Jump to content
Planeta.Ge

ბრძოლა გადარჩენისთვის


Recommended Posts

აქაც დავდებ ამ პოსტს, რამეთუ ასეა თუ ისეა რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობასა და საქართველოში შეიარაღებული ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულ ადამიანს ეხება ინფორმაცია და შესაბამისად თემა პოლიტკურიც არის. თან ფორუმელებმა ბლოგის მკითხველზე ნაკლებად არ იცით ჩემი "თავგადასავალის" ისტორია და შეიძლება დაგაინტერესდეთ და გაგიხარდეთ კიდეც :givi:

 

http://wp.me/pySj7-fE

ბრძოლა გადარჩენისთვის

 

მოგესალმები პატივცემულო მკითხველო და თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთხელ მივიქციო თქვენი ყურადღება პირადი ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტით.

ვფიქრობ არ უნდა გამოვიდეს უინტერესო პოსტი, მით უმეტეს, რომ ეს ერთგვარი “ბონდიანა” როგორადაც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი შეიძლება შეფასდეს გრძელდება და ახალ მკვეთრ მოსახვევს უახლოვდება.

 

(წარმოდგენილი თემა შესაძლოა ნაადრევად მიიჩნიოთ, მაგრამ იძულებული ვარ დღეს ვთქვა სათქმელი რამეთუ ხვალ (28 თებერვალს) ინტერნეტი გამეთიშება და თქვენთან კომუნიკაციის საშუალებაც აღარ მექნება. იმედია დროებით..)

 

ვსაუბრობ კი იმაზე, რომ ობიექტური მიზეზების გამო იძულებული ვარ ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთი დავტოვო და მარტის ბოლოსთვის მოსკოვში გავემგზავრო.

 

თითქოს არაფერი განსაკუთრებული ან მნიშვნელოვანი, მაგრამ, ეს მოგზაურობაც “თავგადასავლებით” იქნება აღსავსე და ამდენად შესაძლოა თქვენთვისაც საინტერესო.

 

“თავგადასავლები” კი ნამდვილად იქნება, რადგან არავინ იქ არ გველოდება, არავის ჩვენი აქ ან იქ არსებობა არ ახსოვს და არ აღელვებს და რაც ყველაზე მნიშვბელოვანია არავინ ფიქრობს იმას, რომ უახლოვეს მომავალში საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში შეიძლება ავღმოჩნდე.

თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად..

 

მივდივართ მოსკოვში და სიმართლე ვთქვა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის რომელიმე ციხეში არ ამოვყოფ თავს. დარწმუნებული არ ვარ და ან როგორ უნდა ვიყო, როცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური მიგრაციის სამსახურისგან ჩვენი უფლებების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დაცვის მოთხოვნას ვაპირებ.

თუ მოთხოვნა დააკმაყოფილეს (რაც ნაკლებად სავარაუდოა) ხომ კარგი და მეც კმაყოფილი ვიქნები, თუნდაც იმით, რომ პირველად რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლის დღიდან (18 თვის მანძილზე) სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მინიმალურად აუცილებელ გარემოში მაინც ავღმოჩნდებით.

 

თუ რუსული მხარის მიერ ჩემი ერთობ ბანალური, მაგრამ, როგორც ჩანს რუსეთისთვის ესოდენ გაუგებარი და რთული (ადამიანის უფლებების დაცვა) მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მაშინ კიდევ ერთხელ, აწ უკვე მესამედ მომიწევს ჩვმი და ოჯახის წევრების საქართველოში დეპორტაციის საკითხის დაყენება და მართალია ვიმედოვნებ, რომ ეს მაინც გამოვა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფო მანქანა იქით მე არ დამიპირისპირდება სრული რესურსით და საქართველოსკენ არა და ციმბირისკენ მიმავალ გზაზე რომ არ გამიშვებენ ცალმხრივი ბილეთით.. ))

.

არა და მაინც იმედს ვიტოვებ, რომ უკიდურეს შემთხვევაში საქართველოში დეპორტაციას მაინც მივაღწევთ, რადგან უშუალოდ რუსეთში ჩვენი უფლებების დაცვის რეალურობის ნამდვილად არ მჯერა.

არ მჯერა, რამეთუ, წელიწადნახევრის მანძილზე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე არაფერია, ჩინოვნიკი ყველაფერი, თავად რუსეთი კი საკონცენტრაციო ბანაკი (გულაგი), სადაც ადამიანები და მათი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ზედამხედველი ბიუროკრატიული აპარატის-ელიტარული კლასის ფინანსურ/მატერიალური ინტერესების მომსახურეობას ხმარდება (სამწუხაროდ დღეს ასეა).

 

და მაინც.. ვიდრე წითელ მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვა დამჭირდებოდეს, რათქმაუნდა შევეცდები განსაკუთრებული “ხმაურის” გარეშე მივაღწიო დასმულ ამოცანებს.

 

კარგად მესმის, რომ რუსეთის ფედერაციის ფედერალური მიგრაციის სამსახური, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკითხებზე (წინა ორი საპროტესტო აქტიურობის შედეგად 2010 წლის ოქტომბერში ლტოლვილის სტატუსი მოგვანიჭეს, პოლიტიკური თავშესაფარის ნაცვლად) მუშაობა, გულგრილად მოეკიდება ჩვენს საქმეს და არც სოციალური უსაფრთხოების ელემენტალური გარანტიების შექმნით შეიწუხებს თავს (აქამდეც დაიცავდნენ ჩვენს უფლებებს ადამიანი რომ რამეს ნიშნავდეს რუსეთში).

 

მესმის ისიც, რომ დიდი ალბათობით დეპორტაციის მოთხოვნა მომიწევს და ისიც, რომ საქართველოში ჩვენი დეპორტაციას შემთხვევაში სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი ცოცხლად თუ არ ამაძრობს ტყავს, არც ბევრს დამაკლებს. მაგრამ ჩემი ოჯახი ასეთ შემთხვევაშიც კი უფრო მეტ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს ვიდრე დღეს. ბოლო ბოლო ჩემ მეუღლეს და ორ მცირეწლოვან ბავშვს არც ჟურნალისტიკასთან ქონიათ როდისმე შეხება, არც პოლიტიკასთან და არც რეჟიმის საწინააღმდეგო აქტიურობაში მიუღიათ მონაწილეობა. მე თუ ხელში ჩამიგდეს ოჯახზე ზეწოლას სააკაშვილის რეჟიმი ალბათ არ/აღარ იკადრებს (იმედია).

 

ასე და ამრიგად ერთობ საინტერესო და არაპროგნოზირებადი მომავლისკენ ვიღებ გეზს მეგობრებო და გულის სიღრმეში ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოებაც არ დარჩება გულგრილი თანამოქალაქეების-ჩვენი ისტორიისადმი.

 

მით უფრო, რომ თანადგომა და დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება. დახმარება, როგორც საზოგადოების აქტიურობის თვალსაზრისით, ასევე მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ვშიშობ, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ფედერალური მიგრაციის სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო, იგნორირების პოლიტიკას მიმართავენ და ჩვენ დეპორტაციაზეც კი უარს იტყვიან, არა თუ სხვა.

 

მოსკოვში კი “გასაჩერებელი” არ გვაქვს (ისედაც მეტისმეტად შევაწუხეთ ხალხი) და შესაბამისად თუ შედეგს (საერთაშორისო ნორმების შესაბამის სიცოალური უსაფრთხოების გარანტიებს ან დეპორტაციას) ვერ მივაღწიეთ მარტივად რომ ვთქვა ქუჩაში მოგვიწევს ცხოვრება და ღამეების რკინიგზის სადგურზე გათენება : (

ამის წარმოდგენაც კი მაშინებს : (

 

ასეა თუ ისე, სხვა გზა თუ არა ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა არ გვაქვს და იმედია დადებით შედეგს მივაღწევთ. აქვე ვიტყვი, რომ მოსკოვში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ შევეცდები ბლოგზე ინფორმაციის დადებას და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას ჩვენი “თავგადასავალის” შესახებ.

 

პირადად ჩემთან გასაუბრებისა და რჩევის ან მოსაზრების გაზიარების სურვილის შემთხვევაში დარეკეთ +7 928 495 89 63

მადლობელი ვიქნები ყურადღებისთვის.

 

პ.ს. უკაცრავად თუ რევოლუციის მომლოდინე ადამიანებს ჩემდა უნებურად იმედები გავუცრუვე : ))

მე აქ, რუსეთის ტერიტორიაზე მიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა და საქართველოში ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს ჯერ ჯერობით ვერაფერით დავეხმარები. ვერც რევოლუციის ორგანიზებითა და განხორციელებით, სამწუხაროდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...