planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/Anni_Jirardo1-150x150.jpgხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფრანგული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ანი ჟირარდო გარდაიცვალა, – ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება . ავადმყოფობის პერიოში მან ამ დაავადების წინააღმდეგ თავის გმირულ ბრძოლაზე ნიკოლია ბოლიეს დოკუმენტურ ფილმში “ასე მიედინება ცხოვრება” უამბო მაყურებელს. ანი ჟირარდოს კინოდებიუტი იტალიელი კინორეჟისორის ლუკინო ვისკონტის ფილმში ~როკო და მისი ძმები~ შედგა. ჟირარდოს მიღებული აქვს კანისა და ვენეციის კინოფესტივალების პრიზები. ასევე არის საფრანგეთის ნაციონალური კინოპრემია ~სეზარის~ მფლობელი. ანი ჟირარდომ იმუშავა ისეთ დიდ რეჟისრებთან როგორებიც იყვნენ მარკო ფერერი, როჟე ბადიმი, მარიო მონიჩელი, ანდრე კაიატი, კლოდ ლელუში და სხვები. ფრანგი კინორეჟისორის კლოდ ლელუშის განცხადებით, ანი ჟირარდო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ბრწყინვალე და საინტერესო მსახიობი იყო. კინოს გარდა ანი ჟირარდოს არაერთი თეატრალური როლიც აქვს შესრულებული. ანი ჟირარდო 1931 წელს დაიბადა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts