Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლიბიელ ამბოხებულებთან დიალოგის საწარმოებლად კადაფიმ საგარეო დაზვერვის უფროსი დანიშნა


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/Gaddafi-Angry2-150x150.pngლიბიის საზოგადოება ეროვნულ დიალოგს იწყებს.

ამის შესახებ მუამარ კადაფის მიერ კონტროლირებადმა ტელეარხმა “ალ ჯამაჰირიამ” განაცხადა.

დიალოგის ინიციატორების ჩანაფიქრით, “დიალოგის დაწყებით ლიბიის ქალაქებში უსაფრთხოება და ნორმალური ცხოვრება აღდგება”.

დიალოგის დაწყება ასევე ლიბიას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევისგან დაიცავს. დიალოგის ამბოხებულ აღმოსავლურ რაიონებთან საგარეო დაზვერვის უფროსს ბუზიდა დურდას დაევალა.

ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაკარგა. ამბოხებულებმა დროებითი მთავრობა და ეროვნული საბჭო შექმნეს, რომლებსაც სირუაციის დარეგულირება დაევალათ.

კადაფის მომხრეები ლიბიის დასავლეთს აკონტროლებენ. ქვეყნის ლიდერის ერთგულნი დედაქალაქი ტრიპოლი და ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობის მოპოვება-ტრანსპორტირების ცენტრი სირტი რჩებიან.

კადაფის ერთგული ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ. ლიბიის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა გამანადგურებელმა ქალაქ აჯ-ჯაბიასთან მდებარე ორი შეიარაღების საწყობი ააფეთქა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...