Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტი ამოქმედდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/mandaturebi-28.2.11-150x150.jpgსამტრედიის მე-15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა განახლებული ქუთაისი დაათვალიერა. ღონისძიება სკოლის მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

აღსაზრდელებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ კულტურული ძეგლები. მოზარდებმა გელათისა და ბაგრატის ტაძრების გარდა, ყველა ის ტურისტული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, რომლებიც მათ ინელექტუალურ აღზრდას ხელს შეუწყობს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოსგან, ბავშვებს ასევე სამახსოვროდ საჩუქრებიც გადაეცათ.

ორ უწყებას შორის, დაწყებული თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი, სამომავლოდ მოზარდებს უამრავი ექსკურსია და სიურპრიზი ელოდება.

დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მოზარდებში, რადგან ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიათი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში, მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...