Jump to content
Planeta.Ge

ჰათჰა იოგა, აშტანგა იოგა.


Recommended Posts

ისევ მინდა შეგახსენო, რომ კონკრეტულ კითხვას, კონკრეტული პასუხი გასცე ხოლმე.

ბატონო ჩემო, ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას, მითითებებს და კითხვაზე პასუხის გაცემის სტილის გათვალისწინებას, მე თქვენგან არ ვიმსახურებ, ვინაიდან თქვენ სვავთ განმარტებითი ხასიათის კითხვებს და ამომწურავი პასუხის გაცემა ორი სიტყვით შეუძლებელია, თუნდაც ასე ვქნა ახალი კითხვები დაგებადებათ და პასუხი მაინც ვრცელი გამომივა საერთო ჯამში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხეულთან დაკავშირებით:

 

არსებობს ფიზიკური და სულიერი სხეული. ამიტომ გკითხე რომელს გულისხმობდი. :)

 

ბატონო ჩემო, ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას, მითითებებს და კითხვაზე პასუხის გაცემის სტილის გათვალისწინებას, მე თქვენგან არ ვიმსახურებ, ვინაიდან თქვენ სვავთ განმარტებითი ხასიათის კითხვებს და ამომწურავი პასუხის გაცემა ორი სიტყვით შეუძლებელია, თუნდაც ასე ვქნა ახალი კითხვები დაგებადებათ და პასუხი მაინც ვრცელი გამომივა საერთო ჯამში.

 

 

კარგი ბატონო, როგორც გსურს ისე უპასუხე. მე კი, პასუხიდან იმის დაციტირება მომიწევს ხოლმე, რაც ჩემ შეკითხვას ცემს პასუხს.

 

პ.ს.

 

30-ე პოსტში დასმულ შეკითხვასაც უპასუხე ბარემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანი, რომელსაც იმის იმედი აქვს რომ აბსოლუტურ სრულყოფილებას მიაღწევს ინდუსური ღვთაებების დახმარებით, რა სარგებლობას აძლევს ე.წ. "ნახევრად-ღმერთობა"? თან ამბობ, რომ ნახევრად-ღმერთობა და აბსოლუტურად სრულყოფილად ყოფნა, ფიზიკურ სხეულში ყოფნისას მიიღწევაო, თუკი ინდუსური ღვთაება დაეხარება ადამიანს აბსოლუტური სრულყოფილების მიღწევაშიო.

ნახევრად ღმერთობა არის ტერმინი რომელიც გამოიყენება ინდუისტურ რელიგიაში ღვთის მსგავსი ადამიანების აღსანიშნავად, თქვენ არასწორად გამიგეთ მე არ გამომყავს ისე თითქოს იაჰვე მოუწოდებს ადამიანს ერთ ერთ ნაკლები ძალისა და შესაძლებლობების მქონე ღმერთად გადაიქცეს ამისკენ სატანა უბიძგებდა პირველ ადამიანს და როგორც შემდგომში დავინახეთ ცოდვის დაცემის საზრაურად სიკვდილს დაექვემდებარა კაცობრიობა, ინდუისტური რელიგია განმარტავს რომ ადამიანს ფიზიკურ სხეულშივე შეუძლია თავისი მცდელობითა და ღვთის შემწეობით მიაღწიოს ღვთის მსგავსებას ანუ სრულყოფილებას და სწორედ ამ სხეულითვე იქნას ატაცებული ღვთის სამყოფელში, მიკვირს თქვენი დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი როდესაც ბიბლიაში ნათლად წერია ენუქის შესახებ რომელიც იმდენად წმინდა იყო ღვთისთვის რომ მან ის ცოცხლად ფიზიკური სხეულით აიტაცა სასუფეველში ასევე ქრისტე განა ფიზიკური სხეულით არ ამაღლდა? იქ კი რა მოხდა და როგორ შეიცვალა მათი სხეულები და ყოფა ეს იცის ზუსტად ვინმემ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნახევრად ღმერთობა არის ტერმინი რომელიც გამოიყენება ინდუისტურ რელიგიაში ღვთის მსგავსი ადამიანების აღსანიშნავად,

Morfius

 

რადგან პარალელების გავლებას ქრისტიანობასთან და ბიბლიასთან ასე გულმოდგინედ ცდილობთ, მაშინ კი ბატონო მეც შევეხები მას. ინდუისტების გადმოსახედით თუ ვიტყვით, გამოდის რომ ადამი და ევა ნახევრად ღმერთები ყოფილან, რადგან დასაწყისში ადამი და ევა ღვთის მსგავსად იყვნენ შექმნილნი და ეს ასე იყო ინდუისტური "ღვთაებების" დახმარების გარეშე. :) აქედან გამომდინარე, ინდუისტური რელიგიის და მათი "ღვთაებების" გარეშე ადამიანს შეუძლია სრულყოფილად ყოფნა და სრულყოფილების მიღწევა. მაგრამ შეუძლია თუ არა ადამიანს სრულყოფილების მიღწევა ინდუისტური რელიგიისა და ინდუისტური "ღვთაებების" დახმარებით, აი ეგ კი ნამდვილად სადაოა. :)

 

 

ბიბლიაში ნათლად წერია ენუქის შესახებ რომელიც იმდენად წმინდა იყო ღვთისთვის რომ მან ის ცოცხლად ფიზიკური სხეულით აიტაცა სასუფეველში

აშკარად არასწორად გაგიგია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები. დასკვნაც არასწორი გაგიკეთებია. თუმცა, ამაზე საუბარი, თემიდან სულ სხვა თემაზე გადაგვიყვანს და ამიტომ (შენგან განსხვავებით) თავს შევიკავებ და არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ ზეცაში ფიზიკური სხეულები არ მკვიდრობენ.

 

ასევე ქრისტე განა ფიზიკური სხეულით არ ამაღლდა?

ისევ ქრისტიანობას ეხები. კარგი, მაშინ გიპასუხებ: იესო არ ამაღლებულა ფიზიკური სხეულით. ახლა მომთხოვ ალბათ ამ ყველაფრის ახსნას და ასე გადავალთ ინდუისტური რელიგიის საკითხებიდან ქრისტიანული რელიგიისა და ბიბლიის სწავლებებზე. არაა პრობლემა. უბრალოდ მერე არავინ იყოს იმით უკმაყოფილო ინდუისტურ რელიგიაზე გახსნილ თემაშიც ქრისტიანობაზე წერთო. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან პარალელების გავლებას ქრისტიანობასთან და ბიბლიასთან ასე გულმოდგინედ ცდილობთ, მაშინ კი ბატონო მეც შევეხები მას. ინდუისტების გადმოსახედით თუ ვიტყვით, გამოდის რომ ადამი და ევა ნახევრად ღმერთები ყოფილან, რადგან დასაწყისში ადამი და ევა ღვთის მსგავსად იყვნენ შექმნილნი და ეს ასე იყო ინდუისტური "ღვთაებების" დახმარების გარეშე. აქედან გამომდინარე, ინდუისტური რელიგიის და მათი "ღვთაებების" გარეშეც შეუძლია ადამიანს სრულყოფილად ყოფნა და სრულყოფილების მიღწევა.

პარალელების გავლებას იმიტომ ვცდილობ რომ სანამ სხვისას გავიკვირვებთ ჯერ ჩვენს უნდა გადავხედოთ ხომ? გითხარით და გიმეორებთ ინდუისტურ რელიგიურ მოძღვრებაში ტერმინი ნახევრადრმერთი გამოიყენება ღვთის მსგავსი ადამიანის აღსანიშნავად, ხოლო ადამი რომ ღვთის მსგავსად იყო შექმნილი ამას თავად ღვთის სიტყვები მოწმობს შევქმნათ ის ჩვენს მსგავსად. ინდუისტური მოძღვრება ადამსა და ევას სრულიად არ იცნობს სამაგიეროდ ამბობს რომ ბუდა რომელიც ღვთის მიერ შეიქმნა სრულყოფილ ადამიანად (ადამის მსგავსად) ცოდვით არ დაცემულა (იესოს მსგავსად) და ეზიარა აღვლენას ანუ ამაღლდა და გახდა ღმერთი ბუდისტებისთვის, როგორადაც იესო (მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანებისთვის) ინდუისტური რელიგიის მიხედვით ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილების გარკვეულ დონეს მაგრამ არა სრულიად სრულყოფილებას ამაზეც გიპასუხეთ ადრე, ხოლო სრულიად სრულყოფილი სხეულის მიცემა შეუძლია მხოლოდ ინდუისტურ სამებას, ანუ ფიზიკური სხეულის გარდაქმნა იმ სხეულად რომელიც მათი აზრით არის სრულყოფილი.

 

აშკარად არასწორად გაგიგია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები. დასკვნაც არასწორი გაგიკეთებია. თუმცა, ამაზე საუბარი, თემიდან სულ სხვა თემაზე გადაგვიყვანს და ამიტომ (შენგან განსხვავებით) თავს შევიკავებ და არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ ზეცაში ფიზიკური სხეულები არ მკვიდრობენ.

ისე გავიგე, როგორც წერია და თუ როგორ წერია ზემოთ დავწერე, არასწორედ გავიგე თუ სწორედ ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრია, თუმცა საინტერესოა იმის მოსმენაც ამ მოვლენის თქვენისეული ახსნა როგორია.

 

ისევ ქრისტიანობას ეხები. კარგი, მაშინ გიპასუხებ: იესო არ ამაღლებულა ფიზიკური სხეულით. ახლა მომთხოვ ალბათ ამ ყველაფრის ახსნას და ასე გადავალთ ინდუისტური რელიგიის საკითხებიდან ქრისტიანული რელიგიისა და ბიბლიის სწავლებებზე. არაა პრობლემა. უბრალოდ მერე არავინ იყოს იმით უკმაყოფილო ინდუისტურ რელიგიაზე გახსნილ თემაშიც ქრისტიანობაზე წერთო.

ყველაფრის ახსნას აღარ მოგთხოვთ იმიტომ რომ დაახლოვებით გასაგებია რის თქმასაც აპირებთ თუმცა აღდგომის შემდეგ რომ ქრისტეს ფიზიკური სხეული ჰქონდა ამას სამარხიდან დაკარგული მისი სხეული და ნალურსმნევი მოწმობს მის ხელებზე სადაც იგი თომას თითის ჩაყოფას სთავაზობს იმაში დასარწმუნებლად რომ იგი ნამდვილად აღდგა, იქნებ ესეც არასწორად გავიგე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულიად სრულყოფილი სხეულის მიცემა შეუძლია მხოლოდ ინდუისტურ სამებას, ანუ ფიზიკური სხეულის გარდაქმნა იმ სხეულად რომელიც მათი აზრით არის სრულყოფილი.

Morfius

 

კარგია რომ აღნიშნე: "მათი აზრით". მათი აზრით მასეა კი, მასე ჰგონიათ, მაგრამ ის რომ მათ მასე ჰგონიათ, ეგ არ ნიშნავს რომ მართლა მასეა.

 

რაც შეხება ამას: "საინტერესოა იმის მოსმენაც ამ მოვლენის თქვენისეული ახსნა როგორია" - სიამოვნებით, ოღონდ სათანადო თემაში დასვი ბიბლიური საკითხები. ამ თემაში ისევ ინდუისტურ რელიგიებზე ვისაუბროთ ჯობია. :)

 

იქნებ ესეც არასწორად გავიგე?

კი, ეგეც არასწორად გაგიგია, რადგან იესო სულიერად აღდგა, ანუ სულიერ სხეულში და სულიერი სხეულის მატერიალიზაციას ახდენდა როცა ეცხადებოდა ადამიანებს. ისევე, როგორც ამას ანგელოზები აკეთებდნენ წარსულში, როცა ადმაიანებს ეცხადებოდნენ ხორციელ სხეულში, მათთან ერთად ჭამდნენ, სხვავდნენ და ა.შ.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია რომ აღნიშნე: "მათი აზრით". მათი აზრით მასეა კი, მასე ჰგონიათ, მაგრამ ის რომ მათ მასე ჰგონიათ, ეგ არ ნიშნავს რომ მართლა მასეა.

მართალს ბრძანებთ არ არის ჭეშმარიტად ასე, თქვენ სადმე დაინახეთ რომ მე ვამტკიცებდე თითქოს, ეს ზემოთხსენებული საკითხები ჭეშმარიტებას შეესაბამება? მე რელიგიათმცოდნე ვარ და ისევე წარმატებით შემიძლია ვისაუბრო ფეტიშიზმზე, როგორადაც ინდუიზმზე ვსაუბრობ, განყოფილებას ქვია რელიგია და ფილოსოფია ხომ? ჰო და დავინახე რა, რომ განყოფილება შეიცავს ძალიან მწირ ინფორმაციას ისეთ რელიგიებზე როგორიცაა ინდუიზმი და ბუდიზმი გადავწყვიტე საზოგადოებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა, რაც იმას არ ნიშნავს რომ მე რამეს ვამტკიცებ ან ინდუისტი ვარ :) ასევე კარგად ვიცნობ დაოიზმს და შეიძლება ანალოგიური თემაც გავხსნა, აიკი-დოს ფილოსოფიურ მოძღვრებაზეც ვისაუბრო, რა არის ამაში ცუდი რომ საზოგადოება გაეცნოს სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს და ფილოსოფოსთა მოძღვრებებს? განა ამ მიზნით არ არის ეს განყოფილება გახსნილი?

 

კი, ეგეც არასწორად გაგიგია, რადგან იესო სულიერად აღდგა, ანუ სულიერ სხეულში და სულიერი სხეულის მატერიალიზაციას ახდენდა როცა ეცხადებოდა ადამიანებს. ისევე, როგორც ამას ანგელოზები აკეთებდნენ წარსულში, როცა ადმაიანებს ეცხადებოდნენ ხორციელ სხეულში, მათთან ერთად ჭამდნენ, სხვავდნენ და ა.შ.

ეს სიტყვები ვერ ხსნის იმ ფაქტს, რატომ გადააგორა ანგელოზმა სამარხის ლოდი და სად დაიკარგა მაცხოვრის ფიზიკური სხეული, ან და იმ თქვენი თქმით სულიერ სხეულს რატომ აჩნდა ნალურსმევი, ამ მოვლენის მე ჩემეული ახსნა მაქვს, თუმცაღა როგორც თავად ბრძანეთ შეგვიძლია ამ თემაზე შესაბამის თემაში ვისაუბროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალს ბრძანებთ არ არის ჭეშმარიტად ასე, თქვენ სადმე დაინახეთ რომ მე ვამტკიცებდე თითქოს, ეს ზემოთხსენებული საკითხები ჭეშმარიტებას შეესაბამება?

Morfius

 

არა და არსად დამიწერია მაგას ამტკიცებთქო. :) მე უბრალოდ აღვნიშნე ფაქტი, მეტი არაფერი.

 

განყოფილებას ქვია რელიგია და ფილოსოფია ხომ?

:yes:

 

ჰო და დავინახე რა, რომ განყოფილება შეიცავს ძალიან მწირ ინფორმაციას ისეთ რელიგიებზე როგორიცაა ინდუიზმი და ბუდიზმი გადავწყვიტე საზოგადოებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა,

ძალიან კარგი.

 

რაც იმას არ ნიშნავს რომ მე რამეს ვამტკიცებ ან ინდუისტი ვარ :)

რა თქმა უნდა, მაგას სულაც არ ნიშნავს. არსად დამიწერია, მაგას ნიშნავსთქო.

 

 

ასევე კარგად ვიცნობ დაოიზმს და შეიძლება ანალოგიური თემაც გავხსნა, აიკი-დოს ფილოსოფიურ მოძღვრებაზეც ვისაუბრო, რა არის ამაში ცუდი რომ საზოგადოება გაეცნოს სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს და ფილოსოფოსთა მოძღვრებებს?

არც არაფერი, პირიქით. მაგაზე კაი რა იქნებოდა. :)

 

განა ამ მიზნით არ არის ეს განყოფილება გახსნილი?

კი, მაგ მიზნითაცაა ეს განყოფილება შემქნილი. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ისევ ქრისტიანობას ეხები. კარგი, მაშინ გიპასუხებ: იესო არ ამაღლებულა ფიზიკური სხეულით.

 

წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ეს სიტყვები ვერ ხსნის იმ ფაქტს, რატომ გადააგორა ანგელოზმა სამარხის ლოდი და სად დაიკარგა მაცხოვრის ფიზიკური სხეული

 

Morfius

 

მე მოკლედ გიპასუხე, რადგან არ მსურს ქრისტიანული საკითხების განვრცობა ამ თემაში, თემიდან გადავუხვევთთქო და ამიტომ. სათანადო თემაში დასვი ეგ საკითხი და სიამოვნებით აგიხნსი.

 

ან და იმ თქვენი თქმით სულიერ სხეულს რატომ აჩნდა ნალურსმევი, ამ მოვლენის მე ჩემეული ახსნა მაქვს, თუმცაღა როგორც თავად ბრძანეთ შეგვიძლია ამ თემაზე შესაბამის თემაში ვისაუბროთ.

როგორც უკვე მოკლედ გიპასუხე: "სხეულის მატერიალიზაციას ახდენდა როცა ეცხადებოდა ადამიანებს. ისევე, როგორც ამას ანგელოზები აკეთებდნენ წარსულში, როცა ადმაიანებს ეცხადებოდნენ ხორციელ სხეულში, მათთან ერთად ჭამდნენ, სხვავდნენ და ა.შ."

 

თუ ქრისტიანული სწვალების შესახებ უფრო ზუსტი შემეცნების მიღება გსურს, სათანადო თემაში დავწეროთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მოკლედ გიპასუხე, რადგან არ მსურს ქრისტიანული საკითხების განვრცობა ამ თემაში, თემიდან გადავუხვევთთქო და ამიტომ. სათანადო თემაში დასვი ეგ საკითხი და სიამოვნებით აგიხნსი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი კონკრეტული მოსაზრება რომელიც სრულიად და ლოგიკურად სცემს ამ კითხვებს ამომწურავ პასუხს თუმცაღა მაინტერესებს რა თქვენი მოსაზრებაც გთხოვთ მიმითითოთ თემის სათაური ვინაიდან ანალოგიური და შესაბამისი თემა ვერსად ვიპოვე.

 

წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად.

უფლის მოწაფე იოანეც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი კონკრეტული მოსაზრება რომელიც სრულიად და ლოგიკურად სცემს ამ კითხვებს ამომწურავ პასუხს თუმცაღა მაინტერესებს რა თქვენი მოსაზრებაც გთხოვთ მიმითითოთ თემის სათაური ვინაიდან ანალოგიური და შესაბამისი თემა ვერსად ვიპოვე.

 

 

უფლის მოწაფე იოანეც :)

თავად ქრისტეც .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავად ქრისტეც .

აღმოჩნდა, რომ თანაფორუმელ აზრს აქვს განსხვავებული შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასე რომ მისი დამოკიდებულებაც და მოვლენის მისეული ახსნაც მაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავად ქრისტეც .

აქვე დავაფიქსირებ ზემოთარნიშნული მოვლენის ჩემეულ ახსნას, იესო სწორედ იმ ფიზიკური სხეულით აღდგა რა სხეულიც მას მოკვდინებამდე გააჩნდა, ვინაიდან იგი ადრევე ამბობდა თავის სხეულზე დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას, აღდგომის შემდგომ იგი ეცხადება მარიამს და ეუბნება ნუ შემეხები რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, ამის შემდგომ ეხცადება რა მოციქულებს და თომას სთავაზობს ნალურსმევში თითის ჩაყოფას ეს მიუთითებს იმაზე რომ მისი ფიზიკური სხეული უკვე გარდაქმნილია სულიერ სხეულად მამის მიერ, მაგრამ აქ იმის თქმა რომ ის ფიზიკური სხეული უბრალოდ გაქრა სამარხიდან და იესომ პირდაპირ სულიერი სხეული მიიღო მამისგან არასწორედ მიმაჩნია ზემოთხსენებული მოვლენების გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს რა თქვენი მოსაზრებაც გთხოვთ მიმითითოთ თემის სათაური ვინაიდან ანალოგიური და შესაბამისი თემა ვერსად ვიპოვე.

Morfius

 

თუ ბიბლიური საკითხის შესახებ რაიმე შეკითხვა გაქვს, ამ თემაში დასვი:

 

●ბიბლიური შეკითხვები-ბიბლიური პასუხები●

დავსვათ შეკითხვები და ვიმედოვნოთ რომ პასუხს მივიღებთ

 

ეს კი თავად ბმულია: http://planeta.ge/index.php?showtopic=15743&st=75 ანდა ცალკე თემა გახსენი სადაც კონკრეტულად მაგ საკითხების შესახებ შეგიძლია შენი სუბიექტური მოსაზრება დაწერო და სხვებიც გამოეხმაურებიან მას.

 

წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. :yes:

 

ესე იგი, ელია ზეცაში ასულა და ზეცაში ცხოვრობდა მას შემდეგ არა? :givi: რას აღარ ნახავს კაცი ფორუმებზე... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...