planetanews Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 1 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”–ში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.თემა: “წარმატების ფორმულა ქართველ ფერმერებს”.მის: 26 მაისის მოედანი 1 მარტს, 11:00 საათზე, “ბილაინი” ბაზრისთვის ინოვაციური სატარიფო გეგმის შესახებ განაცხადებს.მის: გორგასლის ქ. #6 1 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგები ჩატარდება.მის: გორგასლის ქ. №24 (ორთაჭალა, მთავარი პროკურატურის ძველი შენობა) 1 მარტს, 11.00 საათზე, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს” ექიმთა მობილური ჯგუფი უფასო პროფილაქტიკურ-სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებს. 1 მარტს, 11:30 საათზე, საგამოფენო ცენტრ “დიდუბე პლაზაში” კომპანია “იმიჯ-ჰოლი” საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა “სილამაზის დღესასწაულს” გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება კოსმეტიკა, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები და სერვისი.მის: წერეთლის გამზ. #116 1 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” ბოლოვიის ბიომეტრიული საარჩევნო სიის პრეზენტაცია გაიმართება. 1 მარტს, 12:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური მოსწავლეებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურს “ლეონარდო და ვინჩის” პროგრამას და პირობებს გააცნობენ.მის: ე. ბედიას ქუჩა(თავისუფალი უნივერსიტეტი) 1 მარტს, 13.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მდივანი მაგდა ანიკაშვილი და ვანის საკრებულოს წევრი დათო ლორთქიფანიძე ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს წინ პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: “საავადმყოფოების ლიკვიდაცია”. 1 მარტს, 13.00 საათზე, საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “სამედიცინო დაწესებულების და კლინიკების გასხვისება”.მის: ვაჟა-ფშაველას #1/43, III სართ.; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზი 1 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 1 მარტს, 13:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სამართლიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “საერთაშორისო მედია საქართველოს შესახებ”.მის: ლვოვის ქ. #56 1 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გამარტივების და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანსუა მასულიე პრესკონფერენციას გამართავს.მის: ნინო ჩხეიძის ქ. #38(ვროკავშირის წარმომადგენლობა) 1 მარტს, 13:00 საათზე, ინტერნეტ-ტელევიზია “თეთრების პირდაპირ ეთერში “თეთრების”პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: 1. ნაცნობი “ინკოგნიტოები”; 2. მეწარმეები გარბიან საქართველოდან: თბილისში მცხოვრებმა აფხაზმა ბიზნესმენმა პოლიტიკური თავშესაფარი მთელი ოჯახისათვის გერმანიის მთავრობას სთხოვა”.მის: ღამბაშიძის ქ. №4 1 მარტს, 14:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე უპასუხებს. 1 მარტს, 15:00 საათზე, “წარმომადგენლობითი სახალხო კრება” გურჯაანში წინააღმდეგობის კომიტეტს დაფუძნებს. 1 მარტს, 16:00 საათზე, თსუ-ის II კორპუსში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გუნდებს შორის ინტელექტურალური თამაშები გაიმართება. 1 მარტს, 17:00 საათზე, “ღია გალერეაში” უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ბავშვების ნახატების გამოფენა “უკეთესი მომავლისათვის” გაიმართება.მის: ჭოველიძის ქ. #10 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts