planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 http://a.pix.ge/p/jg7bm.jpg ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა ისაუბრა ენდი ქეროლზე და მის მომავალ დებიუტზე. შესაძლოა ასეც ითქვას, რომ ენდი ქეროლის ტრანსფერი სულ რამოდენიმე წამმა გადაწყვიტა და შედეგმაც არ დააყოვნა. ის უკვე “ჩვენიანია” და ახლა ყველა სულმოუთქმელად ველოდებით მის დებიუტს, რომელიც შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შედგეს. ისიც გვჯერა, რომ ჩვენი ახალი შვიდიანი, მანჩესტერ იუნაიტედის კარში სადებიუტო გოლს გაიტანს და კოპს სიამაყის გრძნობას კიდევ ერთხელ აგრძნობინებს. როგორი იქნება მისი დებიუტი, ამას ყველა ერთად ვნახავთ კვირას, 17:30წთ-ზე. იქამდე კი გთავაზობთ კენი დალგლიშის ინტერვიუს, რომელიც გუშინდელი მარცხის (3:1) შემდეგ მისცა ჟურნალისტებს: -”არ მიყვარს ხოლმე მომავალზე საუბარი და იშვიათადაც ვაკეთებ ამას. იმიტომ, რომ წინასწარ არასოდეს იცი, რას გიმზადებს მომავალი. ამ ბოლო დროს ხშირად დაისვა კითხვები და შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ბოლო დღეების მანძილზე, სპორტულ ჟურნალისტებს მეტი სასაუბრო თემა არ აქვთ, მარტო ლივერპულის ახალ შენაძენზე – ენდი ქეროლზე საუბრობენ და მინდა ყველამ გაიგოს, ის დაბრუნდება! არც მე და არც კლუბის ხელმძღვანელობას არ უყვარს რაიმეს გადაჭრით საუბარი, ყველაფრის ნიჰილიზმი ან სულაც რაიმეს წინასწარ დაგეგმვა. მაშინ, როცა ქეროლს “წითლების” ფორმა მოვარგე, არ მითქვამს გადაჭრით, რომ ამა და ამ რიცხში ან ამ კლუბთან ექნებოდა დებიუტი. ამას ვერც ვიზამდი მისი მდგომარეობის გამო. ვფიქრობდი, რომ 1-2 მატჩის წინ ის უკვე მზად იყო, მაგრამ მაინც გადავწყვირტე ტრიბუნიდან ედევნებინა თვალი ფეხბურთისთვის და შეგუებოდა ჩვენს სტილს. მე მას ვაკვირდებოდი და დავინახე, რომ ის პროგრესირებს.” ინფორმაციის წყარო: football.betsplayer.com <p style="text-align: left;"> View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts