planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili2212-150x150.jpg“ჩვენ როგორც ცალკე აღებულ ერთ ქვეყანას არ გაგავაჩნია საკმარისი ბერკეტები რათა უმტკივნეულოდ ყოველგვარი რისკების გარეშე გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში, “ტეგეტა მოტორსის” ახალი სერვისცენტრის გახსნისას. პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი ამოცანაა რისი ძალაც შეწევს ქვეყანას აბსოლიტურად ყველაფერი გააკეთოს, იმისათვის, რომ ხალხს არსებული მდგომარეობა შუმსუბუქდეს. “ჩვენი ამოცანაა გაჭირვების კრიტიკულ პერიოდში დავეხმაროთ ხალხს პროგრამებით, მაგრამ კარგად გვესმის რომ ერთჯერად ღონისძიებებით კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ. ეს ყველოაფერი შესაძლებელია დასაქმებით და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით. ამის მაგალითი დღეს ეს დაწესებულებაა, რომელსაც ვხსნით. აქ მოქალაქეები სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას მიიღებენ”,- განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ფოთი საქართველოს ეკონომიკის მთავარი კარიბჭეა და ეს დაწესებულება ამის პირდაპირი გამოძახილია. დღეს ფოთში “თეგეტა მოტორსის” ახალი სერვისცენტრი გაიხნა. ობიექტი გათვლილია სატვირთო ავტომანქანებისთვის, თუმცა მოემსახურება მსუბუქ მანქანებსაც. 24 საათიანი მობილსერვისი, დიაგნოსტირება და ავტოსათადარიგო მანქანების საწყობი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts