planetanews Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.jpg“ქართული პარტიის” ერთერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, “ქართული პარტია” მალე აქტიურ ბრძოლას დაიწყებს სააკაშვილის ხელისუფლების გასაშვებად. “ჩვენ ვერ შევეგუებით იმ უსამართლობას და უკანონობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა საქართველოში. ჩვენ ვერ შევეგუებით ელიტურ კორუფციას, რომელიც დღეს გაბატონებულია ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 26 თებერვალს პარტიის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე. სუბარის თქმით, მმართველი რეჟიმი კანონებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იღებს. ამის მაგალითად „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის იმ მუხლებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 6 თვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა კი 10 თვით ხანგრძლივდება. „როდესაც პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავასრულებთ, და ამას კიდევ ერთი-ორი თვე დასჭირდება, დავიწყებთ აქტიურ ბრძოლას სააკაშვილის ხელისუფლების ვადაზე ადრე გასაშვებად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts