Jump to content
Planeta.Ge

რატომ უნდა შეიცვალოს სააკაშვილის რეჟიმი?


Recommended Posts

კოლეგა ფორუმელებო პრაქტიკულად ყველა თქვენთაგანი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის მომხრეა, რეჟიმის თუ არა, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხილვა ხელისუფლებაში ნამდვილად არ/აღარ გსურთ. ასეთია თქვენს მიერ დეკლარირებული პოზიცია..

 

რადგან ეს ასეა, მაინტერესებს თუ რა მოთხოვნები და მოლოდინები გაქვთ ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით..

 

როგორ ფიქრობთ, შეიცვლება სააკაშვილი და ავტომატურად დალაგდება ცხოვრება?

 

რას ნიშნავს თქვენთვის ცხოვრება?

ან

რა არის თქვენი პრიორიტეტი?

 

ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა?

დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება?

დეპოლიტიზირებული პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყებები?

ეკონომიკური აქტიურობის თავისუფლება?

დაბალი გადასახადები?

უფასო ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა?

უფასო ან ხელმისაწვდომი განათელბის სისტემა?

სოციალური სამართლინობა?

კანონის უზენაესობა?

დინამო თბილისის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა?

თუ რა?

 

თქვენ თავად თუ იცით როგორ საქართველოში გინდათ ცხოვრება?

და თუ იცით, რომელი თქვენს მიერ მოწონებული ე.წ. ოპოზიციური პარტია გთავაზობთ მკაფიო საპროგრამო დოკუმენტებს დასახული მიზნების მიღწევის გზებთან დაკავშირებით?

 

საერთოდ რა გინდათ?

და რატომ გინდათ ის რაც გინდათ?

პ.ს. მე პირადად ზედმიწევნით კარგად ვიცი რა მინდა, რატომ მინდა, როგორ მინდა და მინდა თუ არა ნამდვილად ის რაზეც ვფიქრობ რომ მინდა..

 

ვიცი რა ტიპის რეფორმების შედეგად შეიძლება დაიდოს სასურველი შედეგი, ადეკვატური ხელისუფლების პირობებში.

ვიცი რა არის ეს სასურველი შედეგი და რატომ არის ის სასურველი.

ვიცი, რატომ უნდა შეიცვალოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი და როგორ უნდა მოხდეს ეს..

 

თქვენ? :user:

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს თემა ქართული საზოგადოების ინფანტილურობის ნათელი დემონსტრირებაა ვგონებ..

 

ვითომ ბანალური კითხვები დავსვი არა?

 

ამ დროს უფრო სერიოზული არა მგონია რამე თემა იყოს ვიდრე ის თუ რამდენად აცნობიერებს საზოგადოება საკუთარი მოთხოვნების რაობას და ხედავს თუ არა გზას, რომლითაც დასმული მიზნებისკენ შეიძლება იმოძრავოს..

 

ყველაფერი მარტივი გენიალურიაო უთქვავს ბრძენს და მართალიც უთქვავს.

 

ამ თითქოს და ერთი შეხედვით ბანალურ კითხვებზე, როცა არ აქვს საზოგადოებას პასუხი, რათქმაუნდა ვერც უფრო კომპლექესურ თემებში შეძლებს გარკვევას და შესაბამისად რათქმაუნდა არ და ვერ მოახერხებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ბედის განკარგვა/განსაზღვრას..

 

დამაფიქრებელია ეს ყოველივე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ფიქრობთ, შეიცვლება სააკაშვილი და ავტომატურად დალაგდება ცხოვრება?

 

საქმე სააკაშვილში არ არის. თუ სისტემა იგივე დარჩა მიშა იქნება თუ გრიშა, სულ ერთია.

რა არის თქვენი პრიორიტეტი?

საქართველო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

საქმე სააკაშვილში არ არის. თუ სისტემა იგივე დარჩა მიშა იქნება თუ გრიშა, სულ ერთია.

ეს თემაც იმას ემსახურება რომ გავიგო თუნდაც ამ ფორუმის მომხმარებელი საზოგადოება რას მიიჩნევს პრიორიტეტად.

სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორ?

 

როგორი უნდა იყოს ახალი სისტემა?

 

როგორი უნდა იყოს სოციალური, ეკონომიკური, საშიანაო და საგარეო პოლიტიკა?

 

როგორი იდეოლოგიის მატარებელია საზოგადოება და რამდენად არის ან არ არის მზად საკუთარი თავის მარცხნივ ან მარჯვნივ პოზიციონირებისთვის?

 

რა ღირებულებები აქვს საზოგადოებას?

 

ვფიქრობ ამ საკითხებზე მოსახლეობა არ ფიქრობს, არ ფიქრობს და ვინაიდან ე.წ. პოლიტიკური პარტიებიც არ იწუხებენ თავს ადეკვატური პროგრამული დოკუმენტების შემუშავებით, ვეღარც საზოგადოება ახერხებს საკუთარ მოქალაქეობრივ-იდეოლოგიურ გნებავთ პოლიტიკურ ხედვაში ჩამოყალიბებას, ქვეყანა კი მთლიანობაში დეიდეოლოგიზირებულ არეალად იქცა და პოლიტიზირებულობის მაღალი ხარისხის მიუხედავად ხალხი ვეღარ ხვდება რა გზით უნდა განვითარდეს სახელმწიფო, რატომ უნდა განვითარდეს იმ გზით რომლითაც უნდა განვითარდეს და რა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გატარდეს ამ გზაზე..

 

საქართველო.

რა არის საქართველო და რისთვის ან ვისთვის არსებობს ის?

 

სახელმწიფო თუ ადამიანი?

როგორია პრიორიტეტი?

 

ჩემთვის ადამიანია უმთავრესი, სახელმწიფო კი ადამიანის მსახური და შესაბამისად მხოლოდ ინსტრუმენტი.

ადამიანის სიცოცხლის, ჯამრთელობის, პატივისა და ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის ერთ ერთი ძირითადი ინსტრუმენტი..

არაფერი სხვა..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა?

მე ვიტყოდი საქართველოს გამთლიანება, ისეთი ქვეყანა მსურს სადაც აფხაზებს და ოსებს ჩვენთან თანაცხოვრება მოუნდებათ

 

დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება?

რათქმაუნდა

 

დეპოლიტიზირებული პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყებები?

ვინ იტყვის არაო

ეკონომიკური აქტიურობის თავისუფლება?

ბიჯოოოოსს??? :what:

 

დაბალი გადასახადები?

კიდო, ბიჯოოოოოოსსსსსსსს

უფასო ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა?

რაის ლაპარაკობ კაცო, თუკი ექიმებმა ტყავი არ გამაძრეს გავკარი ეგეთ მკურნალობას :TAT:

უფასო ან ხელმისაწვდომი განათელბის სისტემა?

სტავლას მაშინ აქვს აზრი როდესაც ბოვშის განათლების ყელამდე ვალებში ჩავარდები, აპპპააა

სოციალური სამართლინობა?

სოციალური სამართლიანობაა როდესაც მე მაქვს ბლომად ფული, ხოლო ჩემი მეზობლები და ნათესავები შურით მიყურებენ :(

კანონის უზენაესობა?

კანონი უნდა იცავდეს ჩემს უფლებებს და არაფერს მავალდებულებდეს, ხოლო სხვებს კი პირიქით :yes:

 

დინამო თბილისის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა?

თუ რა?

მკიდია ქართული ფეხბურთი, გაუმარჯოს ქართულ რაგბს :clapp:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

აი შენ ფიქრობ რომ იცი რას გინდა, მე ვფიქრობ რომ არ იცი, რადგან რომ იცოდე დაბალ გადასახადებსა და თუნდაც უფასო ან ხელმისაწვდომ ჯანდაცვის და განათლების სისტემას ერთდროულად ვერ დაუჭერდი მხარს, რამეთუ უერთიერთგამომრიცხავი დებულებებია ))

 

რაც უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობამ არ იცის მთლიანობაში რა უნდა და როგორ უნდა, რადგან "კარგი ცხოვრება მინდა" არგუმენტი არსდროს ყოფილა და იქნება..

 

კარგ ცხოვრებას კარგად ცოდნა ჭირდება, თუნდაც იმის თუ ეს კარგი ცხოვრება რა არის და როგორი არის..

 

 

მოსახლეობაში უკიდურესად დაბალი პოლიტიკური კულტურა რეჟიმთან ბრძოლასაც აფერხებს და ამიტომ მიმაჩნია ეს თემა მნიშვნელოვნად..

 

როგორ უნდა მოვახერხო მე პირადად (მაგალითად) რევოლუციური ტალღის აგორება, როცა მოქალაქეები ვერც მემარცხენეობაში ერკვევიან, ვერც მემარჯვენეობაში, ვერც ლიბერალიზმში, ვერც კონსერვატიზმში, ვერც ჰუმანიტარულ ღირებულებებში და ვერც ქუჩის აკადენიურ ცოდნებში მამენტ? :givi:

 

ბლოგზე რამდენიმე კვირის წინ დავწერე თემა სადაც აუცილებელი, სოციალური, ფინანსური რეფორმების მცირე ჩამონათვალი დავდე და ეგ თემა ყველაზე კითხვადებში ვერ გაიჩითა. რატომ?

 

იმიტომ ხომ არა რომ საზოგადოება არ არის პრიორიტეტებში ჩამოყალიბებული, არ იცის რა უნდა და არ არის მზად ხელი გაანძრიოს იმისთვის რაც უნდა?

 

აგერ ის თემა..

 

ამბოხებაზე თემის კვალდაკვალ

 

რევოლუციური ტალღის ასაწევად სხვა რა თემა შეიძლება იყოს აქტუალური თუ არა ადამიანის სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესება და სოციალური თანასწორობა არ ვიცი..

 

კრიმინალური რეჟიმის მონამორჩილი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების შემოგდებული თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი ბიზნეს გარემოს, დეპოლიტიზირებული პოლიციისა და კორუფციასთან ბრძოლის ყბადაღებული თემები რომ თავი ბოლო პოლიტიკური ნების საკითხია და ადეკვატური ხელისუფლების პირობებში "მარტივად" გადაწყდება ხომ ისედაც ცხადია? როგორც ის რომ უფლება აყრილი მოსახლეობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს?

 

ქართულ საზოგადოებას ვერაფერი გავუგე რა.

მართლა არ იცის ხალხმა რა უნდა..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

უმთავრესი პრობლემა ეს არაა, არსად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ერკვევა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ საკიტხებში,

საქართველოს მოსახლეობის პრობლემაა ისაა რომ არაა სამარტლიანობის განცდა, ის ჩამკვდარია,

 

რაც შეეხება გადასახადებს თუ გინდა დაგიმტკიცებ რომ გადასახადების შEმცირება

და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება :)

მიფიქრია ამ საკითხზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

უმთავრესი პრობლემა ეს არაა, არსად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ერკვევა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ საკიტხებში,

საქართველოს მოსახლეობის პრობლემაა ისაა რომ არაა სამარტლიანობის განცდა, ის ჩამკვდარია,

 

რაც შეეხება გადასახადებს თუ გინდა დაგიმტკიცებ რომ გადასახადების შEმცირება

და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება :)

მიფიქრია ამ საკითხზე :)

სამართლიანობის განცდა რომ ჩაკვდა როდის და რის გამო ჩაკვდა?

 

იმიტომ რომ გირგვლიანი მოკლეს?

იმიტომ რომ სხვა ახალგაზრდები მოკლეს?

იმიტომ რომ სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა?

იმიტომ რომ კონტროლირებადმა ე.წ. ოპოზიციამ იმედები ვერ გაამართლა?

თუ იმიტომ რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპი მოირღვა ქვეყანაში და მოსახლეობის უმრავლესობა ცალსახად ხედავს რომ უღირსი "ადამიანი" დაუმსახურებლად იშენებს ხშირ შემთხვევაში ხალხის ფულით ცხოვრებას და თავად ის შიმშილის ზღვარზეა?

 

უსამართლობის განცდა კი არა #######ი არ აქვს მაგ ხალხს არაფრის. მშიშარა, მედროვე, არაფრისმქანისია ქართული საზოგადოება ძირითადში და იმიტომაც არის იმ მდგომარეობაში რომელშიც არის..

 

ვინ და როგორ მოიყვანს მაგ ხალხს გონზე არ ვიცი, მაგრამ თუ საზოგადოება არ გამოიღვიძებს და საკუთარი ღირებულებების რევიზიას არ განახორციელებს არც ვითარება შეიცვლება ფუნდამენტალურად და მნიშვნელობაც აღარ ექნება სააკიანცი იქნება ხელისუფლებაში თუ დობორჯგინიძე..

 

 

გადასახადებს რაც შეეხება, მე პირადად საბაზრო ეკონომიკას არ ვეწინააღმდეგები, პირიქით აუცილებლადაც მივიჩნევ, მაგრამ უკიდურესად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში და არა ულტრალიბერალურ გარემოში, როგორც ეს ოფშორულ ზონებშია მაგალითად..

 

გინდა შენი ბიზნესი? გადაიხადე მოგების 40-50-60% მინიმუმ ბიუჯეტში (გააჩნია მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესზეა საუბარი), არ გაწყობს წადი და სადმე ბანანის რესპუბლიკაში აკეთე ბიზნესი..

 

შენ რომ ხალხის ხარჯზე მდიდრდები იმ ხალხს, იმ საზოგადოებას უნდა მოახმარო სიმდიდრის ძირითადი ნაწილი, არ გაღარიბდები ამით..

 

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა კი ჩემთვის უფასო ჯანდაცვაა, ამ საკითხში პრინციპული პოზიცია მაქვს.

 

უნდა ამოქმედდეს სავალდებული დაზღვევა, ყველა მოქალაქემ უნდა იხადოს შემოსავლის 14-18% ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ანგარიშზე და ღმერთმა არ დააჭირვოს, მაგრამ როცა დაჭირდება ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ ექნება..

 

უფასო უნდა იყოს განათლების სისტემაც.

კერძო სასწავლებლები არსებობდნენ, არავინ კრძალავს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი რაოდენობის სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა და მოსახლეობას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა ქონდეს, უფასოდ!

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასდს, მასთე შენ რომ გინდა ბოლშევიკებმა ქნეს, და რაც მივიღეთ კი უნდა იცოდე წესით...

 

უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება...

ბიზნესიდან მოგების 40 პროცენტი სახელმწიფოს... ბიზნსმენს რა?

 

არ გამოვა მაგი ამბავი...

გავიარეთ ერთხელ და წავიმტვრიეთ კისერი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამფრა გამოდის ჯანდაცვა უფასო, ვერ გავიგე

:)

უფასო არაფერია თანამნედროვე სამყაროში.

 

ჩემი კონცეფციის თანახმად ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევის სისტემა და მოქალაქე რეგულარულად, ყოველ ხელფასზე გადაიხდის 14-18%-ს ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ანგარიშზე. როცა დაჭირდება სამედიცინო დახმარება ამ დახმარებას "უფასოდ" მიიღებს, ანუ კონკრეტულად სამედიცინო მომსახურეობის მიღებისას აღარაფერს გადაიხდის, თორე რათქმაუნდა დაზღვევის შედეგად გადახდილი თანხები აპრიორში გამორიცხავ "უფასოობის" თემას..

სხვა საკითხია, რომ სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ღირებულების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფაც იქნება საჭირო, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ მოსახლეობას და მოსახლეობის ინტერესებს ემსახუროს და არა პირიქით..

 

უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება...

ბიზნესიდან მოგების 40 პროცენტი სახელმწიფოს... ბიზნსმენს რა?

 

არ გამოვა მაგი ამბავი...

გავიარეთ ერთხელ და წავიმტვრიეთ კისერი..

ყველაფერი გამოვა სურვილის შემთხვევაში, რადგან არაფერი არ გაგვივლია.

 

კომუნისტურ იმპერიაში კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობები საერთოდ არ არსებობდა და რათქმაუნდა არ არსებობდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში ბიზნესაქტიურობის შესაძლებლობაც..

 

ბიზნესმენს კი ის, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩება..

 

შვედეთის საგადასახადო სისტემას გადახედეთ გეთაყვა. ჩემს მიერ დასახელებული ციფრები უკიდურესად ლიბერალური გამოჩნდება, მერწუნეთ..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაახლოებით ესეთი შეკითხვაა

 

რატომ უნდა გაიკეთო ბრმანაწლავის ოპერაცია, თუ კი ბრმანაწლავი გაწყუხებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაახლოებით ესეთი შეკითხვაა

 

რატომ უნდა გაიკეთო ბრმანაწლავის ოპერაცია, თუ კი ბრმანაწლავი გაწყუხებს?

 

გეთანხმები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მოდი კონკრეტულად ვისაუბროთ დაბალი გადასახადები და ხელმისაწვდომ ჯანდაცვა და განათლება უერთიერთწინააღმდეგობაში არ მოდის :)

თუკი დაბალი გადასახადების საშუალებით მოხდება ქართული ეკონომიკის წინსვლა მაშინ ბიუჯეტი უფრო შეივსება და გახდება შესაძლებელი სოც. პროგრამების განხორციელება,

თუკი ბიზნესმენეს გაატყავებ ის ვერ გადაიხდის სათანადო გადასახადს, თუკი მისცემ თავისუფლებას, ის უფრო განვითარდება და მეტს გადაიხდის,

რა აზრი აქვს 1000 ლარიდან წაგლიჯო 600 ლარი, ჯობია წაიღო 200 და დანარჩენი თანხა ამ ბიზნესმენა თავისი საქმიანობის განვითარებაში ჩადოს, დაასაქმოს თანამოქალაქეები და მერე ამ თანამოქალაქეებს გადაახდევინებ საშემოსავლოს,

ჯობია 1 ადამიანის გაწეწვას 20 ადამიანი დაასაქმოს იმ ერთმა და იქიდან შემოვიდეს ბიუჯეტში თანხა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...