Jump to content
Planeta.Ge

ჰათჰა იოგა, აშტანგა იოგა.


Recommended Posts

ჰათჰა იოგა - ჩამოყალიბდა ინდოეთში ჩვ.წ.აღ-მდე მე-15 საუკუნეში და ითვლება ერთ-ერთ უძველეს სახეობად ზოგადად იოგისა, შემდგომში კი ეს სახეობა ვითარდებოდა და ვრცელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

ეს სახეობა ითვალისწინებს ფიზიკური სხეულის განწმენდასა და მომზადებას შემდგომი მაღალი საფეხურებისათვის. დღეს დღეობით ეს იოგა ძალზედ პოპულარული და გავრცელებულია. წლების განმავლობაში ჰათჰა იოგამ და აშტანგა იოგამ საფუძველი ჩაუყარა სხვა სახეობებს. სიტყვასიტყვით ჰათჰა იოგა ნიშნავს მზისა და მთვარის ენერგიებს და უმეტესწილად ასანებზე (სხეულის სტატიკურ პოზებზე) და პრანაიამებზე (სუნთქვით ვარჯიშებზე) არის დაფუძნებული. ჰათჰა იოგაში ითვლებოდა რომ იმისთვის რომ ადამიანი დაეუფლოს იოგის უფრო მაღალ საფეხურებს ჯერ სხეული უნდა განწმინდოს დაავადებებისაგან, ხოლო გონება დაძაბულობებისაგან, ჰათჰა იოგას ვარჯიშები სხეულს ელასტიურსა და ძლიერს ხდის, ბევრი ადამიანი იყენებს იოგის ამ სახეობას გონების კონცენტრაციისა და ნებისყოფის გამოსამუშავებლად. პრანაიამები სუნთქვის კონტროლის საშუალებას იძლევა. ძველ დროში იოგებს სწამდათ, რომ სუნთქვის კონტროლით შესაძლებელი იყო გონების კონტროლიც, ხოლო გონების კონტროლით დაფარული შინაგანი ძალების გამოღვიძება.

ჰათჰა იოგა ასევე შეიცავს რელაქსაციას და გამოიყენება სხვადასხვა იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ასთმის, ბრონქიტის, იშიაზის, ართრიტის, მეტყველებისა და მცირე ფსიქიკური პრობლემების, ნერვული აშლილობების სამკურნალოდ.

აშტანგა იოგა წარმოიშვა ძვ.წ.აღ მე-2 საუკუნეში მისი ფუძემდებელი და დამაარსებელი არის პატანჯალი, რომელმაც ჰათჰა იოგა რვა საფეხურად დაჰყო, სოციალურიდან მედიტაციურ პრაქტიკებამდე. ეს დისციპლინა პატანჯალმა დააარსა იმ მიზნით, რომ ადამიანს დახმარებოდა თვითრეალიზაციაში.

აშტანგა იოგას საფეხურებია: იამა-რომელშიც მოსწავლე სწავლობს სოციალურ კონტროლს, ნიამა-ამ დროს ადამიანი სწავლობს საკუთარი სურვილებისა და გრძნობების, ემოციების კონტროლს, ასანა-სხეულის სტატიკური პოზებია, პრანაიამა-სუნთქვითი ვარჯიშებია რითაც მიიღწევა ფიქრების ანუ აზროვნების კონტროლი, ბრატიაჰატა-შეგრძნებათა კონტროლი: სმენა, ხედვა, ყნოსვა.......დჰარანა-კონცენტრაცია, დჰიანა-მედიტაცია, სამადჰი-ზეცნობიერის სომნაბულური მდგომარეობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ შტანგებს წევენ?

ეს კითხვა, რომ თქვენი ინტელექტის დონეს უსვავს მუქ ხაზს ხვდებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს კითხვა, რომ თქვენი ინტელექტის დონეს უსვავს მუქ ხაზს ხვდებით?

