Jump to content
Planeta.Ge

ლაო ძი კონფუცის წინააღმდეგ


Recommended Posts

ლაო ძი კონფუცის თანამედროვე იყო. სინოლოგიაში არსებობს ვარაუდი მათი შეხვედრის შესახებ. შეიძლება ეს ისტორიული სინამდვილეც იყოს, შეიძლება ლეგენდაც, მაგრამ მთავარი აქ ეს როდია, მთავარი ის არის, რომ ცხადად ავლენს ამ ორი პიროვნებისა და მათი მოძღვრობის ურთიერთგანსხვავებას. ამ შეხვედრამ გამოავლინა ორი ძალა ჩინური მსოფლშემეცნებისა; ძალა რამაც ჩინეთი ჩინეთად აქცია, ( ტავტოლოგიაში ნუ ჩამომართმევთ ) რამაც ბრძნული წიგნი მისცა "დაო დე ძინი-ს" სახით ჩინეთს.

ჯოუს ეპოქაში, პოლიტიკურ, თუ სხვა რამ მიზეზთა გამო, ბევრმა მიატოვა ოჯახი, საზოგადოება და განდეგილებად ცხოვრობდნენ ტყეებსა და გამოქვაბულებში. ერთ-ერთი ასეთი განდეგილი იყო ღრმა და ორიგინალურად მოაზროვნე, ვინც დაოსიზმის ფუძემდებლად იქცა ეს იყო მიხრწნილებაში გადასული ფილოსოფოსი ლაო-ძი, დაბადებული კონფუციზე ორმოცდაათი წლით ადრე. ლაო-ძი უკვე ღრმად მოხუცი იყო, როდესაც მისმა დიდმა თანამედროვემ აღიარება მოიპოვა. უკვე ღრმად დარწმუნებული დაცემულ საუკუნესთან ბრძოლის უაზრობაში. იგი ამაყი ზიზღით უყურებდა კონფუცის უმწეო ცდებს. კონფუცის ერთ-ერთი თანამოქალაქე უჯუ შეხვედრია ლაო-ძის. ერთ-ერთი საუბრის დროს ლაო-ძის მწუხარებით უთქვამს: "კონფუცი არ არის იდეალური კაცი, მაგრამ გაუგებარია რად უჭირავს თავი ასე მედიდურად, ისე, თითქოს ღრმად მოაზროვნე კაცი იყოს." ლაო-ძის ერთ-ერთი მიმდევარი გენ-სან ჩუ იუწყება, რომ მას კარგად ესმოდა ლაო-ძის მოძღვრება "დაო-ს" შესახებ და ცხოვრობდა ჩრდილოეთში, მიუვალ მთებში, რომ მას უყვარდა ბუნება და მასთან სტუმრობდნენ ცოდნის დაუფლების წყურვილით გულანთებული ადამიანები, მაგრამ ის ახლოს არ იკარებდა ყალბი სიკეთის მქადაგებელთ, ასეთებს ის კონფუციანელებს უწოდებდა.

ჯუან-ძის წიგნიდან "ლაო-ძი" ჩანს, რომ ლაო-ძის ჰყოლია მოწაფეები. ერთ-ერთ მათგანს იან ძი-ძიუ იუს ასე მოძღვრავს: " ბრძენი იშვიათად ამჯღავნებს თავის ნიჭიერებას და მხოლოდ თავისი არსების სრულქმნისათვის იღწვის". იგი ურჩევდა მოწაფეებს არ ემოგზაურათ სახელმწიფოებში და არ გაევრცელებინათ მისი მოძღვრება, როგორც ქვემოთ დავინახავთ ეს თვალსაზრისი ეწინააღმდეგება კონფუცისეულ თვალსაზრისს.

