Jump to content
Planeta.Ge

მენტალობის კორიანტელი, ანუ ნუ ანგრევ თუ აშენების თავი არ გაქვს.


Recommended Posts

mtidan

გუმბარიძე რამ გაგახსენა..:D

ღიმილიანი სახეებით, მჟავანაძის დროს უვლიათ ჩვენებს თურმე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

თქვენ ფორუმი შეგეშალათ...

წაით ისევ ფორუმგეზე...

თუ თავისუფალი ფორუმია სხვანაირი აზრის გამოთქმა არ შეიძლება? თუნდაც არასწორად ფიქრობდეს ვიღაც. რა აზრი აქვს თუ ერთი და იგივე აზრის ადამიანები იქნებიან მარტო და ყველა ერთიდა იგივეს იტყვის. სხვასაც შეიძლება მოუსმინო და თუ გაქვს პასუხი დაუსაბუთე რაში ცდება. მე ის ვთქვი რაც სინამდვილესში იყო(შევარდნაძის დროს) და ხდებოდა. თუ ეს ასე არ იყო თქვით ისიც და ვის რა მოსწონდა ისიც თქვას კონკრეტულად. კომუნისტები არასდროს სხვის აზრს არ იზიარებდნენ და ერთადერთი კომუნისტური იდეოლოგია ეგონათ ჭეშმარიტი. ისინი ფიქრობდნენ რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ და ამისთვის ღირდა ნახევარი მსოფლიო, საქართველოს ჩათვლით დაეპყროთ, კომუნისტური წყობია დამყარებინათ და მილონობით ადამიანების სიცოცხლე მოესპოთ(მოწინააღმდეგე). შედეგი? შეგიძლიათ ნახოთ, სამხრეთ კორეა, კუბა.. დღესაც კომუნიზმია იქ და 85 წელი გეგონებათ. კაპიტალისტურმა ევროპამ საუკუნეეებით გაასწრო საბჭოთა კავშირს ."ბოროტების იმპერიას" როგორც რეიგანმა უწოდა. აქ ვიღაცამ თქვა რომ გუმბარიძეს რას ვერჩოდითო.შუქიც იყო, სამსახურიცო და ხალხი ღიმილიანი დადიოდაო. მე მეტსაც გეტყვით რომ მკურნალობაც და წამალიც თითქმის უფასო იყო. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რა იდგა? ჩვენ გუმბარიძეს არ ვერჩოდით(цк-ას მდივანს და არა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს.) ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდა, თავისუფლება და არა ჩაკეტილი სამყარო საიდანაც ყველა საზღვარგარეთ გაქცევას ოცნებობდა. გაიხსენეთ დახვრეტილი ქართველი ბიჭები თვითმფრინავში.ისინი დახვრიტეს იმიტომ რომ ისეთი რეჟიმი,შუქი, სამსახური და ღიმილი არ უნდოდათ და უნდოდათ თავისუფლება, ისეთი ცხოვრება როგორიც საზღვარგარეთ იყო. ყველა საბჭოური ქვეყნიდან გარბოდა ხალხი. როგორც კუბადან ასობით ემიგრანტი დღემდე გარბის.ჩვენ გვინდოდა ქართველებს ქართულ ჯარში თავის ქვეყნისთვის ემსახურათ და არა რუსის ჯარში და რუსული სამხედრო მანქანის ნაწილები ყოფილიყვნენ და უცხო მიწაზე დაღუპულიყვნენ სხვის ომში. 104-მა ქვეყანამ გააპროტესტა რუსეთის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანა და მოუწოდებდა მთლი მსოფლიო შეეწყვიტა ავღანელების ხოცვა რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და თავის ქვეყანას იცავდნენ როგორც ჩვენ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ავღანეთის სამარცხვინო ომში ქართველებიც იღუპებოდნენ და სხვის თავისუფლებასაც ღუპავდნენ. რუსები გვიყენებდნენ ყველას წინააღმდეგ ვისაც რუსების მონობა არ უნდოდათ:უნგრეთი, ფინეთი,ვიეტნამი, კორეა, კუბა, ბალტიის ქვეყნები და ბევრი კიდევ. თითქმის ყველა ამ ქვეყნბის წინააღმგეგ გვიყენებდა რუსეთი. ასევე აფხაზეთის ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს კაზაკები, ჩეჩნები, ყაბარდოელები და შუაზიელები.(ესენიც დაპყრობილნი არიან რუსების მიერ.) მე აღარ ვლაპარაკობ 1937 წლიდან რეპრესიებისას საქართველოს მოსახლეობის 1/3 ერთი მესამედი დახვრიტეს. თან ნაღები ინტილიგენცია,ვისაც ეროვნული ქონდა რამე ან მცირეოდენი განათლებაც კი. არ სურდათ ვინმე დარჩენილიყო ვისაც განათლება ან ეროვნული ექნებოდა შინაგანად.ესეთივე პოლიტიკას ატარებდნენ ყველა იმ ქვეყანაში რომლებიც დაიპყრეს ან რაღაცეტაპზე ყავდათ დაპყრობილი. ვოტ. აი ეს ყველაფერი იყო ამ ვითომ ბედნიერი ცხოვრების უკან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

goga17

შეგიძლიათ ნახოთ, სამხრეთ კორეა, კუბა

 

ჩინეთი რატო გამოტოვე, იქაც კომუნიზმია :givi:

 

 

ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდა, თავისუფლება და არა ჩაკეტილი სამყარო საიდანაც ყველა საზღვარგარეთ გაქცევას ოცნებობდა.

 

ეხლა ხომ რას ამბობ ღიაა საზღვრები, ვიზა მიეცი ხალხს და 10 % მეტი აქ აღარავინ დარჩება...

 

გაიხსენეთ დახვრეტილი ქართველი ბიჭები თვითმფრინავში

 

ტერორისტები-დღეს ასე ეძახიან მასეთი საქციელის ჩამდენებს...

 

 

 

ყველა საბჭოური ქვეყნიდან გარბოდა ხალხი.

 

დღესაც გარბიან არასაბჭოურიდან...

 

.ჩვენ გვინდოდა ქართველებს ქართულ ჯარში თავის ქვეყნისთვის ემსახურათ და არა რუსის ჯარში და რუსული სამხედრო მანქანის ნაწილები ყოფილიყვნენ და უცხო მიწაზე დაღუპულიყვნენ სხვის ომში.

 

ეგ მოთხოვნა დღემდე ძალაშია, დღესაც იღუპებიან სხვის ომში ქართველები.

 

104-მა ქვეყანამ გააპროტესტა რუსეთის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანა და მოუწოდებდა მთლი მსოფლიო შეეწყვიტა ავღანელების ხოცვა რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და თავის ქვეყანას იცავდნენ

დღეს აღარ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები??? აშშ თუ ბომბავს კარგია და თუ საბჭოთა კავშირი ცუდი, აშშ ყვავილებიან ბომბებს ისვრის???

 

P.S. ცუდი ყოველთვის ცუდია, მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერაა ჩადენილი!!!

Edited by ra qveyana daangries
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

 

გოგა17, რატომ მიხსნი, რომ კომუნისტები ცუდები იყვნენ?

 

 

მე ის გამიკვირდა, რომ თურმე საქართველო 2003 წლამდე არ არსებობდა...

 

და რომ დღეს თურმე ვშენდებით...

ჰო, ლაზიკა არ დაგავიწყდეს... ნახევარმილიონიანი ქალაქი...

 

 

შენ ნაციკთა ხროვა რა გგონია?

ნეო-ბოლშევიკები არიან... ვინც მიშას არ ულოკავს, ის საქართველოს მტერია.. და ა.შ.

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ნაციკთა ხროვა რა გგონია?

ნეო-ბოლშევიკები არიან... ვინც მიშას არ ულოკავს, ის საქართველოს მტერია

 

მაგის გამკეთებელი ვერ ხვდება მაგას ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

ჩინეთი რატო გამოტოვე, იქაც კომუნიზმია

 

რაც შეეხება ჩინეთის კომუნისტურ მოდელს, ის აბსოლიტურად განსხვავდება საბჭოთა კავშირის კომუნიზმისაგან და არც შეიძლება მათი შედარება. ჩინეთი არ არის კომუნისტური და არც შანხაის და ჰონგკონგის დონე არ შეიძლება კომუნიზმის მიღწევად ჩაითვალოს. დღეს იქ სიმბოლურად ქვია მართველ პარტიას კომუნისტური და არის კიდევაც სახელმწიფო საკუთრებაში რაღაც სფეროები დარჩენილი. მაგრამ აქ დაუშვეს ორივე წყობა და ძირითადი ბურჯი, რაზეც ჩინეთის დღევანდელი ეკონომიკა და თანამედროვე ცხოვრებაა დაყრდნობილი, არის სწორედ კაპიტალისტური ცხოვრება. ჩინელებს ახსოვთ და გამოუცდიათ ის შიმშილობის და ტანჯვის წლები, რომლებიც მაოს კომუნისტურმა რეჟიმმა მოუტანა მათ. ამის შემდეგ თვითონ კომუნიტურმა მართველმა პარტიამ ჩათვალა რომ რაღაც უნდა შეცვალათ. ამიტომ 1971 წლიდან ჩინეთი გაეროს წევრი გახდა. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდნენ. ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. საბაზრო ეკონომიკას დემოკრატიზაცია მოჰყვა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება. ჩინეთი მართლაც მეგა სახელმწიფოა რომელსაც ამერიკაც კი ყურებით უჭირავს მაგრამ ეს კომუნიზმის დამსახურება არ არის. კომუნიზმს არცერთი ქვეყნისთვის კარგი არ მოუტანია ხალხო და ამას ამბობს მთელი მსოფლიო და ნუ ვიტყვით რომ ის დრო ჯობდა როცა რუსეთის შემადგენლობაში ვიყავითო. სანამ ვინმე საწინაარმდეგოდ მიპასუხებდეს, თხოვნა იქნება რომ ჩემი წინა წერილიც წაიკითხოს(ამ თემასთან დაკავშირებით) თუ არ დაეზარება რა თქმა უნდა.

