Jump to content
Planeta.Ge

მიკროავტობუსების გაფიცვა


Recommended Posts

ცნობისთვის გუშინ გვიან ღამით 8 სამარშუტო ტაქსის მძღოლი დააკავეს. მათ ბრალად უცხო მძღოლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყობა ედებათ.

 

http://www.geonews.ge/tbilisi/8305-samarshuto-taqsebi-tbilishi-mxolod-modzraobs.html

 

ტუნისი და ეგვიპტე მოენატრებათ როგორც ჩანს...

 

ჭკუათმყოფელი ხელისუფლება ასე არ მოიქცეოდა, დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტები ცდილობენ ხალხის გულის მოგებას.

ჩვენი კი საპირისპიროდ მოქმედებს, თითქოს ხალხის ქუჩაში გამოვარდნა უნდა.

ნაღდად არ მესმის რა უნდათ>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭკუათმყოფელი ხელისუფლება ასე არ მოიქცეოდა, დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტები ცდილობენ ხალხის გულის მოგებას.

ესენიც ცდილობენ..ეხლა დაარიგებენ 30 ლარიან დახმარებას ოჯახზე და მოსახლეობაც მადლიერი იქნება..ამაყად იტყვიან..აბა შევარდნაძის დრო ჯობდაო.. :givi: :givi:

ისე ჯობდა ყველა ოჯახის წევრისთვის დაერიგებინათ..დასასვენებლადაც შეძლებდა ხალხი წასვლას.. :yes: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე დაუკვირდით რა საცოდავი სახეები ჰქონდათ მძღოლებს :user:

წარმოიდგინე, ეგენი ერთ ორ კაპიკს შოულობენ და მაინც გაუბედურებულები არიან

და მოსახლეობის ის კატეგორია ვინც ვერაფერს ვერ შოულობს რა დღეში იქნება :user:

 

კაცო, ლიბიაში რომ აჩვენეს დემონსტრანტები კაი შმოტკები, ნაკვები სახეები, იმენნა ჯანზე იყვნენ რა,

ძალიან გაამარგინალეს მოსახლეობა ამათმა, ქუჩასი სიღარიბის სუნი იგრძნობა უკვე :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე დაუკვირდით რა საცოდავი სახეები ჰქონდათ მძღოლებს :user:

წარმოიდგინე, ეგენი ერთ ორ კაპიკს შოულობენ და მაინც გაუბედურებულები არიან

და მოსახლეობის ის კატეგორია ვინც ვერაფერს ვერ შოულობს რა დღეში იქნება :user:

 

კაცო, ლიბიაში რომ აჩვენეს დემონსტრანტები კაი შმოტკები, ნაკვები სახეები, იმენნა ჯანზე იყვნენ რა,

ძალიან გაამარგინალეს მოსახლეობა ამათმა, ქუჩასი სიღარიბის სუნი იგრძნობა უკვე :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ჭკუათმყოფელი ხელისუფლება ასე არ მოიქცეოდა, დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტები ცდილობენ ხალხის გულის მოგებას.

ჩვენი კი საპირისპიროდ მოქმედებს, თითქოს ხალხის ქუჩაში გამოვარდნა უნდა.

ნაღდად არ მესმის რა უნდათ>

თავში აქვთ ავარდნილი და რეალობას მოწყვეტილები არიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, როგორც გავიგე... მეპატრონეები მაგრად დააშინეს

 

ამ ქვეყანაში არაპოლიტიკურ მოთხოვნებს აზრი არა აქვს... არ გაგახარებენ უბრალოდ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არა საწვავის ქართულ ფასეეებსსსს

აზრი არა აქვს... კიდიათ.. ეგ შენი პროტესტი

 

თუ ძალიან ბევრს გაახურებ, დაგიჭერენ და მერე "ვანო პიქჩერსში" გამოგჭიმავენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

აზრი არა აქვს... კიდიათ.. ეგ შენი პროტესტი

 

თუ ძალიან ბევრს გაახურებ, დაგიჭერენ და მერე "ვანო პიქჩერსში" გამოგჭიმავენ...

ვისოლმა დამირეკა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ესენიც ცდილობენ..ეხლა დაარიგებენ 30 ლარიან დახმარებას ოჯახზე და მოსახლეობაც მადლიერი იქნება..ამაყად იტყვიან..აბა შევარდნაძის დრო ჯობდაო..

არ არის მასე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიკროავტობუსების გაფიცვა

არაბებმა ხო გვაჯობეს და გვაჯობეს

ეხლა მიკროავტობუსებმაც გვაჯობეს

 

სერიოზულად კი დაიღალა ხალხი მეგობრებო...დაიღალა

გამუდმებული შიში,უიმედობა,გაუტანლობა,ტყუილები(მათ შორის ოპოზიციის :yes:) და ყველაფერი ეს რათქმა უნდა მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე...თან 20 წლის განმავლობაში

მართლა ძლიერი ყოფილა ქართველი ერი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაფიცულ მძღოლებს ხვალ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ "ჯეონიუსს" დევნილთა გაერთიანებიდან აცნობეს. აქცია ხვალ ვარდების მოედანზე გაიმართება. მძღოლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი მერიისმიერ ჩატარებულ ტენდერის შედეგების გაუქმებას და ახალი შესარჩევი კონკურსის დანიშვნას მოითხოვენ.

 

შეგახსენებთ, რომ სამარშუტო ტაქსების მძღოლები 25 თებერვალს გაიფიცნენ. რამაც მეტროსადურებისა და ყვიტელი ვატობუსების გადატვირთვა გამოიწვია.

 

http://geonews.ge/society/8342-memorandumis-gaformeba.html

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზურაბ აბაშიძე და ჯაბა სამუშია ტენდერის წინააღმდეგნი ყოფილან....

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის კომისიისსხდომის ოქმი #3კომისიის სხდომა დაიწყო 17:10 საათზე.სხდომას ესწრებოდნენ:კომისიის თავმჯდომარე დავით ალავიძე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აკაკი ჯოხაძე კომისიის წევრები:ზურაბ აბაშიძე,ირაკლი აბესაძე,ლავრენტი ალანია,ზვიად არჩუაძე,ლია გუგუშვილი,იოსებ ეგუტია,კონსტანტინე იონათამიშვილი, პეტრე მეტრეველი, ბექა ნინიკური, ჯაბა სამუშია, ხვიჩა სანაია, თამაზ შოშიაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე კომისიის სხდომის მდივანი ვასილ აბულაძე კომისიის სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარე დავით აბაშიძემ. მისი თქმით, სხდომის მიზანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა, ასევე კომისიის წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნებართვის მაძიებელი კომპანიების წარმომადგენლების სათითაოდ სხდომაზე დასწრება, მათთვის პოზიციების დაფიქსირების საშუალების მიცემა და კომისიის წევრებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა, რის შემდეგაც კომისიის წევრი ზვიად არჩუაძე თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის #31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული ფორმულის შესაბამისად უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საბოლოო ქულათა ჯამის დაანგარიშების პრეზენტაციას.კომისიის თავმჯდომარის დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-ის დირექტორი ნუგზარ შამუგია, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიმართავს მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამატებითი რაიმეს განმარტება ხომ არ სურს კომისიის წევრებისთვის.შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-ის დირექტორმა ნუგზარ შამუგიამ განმარტა, რომ მან განაცხადი გააკეთა ვაკე-საბურთალოს ლოტზე და შეიტანა შესაბამისი დოკუმენტაცია. მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მერიასთან. იგი სანამ კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას შეხვდა ვაკე-საბურთალოს ხაზის მძღოლებს და გააცნო მათ დებულება, 700 მანქანა, 32 ხაზი მზად არის ითანამშრომლოს მასთან გამარჯვების შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი პირობებით. ნუგზარ შამუგიამ ასევე განაცხადა, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის სრულად შეასრულოს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები.კომისიის წევრმა ლავრენტი ალანიამ შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-ის დირექტორს დაუსვა შეკითხვა: არის თუ არა თანახმა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან გააფორმოს მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებულია ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელი მძღოლების ინტერესების დაცვა.შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-ის დირექტორმა ნუგზარ შამუგიამ განმარტა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ მიმართა კომისიის წევრებს კითხვები ხომ არ აქვთ ბატონ ნუგზარ შამუგიასთან.კომისიის წევრებს შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-ის დირექტორთან კითხვები არ აქვთ.კომისიის თავმჯდომარის დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს "ძველი თბილისი"-ს დირექტორი ლერი ჩიტიშვილი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიმართავს მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამატებით რაიმეს განმარტება ხომ არ სურს კომისიის წევრებისთვის.შპს "ძველი თბილისი"-ს დირექტორმა ლერი ჩიტიშვილმა განმარტა, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის პირნათლად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ანუ დღეს მოძრავ ძველ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებს მის მიერ დოკუმენტაციის შესაბამისად შემოთავაზებული მიკროავტობუსებით. ამასთან, მან კომისიის წევრებს სთხოვა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ დღეს მოძრავი მიკროავტობუსების მეპატრონეების მდგომარეობა, რომელთაც ბანკიდან გამოტანილი სესხებით შეძენილი აქვთ "მერსედესის" მარკის მანქანები და დღემდე არ დაუფარავთ აღნიშნული ვალი.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ მიმართა კომისიის წევრებს კითხვები ხომ არ აქვთ ბატონ ლერი ჩიტიშვილთან.კომისიის წევრებს შპს "ძველი თბილისი"-ს დირექტორთან კითხვები არ აქვთ.კომისიის თავმჯდომარის დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს "გლდანი-ნაძალადევი"-ს დირექტორი ნიკოლოზ ბეზარაშვილი.კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ჯოხაძემ მიმართა შპს "გლდანი-ნაძალადევი"-ს დირექტორს მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამატებით რაიმეს განმარტება ხომ არ სურს კომისიის წევრებისთვის.შპს "გლდანი-ნაძალადევი"-ს დირექტორმა ნიკოლოზ ბეზარაშვილმა განმარტა, რომ იგი დიდი ხანია მუშაობს ტრანსპორტის სფეროში და მთელი ამ ხნის მანძილზე არ ჰქონია დავალიანება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების მიმართ - მოსაკრებლისა და საგადასახადო თანხებს ყოველთვის იხდის დროულად და მას დღეის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა. შპს "გლდანი-ნაძალადევი"-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა განსაცდელის წინაშე იდგა როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ისე 2008 წლის ცხინვალის მოვლენების დროს, იგი თავად და მის გვერდით მგდომი პიროვნებები ყოველთვის მხარში ედგნენ და უანგაროდ ემსახურებოდნენ სამშობლოს. ნიკოლოზ ბეზარაშვილმა კომისიის წევრებს სთხოვა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ სამშობლოს წინაშე ამ ხალხის დამსახურება, რომლებსაც ბანკიდან გამოტანილი სესხებით აქვთ შეძენილი მანქანები და დღემდე არ აქვთ დაფარული აღნიშნული ვალი.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ მიმართა კომისიის წევრებს კითხვები ხომ არ აქვთ ბატონ ნიკოლოზ ბეზარაშვილთან.კომისიის წევრებს შპს "გლდანი-ნაძალადევი"-ს დირექტორთან კითხვები არ აქვთ.კომისიის თავმჯდომარის დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელი დავით ასანიძე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარემ მიმართა შემდეგი კითხვებით: რა რესურსებით აპირებს შპს "თბილ ლაინი" მის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესრულებას და რა კავშირი აქვს შპს "თბილ ლაინს" "კაპიტალ გრუპთან", "თბილ ქართან" და "ფაბლიქ ქართან".შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ კონკურსის გამოცხადების შემდეგ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ერთ-ერთ ბანკთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ "თბილ ლაინი"-ს მიერ ნებართვის მიღების შემთხვევაში კონკურსზე წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება ბანკის თანადაფინანსებით. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის მეორე შეკითხვას, დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ კონკურსის გამოცხადების შემდეგ შპს "თბილ ლაინი"-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შემოეყვანა "ფორდ ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსები და მიმართა "ფორდის" ოფიციალურ წარმომადგენელს "ჯი-თი მოტორსს", სადაც განუმარტეს, რომ ანალოგიურ საკითხზე მათ მიმართეს სხვა დაინტერესებულმა კომპანიებმა და თუ ყველა დაინტერესებული კომპანია ერთად შეუკვეთავდა დიდი რაოდენობით მიკროავტობუსებს, კომპანია "ფორდი" მათ შესთავაზებდა ექსკლუზიურ და ყველასათვის ხელსაყრელ ფასს, რის შემდეგაც "თბილ ლაინმა", "კაპიტალ გრუპმა", "თბილ ქარმა" და "ფაბლიქ ქარმა" ერთმანეთთან გააფორმეს მემორანდუმი და შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე კომპანია "ფორდთან" ერთნაირი პირობებით.კომისიის წევრმა ლავრენტი ალანიამ დასვა კითხვები: შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვების შემთხვევაში დასაქმდებიან თუ არა დღეს მომუშავე მძღოლები და არის თუ არა თანახმა კომპანია საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან გააფორმოს მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებულია ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელი მძღოლების ინტერესების დაცვა.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი პროექტის მიხედვით ამჟამად მომუშავე მძღოლების გარდა კიდევ არაერთი მძღოლი დასაქმდება და ასევე კომპანია თანახმაა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან გააფორმოს მემორანდუმი.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ეხება შპს "კაპიტალ გრუპსაც", შპს "თბილ ქარსაც" და შპს "ფაბლიქ ქარსაც", ამიტომ მისი თანხმობით სხდომაზე შემოდიან ამ კომპანიების წარმომადგენლები.კომისიის წევრმა ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს დავით ასანიძეს: შპს "თბილ ლაინს" საწესდო კაპიტალი მითითებული აქვს 100 ლარის ოდენობით, კომპანია კონკურსში მონაწილეობას იღებს ორ ლოტზე, რაც თანხობრივად არის 40 მილიონი. მას აინტერესებს ფლობს თუ არა კომპანია რეალურად ამ რაოდენობის კაპიტალს და შეუძლია თუ არა იმ თანხების წარმოდგენა, რაზეც წარმომადგენელი საუბრობს.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ თანადაფინანსებით რაც სჭირდება 40 მილიონს, ამ თანხას შპს "თბილ ლაინი" რეალურად ფლობს და თუ ვინმე დაინტერესდება, კომპანიას შეუძლია აღნიშნული თანხის არსებობის დადასტურება.კომისიის წევრმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება კომპანიამ შეძლოს 40 მილიონის 30 %-ს წარმოდგენა.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ თუ კომპანია არ შეასრულებს ან დაარღვევს სანებართვო პირობებს, იგი დაკარგავს საკონკურსო პირობების შესრულებისთვის წარმოდგენილ საბანკო გარანტიას.კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ჯოხაძემ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს დავით ასანიძეს დოკუმენტაციის შესაბამისად წარმოსადგენი მიკროავტობუსების ჩამოყვანა საიდან განხორციელდება, დღეის მდგომარეობით გამოშვებულია თუ არა მიკროავტობუსები და მოესწრება თუ არა მათი ჩამოყვანა ვადებში.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ ავტობუსების გამოშვება ხორციელდება თურქეთში, კომპანია "ოტოსან ფორდში". ვინაიდან ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ გაიმარჯვებს კონკურსში, ავტობუსები შეკვეთილი არ აქვთ, მაგრამ კომპანია "ფორდს" შეუძლია ერთ თვეში დაამზადოს 5000 ავტობუსი. რაც შეეხება ავტობუსების ჩამოყვანის გრაფიკს, შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვების შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება შესრულდება.კომისიის წევრმა ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს "თბილ ლაინს", "კაპიტალ გრუპს", "თბილ ქარს" და "ფაბლიქ ქარს" აქვთ თუ არა რაიმე სახის შეთანხმება დღეს მოქმედ კომპანიებთან.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ თუ ისინი გამოცხადდებიან გამარჯვებულებად, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად ახალი ავტობუსების შემოყვანამდე მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება დღეს მოქმედი ავტობუსებით და მომსახურების ერთობლივად განხორციელებაზე შეთანხება მიღწეული აქვთ ნებართვის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიათა 90%-თან.კომისიის წევრმა ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს დავით ასანიძეს თუ რომელ კომპანიებთან აქვთ შეთანხმება.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არის კომპანიის კომერციული საიდუმლოება.კომისიის წევრმა ზურაბ აბაშიძემ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს დავით ასანიძეს, რომ მას აინტერესებს მგზავრობის საფასურის საკითხი, კერძოდ აქვს თუ არა კომპანიას ამ მხრივით მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული და ასევე აინტერესებს რა გამოცდილება აქვს კომპანიას ტრანსპორტის სფეროში.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ რაც შეეხება მგზავრობის ფასებს, ისინი აცნობიერებენ, რომ აღნიშნული არის სოციალური პროექტი, ამ ეტაპზე არ ფიქრობენ არც ფასების გაზრდას და არც ფასების შემცირებას. გამარჯვების შემთხვევაში კი კომპანიას ბევრი სიახლე აქვს გათვალისწინებული, რომელთაც ეტაპობრივად დანერგავს და რომლებითაც მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროში გამოცდილებას, დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ ამ სფეროში მას თავად არ უმუშავია, მაგრამ სხვა სფეროებში აქვს ხელმძღვანელობის გამოცდილება.კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ჯოხაძემ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს დავით ასანიძეს დაზღვევასთან დაკავშირებით კომპანიას ხომ არ გააჩნია ჩამოყალიბებული ხედვა.შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განმარტა, რომ მათ მიერ ცალსახად იქნება განსაზღვრული მძღოლების, მანქანებისა და მესამე პირების დაზღვევა.კომისიის წევრმა ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა შპს "თბილ ლაინი"-ს, შპს "კაპიტალ გრუპი"-ს, შპს "თბილ ქარი"-ს და შპს "ფაბლიქ ქარი"-ს წარმომადგენლებს მათგან რომელს აქვს ტრანსპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება.შპს "კაპიტალ გრუპი"-ს და შპს "თბილ ქარი"-ს წარმომადგენლების განმარტებით მათ ტრანსპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.შპს "ფაბლიქ ქარი"-ს წარმომადგენელმა დათა გეთიამ განმარტა, რომ აქვს ტრანსპორტის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ მიმართა კომისიის წევრებს კითხვები ხომ არ აქვთ შპს "თბილ ლაინი"-ს, შპს "კაპიტალ გრუპი"-ს, შპს "თბილ ქარი"-ს და შპს "ფაბლიქ ქარი"-ს წარმომადგენლებთან.კომისიის წევრებს შპს "თბილ ლაინი"-ს, შპს "კაპიტალ გრუპი"-ს, შპს "თბილ ქარი"-ს და შპს "ფაბლიქ ქარი"-ს წარმომადგენლებთან კითხვები არ აქვთ.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კომისიის წევრს ზვიად არჩვაძეს დაავალა თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის #31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული ფორმულის შესაბამისად ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საბოლოო ქულათა ჯამის დაანგარიშების პრეზენტაცია.კომისიის წევრმა ზვიად არჩვაძემ აღნიშნა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემები, საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა და საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა, რომელთა გაანგარიშებასაც თავისი პრინციპები აქვს. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულების მიხედვით ლოტ #1-ზე შპს "თბილ ლაინმა" მიიღო 100 ქულა, შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-მა - 48,76 ქულა; ლოტ #2-ზე შპს "კაპიტალ გრუპმა" მიიღო 100 ქულა, შპს "ძველი თბილისმა" - 32,91 ქულა; ლოტ #3-ზე შპს "თბილ ქარმა" მიიღო 100 ქულა; ლოტ #4-ზე შპს "თბილ ლაინმა" მიიღო 100 ქულა, შპს "გლდანი-ნაძალადევმა" - 34,03 ქულა; ლოტ #5-ზე შპს "ფაბლიქ ქარმა" მიიღო 100 ქულა. საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობის შეფასებისას ლოტ #1-ზე შპს "თბილ ლაინმა" მიიღო 100 ქულა, შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-მა - 69,51 ქულა; ლოტ #2-ზე შპს "კაპიტალ გრუპმა" მიიღო 100 ქულა, შპს "ძველი თბილისმა" - 0 ქულა; ლოტ #3-ზე შპს "თბილ ქარმა" მიიღო 100 ქულა; ლოტ #4-ზე შპს "თბილ ლაინმა" მიიღო 100 ქულა, შპს "გლდანი-ნაძალადევმა" - 0 ქულა; ლოტ #5-ზე შპს "ფაბლიქ ქარმა" მიიღო 100 ქულა. საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობის შეფასებისას ლოტ #1-ზე შპს "თბილ ლაინმა" მიიღო 100 ქულა, შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-მა - 100 ქულა; ლოტ #2-ზე შპს "კაპიტალ გრუპმა" მიიღო 100 ქულა, შპს "ძველი თბილისმა" - 100 ქულა; ლოტ #3-ზე შპს "თბილ ქარმა" მიიღო 100 ქულა; ლოტ #4-ზე შპს "თბილ ლაინმა" მიიღო 100 ქულა, შპს "გლდანი-ნაძალადევმა" - 100 ქულა; ლოტ #5-ზე შპს "ფაბლიქ ქარმა" მიიღო 100 ქულა.კომისიის წევრმა ზვიად არჩვაძემ განმარტა, რომ კონკურსის საბოლოო შედეგები მიღებულ იქნა ფორმულის მიხედვით, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გამრავლებას პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე. აღნიშნული ფორმულიდან გამომდინარე კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლებმა მიიღეს შემდეგი ქულები: ლოტ #1-ზე შპს "თბილ ლაინმა" - 100 ქულა, შპს "ვაკე-საბურთალო 2011"-მა - 59,56 ქულა; ლოტ #2-ზე შპს "კაპიტალ გრუპმა" - 100 ქულა, შპს "ძველი თბილისმა" - 38,04 ქულა; ლოტ #3-ზე შპს "თბილ ქარმა" - 100 ქულა; ლოტ #4-ზე შპს "თბილ ლაინმა" - 100 ქულა, შპს "გლდანი-ნაძალადევმა" - 38,82 ქულა; ლოტ #5-ზე შპს "ფაბლიქ ქარმა" - 100 ქულა.კომისიის წევრმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ ზოგადად ეთანხმება სამარშრუტო ტაქსების ახლით ჩანაცვლებას, მაგრამ მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საიდან მოდის შპს "თბილ ლაინი"-ს, შპს "კაპიტალ გრუპი"-ს, შპს "თბილ ქარი"-ს და შპს "ფაბლიქ ქარი"-ს დაფინანსება და მას დღევანდელ სხდომაზე დასმულ კითხვებზე პასუხი ამ კომპანიებმა არ გასცეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იგი მხარს არ დაუჭერს ამ კომპანიების კონკურსში გამარჯვებას.კომისიის წევრმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ მისთვის სურათი ნათელია, მაგრამ მთავარია მგზავრობის ფასები არ გაიზარდოს, ხალხი დაუსაქმებელი არ დარჩეს და მოსახლეობამ კომფორტულად იმგზავროს.კომისიის წევრმა პეტრე მეტრეველმა აღნიშნა, რომ მთელ რიგ კითხვებზე, რაც დასმული იყო შპს "თბილ ლაინი"-ს მიმართ, კომპანიის წარმომადგენელმა გასცა პასუხები. ამის მაგალითია შპს "თბილ ლაინი"-ს,ი შპს "კაპიტალ გრუპი"-ს, შპს "თბილ ქარი"-სა და შპს "ფაბლიქ ქარი"-ს კავშირებზე გაცემული პასუხი, თუმცა შპს "თბილ ლაინი"-ს წარმომადგენელს შეეძლო არ ეპასუხა. პეტრე მეტრეველის თქმით, მთავარია ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება.კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ #1-ზე, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ #1-ზე, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს "თბილ ლაინი".კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ #2-ზე, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს "კაპიტალ გრუპი"-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.შპს "კაპიტალ გრუპი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.შპს "კაპიტალ გრუპი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ #2-ზე, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს "კაპიტალ გრუპი".კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ #3-ზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს "თბილ ქარი"-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.შპს "თბილ ქარი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.შპს "თბილ ქარი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ #3-ზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს "თბილ ქარი".კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ #4-ზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.შპს "თბილ ლაინი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ #4-ზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს "თბილ ლაინი".კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ #5-ზე, ისანი-სამგორის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს "ფაბლიქ ქარი"-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.შპს "ფაბლიქ ქარი"-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.შპს "ფაბლიქ ქარის" გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ #5-ზე, ისანი-სამგორის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს "ფაბლიქ ქარი".კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ განაცხადა, რომ საკითხები ამოწურულია და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.კომისიის სხდომა დასრულდა 18:25 საათზე.კომისიის თავმჯდომარე: დავით ალავიძე კომისიის სხდომის მდივანი: ვასილ აბულაძე

http://www.facebook.com/note.php?saved&&no...160714773952273

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაბათ-კვირას დადიოდნენ მაგრამ ვინც იმგზავრა ჩემებმა-პაწაწუნა კუთხეში მიწერილი ნომერი ქონდათ ქაღალდის ნაგლეჯზეო

 

:mubaraq: -ტყუილად ელით :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...