მსგავსი გამოხტომები რომ მომავალში თქვენს ვორნლოგს გაუსვამს მუქ ხაზს ხვდებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსი გამოხტომები რომ მომავალში თქვენს ვორნლოგს გაუსვამს მუქ ხაზს ხვდებით?

ესე იგი გარდა იმისა, რომ უტიფრად ცინიკოსობთ იყენებთ იმ სიტუაციას, რომ ადმინისტრაციის კეთილი ნების წყალობით განყოფილების მოდერატორი გახდით და მემუქრებით კიდეც? როდესაც თემის ირგვლივ არაფერი ვიცი, დუმილს ვამჯობინებ, უტიფრი კითხვების დასმას და თქვენს კითხვას სხვანაირ სტატუსს ვერავინ მიანიჭებს, ვისაც არ უნდა გინდა აჩვენოთ. ეხლა კი მოიქეცით ისე როგორც დამპირდით, სხვაგვარად თქვენგან მოქცევას აღარც კი ველოდები იმიტომ, რომ სამ სიტყვაში გაგიცანით.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ცინიკოსობა და ჩეთი მცირე მასშტაბებში წესებით არაა აკრძალული განსხვავებით შეურაცხყოფისაგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცინიკოსობა და ჩეთი მცირე მასშტაბებში წესებით არაა აკრძალული განსხვავებით შეურაცხყოფისაგან.

მერე? მასხარად ასაგდები თემები აქ უამრავი დევს და შეგიძლიათ იქ იცინიკოსოთ, თორემ ჰათჰა ან აშტანგა იოგას რა სჭირს საქილიკო ამას ვერ ვხვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშტანგა იოგას რა სჭირს საქილიკო ამას ვერ ვხვდები.

Morfius

 

აშტანგას რა კავშირი აქვს რელიგიასთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშტანგას რა კავშირი აქვს რელიგიასთან?

რელიგიაში, თუ მხოლოდ ქრისტიანობას გულისხმობთ არავითარი, მაგრამ ზოგადად იოგას და მის ყველა სახეობას მჭიდრო კავშირი აქვს ბუდიზმთან და ინდუიზმთან, ვინაიდან იოგის სისტემაში გადმოცემული ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით, მიიღწევა ბუდიზმისა და ინდუიზმისათვის დამახასიათებელი უმთავრესი პოსტულატი- "გასხივოსნება".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიაში, თუ მხოლოდ ქრისტიანობას გულისხმობთ არავითარი, მაგრამ ზოგადად იოგას და მის ყველა სახეობას მჭიდრო კავშირი აქვს ბუდიზმთან და ინდუიზმთან, ვინაიდან იოგის სისტემაში გადმოცემული ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით, მიიღწევა ბუდიზმისა და ინდუიზმისათვის დამახასიათებელი უმთავრესი პოსტულატი- "გასხივოსნება".

სიტყვა "რელიგიაში" მხოლოდ ქრისტიანობა არ იგულისხმება, შესაბამისად არც მე მიგულისხმია მხოლოდ ქრისტიანობა. რაც შეეხება იოგას, ვიცი რომ იგი რელიგიასთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ მე უშუალოდ აშტანგაზე გკითხე. და გასხივოსნებაში ნირვანას გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიტყვა "რელიგიაში" მხოლოდ ქრისტიანობა არ იგულისხმება, შესაბამისად არც მე მიგულისხმია მხოლოდ ქრისტიანობა. რაც შეეხება იოგას, ვიცი რომ იგი რელიგიასთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ მე უშუალოდ აშტანგაზე გკითხე. და გასხივოსნებაში ნირვანას გულისხმობ?

აშტანგა იოგა არის მოსამზადებელი საფეხური რითაც მიიღწევა ფიზიკური სხეულის სრულყოფა, გონების ანუ სამშვინველის კონტროლი ყოველივე ეს კი არის წინაპირობა დაეუფლო სწორ მედიტაციას რათა მიიღო შედეგად გასხივოსნება. გასხივოსნებაში ნირვანას არ ვგულისხმობ, ნირვანა ასე ვთქვათ არის სომნაბულური ნეტარი მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ინდუისტური სამების ერთ ერთი ღმერთის ვიშნუს სულის ადამიანის სულთან ერთობით, ასე განმარტავენ მას ინდუისტური რელიგიის მიმდევრები, ეს მდგომარეობა ჰგავს სიტუაციას ქრისტიანებში როდესაც ისინი ხარობენ სულიწმინდასთან ერთობით, ანუ ნირვანას დროს ვიშნუს სული ივანებს ადამიანის სხეულში გასხივოსნებას კი რაც შეეხება ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანის სული რომელიც ბუდისტური და ინდუისტური მოძღვრების თანახმად იმყოფება მზის წნულის ჩაკრაში, მიძინებულ მდგომარეობაში მასზედ იოგის სისტემის მიერ შემუშავებული ასანების, პრანაიამებისა და მედიტაციის კონკრეტული ვარჯიშების შედეგად მოდის აქტიურ მდგომარეობაში და შემდგომში სული წარმართავს სხეულისა და გონების მოქმედებას. გასხივოსნების მიღწევის სხვა გზაც არსებობს ზემოთხსენებული რელიგიის მიხედვით გარდა იოგისა ეს არის მანტრების კითხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და გასხივოსნებაში ნირვანას გულისხმობ?

 

გასხივოსნებაში ნირვანას არ ვგულისხმობ

Morfius

 

ვრცელი პასუხებს არ ველი ხოლმე. მთავარია კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი დამიწერო, რადგან რაც დაწერე უმეტესი არ მაინტერესებდა.

 

ფიზიკური სხეულის სრულყოფა,

რას უწოდებ ფიზიკური სხეულის სრულყოფას?

 

 

გონების ანუ სამშვინველის

გონებას და სამშვინველს აიგივებ? ანუ ერთი და იგივეა შენთვის გონება და სამშვინველი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას უწოდებ ფიზიკური სხეულის სრულყოფას?

ჯანმრთელ, დაავადებებისგან თავისუფალ, ელასტიურ და ფიზიკურად ძლიერ სხეულს ქონისკენ მიმართულ ღონისძიებებს . ოღონდ ამას მე კი არა ინდუისტი ან ბუდისტი უწოდებს, რაც შეეხება თქვენს კითხვას ჩემთვის სრულყოფილი სხეული არის ებრაელების ღმერთის მიერ პირველი ადამიანის ადამისთვის შექმნილი ფიზიკური სხეული, რომელსაც ადამიანი ღონისძიებით პირვანდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნებს, ღვთის უშუალო ჩარევის გარეშე.

 

ვრცელი პასუხებს არ ველი ხოლმე. მთავარია კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი დამიწერო, რადგან რაც დაწერე უმეტესი არ მაინტერესებდა.

გასაგებია გავითვალისწინებ.

 

გონებას და სამშვინველს აიგივებ? ანუ ერთი და იგივეა შენთვის გონება და სამშვინველი?

არა, მე თემაში ვწერ ბუდისტურ და ინდუისტურ შეხედულობებს, აზროვნებასთან დაკავშირებით სიტყვა სამშვინველი ინდურ ენაში არ არსებობს ხოლო რასაც ისინი ეძახიან გონებასა და აზრს პირდაპირი მნიშვნელობით რომ თარგმნო ქართულად სრულიად ვერ აღიქვავ რისი თქმა სურთ ამით, ამიტომ ვიხმარე სიტყვა სამშვინველი.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

 

მიიჩნებ თავს რელიგიურ ადამიანად? თუ კი, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიიჩნებ თავს რელიგიურ ადამიანად? თუ კი, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ?

კი თავს რელიგიურ პიროვნებად მივიჩნევ, მომდევნო კითხვაზე კი ვიტოვებ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას არ გიპასუხოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...