 

ეხლა ხომ რას ამბობ ღიაა საზღვრები, ვიზა მიეცი ხალხს და 10 % მეტი აქ აღარავინ დარჩება.

კომუნისტების დროს ხო ვიზას იყიდიდდი და გაგიშვებდნენ. ძალიან მალე მოვა ის დროც როცა უვიზო მიმოსვლაც იქნება მაგრამ მაინც იტყვის ზოგიერთები რომ რათ მინდა მარტო ვიზა,გზის ფული არ მაქვსო, ორი სამი ათასი დოლარი არ უნდა მოგვცეს ამ მთავრობამო? თავის თავზე არავინ აიღოს მაგრამ უიმედო კაცმა თქვა: "გასაქანი არ მაქვსო" გასაქანი რო მიცეს მერე თქვა "ვინმემ გამაქანაოსო"

 

 

დღესაც გარბიან არასაბჭოურიდან...

საქართველოდან კერესინკების ბუმი რომ იყო მაშინ გაიქცა უმრავლესობა ქართველების.

 

ეგ მოთხოვნა დღემდე ძალაშია, დღესაც იღუპებიან სხვის ომში ქართველები

 

თუ ერაყში ომს გულისხმობ(ამას გარდა სხვაგან არ მსახურობენ ქართველები) ცნობისათვის ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო როგორც რუსულ ჯარში იყო.

ხელფასზე და სხვა განსხვავებებზე აღარ ღირს საუბარი. ავღანეთიდან ყოველ რეისზე ცინკის კუბოთი ჩამოყავდათ ათეულობით ქართველი. 45 კაპიკი კომპენსაციით თუ ზუსტად არ მახსოვს. მეტი არ უღირდათ კომუნისტებს ჯარისკაცის სიცოცხლე. ამ მოვლენის ერთნაირად შეფასება არასწორია ნამდვილად.

 

დღეს აღარ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები??? აშშ თუ ბომბავს კარგია და თუ საბჭოთა კავშირი ცუდი, აშშ ყვავილებიან ბომბებს ისვრის???

რატომ არის რომ საბჭოთა კავშირია ერთ მხარეზე მარტო ყოველთვის(მაპატიეთ ნაურუ გამომჩა.თქვენ მხარეზეა) და მეორეზე ამერიკა და მთელი მსოფლიო ერთად? ყოველთვის რუსეთი რატოა გამიჯნული თავის უგნური პოლიტიკით? ამ დღეებში მოეღება ბოლო კაკებეშნიკის მმართველობას ისევ რუსების ხელით და წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას ვინც პუტინის და რუსეთის გულშემატკივარია. ძალიან მალე დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც. ზოგს გაეხარდება მაგრამ ბევრი ოპოზიციის ლიდერები უფრო აგრესიულები გახდებიან.ზოგს გულის შეტევა მოუვა ბოღმისაგან და ასე შემდეგ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

აშშ თუ ბომბავს კარგია და თუ საბჭოთა კავშირი ცუდი, აშშ ყვავილებიან ბომბებს ისვრის???

ავღანეთთან დაკავშირებით აშშ და საბჭოთა კავშირის შედარება რბილად რომ ვთქვათ შენს არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს :) ავღანეთში შეიარაღებული ძალები (არა მხოლოდ აშშ არის იქ წარმოდგენილი) იმყოფებიან გაეროს რეზოლუციის თანახმად. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ასეთი რეზოლუცია რა თქმა უნდა არ ყოფილა. გრძნობ განსხვავებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...