Jump to content
Planeta.Ge

გლეხები მოყვანილი კარტოფილს ვერ ყიდიან და ულპებათ


Recommended Posts

იმიტომაა ეფი რომ ის ხალხი ყიდულობს სპეციალურად სათესლედ კარტოფილს, რომელიც ბევრი მოდის ჩვენს კარტოფილთან შედარებით ერთ ჰექტარზე. კარტოფილზე ზუსტად ვერ გეტყვით მოსავლებს შორის ფარდობას, მაგრამ აი ის სიმინდი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის შემოტანილი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყიდება 3-4 ჯერ მეტი მოდის ფართობის ერთეულზე.

 

ის კარტოფილი გენმოდიფიცირებულია და რას გამოიქვევს 10 ანდა 20 წლის მერე, ღმერთმა იცის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არა მგონია მასე ერკვეოდე

ჩანოიშალა შენი ნაპრარაბალი? :007: არაუშავს...სამაგიეროდ თავმდაბლობას გიფასებ :*

იმიტომაა ეფი რომ ის ხალხი ყიდულობს სპეციალურად სათესლედ კარტოფილს, რომელიც ბევრი მოდის ჩვენს კარტოფილთან შედარებით ერთ ჰექტარზე. კარტოფილზე ზუსტად ვერ გეტყვით მოსავლებს შორის ფარდობას, მაგრამ აი ის სიმინდი, რომელიც სპეციალური პროგრამით არის შემოტანილი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყიდება 3-4 ჯერ მეტი მოდის ფართობის ერთეულზე.

ვერ გავიგე: შემოტანილი საქონელი =ადგილზე შესყიდვა+ტრანსპორტირება+ბაჟი ხომ?

ადგილობრივი ნაწარმი--იბეგრება ისე, რომ ამაზე მაღალი ფასი გამოდის? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის კარტოფილი გენმოდიფიცირებულია და რას გამოიქვევს 10 ანდა 20 წლის მერე, ღმერთმა იცის...

ხოდა მაშინ იძახეთ "რას გამოიწვევს" და იხადეთ ძვირი :)არაგენმოდიფიცირებული ძვირია :yes:

 

T_A_T

ჩანოიშალა შენი ნაპრარაბალი?

:no:

კაიროს ქუჩის დასაწყისში რესტორანი რომაა, მაგას ვაშენებდი. ნახე აბა თუ არის ჩამოშლილი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კაიროს ქუჩის

:mubaraq: :givi:

ვერ გავიგე: შემოტანილი საქონელი =ადგილზე შესყიდვა+ტრანსპორტირება+ბაჟი ხომ?

ადგილობრივი ნაწარმი--იბეგრება ისე, რომ ამაზე მაღალი ფასი გამოდის?

ამაზე მინდა პასუხი :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ამიხსენით რატომ არის ცხრამთასიქიდან შემოტანილი უფრო იაფი ვიდნე წალკელი ელგუჯას ეზოში მოჯიჯგნილი :what:

 

ვერ გავიგე: შემოტანილი საქონელი =ადგილზე შესყიდვა+ტრანსპორტირება+ბაჟი ხომ?

ადგილობრივი ნაწარმი--იბეგრება ისე, რომ ამაზე მაღალი ფასი გამოდის? :user:

 

იმიტომ რომ ელგუჯა (ისევე როგორც ქართვერლების უმრავლესობა) ერბო ქილას იპოვის და ოცნების კოშკებს აგებს, ერთბაშად გამდიდრება უნდა, ერთი მოსავლიდან სახლის აშენებაც, მანქანის, ძროხის ყიდვაც, ფრინველის მოშენება, შემდეგი პარტიის ჩათესვაც და კიდე 1 წელი უზრუნველად ჯდომა უნდა.

 

+ ელგუჯა მყიდველს პატივს არ სცემს და მიაჩნია რომ მიწიან და მახინჯ კარტოფილსაც კარგად იყიდიან (თან ძვირად), და კიდევ ხასიათზე თუ არაა მის ჯმუხ სახესაც მოითმენენ, იმიტომ რომ ის ხომ ელგუჯაა, სოფლის სიამაყე. და რაც მთავარია სიტყვა კონკურენცია ყურმოკვრით გაუგია. ალბათ მან არც ის მეთოდები იცის, რის შედეგადაც გაცილებით უფრო ბევრი მოსავალი მოდის (არა ქიმიური, ჯანმრთელი მეთოდებიც უხვადაა), რაც საცალე ღირებულების ფასს ამცირებს და შესაძლებელს ხდის უფრო იაფად გაყიდოს თავისი პროდუქტი. ელგუჯა კი უბრალოდ თესავს, იცის ძველისძველი მოვლის წესი, იმკის მოსავალს, ყრის საბარგულში და ალალ ბედზე გააქვს გასაყიდად.

 

 

2 კითხვა მაქვს:

 

 

1) რატომ არ ყიდის იაფად კართოფილს, 20 ტონას რომელიც ულპება? რატომ ურჩევნია მთელი წელი მშიერი ჯდომა იმას რომ იაფად გაყიდოს? ვინმეს რამეს უმტკიცებს? ოღონდ არ გინდათ იმის დაწერა რომ იაფად რომ გაყიდოს შემდეგ პარტიას ვერ დათესავს და ოჯახი დაეღუპება და ა.შ.

 

2) თუ ვინმე მართლა კარგად ერკვევა ამ საკითხში, დაწერეთ რა ჯდება კარტოფილის მოყვანა? ელგუჯასთვის ცხადია :) რა ჯდება დათესვა, რა ჯდება მოვლა, რა ჯდება ტრანსპორტირება (საშუალოდ)

 

P.S. როგორც მე ვიცი კარტოფილის მოყვანა იაფი და მოსავლელად ადვილი პროდუქტია, რომელიც მხოლოდ ძალისა და დროის ხარჯვას მოითხოვს და მინიმალურად ფინანსურს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

ისე, ცნობისათვის, საკარმიდამო ნაკვეთში "მეურნეობებს არ აბზრიალებენ". ჰა, ჰა, ტალავერი გადაჭიმო, აქეთ-იქედან ბალი და თუთა მოუდგა და სადმე ძირში მწვანილი, ხახვი და ნიორი დათესო.

ხოლო სადაც მეურნეობას აბზრიალებენ, იქ მარტო ნაკვეთის შესყიდვა არ არის ხარჯი. ისე, ცნობისათვის ნაკვეთი ყველაზე იაფი რაღაც არის იმ გრძელი სიიდან, რაც მეურნეობას სჭირდება.

საუკეთესო მიწები კახეთში და ქართლში 1 ჰექტარი 3000$-ზე ძვირი არ ღირს. ასე, რომ იმ ერთი თბილისის ბინის ფასად მინიმუმ 10 ჰექტარი მოგივათ.

უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ იმ მიწას წელიწადში 2-ჯერ მოხვნა სჭირდება, მოხვნას ტრაქტორი, ტრაქტორს საწვავი...მოხვნის მერე დათესვა სჭირდება, დათესვის დროს სასუქის დაყრა, უმეტესობა კულტურას რამოდენიმეჯერ მოთოხვნაც უნდა დათესვის შემდეგ, მორწყვა აუცილებლად, რამდენჯერმე, ზოგს გასხლვა, ზოგს შეწამლვა...ხო, ამ ყველაფერს თავისი ინვენტარი უნდა. სხვათაშორის ცოდნაც უნდა და თბილისელმა კი არა ბარე ორმა სოფლელმაც არ იცის. თუ გაინტერესებთ რამდენია 1 ჰექტარი მიწა, გეტყვით: 100 მეტრი სიგანეში, 100 სიგრძეში. შესაბამისად ათი ჰექტარი - კილომეტრი-კილომეტრზე. ალბათ გგონიათ, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე თუ მოისურვებთ, წამოავლებთ ხელს ბარს თუ თოხს და სულ გადმოაბრუნებთ ამ ყველაფერს. სადმე ეზოში ჩადით და ერთი პატარა ნერგის დასარგავად ამოთხარეთ ორმო... მერე ეს "საკარმიდამო" ნაკვეთი, რომ იცოდეთ ყველგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული საცხოვრებელ ადგილებს და როგორც წესი იქამდე მისასვლელად მანქანა საჭირო, მანქანის ხარჯებს აღარ დავწერ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, აგცდათ გვალვა, სეტყვა და სხვა სტიქიური უბედურებები და ეს მოსავალი აიღეთ, მოკრეფვა უნდა სხვათა შორის, მერე დაბინავება, ბოლოს კი რაც მთავარია რეალიზაცია, რომელიც თავის მხრივ ცალკე შნოს მოითხოვს, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ქალაქში, ბაზარზე ჩამოტანაც ხარჯია. ბენზინის და დიზელის ფული თქვენ თვითონ დაითვალეთ, ყოველდღე რომ 5 თეთრით ძვირდება, სასუქი ძალიან ძვირი ღირს და რამდენადაც ძვირი ღირს იმაზე მეტად კიდევ ძნელი საშოვარია, დეფიციტურია. ტრაქტორისტს ცალკე ბენზინი უნდა ჩაუსხა და ცალკე ჰექტარზე მინიმუმ 15-20 ლარი ჯამაგირი მისცე, ხვნის, თესვის, თოხნის, და მოსავლის აღების დროს თითო ჰექტარზე 2 მუშა მაინც უნდა იქირაო, რომლებიც ეხლა უკვე 20 ლარს იღებენ ამაში, ადრე 10 უნდოდათ. თითო მორწყვაში ასე 150-200 ლარს გადაგახდევინებენ. ჰოდა შრომა არ კმარა "დასაბზრიალებლად" და თან საქართველოში დიდი რისკიცაა მეურნეობას შეჭიდება, ბინის გაყიდვა მეურნეობის გასაყიდად საერთოდ გაუმართლებელი რისკიცაა. ერთი სეტყვა, გვალვა, ყინვა, თაგვი, კალია, ჭია, საერთოდ დაგღუპავს, თუ ამეებს გვერდი აუარე, არასოდეს იცი მოსავალს რამდენს აიღებ, მითუმეტეს რას რამდენად და როგორ გაყიდი.

 

და საერთოდ ეგ ჩვევა მოიშალეთ ვისაც გაქვთ, კაცის გაჭირვებას სიზარმაცეს და გაუნათლებლობას ნუ მიაწერთ ეგრევე, ეგ მხოლოდ ზე-განვითარებულ ქვეყნებში ხდება. სხვათა შორის გეტყვით და ეხლა ის დროა, როცა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებ ფასობს განათლება და შრომისუნარიანობა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სახელმწიფოს ასეთები მინისტრად და პარლამენტარადაც კი არ სჭირდება და კერძო სექტორი რასაც იმსახურებ იმის მეხუთედსაც არ გიხდის. ექიმების და ბანკის თანამშრომლების უმრავლესობას რომ 300 ლარი ექნებათ ხელფასი, რაღაზე ვილაპარაკოთ?

 

by analgin

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ გაინტერესებთ რამდენია 1 ჰექტარი მიწა, გეტყვით: 100 მეტრი სიგანეში, 100 სიგრძეში. შესაბამისად ათი ჰექტარი - კილომეტრი-კილომეტრზე

by analgin

:no:

არარაციონალური აზროვნების შედეგი. ბატონი analgin ჭეშმარიტებიდან 10-ჯერ გადაიხარა აქ, ისევე როგორც ხშირად სხვა სფეროებში მოსდის ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ ეგ ჩვევა მოიშალეთ ვისაც გაქვთ, კაცის გაჭირვებას სიზარმაცეს და გაუნათლებლობას ნუ მიაწერთ ეგრევე

 

და ვინ თქვა სიზარმაცეო, კაცმა 20 ტონა კარტოფილი მოიყვანა, მალადეც, იშრომა, მაგრამ რატო არ ყიდის? გაუნათლებლობას რაც შეეხება არ გეთანხმები, არ იცის გლეხების უმეტესობამ თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორ გაზარდოს მოსავალის რაოდენობა, არ თვლის იმას რამდენს თესავს და მერე რამდენად გაყიდის და რა მოგება ექნება საბოლოოდ. და კიდევ მყიდველის პატივისცემაზე იყო საუბარი, რომელიც არ გააჩნიათ, თავისი პროდუქტის ღირსეულად წარმოჩენაზე არ ზრუნავენ და ა.შ

 

უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ იმ მიწას წელიწადში 2-ჯერ მოხვნა სჭირდება, მოხვნას ტრაქტორი, ტრაქტორს საწვავი...მოხვნის მერე დათესვა სჭირდება, დათესვის დროს სასუქის დაყრა, უმეტესობა კულტურას რამოდენიმეჯერ მოთოხვნაც უნდა დათესვის შემდეგ, მორწყვა აუცილებლად, რამდენჯერმე, ზოგს გასხლვა, ზოგს შეწამლვა...

კი ჭირდება, მაგრამ კარტოფილს ყველაზე ნაკლებად, ანუ სხვა პროდუქტთან შედარებით, ამიტომაც დავწერე

P.S. როგორც მე ვიცი კარტოფილის მოყვანა იაფი და მოსავლელად ადვილი პროდუქტია, რომელიც მხოლოდ ძალისა და დროის ხარჯვას მოითხოვს და მინიმალურად ფინანსურს

მინიმალურად ფინანსურს

 

გლეხებს რამეში კი არ ვადანაშაულებ, ცხადია საუკეთესო იქნებოდა თუ სახელმწიფო იზრუნებდა იგივე გლეხის პროდუქტის რეალიზაციაზე, გლეხს არ მოუწევდა გაყიდვაზე ზრუნვა, მაგრამ რას ვიზავთ, რეალობა ასეთია და სანამ რაიმე შეიცვლება ის მაინც უნდა გააკეთოს გლეხმა რაც მის ძალებშია, თუნდაც ძალით, მაგრამ ღიმილიანი სახით დადგეს თავის დახლთან და იზრუნოს იმაზე რომ მისი პროდუქტი კარგად გამოიყურებოდეს და ღირსეული კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ ნაგავს, ფასით თუ არა, ვიზუალურად მაინც, რადგან არჩევანი თუ დადგება მყიდველის წინაშე ლამაზი, სუფთა კარტოფილი იყიდოს მომგიმარი გოგონასაგან სუპერმარკეტში თუ ჭუჭყიანი კარტოფილი უხასიათო გლეხისგან და თან ძვირად, დამერწმუნეთ რომ ყველა მომღიმარ გოგონას მიანიჭებს უპირატესობას.

 

 

პრინციპული გლეხების საყურადღებოდ კი: ნუ დაალპობთ თქვენს პროდუქტს, თუ პრინციპია და მაინც არ აპირებთ გაყიდვას, უამრავ გაჭირვებულს ან უპატრონო ბავშვებს მაინც დაეხმარეთ, კარტოფილს თუ არა სიკეთეს მაინც დათესავთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

და ვინ თქვა სიზარმაცეო, კაცმა 20 ტონა კარტოფილი მოიყვანა, მალადეც, იშრომა, მაგრამ რატო არ ყიდის?

ზოგს ფერმერობის ნიჭი აქვს, ზოგს ვაჭრობის, სახელმწიფოს ვალი ზუსტად ამის სამართლიანად დარეგულირებაა

 

მაგრამ რას ვიზავთ, რეალობა ასეთია

ხოდა რეალობა რო მასეთია..იმიტომაც დაიქცა სოფელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები რა უბედურებაა, რუსთავი2-ში ხომ არ მუშაობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:no:

არარაციონალური აზროვნების შედეგი. ბატონი analgin ჭეშმარიტებიდან 10-ჯერ გადაიხარა აქ, ისევე როგორც ხშირად სხვა სფეროებში მოსდის ხოლმე.

 

ამჯერად არ დაგცინებ და მეგონა გამოცდილ პროგრამისტს და მათემატიკის მოყვარულ კაცს მაინც ეცოდინებოდა ეს მართლაც და ჭეშმარიტება. :)

 

კერძოდ სად გადავიხარე ჭეშმარიტებიდან (ნუ, იასნია, "როგორც ყოველთვის"), თანაც ათჯერ? ;)

 

– 1 ჰექტარი არ არის 10 000 კვ.მ ?

– ფართობი სიგრძისა და სიგანის ნამრავლით არ იზომება?

– 100 X 100 = 10 000. არა?

- 1 კილომეტრში 1000 მეტრი შედიოდა აქამდე და ესეც შეცვალა მიშამ?

- 1000 : 100 = 10 არც ეს ხო?

 

ნუ კაი მაშინ. :nekro:

 

უი, ათი მიწერია? :givi: :givi: :givi: :givi: :givi:

და რა მომაწება ეგრევე იარლიყო ნახე რა...მექანიკური შეცდომა გამორიცხულია ხო? ადამიანები არ ვართ ჩვენ...ამიტომ ეს ირაციონალური აზროვნების შედეგი ყოფილა, კი, წილადი ვარ მე, სამი მეოთხედი ვარ. :D

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

 

ეს ჩემი "სტატია" დეპრესამ იქითა ფორუმიდან წამოიღო სადაც სულ სხვა კაცს ვუპასუხე სულ სხვა კონტექსტში. მოკლედ რო გითხრა იქ ერთმა ახალგაზრდა, სტუდენტმა კაცმა გახსნა თემა მარტო ვცხოვრობ ცოლთან ერთად, ის არ მუშაობს, მე 500 ლარი მაქვს ხელფასიო. აქამდე მეტნაკლებად მყოფნიდა ეს ფული და ეხლა 2-3 თვეა ძალიან გვიჭირს, გაძვირდა ყველაფერი და ვეღარ გაგვაქ თავიო, ხოდა იმას უპასუხა ვიღაცამ რო იმუშავეთ და ისწავლეთ და გექნებათ ფულიო, ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ დანიიდან, წლები იქ იყვნენ და ჩამოტანილი ფულით იმისთანა მეურნეობა დააბზრიალეს თქვენი მოწონებულიო და იმას მივმართე ამ პოსტით. კარტოფილი-მარტოფილი არ ვიცი მე, არც წამიკითხავს ამ თემის პირველი პოსტი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...