორუფცია. დეპუტატმა მას პასუხი ვერ გასცა. რაც დღეს სამარშრუტო ტაქსების გარშემო ხდება, სწორედ ეს არის კორუფცია. ვიღაც შვარანგია, რომელმაც სამარშრუტო ტაქსების მთელი ბიზნესი ჩაიგდო ხელში, არის მიშას ოჯახის „კასირი“. შვარანგია, რუსუდან კერვალიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი და ყველა სხვა ვითომ-ბიზნესმენი, ვინც ხალხს ფულს პარავს, ამ ფულს უკანვე დააბრუნებს“, – აღნიშნა მიტინგზე „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ. სოზარ სუბარი მიტინგის მონაწილეებს საქართველოს სამხრეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს „კადაფიზაცია“ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება და ქართველებს ვერც ეგვიპტელი, ვერც ტუნისელი ხალხი „ვერ აჯობებს“. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts