Jump to content
Planeta.Ge

ბიზნესმენები და შემოსავლების სამსახური


Recommended Posts

ნაცმოს პროპაგანდისტი chombe -სი ალბათ

 

 

შენ თუ საღლიცინოდ გახსენი თემა არ ვიცი და მთავარი ხალხი ვისიც არის ის ბიზნესები,ვინ არიან შენის აზრით და თუ გადასახადებს მალავენ,ვის ჯიბეში მიდის?

 

 

 

მეგეტყვი.ისევ მიშას კამანდის წევრების ჯიბეებში.

 

ეს თემა ვერ დამნახე ალბათ იქით არა? :givi:

 

 

კარგი ბიზნეს იდეა მაქ და ვფიქრობდი დავბრუნდები და დავიწყებ თქო მარა..... რავიცი რავიცი .....

 

 

 

 

 

დაჯარიმების, დალუქვებისა და დახურვის შემდეგ, ქვეყანაში ბიზნესის დატერორების ახალი მეთოდი მკვიდრდება. ბიზნესობიექტების კარებზე შემოსავლების სამსახურის ლუქები ერთობ თვალში საცემი იყო და ეს ფაქტები, არცთუ იშვიათად, საჯარო განხილვის საგანიც გამხდარა.

 

ამასთან, დალუქვა აძნელებდა ობიექტებიდან ჯარიმის ართმევასაც, ვინაიდან დაზარალებული მეპატრონეები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და ბევრს პირადი ქონების გაყიდვაც უწევდა. სამუშაოს კარგავდნენ დაქირავებული თანამშრომლებიც... ამიტომაც მთავრობამ ბიზნესისგან ფულის ამოღების სხვა, შედარებით უხმაურო ხერხს მიმართა, რომელსაც დაახლოებით ასე შეიძლება ეწოდოს: "შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერენ, იმ უბედურს..."

 

კერძო სექტორის ფინანსურ დოკუმენტაციაში, სურვილის შემთხვევაში, დარღვევების აღმოჩენა შემოსავლების სამსახურისთვის ძნელი არ არის, მით უმეტეს, საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად - არც ბიზნესისთვის იმის დაბრალებაა ძნელი, რომ გადასახადები დამალა და ამით ბიუჯეტი დააზარალა. ძნელი არც ზარალისა და საჯარიმო სანქციების განსაზღვრაა - რაც მეტია, მით უკეთესია.

 

ხოლო თუ სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 25 ათას ლარს გააჭარბა, საქმე ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებს სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ასეთ დროს ბიზნესმენს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, დიდი ალბათობით, ციხეში უკრავენ თავს. საკანში გამომწყვდეული ყველაფერს გაიღებს, რომ გისოსებს თავი დააღწიოს, თანაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პრობლემებზე ცოტას ილაპარაკებს.

 

ცოტა ხნის წინ "ეკოპალიტრას" ერთ-ერთი ასეთი ბიზნესმენი დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ამბავი გვიამბო, მაგრამ გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, რადგან შიშობს, ამის გამო სახელმწიფო უწყებებთან პრობლემები არ შეექმნას. მისი განმარტებითაც, დაშინებული ბიზნესი დუმილს ამჯობინებს, რადგან ისინი, ვისაც პრესასთან გულახდილობის სურვილი გაუჩნდება, ისჯიებიან. დაშინებული ბიზნესი, ფაქტობრივად, დეპრესიაშია ჩავარდნილი.

 

"რამდენიმე ხნის წინ შემოსავლების სამსახური ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შემოვიდა, აღმოაჩინეს დარღვევები და ბიუჯეტის სასარგებლოდ ასეულობით ათასი ლარის გადახდა დამაკისრეს. რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი, ვერც საკუთარი სიმართლე დავამტკიცე და არც საჯარიმო თანხა შემიმცირეს. სასწრაფოდ გავყიდე ჩემი ბიზნესი და ჯარიმის ნაწილი გადავიხადე. ამ ფულით მთელი თანხის მხოლოდ ნაწილი გადავიხადე, დარჩენილ თანხაზე გადახდის გრაფიკი შემიდგინეს და 50 ათასზე მეტი დღესაც გადასახდელი მაქვს. თუ დათქმულ ვადაში არ გადავიხდი ამ თანხას, საურავები დაერიცხება და კიდევ გაიზრდება.

 

წარმოიდგინეთ, ბიზნესი აღარ მაქვს და მასზე დაკისრებულ ჯარიმას დღემდე ვიხდი, მაგრამ ციხეში ჩაჯდომას ეს მირჩევნია. აგარაკი მაქვს და იმას ვყიდი ჯარიმის თანხისთვის. სირცხვილია, ჩემი ხნის კაცს ციხეში, მკვლელებსა და სისხლის სამართლის სხვა დამნაშავეებთან ერთად რა უნდა. ახლა ბიზნესში უძრაობის ხანაა. კერძო სექტორი ისე დააშინეს, ჩრდილში ყოფნა ურჩევნია", - შემოგვჩივლა აღმასრულებელი სტრუქტურებისგან დაზარალებულმა ბიზნესმენმა.

 

ბიზნესწრეებში საიდუმლოს არ წარმოადგენს, როგორ წნეხავს სახელმწიფო კერძო სექტორს.

ეს ამბები, პირველ რიგში, იმის იმედით არ ხმაურდება, რომ შესაძლოა მაკონტროლებლებთან გარიგება დაიდოს და საჯარიმო თანხები შემცირდეს. თან იმედი აქვთ, რომ ბიზნესს განაგრძობენ. "მთავრობის კაცებიც" ბიზნესმენთა დუმილით სარგებლობენ. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ფაქტები ხდება, მაგრამ ინფორმაცია მასმედიამდე იშვიათად აღწევს.

 

ბიზნესტერორის ნაწილია სანქციების დაანგარიშება ბრუნვიდან. არადა, კომპანიების რენტაბელობა შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს. ასეც რომ არ იყოს, ბრუნვიდან ნაანგარიშევი ჯარიმები, ცხადია, ყოველთვის დიდი იქნება.

 

დაჭერების "მიმდევრობა" დაახლოებით ასეთია: ჯერ აკავებენ კომპანიის ბუღალტერს, შემდეგ - დირექტორს და ბოლოს ჯერი შესაძლოა მეპატრონეზეც მიდგეს. ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, რომლის დირექტორიც დააკავეს, თავის რიგს აღარ დაელოდა და ქვეყანა დატოვა. არიან ისეთები, რომლებსაც კანონთან პრობლემები არ შექმნიათ და არც დაუჯარიმებიათ, მაგრამ ბიზნესს აღარ ავითარებენ, ან უარეს შემთხვევაში აჩერებენ კიდეც. ისინი ბიზნესის კეთებას მეტისმეტად სარისკოდ მიიჩნევენ.

 

ბიზნესისთვის ფულის ასართმევად ხელსაყრელი სამიზნეა მონოპოლიური კომპანიები. ვისაც ბაზარზე უპირატესი მდგომარეობა აქვს, ყველა ღონეს იხმარს, რომ ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობა მოაგვაროს. სამაგიეროდ, ბიუჯეტს რამდენადაც გაამდიდრებინებენ, იმდენად თამამად შეეძლებათ ფასების გაზრდით მოქალაქეთა ჯიბის შემსუბუქება.

 

სახელისუფლებო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ბიუჯეტის შესავსებად ძალოვანი უწყებებიც დარაზმულია და შესაბამისი გეგმებიც კი აქვთ. ჯარიმა-საურავები ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ზოგიერთი ცნობით, პროკურატურამ გეგმის თანახმად ბიუჯეტს მილიარდი ლარი უნდა შეჰმატოს. იმავე მოცულობის ამოცანა აქვს დასახული შსს-საც, რომლისთვისაც ეს წინანდელი "ნდობის" დაახლოებით გასამმაგებაა. საბოლოოდ გამოდის, რომ 7-მილიარდიანი ბიუჯეტის ლომის წილი ჯარიმებია.

 

დიმიტრი გაბუნია (ადვოკატი): "ქვეყანაში მოქმედებს საგადასახადო კოდექსი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფორმალური თვალსაზრისით ყველაფერი სწორად კეთდება. ის, რომ ბრუნვიდან უნდა დაგარიცხონ ჯარიმა-საურავები და აგიყვანონ რაღაც ზღვრამდე, რათა საბოლოო ჯამში წაიღონ დაგეგმილი თანხა - ფორმალურად საგადასახადო კოდექსის ნორმებშია მოქცეული.

 

თუმცა სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ამა თუ იმ გადასახადის დაკისრება კონკრეტული ოპერაციის დროს. ეს უკვე დავის საგანია, ამისთვის არსებობს დავების საბჭო ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლო. სამწუხაროდ, პრაქტიკა იქით წავიდა, რომ სასამართლოს აღარ ელოდებიან. ანუ იძულებულს ხდიან ან გადაიხადოს, ან სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს. აქ უკვე გადამხდელი იძულებულია, სასამართლოს არ მიმართოს, რადგან გასაჩივრებას აზრი არ აქვს.

 

სისხლის სამართლის კოდექსში დადგენილია თანხის ზღვრული ოდენობა - 25 ათასი ლარი, რომლის დროსაც პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ბიზნესისთვის დარიცხული ჯარიმა-საურავები კი ამ თანხას ხშირად აჭარბებს და იმის შიშით, რომ ციხეში თავი არ ამოაყოფინონ, ბიზნესმენი იძულებული ხდება, დარიცხული თანხის გადახდას დათანხმდეს.

 

პრაქტიკულად, ასეთ დროს ადვოკატის როლიც ნულის ტოლია, ადამიანი თავის უფლებებს ვერ იცავს და მიაჩნია თუ არა კანონიერად, მაინც იძულებულია, გადასახადი გადაიხადოს.

 

მეწარმემ გადასახდი უნდა გადაიხადოს, მაგრამ არა უკანონოდ დარიცხული. თუ ასე გაგრძელდა, თუ ბიზნესს არ მიეცა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, ბიზნესაქტიურობა საერთოდ მოკვდება. ეს ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფამდე მიიყვანს. ვფიქრობ, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი აქტიურად უნდა ამოქმედდეს და მეწარმეები ყველა ამ სისტემური დარღვევისგან დაიცვას. წინ უნდა წამოვიდეს სასამართლოს როლი, რათა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები".

 

დღეს ბიზნესის დიდ ნაწილს არასტაბილურობის განცდა აქვს. არადა ბიზნესს, რომელიც მომავლის შიშით გრძელვადიან და ამბიციურ გეგმებს არ ადგენს, ფაქტობრივად, მომავალი არ აქვს.

 

ემა ტუხიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/ekonomika/32742-qara-...l#ixzz1FFuJSDNh

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ გადასახადებს მალავენ,ვის ჯიბეში მიდის?

 

 

 

მეგეტყვი.ისევ მიშას კამანდის წევრების ჯიბეებში

შენ კი მეტყვი, მაგრამ რეალობა სხვანაირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კი მეტყვი, მაგრამ რეალობა სხვანაირია.

 

 

როგორი და თუ მისცემ მოპარვის საშუალებას,მოიპარავენ და აქ ქართველები არაფერს შუაში არ არიან.აქაც ტეხავენ ტექსებს,თუ მიეცათ შანსი და მთავარი პრობლემა აი ეს არის მისტერ.

კერძო სექტორის ფინანსურ დოკუმენტაციაში, სურვილის შემთხვევაში, დარღვევების აღმოჩენა შემოსავლების სამსახურისთვის ძნელი არ არის, მით უმეტეს, საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად - არც ბიზნესისთვის იმის დაბრალებაა ძნელი, რომ გადასახადები დამალა და ამით ბიუჯეტი დააზარალა. ძნელი არც ზარალისა და საჯარიმო სანქციების განსაზღვრაა - რაც მეტია, მით უკეთესია.

 

ამათ კოდექსი ისე აქვთ გაკეთებული,რომ ყოველთვის მოგედავებიან და ნებისმიერ ბიზნესში შეგიძლია პატარა დარღვევის პოვნა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი აზრი კიდევ ამ თემის გადმოტანის არის ის,რომ ჩომბე ესე აკრიტიკებს ამ ხელისუფლება და შეხედეთ რას წერსო? :givi:

 

 

 

ვინც მალავს გადასახადებს დასაჭერები არიან,მაგრამ ამ პატსტავნოი დირექტორებს იჭერენ და მიშას ჩინოვნიკები სუფთად ძვრებიან ამ ყველაფრიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორი და თუ მისცემ მოპარვის საშუალებას,მოიპარავენ

ხო და არ აძლევენ მაგ საშუალებას და იმიტომ იჭერენ პანტა-პუნტით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი სიტყვით მთელი სტატია შესაბოლია :)

ამიტომ წაიკითხეთ მთლიანად :yes:

Совет для диалога

ТБИЛИСИ---Бизнес и парламент Грузии стремятся наладить сотрудничество. Сегодня состоялось первое заседание бизнес-совета при грузинском законодательном органе. Совет, руководителем которого является спикер парламента Давид Бакрадзе, был создан с целью совершенствования Налогового кодекса, которой вошел в силу с первого января этого года. На работу новой структуры возлагают серьезные надежды и политики, и представители различных бизнес-ассоциаций.

Спустя ровно семь недель после создания бизнес-совета при парламенте Грузии прошло первое заседание новой структуры. Налаживание сотрудничества между парламентом и бизнесом – так определил главную задачу совета инициатор его создания и председатель Давид Бакрадзе. Парламент готов выслушать проблемы бизнесменов и помочь в их решении, говорит спикер парламента, хотя тут же подчеркивает, что это - не главная цель:

 

«Наша главная цель в Грузии - помочь нашему населению в решении проблем, которые беспокоят все грузинские семьи. Это рост цен, безработица, инфляция. И лучшее лекарство против этих проблем - развитие экономики и бизнеса».

 

Основной вопрос, который обсуждался на первом заседании – рабочий порядок этой структуры, которая состоит из 19 человек. Среди них и депутаты, и представители бизнес-ассоциаций. Заседания бизнес-совета будут проводиться раз в два месяца.

 

Председатель Союза импортеров, производителей и потребителей нефтепродуктов Грузии Вано Мтвралашвили говорит о Налоговом кодексе, который обсуждался на сегодняшней встрече. По словам Мтвралашвили, этот вопрос будет актуальным и на будущих заседаниях:

 

«Налоговый кодекс недавно вошел в силу. Исходя из этого, есть проблемы. Вокруг них и должны вестись дискуссии».

 

Мтвралашвили на сегодняшнем заседании настоял на обсуждении вопроса реформирования совета, который занимается спорами между бизнесменами и государством. По мнению представителя бизнес-ассоциации, решение этой проблемы поможет налаживанию сотрудничества между бизнесом и правительством.

 

Георгий Исакадзе - президент Ассоциации малых и средних предпринимателей Грузии. Он считает, что есть еще много аспектов, в определении которых необходимо прийти «к общему знаменателю»:

 

«Первый вопрос, который мы ставим – как можно быстрее решить проблему дефиниции малого и среднего бизнеса в законодательстве. Это самая серьезная проблема, которая сегодня есть. Кроме этого, определить, является ли налогообложение малого и среднего бизнеса приоритетом сегодняшнего курса правительства Грузии? Мы никогда не говорили о том, что больше всего беспокоит малый и средний бизнес, поэтому на ближайшем бизнес-совете я постараюсь в своем докладе отразить все проблемные моменты».

