planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 „ქართული რადიო“ – ასე ჰქვია ინტერნეტრადიოს, რომელიც ზუგდიდიდან 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. იგი ეთერში პირველად 7თებერვალს qartuliradio.blogspot.com ბლოგდომენის მეშვეობით გავიდა. გაზიარება[17:53 28-02-2011]http://4.bp.blogspot.com/-zaEhdegihas/TWuooqhEjQI/AAAAAAAAEbU/mbsEgvNd46k/s200/qrtuli-logo.gifრადიოში სულ 9 ჟურნალისტი მუშაობს. ეთერს საინფორმაციო გამოშვებების გარდა, საავტორო გადაცემებითა და გემოვნებიანი მუსიკით ავსებენ. საავტორო გადაცემები პოლიტიკის, კულტურის, მედიცინისა და მუსიკის თემებზეა.„ინტერნეტრადიოს შექმნა ჩემი იდეა იყო. მხარში ამომიდგნენ კოლეგები - სოსო ხოფერია და ხვიჩა ახალაია. ვფიქრობთ, წარმატებული რადიო გვექნება. დღეს სახლში რადიომიმღები ძალიან ცოტას აქვს, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით კი ბევრი სარგებლობს. რადიოს მოსმენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ,“- ამბობს „ტრიბუნა.ge-სთან“ საუბრისას ინტერნეტრადიოს დამფუძნებელი ილია ჩაჩიბაია.ინტერნეტრადიო მალე დომენს შეიცვლის და ეთერში qartuliradio.ge-დან გავა. რადიოს თანამშრომლების თქმით, იგეგმება ახალი გადაცემების მომზადებაც. „ქართულ რადიოს“ ჯერჯერობით შემოსავალი არ აქვს, თუმცა რეკლამების მოზიდვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ წარმატებებსაც მიაღწევენ.„ფინანსურად არავინ გვეხმარება. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. ვეძებთ სპონსორს, რომელიც თუნდაც ერთი თვის ინტერნეტის ფულს გადაგვიხდის და რამდენიმე მიკროფონს გვიყიდის. ამ შემთხვევაში უფრო დახვეწილი იქნებოდა ჩვენი ეთერი,“-ამბობს ილია ჩაჩიბაია.დამფუძნებლების თქმით, რადიოსთვის პრიორიტეტული ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციების გავრცელებაა.„ობიექტურობა, ობიექტურობა და სხვა არაფერი! - სწორედ ამ პრინციპის მეშვეობით ვაპირებთ მსმენელების მოზიდვასა და დიდ სარეკლამო ბაზარზე გასვლას,“- ამბობენ რადიოს თანამშრომლები. მათი თქმით, ინტერნეტისა და ზღვა ინფორმაციების პირობებშიც არის დიდი შანსი, რომ ინტერნეტრადიოს ბევრი მსმენელი ჰყავდეს.„ინტერნეტში ადამიანის საუბარი ნაკლებად ისმის. აქ ინფორმაცია, ძირითადად, ტექსტური სახითაა. ბევრს კითხვას ამბების მოსმენა ურჩევნია. თანაც, ჩვენ თავად მოვიპოვებთ და ვავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერ მოისმენენ,“- ამბობს ილია ჩაიჩიბაია.tribuna.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts