georgekh13 Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 უფასო არაფერია თანამნედროვე სამყაროში. ჩემი კონცეფციის თანახმად ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევის სისტემა და მოქალაქე რეგულარულად, ყოველ ხელფასზე გადაიხდის 14-18%-ს ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ანგარიშზე. როცა დაჭირდება სამედიცინო დახმარება ამ დახმარებას "უფასოდ" მიიღებს, ანუ კონკრეტულად სამედიცინო მომსახურეობის მიღებისას აღარაფერს გადაიხდის, თორე რათქმაუნდა დაზღვევის შედეგად გადახდილი თანხები აპრიორში გამორიცხავ "უფასოობის" თემას..სხვა საკითხია, რომ სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ღირებულების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფაც იქნება საჭირო, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ მოსახლეობას და მოსახლეობის ინტერესებს ემსახუროს და არა პირიქით.. ...არ არის მაგი უფასო... გერმანიაში ექიმთან ფულს არ ვიხდი რომ მივდივარ, მაგრამ იმდენს მახდევინებენ თვეში, თვალები შუბლზე ამივიდა, რომ ვნახე გუშინ რაღაცაში დამჭირდა ამონაბეჭდი სადაზღვევო კომპანიიდან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 (edited) asdsუნდა ამოქმედდეს სავალდებული დაზღვევა, ყველა მოქალაქემ უნდა იხადოს შემოსავლის 14-18% ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ანგარიშზე და ღმერთმა არ დააჭირვოს, მაგრამ როცა დაჭირდება ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ ექნება.. საკმაოდ დიდი თანხაა ამ ეტაპზე, არ ვიცი, სპეციალისტებმა უნდა დაიანგარიშონ,თუმცა თავს ვერ დავდებ ნამდვილად მაგრამ, მაინც რა ამბავია,როდესაც 500 ლარია ხელფასი გადაიხადო 70 ლარი ყოველთვიურად, 14 პროცენტს ვგულისხმობ Edited February 26, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 ასდს, მასთე შენ რომ გინდა ბოლშევიკებმა ქნეს, და რაც მივიღეთ კი უნდა იცოდე წესით...უკიდურესად დიდი სხვაობაა მემარცხენე ლიბერალებსა და რადიკალ მემარცხენეებს შორის.ასე რომ ბოლშევიკ კომუნისტებს ნამდვილად არ გაუკეთებიათ ის რაც მე მინდა და მით უმეტეს არ უნდოდათ ის რაც მე მინდა. და მაინც რა მინდა? მინდა ის, რომ საქართველო გარდაიქმნეს ევროპული ტიპის დემოკრატიულ-სოციალურ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა, ადამიანის პატივი და ღირსება და ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი იქნება. თქვენ რა გინდათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asdsმოდი კონკრეტულად ვისაუბროთ დაბალი გადასახადები და ხელმისაწვდომ ჯანდაცვა და განათლება უერთიერთწინააღმდეგობაში არ მოდის თუკი დაბალი გადასახადების საშუალებით მოხდება ქართული ეკონომიკის წინსვლა მაშინ ბიუჯეტი უფრო შეივსება და გახდება შესაძლებელი სოც. პროგრამების განხორციელება,თუკი ბიზნესმენეს გაატყავებ ის ვერ გადაიხდის სათანადო გადასახადს, თუკი მისცემ თავისუფლებას, ის უფრო განვითარდება და მეტს გადაიხდის,რა აზრი აქვს 1000 ლარიდან წაგლიჯო 600 ლარი, ჯობია წაიღო 200 და დანარჩენი თანხა ამ ბიზნესმენა თავისი საქმიანობის განვითარებაში ჩადოს, დაასაქმოს თანამოქალაქეები და მერე ამ თანამოქალაქეებს გადაახდევინებ საშემოსავლოს,ჯობია 1 ადამიანის გაწეწვას 20 ადამიანი დაასაქმოს იმ ერთმა და იქიდან შემოვიდეს ბიუჯეტში თანხამოიცადე და ვინ თქვა რომ ბიზნესმენს საქმიანობა შეეზღუდება მაღალი გადასახადების პირობებში? პირველ რიგში გადასახადები დიფერენცირებული უნდა იყოს, ანუ კერძო მეწარმე ერთი მოცულობის გადასახადს გადაიხდის, მცირე საწარმომო მეორეს, საშუალო საწარმო მესამეს, მსხვილი საწარმო მეოთხეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.. ეს სამართლიანია ჩემი აზრით, რადგან სამართლიანია საზოგადოება თანადგომასა და საერთო საცხოვრებელი გარემოს გაუმჯონბესებაზე ერთობლივ მუშაობას უნდა მიეჩვიოს. გარდა ამისა დაბალი გადასახადების ოირობებში ბიუჯეტში ობიექტურად ვერ მოხერხდება იმ ოდენობის სახსრების აკუმულირება, რომ ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და გნებავთ სოფლის მეურნეობის ფართომასშტაბიანი დორაციები განხორციელდეს არადა ამის აუცილებლობა სახეზეა. არ უნდა მივეცეთ არაფრით გამყარებულ იმედებს რომ ჩაი, მანდარინი და ტუეიზმი შეავსებს ბიუჯერს, რადგან ვერ შეავსებს.. საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი, წარმოების და შესაბამისად მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებას კი ეკონომიკის რეალურ სექტორში მრავალმილიარდიანი ინვესტიცვიები ჭირდება და ათწლეულები.. ამიტომ არის მაღალი გადასახადები საჭირო, რადგან ათწლეულები ვერ დაიცდის ხალხი რომელთაც ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური საცხოვრებელი გარემო დღეს ჭირდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 (edited) არ არის მაგი უფასო... გერმანიაში ექიმთან ფულს არ ვიხდი რომ მივდივარ, მაგრამ იმდენს მახდევინებენ თვეში, თვალები შუბლზე ამივიდა, რომ ვნახე გუშინ რაღაცაში დამჭირდა ამონაბეჭდი სადაზღვევო კომპანიიდან...აბა როგორ გინდათ ვერ გავიგე, ყველაფერი ერთად და უფასოდ არ არსებობს.. მთავარია რომ ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნება ჯანდაცვის სისტემა. asds საკმაოდ დიდი თანხაა ამ ეტაპზე, არ ვიცი, სპეციალისტებმა უნდა დაიანგარიშონ,თუმცა თავს ვერ დავდებ ნამდვილად მაგრამ, მაინც რა ამბავია,როდესაც 500 ლარია ხელფასი გადაიხადო 70 ლარი ყოველთვიურად, 14 პროცენტს ვგულისხმობდათვლილიც მაქვს და გადათვლილიც )) 14-18 პროცენტი მინიმუმია და არა ერთადერთი გადასახადი რომელსაც მოქალაქე ხელფასიდან გადაიხდის. ინება აგრეთვე საპენსიო ფონდში მინიმუმ 8-10% გადასახდელი ყოველ ხელფასზე და საშემოსავლო გადასახადი კდიევ 10-12%-ის სახით. ანუ ყოველი ასი ლარიდან მოქალაქე საშუალოდ 35-40 ლარს გადასახადების სახით გადაიხდის და ეს ვფიქრობ, რომ ნორმალური პონტია.. მით უფრო, რომ ჩემი კონცეფციის შესაბამისად რომ განვითარდეს საქართველო, რეფორმების დაწყებიდან 3 თვეში პურის ფულის გარეშე არცერთი მოქალაქე არ იქნება, 12-18 თვეში კი საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, ყოველკვირეული ანაზღაურებით და ენ რაოდებობის სოციალური, ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების შედეგად საშუალო ხეფასი ქვეყანაში არა 500 ლარი არამედ 400-500 ევროს ეკვივალენტი გახდება..ანუ საბოლოო ჯამში მოქალაქეს უფრო მეტი ფულიც ექნება და მომსახურეობაც.. რეფორმების გაღრმავების შემდეგ 5-7 წელიწადში მინინმალური ანაზღაურება ქვეყანაში თვეში 500-600 ევროს ეკვივალენტი იქნება, ხოლო საშუალო ხელფასი მინიმუმ 900-1100 ევროს (ეკვივალენტს ლარებში) გაუტოლდება. Edited February 26, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asdsპირველ რიგში გადასახადები დიფერენცირებული უნდა იყოს, ანუ კერძო მეწარმე ერთი მოცულობის გადასახადს გადაიხდის, მცირე საწარმომო მეორეს, საშუალო საწარმო მესამეს, მსხვილი საწარმო მეოთხეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.. ეს სამართლიანია ჩემი აზრით, რადგან სამართლიანია საზოგადოება თანადგომასა და საერთო საცხოვრებელი გარემოს გაუმჯონბესებაზე ერთობლივ მუშაობას უნდა მიეჩვიოს. ამერიკაშიც ეგრე არის, მცირე და საშუალო საწარმოს უფრო ნაკლები აქვს ვიდრე მსხვილს,მე პირადად მომხრე ვარ რომ სამეწარმეო საქმიანობა სფეროების მიხედვით დაიბეგროს,მაღალ გადასახადებს შემოვიღებდი რესტორნებზე, ბარებზე, სათამაშო ბიზნესზე,ავწევდი გადასახადს იმპორტზე, რათა დავიცვა ქართული ბაზარი ისეთი პროდუქტების შემოდენისგან რომელსაც ვაწარმოებთ ან გვაქვს პერსპექტივა რომ ვაწარმოოთ,ვგულისხმობ არა მხოლოდ სოფლის სამეურნეო პროდუქტებს არამედ მსუბუქი მრეწველობის საქონელსაც,დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოს რომ გამოუშვას თურქებზე და ჩინელებზე არანაკლები ხარისხის ნიფხავი, პერანგი და ფეხსაცემლი,ამიტომაც კარგი იქნება თუკი ამ პარაზიტული ბიზნესის ნაცვლად რასაც სარესტორნო ბიზნესი ქვია და მუცლის ამოსაყორავად დადის რეტროგრადი მოსახლეობა, გადაიტანონ ფული მსუბუქ მრეწველობაში, არაფერი არ უჭირთ,გარდა ამისა, საფრანგეთის დარად უნდა დაიბეგრონ მდიდრები, ოღონდ არა მათი ბიზნესი, არადა არა, თუკი ისინი ფულს ჩადებენ მრეწველობაში ამ მხრივ შეღავათები, მაგრამ უნდა დაიბეგროს მათი უძრავი ქონება, სასახლეები, ძვირადღირებული ავტომობილები,ანუ მიმიხვდი რასაც ვაწვები, პარაზიტული ბიზნესი და ფუფუნების საგნები მძიმე გადასახადებით იბეგრება, ისე რომ დედა მეე.. ხოლო მსუბუქი თუ მძიმე მრეწველობა, აგრარული სექტორი მიდი მოვდივარ,ტიპებს 6-7 ბაითი აქვთ, დახურული და კაპისკ არ იხდიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 (edited) კაროჩე, იმის მაგივრად რომ როჟამ გახსნას მორიგი მუცლის ამოსაყორავი ობიექტი, წავა და გახსნის ფეხსაცმლის საამქროს,მაგრამ ეს ფეხსაცმელი რომ გაიყიდოს, უნდა დაიბეგროს სათანადოდ თურქული და ჩინური საქონელი,იქნება შიდაკონკურენცია,ეს კი მოახდენს ადგილობრივი მრეწველობის სტიმულირებას,არა გამორიცხული რომ ჩვენი საქონელი გავიტანოთ სომხეთსა და აზერბაიჯანში, რატომაც არა,აზერბაიჯანში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დიდი ბაზარია Edited February 26, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asds ამერიკაშიც ეგრე არის, მცირე და საშუალო საწარმოს უფრო ნაკლები აქვს ვიდრე მსხვილს,მე პირადად მომხრე ვარ რომ სამეწარმეო საქმიანობა სფეროების მიხედვით დაიბეგროს,მაღალ გადასახადებს შემოვიღებდი რესტორნებზე, ბარებზე, სათამაშო ბიზნესზე,ავწევდი გადასახადს იმპორტზე, რათა დავიცვა ქართული ბაზარი ისეთი პროდუქტების შემოდენისგან რომელსაც ვაწარმოებთ ან გვაქვს პერსპექტივა რომ ვაწარმოოთ,ვგულისხმობ არა მხოლოდ სოფლის სამეურნეო პროდუქტებს არამედ მსუბუქი მრეწველობის საქონელსაც,დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოს რომ გამოუშვას თურქებზე და ჩინელებზე არანაკლები ხარისხის ნიფხავი, პერანგი და ფეხსაცემლი,ამიტომაც კარგი იქნება თუკი ამ პარაზიტული ბიზნესის ნაცვლად რასაც სარესტორნო ბიზნესი ქვია და მუცლის ამოსაყორავად დადის რეტროგრადი მოსახლეობა, გადაიტანონ ფული მსუბუქ მრეწველობაში, არაფერი არ უჭირთ,გარდა ამისა, საფრანგეთის დარად უნდა დაიბეგრონ მდიდრები, ოღონდ არა მათი ბიზნესი, არადა არა, თუკი ისინი ფულს ჩადებენ მრეწველობაში ამ მხრივ შეღავათები, მაგრამ უნდა დაიბეგროს მათი უძრავი ქონება, სასახლეები, ძვირადღირებული ავტომობილები,ანუ მიმიხვდი რასაც ვაწვები, პარაზიტული ბიზნესი და ფუფუნების საგნები მძიმე გადასახადებით იბეგრება, ისე რომ დედა მეე.. ხოლო მსუბუქი თუ მძიმე მრეწველობა, აგრარული სექტორი მიდი მოვდივარ,ტიპებს 6-7 ბაითი აქვთ, დახურული და კაპისკ არ იხდიანესეიგი არ ყოფილხარ გადასახადების წინააღმდეგი )) რათქმაუნდა გადასახადები დიფერენცირებული იქნება და სფეროებსა და უშუალოდ ბიზნესების ხარისხიდან გამომდინარე დადგინდება. აქ ორი აზრი არ არის. ფუფუნებაზე გადასახადიც რათქმაუნდა შეიძლება იყოს განხილული, როგორც ბევრი სხვა გადასახადი და რევოლუციაც იმიტომ მინდა მოხდეს, რომ მართლაც სერიოზული მსჯელობა შედგეს ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების შიგნით და რეალურად ხალხის სასიკეთო გადაწყვეტუილებები, რეფორმები და ინიციატივები განხორციელდეს.. ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და თუ რევოლუციაზე არ წავალთ არც მოხდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asdsამიტომ არის მაღალი გადასახადები საჭირო, რადგან ათწლეულები ვერ დაიცდის ხალხი რომელთაც ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური საცხოვრებელი გარემო დღეს ჭირდება.. თუკი მაღალი გადასახადები გექნება მრეწველობის ან აგრარულ პროდუქტებზე უცხოურ კონკურენციას ვერ გავუწევთ,საქართველოში მოსახლოებაა მცირერიცხოვანი, არც დიდი ბაზარი არ გვაქვს რომ სხვაგან გავიტანოთ,მოგება რომ დარჩეს ქართველ მეწარმეს 10 კაპიკზე ვერ იმუშავებს ვერანაირად,თუკი თურქი დღეში გაყიდეს 1000 ფეხსაცმელს საქართველოში მხოლოდ 50 მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარეს სულაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asdsესეიგი არ ყოფილხარ გადასახადების წინააღმდეგი )) რათქმაუნდა გადასახადები დიფერენცირებული იქნება და სფეროებსა და უშუალოდ ბიზნესების ხარისხიდან გამომდინარე დადგინდება. აქ ორი აზრი არ არის. ფუფუნებაზე გადასახადიც რათქმაუნდა შეიძლება იყოს განხილული, როგორც ბევრი სხვა გადასახადი და რევოლუციაც იმიტომ მინდა მოხდეს, რომ მართლაც სერიოზული მსჯელობა შედგეს ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების შიგნით და რეალურად ხალხის სასიკეთო გადაწყვეტუილებები, რეფორმები და ინიციატივები განხორციელდეს.. ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და თუ რევოლუციაზე არ წავალთ არც მოხდება.. არანაირად, არასდროს არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები, მაგრამ მე მსურს შეიქმნას სოციალური სახელმწიფო რა,სადაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად იბრძოლებს გადარჩენისთვის, გლობალიზაცია დიდი გამოწვევების ქვეშ გვამყოფებს და ქართველობას თუ უნდა გადარჩენა, პირველ რიგში ეკონომიკის სტიმულირება უნდა მოახდინონ, უნდა შეიქმნას დოვლათი, ხოლო ამ დოვლათის გადანაწილებას რაც შეეხება,ესეც შესაძლებელია სამართლიანობის პრინციპების დაცვით,განათლების შანსი ყველა სოცაილურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს, ჯანდაცვაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, არის ამის რესურსი თუკი ფული ბიუჯეტიდან ხელისუფლების ფუფუნებას და ათაგვარ პიარტექნოლოგ მაიმუნობებს არ მოხმარდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asds თუკი მაღალი გადასახადები გექნება მრეწველობის ან აგრარულ პროდუქტებზე უცხოურ კონკურენციას ვერ გავუწევთ,საქართველოში მოსახლოებაა მცირერიცხოვანი, არც დიდი ბაზარი არ გვაქვს რომ სხვაგან გავიტანოთ,მოგება რომ დარჩეს ქართველ მეწარმეს 10 კაპიკზე ვერ იმუშავებს ვერანაირად,თუკი თურქი დღეში გაყიდეს 1000 ფეხსაცმელს საქართველოში მხოლოდ 50 მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარეს სულაცაქ პროტექციონიზმის ელემენტები უნდა ამოქმედეეს, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რომ კონკურენტული გარემო არ დაზარალდეს და ბიზნესს, არ აქვს მნიშვნელობა აგრარული სექტორი იქნება თუ მსუბუქი მრეწველობა, მუდმივი განვითარების სტიმული არ მოაკლდეს.. გასათვალისწინებელია ისიც რომ აქცენტი სახელმწიფომ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე წარმოებაზე უნდა გააკეთოს, ასეთი კი ნამდვილად არის სოფლის მეურნეობა, რადგან საქართველოში რეალურად არის შესაძლებელი ძვირადღირებული და მოთხოვნილებადი ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქციის წარმოება. ასეთად, ანუ ეფექტურად უნდა იქცეს მსუბუქი მრეწველობაც და ეს შესაძლებელია თუ სახელმწიფოს დახმარებით ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარების სტიმულირება მოხდება.. ანუ თუ მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციას ვაწარმოებთ ზომიერად მაღალი გადასახადები პრობლემა არ არის. დაბალი გადასახადები ოფშორების და ბანანის რესპუბლიკების გზაა და არა მგონია საქართველოს გამოადგეს.. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში ბიზნესის განვითარების იდეალურთან მიახლოვებული მაგალითია სკანდინავიის ქვეყნები და თუ მათ შეძლეს, დარწმუნებული ვარ ჩვენც მოვახერხებთ ადეკვატური ხელისუფლების პირობებში. asds არანაირად, არასდროს არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები, მაგრამ მე მსურს შეიქმნას სოციალური სახელმწიფო რა,სადაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად იბრძოლებს გადარჩენისთვის, გლობალიზაცია დიდი გამოწვევების ქვეშ გვამყოფებს და ქართველობას თუ უნდა გადარჩენა, პირველ რიგში ეკონომიკის სტიმულირება უნდა მოახდინონ, უნდა შეიქმნას დოვლათი, ხოლო ამ დოვლათის გადანაწილებას რაც შეეხება,ესეც შესაძლებელია სამართლიანობის პრინციპების დაცვით,განათლების შანსი ყველა სოცაილურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს, ჯანდაცვაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, არის ამის რესურსი თუკი ფული ბიუჯეტიდან ხელისუფლების ფუფუნებას და ათაგვარ პიარტექნოლოგ მაიმუნობებს არ მოხმარდებააქ 110% გეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 დაახლოებით ესეთი შეკითხვაა რატომ უნდა გაიკეთო ბრმანაწლავის ოპერაცია, თუ კი ბრმანაწლავი გაწყუხებს?მთლად მასეთი შეკითხვა არ უნდა იყოს )) უფრო ზუსტად კითხვა იმაში მდგომარეობს, ბრმანაწლავი თუ გაწუხებს ადამიანს რა მეთოდებით ცდილობ პრობლემის მოგვარებას? მედიკამენტოზური მკურნალობით (გარემოს გაუმჯობესება და ათასი სისულელე)? ქირურგიული ჩარევით (ნამდვილი რევოლუცია)? ქირურგიული ჩარევის იმიტაციით, ანუ მიდიხარ ექიმთან და შეშინებული უკან ბრუნდები, რადგან ფიქრობ რომ ისე არ/აღარ გაწუხებს უკიდურეს ზომაზე რომ წახვიდე(ფსევდო ოპოზიციის პროვოკაციებსა და თითქოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ უსუსურ აქტიურობას მიყვები)? თუ ფეხებზე იკიდებ და ეოდები როდის გასკდება ეგ ბრმანაწლავი და ორგანიზმს ს კანცამი მოგიწამლავს?.(ელოდები როდის აფეთქდება და განადგურდება ქვეყანა )? სადღაც დაახლოვებით ასეა ვგონებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asdsრატომ? იმიტომ რომ "გვშია" და ესე უკვე საკმარისია იმისთვის რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც 8 წელია ხელისუფლებაშია და არა თუ ვერ მოაგვარა, არამედ დაამძიმა სოციალური ფონი, ღირსია გილიოტინაზე აყვანის... და ზედმეტი ფილოსოფოსობა ამას არ ჭირდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 asdsრატომ? იმიტომ რომ "გვშია" და ესე უკვე საკმარისია იმისთვის რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც 8 წელია ხელისუფლებაშია და არა თუ ვერ მოაგვარა, არამედ დაამძიმა სოციალური ფონი, ღირსია გილიოტინაზე აყვანის... და ზედმეტი ფილოსოფოსობა ამას არ ჭირდება!კი ბატონო, მთავარში ვთანხმდებით დანარჩენი დეტალებია რევოლუცია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 (edited) რატომ? იმიტომ რომ "გვშია" და ესე უკვე საკმარისია იმისთვის რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც 8 წელია ხელისუფლებაშია და არა თუ ვერ მოაგვარა, არამედ დაამძიმა სოციალური ფონი, ღირსია გილიოტინაზე აყვანის...ამ ხელისუფლებამ კი არა,ჩინელებმა დაამძიმეს სოციალური ფონი.. :givi: პ.ს. ისე ჩვენთან ღირსეული საზოგადოება რომ არსებობდეს,არავინ არ უნდა აიღოს ის მათხოვრული 30ლარი ოჯახზე..ამ თანხის აღებით დასტურდება რომ ვართ მონები.. Edited February 26, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.