კონფუცი თავის მოწაფის ძი-ლიუს რჩევით სწვევია პირველად ლაო-ძის, მან უხალისოდ მიიღო იგი. ამ შეხვედრას ვარაუდობენ ძველი წელთაღრიცხვით 517 წელს. მაქს მიულერის ცნობით მაშინ კონფუცი ოთხმოცდათხუთმეტი წლისა ყოფილა. ისტორიკოსი სიმა ციანი ასე აღგვიწერს მათ შეხვედრას: კონფუცი კუნ ძი ჯოუს, რომ ჩავიდა ლაო-ძის ეწვია და მას ადამიანურ ქცევათა წესებზე ჩამოუგდო საუბარი. ლაო-ძიმ მიუგო: კაცი, რომელზეც შენ ეხლა ლაპარაკობ, უკვე დიდი ხანია გაიხრწნა თავის ძვლებთან ერთად და მისგან მხოლოდ სიტყვებიღა შემოგვრჩა. კეთილშობილი რაინდი მშვიდობიანობისას ეტლზეა აღმჯდარი და სახელმწიფო საქმეებით არის დატვირთული, შფოთის დროს კი ფეხით დაიარება ქვეყნის ერთი კუთხიდან, მეორე კუთხეში. მე მსმენია, რომ ჭკვიანი ვაჭარი მალავს თავის სიმდიდრეს და ისე უჭირავს თავი თითქოს არაფერი ებადოს. ასევე მაღალი ზნეობის მქონე ბრძენი, მრავალ ღირსებას ფლობს, მაგრამ ცდილობს გარეგნობაში არ გაამჟღავნოს თავისი ზნეობა და სიბრძნე. უკუაგდე შენ შენი სიამაყე, შენი ვნებები და მედიდურება. ყოველივე ეს არ მოგიტანს შენ სარგებლობას... სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისინი მხოლოდ მალავენ სისასტიკეს და ამწუხრებენ ადამიანთა გულებს, არასოდეს ყოფილა სამყარო ასეთი არეული როგორც ახლაა...... ცა და მიწა ბუნებრივად ინარჩუნებენ უცვლელობას, მზე და მთვარე ბუნებრივად ანათებენ, ვარსკვლავებს თავიანთი ბუნებრივი განლაგება აქვთ, გარეული ფრინველები და მხეცები ბუნებრივად არსებობენ, ხეები ბუნებრივად იზრდებიან. მტრედი თეთრია არა იმიტომ, რომ ყოველ დღე ბანაობს, ყვავი შავია არა იმიტომ, რომ იღებება, თევზი წყალში ცოცხლობს, ხმელეთზე კი იღუპება, მას არ შეუძლია მიატოვოს მდინარე ან ტბა. კარგი იქნებოდა შენც დაგეცვა ბუნებითობა, დამორჩილებოდი დაოს და დეს. აუცილებელი არ არის ისეთი გულითადობით ვავრცელებდეთ მოძღვრებას მოყვასობასა და სამართლიანობაზე. შენი მოქმედება კაცს დაფდაფებს, რომ სცემს და თავად იუბედურებს თავს. მოძღვარო! ამით მხოლოდ აწუხებ ადამიანებს!!!

ამ შეხვედრის შემდეგ სამი დღე დუმდა თურმე კონფუცი, მოწაფეთა შეკითხვაზე რით დაუპირისპირდა ლაო-ძის უპასუხია: არათუ დავუპირისპირდი პირის გაღებაც ვერ შევძელი, მას ძალუძს ღრუბლებში სრბოლა და ინისა და იანის ციური სხივებით სუნთქვა, მისი შეჩერება შეუძლებელია. დაოს ვერ ჩაკეტავ, ვინც შეიცნო დაო არღვევს ბუნებითობის კანონს.

ხრისანფი წერდა: "ყველა საღმრთო და ავტორიტეტული წიგნი ჩინეთისა უპირატესად ზნეობრივ-პრაქტიკული შინაარსისაა, მაგრამ მათში დამოწმებული არც ერთი ზნეობრივი წესი არ მაღლდება, ჩვეულებრივი ბუნებრივი მოთხოვნილებების ეგრეთწოდებულ ყოფით სიბრძნეზე მაღლა". სწორედ ასეთი სიბრძნის მფლობელად წარსდგა კონფუცი ლაო-ძის წინაშე, ხოლო მისი სახით მთელი ჩინეთი. კონფუციმ მოწიწებით მოუსმინა ლაო-ძის, დრაკონსაც კი შეადარა, მაგრამ ვერაფერი შეისმინა მისგან. ასეთი იყო ლაო-ძის აღქმა მთელს ჩინეთში მას უსმენდნენ და ვერ იგებდნენ, მან ზურგი შეაქცია ჩინეთს და ახალი რელიგიის მოსახილველად საკუთარ უსასრულობაში გადაიხვეწა. მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს მისი მოძღვრება. აკი თვითონაც ამბობს: "ო, რა გვიანია სიტყვა, ბრძნული და დაუნჯებული".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

რა იცით ლაოს შესახებ?

ეხლანდელი ხელისუფლების იდეური მამაა( ნეტავი თუ იციან მაიც ვინაა:) )

მისი ფანტაზიები ადვილად სამარტავი ბნელი მასის შესახებ წამატებით ხორციელდება -იმ განსხვავებიტ რომ მმარტველი ყველა ტავისი ჭიაღუით იცის ყოველმა ერტჯკრედიანმა მოქალაქემაც კი....

 

ესეც ლაოს ერტი სიბრძნე:

"Cвятой муж", управляющий страной, старается чтобы мудрые не смели сделать чего-нибудь. Когда все сделаются бездеятельными, то (на земле) будет полное спокойствие.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლანდელი ხელისუფლების იდეური მამაა( ნეტავი თუ იციან მაიც ვინაა )

მისი ფანტაზიები ადვილად სამარტავი ბნელი მასის შესახებ წამატებით ხორციელდება -იმ განსხვავებიტ რომ მმარტველი ყველა ტავისი ჭიაღუით იცის ყოველმა ერტჯკრედიანმა მოქალაქემაც კი....

ეხლანდელი საქართველო და მაშინდელი ჩინეთი ხომ განსხვავდება? იმპერიის მართვა რომ დიქტატის გარეშე შეუძლებელია ეს არ არის ახალი ამბავი, ხოლო იგივე მეთოდებით ერთი მუჭა ხალხის მართვა უკვე დანაშაულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ეხლანდელი საქართველო და მაშინდელი ჩინეთი ხომ განსხვავდება? იმპერიის მართვა რომ დიქტატის გარეშე შეუძლებელია ეს არ არის ახალი ამბავი, ხოლო იგივე მეთოდებით ერთი მუჭა ხალხის მართვა უკვე დანაშაულია.

ზუსტად ეგ ვიგულისხმე....შეურაცხყოფაა ტანამედროვე ქვეყნისთვის ეს "მეთოდი" რომ მოგიყენეს...ჯერ მაკიაველის პოსტულატებამდეც არ "გავზრდილვართ"

ისე ლაოს რომ დავუბრუნდეთ ანესთეზიაც აქვს ჩადებული მოძღვრებაში---ხალხი აზრზე არაა "ზემოტ ვინაა" ცხოვრობს ჭიანჭველასავიტ , ტავისთვის დაფუთფუთებს თავის ცხოვრების დაო-ზე...აქ კი ამ ჰუმანურობასაც მოკლებული ვართ:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავის ცხოვრების დაო-ზე.

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას "დაო", და-ო ჰგონია. მაკიაველის რა მოგახსენოთ და შარლ ლუი მონტესკიეს, რომ აჯობა მიშამ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შემუშავებისას, ა ბატონო, ფაქტი სახეზეა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ხო ცოტა პოლპოტის პოლიტიკაც არის გარეული ( ოღონდ უკუღმა)-ამათ სოფლებიდან გამოყარეს ხალხი და თბილისში შეყარეს( ის ქემაინც თოხს აქნევინებდა)...საბედნიეროდ ჯერ არ გვხოცავენ....მაინც უფრო აზიური აზროვნების ხელისუფლება გამოგვდის...მონტესკიეს სტილი პოლიტიკური ენურეზის ეფექტია სავარაუდოდ...

 

ხო მაო დამავიწყდა:)-ექიმი, მენახირე, მაღაროელი, ბალერინა, მასწავლებელი ერტ მოქალაქეში-აქაც უკუღმაა, მარა სტილი იგრძნობა ხომ?

 

მთლად ოფი რომ არ გამოვიდეს-დაოსიზმში რამე ხეირი( სახელმწოფოებრივი) რომ ყოფილიყო დემოკრატია არ იქნებოდა მმარტველობის ყველაზე მისაღები ფორმა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დემოკრატია

დემოსის და კრატოსის განმარტება ვიცი, მაგრამ თავად დემოკრატია რას ნიშნავს 35 წელია ვცდილობ გავიგო და ჯერ ვერ მივხვდი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დემოსის და კრატოსის განმარტება ვიცი, მაგრამ თავად დემოკრატია რას ნიშნავს 35 წელია ვცდილობ გავიგო და ჯერ ვერ მივხვდი

თუ სწორად მახსოვს დაახლოებიტ ესეა ახსნილი( ვის მიერ არც ეგ მახსოვს-სკლეროზ)--როცა ხელისუფლების უზურპაციას ერთი მუჭა უღირსები თავად კი არ ახდენენ, არამედ ირჩევიან გაუნათლებელი ბრბოს მიერ...ის მიკვირს ვიღაცამ როდესღაც ეს დაწერა -საიდან იცოდა აქ 2003 ში რა მოხდებოდა? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესღაც ეს დაწერა -საიდან იცოდა აქ 2003 ში რა მოხდებოდა

მედეას უწინასწარმეტყველებია, ბერძნებისთვის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მედეას უწინასწარმეტყველებია, ბერძნებისთვის

პირველი პოლიტოლოგი ქალი რომ იყო ეჭვი არ მეპარებოდა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაო ძიზე ბევრი რამ ვიცი მარა არასდროს მიტაცებდა მისი ბილოსოფია. :) ეგ ის ლაოა, დაოსიზმი რომ დააარსა. :) ეგ ის ლაოა, რომლის დაარსებული დაოსიზმის მიმდევრებმა, ანუ დაოსისტებმა ალქიმიის მეშვეობით უკვდავების აბების რომ გამოგონებაც სცადეს. :givi: დაოსისტების აზრით სიცოცხლე წარმოიშობა, როდესაც ურთიერთდაპირისპირებული ინი და იანი (მდედრობითი და მამრობითი) ძალები ერთმანეთს ერწყმიან. :yes: ამგვარად, ტყვიისა (ბნელი ანუ ინ) და ვერცხლისწყლის (ნათელი ანუ იან) შეერთებით ალქიმიკოსები ბუნებრივ მოვლენას ბაძავდნენ და ფიქრობდნენ, რომ უკვდავების აბებს მიიღებდნენ. :givi: ნუ სიბრძნე ჰქონდააათ, ქვას ხეთქვავდა... :givi: :givi: :givi:

 

 

მოკლედ მეზარება ჩემთვის უინტერესო ამ საკითხებზე არა თუ წერა, არამედ კითხვაც კი. მეყო რაც ლაო ძიაზე წამიკითხავს. იმათ იკითხონ, ვისაც აინტერესებთ. მე პას. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაო ძიზე ბევრი რამ ვიცი მარა არასდროს მიტაცებდა მისი ბილოსოფია.

მაგარი ბევრი რამე გცოდნია, დაოიწმი თუ ლაომ დააარსა კონფუცს ბუმბული ურჩევია მაშინ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ მეზარება ჩემთვის უინტერესო ამ საკითხებზე არა თუ წერა, არამედ კითხვაც კი. მეყო რაც ლაო ძიაზე წამიკითხავს. იმათ იკითხონ, ვისაც აინტერესებთ. მე პას.

წასვლის წინ ჩემოდნებთან ჩამოჯექი ხეირი იცის, გზაზე ხიფათი არ შეგემთხვეს რამე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი ბევრი რამე გცოდნია, დაოიწმი თუ ლაომ დააარსა კონფუცს ბუმბული ურჩევია მაშინ

Morfius

 

კაცმა რო გკითხოს, ერკვევი ამ საკითხებში არა? :givi:

 

წასვლის წინ ჩემოდნებთან ჩამოჯექი ხეირი იცის, გზაზე ხიფათი არ შეგემთხვეს რამე.

 

საკუთარი გამოცდილებიდან ამბობ როგორც ჩანს. :givi:

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცმა რო გკითხოს, ერკვევი ამ საკითხებში არა?

:yes:

 

საკუთარი გამოცდილებიდან ამბობ როგორც ჩანს.

:no: არა რასელისეურ სიბრძნეს ვღაღადებ, ცოლმა რომ იპინტრიშა სახლიდან სწორედ ეგრე მოიქცა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...