 

В свою очередь председатель финансово-бюджетного комитета Зураб Меликишвили обещает, что многие вопросы станут предметом работы законодательного органа:

 

«Согласно новому Налоговому курсу, мы ориентируемся на партнерские отношения. Следовательно, будут рассмотрены все проблемы, волнующие бизнесменов, но в основном - в законодательном направлении».

 

В работе бизнес-совета принимает участие и лидер христианских демократов Георгий Таргамадзе. Депутат считает важной работу новой структуры, поскольку вакуум между бизнесом и правительством всегда порождает проблемы.

 

«Диалог – это уже шаг вперед, но он не должен оставаться лишь пиар-акцией. Я надеюсь, что часть проблем решится в парламенте. Мы не должны забывать, что парламент Грузии ответственен не только за принятие законов, он должен контролировать и выполнение этих законов».

 

Серьезные надежды на бизнес-совет возлагают и бизнес-ассоциации. Именно они будут представлять интересы грузинских бизнесменов в законодательном органе.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

პარადოქსია მაგრამ დღეისათვის ქვეყანაში ისეთი ბიზნესგარემოა, რომ უკეთესია ბიზნესი არ აწარმოო (გარდა იმათთან დაახლოებულებისა, ან ვინც მათ უხდის), რაც არ უნდა "პრავი" იყოს მაინც უბრალოდ გაგწეწავენ.

ამათმა მაინც ვერ გაიგეს, რომ ქვეყნის ხერხემალი მაინც საშუალო ბიზნესია. კარგია ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შრომის ნაყოფიერებას არა ზოგადად, არამედ მოცემულ, კონკრეტულ პირობებში განავითარებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

პარადოქსია მაგრამ დღეისათვის ქვეყანაში ისეთი ბიზნესგარემოა, რომ უკეთესია ბიზნესი არ აწარმოო (გარდა იმათთან დაახლოებულებისა, ან ვინც მათ უხდის), რაც არ უნდა "პრავი" იყოს მაინც უბრალოდ გაგწეწავენ

არ ვიზიარებ ამ აზრს. ეგ მითი უფროა ვიდრე რეალობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

Saturn

არ ვიზიარებ ამ აზრს. ეგ მითი უფროა ვიდრე რეალობა.

 

ეგრეა, ეგრე! მითებით ნუ აცხოვრებთ ხალხს! ბიუჯეტი ჩემნაირი ხალხის შრომით ივსება, გთხოვთ ბოლომდე ნუ გაგვწეწეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და არ აძლევენ მაგ საშუალებას და იმიტომ იჭერენ პანტა-პუნტით.

 

 

ადრეც გითხარი და კიდევ გეკითხები,ვინ დაიჭირეს მიშას კამანდიდან,ანუ დიდ ჩინოვნიკებზე გეკითხები.

 

არ ვიზიარებ ამ აზრს. ეგ მითი უფროა ვიდრე რეალობა.

 

 

რა არის ბიჯო მითი და არავის არა გაქვთ ის სია,თუ ვის რამდენი აახიეს არჩევნების დროს?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chombe ფორუმ.გე -ზე გადატრიალდება ნაცმოს პროპაგანდისტად მონათვლის შემდეგ :))

წაკითხული მაქვს მაგ პიროვნების პოსტები, უხერხულია რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მის მიმართ,

ისე კი გეტყვი, როგორც არებობს ფსევდო ოპოზიცია, ისე არსებობენ ფსევდო ოპო იუზერებიც :yes:

 

აქ შემოვიდა განაწყენებული, თემა გახსნა ფორუმ ჯიზე აღარასდროს დავბურნდებიო და... :givi:

აღარასდროს მინახავს მე ფორუმ პლანეტაზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...