planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 „გუგლის“ რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიმდინარე თვეშიშეიცვალოს. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ კალიფორნიაში მინისტრის ვიზიტის შემდეგ „გუგლთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. „ჩვენი აქტივობის გამო უკვე გვაქვს შედეგები. საჯარო რეესტრი უშუალოდ ახორციელებს რუკების დახვეწას და მომზადებას. თებერვლის განმავლობაში ეს რუკები განთავსდება „გუგლში“, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი. საქართველო ინტერნეტ–რუკებზე სხვადასხვა ფერის საზღვრით გამოყოფილი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ქალაქია აღნიშნული. რა არის ქალაქებში, სად რომელი ქუჩაა და სად რა არის საინტერესო საქართველოში – ინტერნეტ რუკების უმეტესობაზე ვერ იპოვით, მით უფრო, ისეთ პოპულარულ რუკაზე, როგორიც არის google map. საქართველო ცარიელი სივრცეა რეგიონში, მისი მეზობელი ქვეყნებისგან (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთის) განსხვავებით. მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი, „გუგლზე“ არა მხოლოდ ინფორმატიულია, არამედ მნახველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს, თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულების ნახვა სურს, თუ ხმელეთზე აღრიცხული ობიექტების. ასევე, გარკვეული ადგილები ფოტოებით არის მონიშნული, მაგალითად, ქალაქები ან ღირშესანიშნავი ძეგლები. „თუ როგორია რუკები ინტერნეტში, ძირითადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,“–ამბობს ჯეფ ჰააკი, JumpStart International-ის პროგრამების დირექტორი – “ქვეყნები, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკა აქვთ, მრავალფეროვანი და ბევრი ინტერნეტ რუკა აქვთ, რადგან მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ცოტა უცნაურია, რომ საქართველო რუკაზე ცარიელია, როდესაც მისი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში ასე არ არის“. JumpStart International დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში გეომონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა დააფინანსა. „გუგლი“ რუკების სრულყოფით თავად არის დაინტერესებული. „გუგლ მეფის“ ბლოგზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს გამოქვეყნდა, ბლოგის ავტორი დეივ ბარსი წერს, რომ მიზეზი, თუ რატომ არ არის საქართველო „გუგლის“ რუკაზე, არაზუსტი და არასაიმედო რუკებია. რამდენიმე თვის წინ საქართველოს რუკაზე ქალაქების დასახელება არაბული ანბანით იკითხებოდა. ირაკლი ქაშიბაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი პირველი ეტაპის გადალახვაა, რათა ძირითადი ინფორმაცია განთავსდეს. ინფორმაცია, რომელიც google map–ზე განთავსდება, ნაწილობრივ მზადაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საჯარო რეესტრს სრულყოფილი რუკა ჯერ არ აქვს მომზადებული. „ჩვენ გვაქვს მომზადებული საქართველოს გზები, რკინიგზები, მდინარეული ქსელი და წყლით დაფარული ტერიტორიები, სიმაღლეები, გეოგრაფიული ნიშნულები, დასახელებები, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ფარავს მთელ საქართველოს, გარდა ქუჩების დასახელებისა. ეს პრობლემური საკითხია, სამოქალაქო რეესტრთან ერთად ვმუშაობთ დამისამართების პროექტის ფარგლებში“,–ამბობს ვოვა ჩხეიძე, საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე. დამისამართების პროცესი, მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. საჯარო რეესტრს და OMC-ის (Open Maps Caucasus – ღია რუკები კავკასია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. „OMC-სთან ჩვენ გარკვეული ინტენსივობით გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, პირველ რიგში, მათ// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vjalshin1988 Posted March 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2011 не очень ето точно... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts