planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/alasania114-150x150.jpgირაკლი ალასანია, გურიას სტუმრობდა და გურულებს და არამარტო მათ, სოფლის გაძლიერებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ქართული პროდუქტის წარმოებაზე, ხელმისაწვდომ სამეურნეო ტექნიკაზე და ფინანსებზე, მეცნიერ-მუშაკებს, პროფესორებს, ფერმერებს, გლეხებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და საკუთარ აქტივისტებს, თითქმის სამი საათის განმავლობაში, ესაუბრებოდა. “მაშინ, როცა მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, მილიონ რვაასი ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად იზრდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 900 მილიონით არის განსაზღვრული, ხოლო სოფლის მეურნეობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში, ამჟამად, 62 მილიონია გათვალისწინებული. რა “ქამრების შემოჭერაზეა” საუბარი, როცა პრეზიდენტს საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და საკუთარი კომფორტისთვის მილიონებს ხარჯავს?!”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.ალასანიას განმარტებით, მისი პოლიტიკური ჯგუფის სტრატეგიის მიზანი, აგროსასურსათო დარგის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მისივე თქმით, ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი, ტრადიციულ ბაზრებზე, მათ შორის რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება და ახალი ბაზრების ათვისებაა.“ზედმეტია, დეტალურად ვისაუბრო, რა მდგომარეობაშია ჩვენი სოფლები. შვიდი წლის განმავლობაში, პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სოფლის მეურნეობის მესვეურნი, იყო შემდეგი – რატომ უნდა დავეხმაროთ გლეხს?! რასაც თვითონ აწარმოებს, აწარმოოს, რასაც არა – შემოვიტანთ გარედან. ანუ, ფულის ჩადება, მხარდაჭერა გლეხებისთვის და ფერმერებისთვის არ ხდებოდა. ამას ელემენტარული სტატისტიკაც ცხადყოფს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მხოლოდ 1% იხარჯებოდა. არ არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი არც ერთი დოკუმენტი, რომელშიც იქნებოდა ხელისუფლების ხედვა ამ მიმართულებით. თუ კი, სოფელი არ გავაძლიერეთ, თუ კი გლეხებს და ფერმერებს არ შევუქმენით პირობები, არ ავაღორძინეთ სოფლის მეურნეობა, ვერც უმუშევრობას დავძლევთ და ვერც – სიღარიბეს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტი დასაქმებული იყო სასოფლო-სამეურნეო სექტორში. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, მილიონ რვაასი ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ეს მაშინ, როდესაც ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად იზრდება, შიდა ბაზარს კი შემოტანილი პროდუქციის 80% იკავებს. დღეს კატასტროფული რეალობაა, რომელსაც თვალს არ უსწორებს ხელისუფლება. ჩვენ არამარტო ვაკრიტიკებთ დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას, არამედ ვთავაზობთ ჩვენს ხედვას მათ, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა,” – თქვა შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ მისი გუნდი გაითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი სასოფლო-სამეურნეო ქვეყნების გამოცდილებას.“სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. ჩვენ გავთვალეთ და დღეს არსებული ბიუჯეტიდან არის შესაძლებლობა, პირველ რიგში, გამოიყოს სამასი მილიონი და ამ ფონდში ჩაიდოს. მქონდა შეხვედრები მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რომ მზად არიან, თუკი ასეთი ფონდი შეიქმნება, ჩადონ ფული. ისინი თვლიან, რომ საქართველოში არ არის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი და ამბობენ, რომ ამ კუთხით ხელშეწყობა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება.რეგიონებში ურთულეს პრობლემად რჩება წყლით მომარაგება; ნათესი ფართობები განახევრდა – საქართველოში მოყვანილი ხორბალი, 8 წლის წინ, ადგილობრივი მოთხოვნის 35-% აკმაყოფილებდა, დღეს კი მისი წარმოება 5-ჯერ შემცირდა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 7-%-მდე დაიწია. უნდა მოხდეს ხარისხიანი სასუქისა და შხამქიმიკატების ხელმისაწვდომობა გლეხებისთვის. ჩვენ, ასევე ვსაუბრობთ ტექნიკაზე, რომელიც საკმარისი და ხელმისაწვდომი არ არის. ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება გლეხს 1 000 ლარი უჯდება, რისი საშუალებაც არ აქვთ. სწორედ მის ხელშესაწყობად უნდა შეიქმნას ფონდი. ეს გლეხს მისცემს საშუალებას, გარანტირებულად ჰქონდეს ფინანსური რესურსი – შეღავათიან კრედიტებს ვგულისხმობ,” – აღნიშნავს ალასანია და ქართული ბაზრის დაცვასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე საუბრობს.“ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ბაზარი და ხელი შევუწყოთ ჩვენი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას. როცა ეს ვთქვი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მითხრა, შენ როგორ აკრძალავ პროდუქციის შემოტანასო? კი არ ავკრძალავთ, ხელს შევუწყობთ საკუთარი, ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზაციას. სწორედ, იმ დროს, როცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს და ამას ჩვენი თანხმობის გარეშე ვერ მიაღწევს, უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ აღდგეს ჩვენი პროდუქციის მის ბაზარზე დაბრუნება. რუსეთის ბაზარი, ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია და ამ ბაზარზე დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მთავარი თემა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა. მქონდა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრა ნიუ-ორკში და მითხრეს, რომ თუ ჩვენი პროდუქცია დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მაშინ მოხდება მისი გატანა სხვადასხვა ბაზრებზე.ანტიმონოპოლიური სისტემით, მსოფლიოში საქართველო 134-ე ადგილზეა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესის წამოწყების კუთხით, საქართველო პირველ ადგილზეაო. შეიძლება, პირველ ადგილზეა – მიხვალ და დაარეგისტრირებ, მაგრამ შემდეგ ნაბიჯს ვეღარ გადადგამ,” – დასძინა მან.ამის შემდეგ, ალასანიამ შეკრებილ საზოგადოებას მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. გურულებმა პრიორიტეტად მეჩაიეობის განვითარება დაასახელეს. ისაუბრეს ციტრუსის რეალიზაციაზე და იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც რეგიონში და არა მარტო გურიაშია.“მეგონა, მეტ ყურადღებას გაამახვილებდით ჩაის წარმოებაზე. როცა ჩაის წარმოება ხდებოდა, გურია ყველაზე ძლიერი რეგიონი იყო და ამ კუთხით, ყველაზე მეტი ფული შემოდიოდა. ისე წავიდა საქმე, რომ დღეს საქართველო ჩაის ყიდულობს, ის საქართველო, რომელიც ამ ნედლეულით ნახევარ მსოფლიოს ამარაგებდა. ახლა რაც ჩვენს ბაზარზე შემოდის, ეს ჩაი ხომ არ არის? საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია, შეტანილია პროექტი, საქართველოში ჩაის განვითარების შესახებ, თუმცა, არავის მოსვლია აზრად მისი განხილვა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უზარმაზარ ფულს აკეთებენ ჩაის შემოტანით და ქართული ჩაის კულტურის ჩაკვლით, “- აღნიშნა ადგილობრივმა მკვიდრმა როლანდ თავაძემ, რომლის შენიშვნაზეც პასუხი, არც ალასანიამ დააყოვნა და მას ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში მოძიებასაც დაპირდა.“შენიშვნა მიღებულია. რატომღაც არ გავამახვილე ამ პრობლემაზე ყურადღება, მაგრამ აუცილებლად იქნება ეს ჩვენს სტრატეგიაში აღნიშნული. მოვიკითხავთ იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ,” – უპასუხა თავაძეს ალასანიამ.“სააკაშვილის მორიგი ახირებაა ბური ბიზნესმენები. ასეთ პირობებში ჩვენი ბიზნესმენები ტოვებენ ქვეყანას და ბურები გაჩერდებიან აქ?! როცა ვსაუბრობთ ელიტარულ კორუფციაზე, უნდა მოვიხმოთ მაგალითები: პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცა არაბულ კომპანიას სტრატეგიული ობიექტი – ფოთის პორტი, ასევე, “თბილწყალი”, 100 საავადმყოფოს ინიციატივა, ინიციატივად რჩება. სააკაშვილი წყვეტს ყველაფერს -ვისგან ამოიღონ, ვის შეაწერონ ფული, ვინ გაუშვან საპროცესო გარიგებით და ა.შ. სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ყველამ იცის, რომ ის ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს,” – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა. გიორგი აბულაძე Express News იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts