Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ოცნების კოშკები თავზე გვექცევა(?!)


Recommended Posts

http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2011/02/d2cfu.jpgბუნებრივია ყველა იმედგაცრუებულია გუშინდელი მატჩის შემდეგ. გამონაკლისი არც კენი დაგლიშია.

 

ვფიქრობ ამ თემას, ჩემი შესავალი არ სჭირდება, უბრალოდ გთავაზობთ ლივერპულის მთავარი მწვრთნელის ინტერვიუს, გუშინდელი დასანანი მარცხის შემდეგ:

 

-”მომბეზრდა უკვე ერთი და იგივე სიტყვებით ლაპარაკი და იმის მტკიცება, რომ ყველა ისევე განვიცდით გუშინდელ მწარე მარცხს, როგორც ყველა ფანი. თუმცა ეს რეალობაა და არც ამის უარყოფას ვაპირებ.რეალურად ყველაფერი უფრო გაცილებით ცუდადაა, თუმცა გამოსავალი ყველა რთული სიტუაციიდან არსებობს.

 

ვაგებთ მატჩს და მერე განვიცდით, რაც არაა სწორი საქციელი და მითუმეტეს გამოსავალი. ეს არ იყო ის თამაში, რომელიც ლივერპულს უნდა ეთამაშა და რომლითაც უნდა მოეგო მატჩი. ასეა, თუ ერთ შეცდომას უშვებ, მას მეორეც მოსდეს, მერე მესამე და ასე დაუსრულებლად. მეტოქემ სწორად შეარჩია დარტყმის მომენტი და ყველაზე ნაკლებად როცა მოველოდით მაშინ დაგვჯაბნა. ისარგებლა ჩვენი შეცდომებით.

 

ბუნებრივია, არ ვარ კმაყოფილი ბიჭების თამაშით და მე მათგან ბევრს მოვითხოვ. გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს ლივერპული იმ ლივერპულისგან ძალიან შორსაა.

 

მაშინ, როცა ჩვენ პრესტიჟის გოლი გავიტანეთ, ალბათ ყველას ეგონა, რომ ლივერპული სათავისოდ შემოატრიალებდა თამაშს, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ვესტ ჰემი, ჩვენზე უკეთესად თამაშობდა და შედეგიც სახეზეა.

 

მაშინ, როცა ჩვენ გოლი გავუტანეთ, ბიჭები ცოტა გამოცოცხლდნენ და სტიმულიც დაეტყოთ, თუმცა მათმა მოტივაციამ სულ რამოდენიმე წუთი გასტანა. დასანანია, მაგრამ ჩვენ წაგებულები აღმოვჩნდით.”

 

faceინფორმაციის წყარო: liverpool.vitalfootball.co.uk

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...