Siknadmo Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრის, "კონსერვატორ" კახა კუკავას განცხადებით, მძღოლებისა და სამარშრუტო ხაზების მფლობელებისაგან მათ შეიტყვეს, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიები არ აპირებენ უცხოეთიდან თანამედროვე სამარშრუტო ტაქსების ჩამოყვანას, როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული, არამედ ითხოვენ არსებულ მიკროავტობუსებთან ხელშეკრულების გაფორმებას და მიკროავტობუსებზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას. კერძოდ, დაგეგმილია, 1-ლი მარტიდან თითოეულ სატრანსპორტო ერთეულიდან 20-დან 40 ლარამდე დღეში გადასახადის დაწესება. როგორც #11 ხაზის მძღოლმა მინდია მახარაძემ განაცხადა, ტენდერის ჩატარებამდე ეს გადასახადი დღეში 7-დან 10 ლარს შეადგენდა აგერ ახლობელი მოვიდა ავტობუსით და სულ დედის იმას იგინებოდა, გავიჭყლიტეო,საინტერესო ისაა, რომ მისი თქმით მგზავრები არა მიკროავტუბოსის მძღოლებს არამედ მთავრობას აგინებდადა რა შუაშია ხელისუფლება? არ მაქვს ინფორმაცია ყველა მიკროავტობუსი გაიფიცა თუ მხოლოდ ცალკეული ხაზების მძღოლები,ჩვენი საინფორმაციოები სდუმან და ძირითადად იმ საშინელ გასაჭირზე მოუთხრობენ ტელემაყურებლებს რაც ხდება რუსეთში კი შევუკურთხები რუსთავი ორისა და იმედის ჟურნალისტებს მაგრამ შEმოვა ბატონი შარი და მისი ხათრით თავს შევიკავებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 მართლა რევოლუციაა საჭირო მაგრა ურტყავს უკვე მემგონი არა მარტო ჩემ ბიუჯეტს, არამედ უკვე ყველა ჩვეულებრივ მოქალაქის ბიუჯეტს (გარდა ნაცებისა) ცხოვრების დონით ჩვეულებრივი ქართველები 90-იანი წლების დასაწყისის დონეს ვუბრუნდებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 (edited) Nukrikoგუშინ რამდენიმე ადამიანს დავუსვი ასეთი კითხვა,შენ და შენი საახლობლო ვარდების რევოლუციამდე უკეთ ცხოვრობდა თუ დღეს,პასუხი იყო ერთი და იგივე-ჯერ მე ედიკასდროინდელ საქართველოს რა ვუთხარი და იმ დროს რომ კაცი უკეთ გრძნობდა თავ...მიმოვიხედოთ ჩვენს საახლობლოში თუნდაც,ჩემი რამდენიმე ნაცნობი შიმშილობის ზღვარზეა და მათთვის თვეში 200$ არის პუწიოვკა ვ ჟიზნ რაზეც ოცნებობენ და არცერთი არაა მუქთახორა,ძალიან ბევრმა დაკარგა სამუშაო, მე არ ვგულისხმობ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, არამედ კერძო სექტორში,ლუკმა პურის შოვნა საგრძნობლად გაჭირდა,ვადარებ 2000-2004 წლებს და დღევანდელობას, იმ პერიოდში მოსახლეობა გაცილებით უკეთ ცხოვრობდა ვიდრე ამჟამად,თუმცა 2008 წლამდე მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ოდენობამ იაფი კრედიტის საშუალებით შეძლეს დროებით გადაეწყვიტათ პირადი ეკონომიური პრობლემები, ოღონდ ეს ზოგადად საზოგადოებას არ დაყრდნობია, ვინაიდან ის კრედიტები რომელიც უხვად რიგდებოდა საქართველოში ჩვენს ეკონომიკას არ მომხმარდა,იაფი კრედიტის გაქრობამ ის დროებითი შვება და ფსევდო სტაბილურობა მოსპო და ხალხი რეალობის წინაშე აღმოჩნდა,რეალობა კი ერთია-შიმშილი Edited February 25, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 სულ რაღაც ერთი წლის წინ დიღმის მასივში გაიხსნა ჯიხური სახელწოდებით შირაქი სადაც იყიდება საკმაოდ კარგი ხარისხის რძის პროდუქტები,მცირედი რიგბიც კი იდგა, ეხლა აღარავინ აღარ ყიდულობს, სამაგიეროდ ნუგეშის ჯიხურებთანაა რიგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 სამარშუტო ტაქსების გაფიცვა სამი დღე გაგრძელდება საბეჭდი ვერსია თბილისში ვარდების მოედანზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი გადასახადისა და მგზავრობის მოსალოდნელ გაძვირებას აპროტესტებენ. როგორც “მედიანიუსს” კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მძღოლების ინიციატივით, სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა სამ დღეს გაგრძელდება. გარდა ამისა, 28 თებერვალს ვარდების მოედანზე საპროტესტო აქცია ხელმეორედ გაიმართება. მძღოლები მთელ მოსახლეობას და პოლიტიკურ პარტიებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, სასურველია გაფიცვას ავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებიც შეუერთდნენ, რადგან არ არის გამორიცხული მათაც სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ბედი გაიზიარონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 მართლა რევოლუციაა საჭიროგამომყვებით ბარიკადზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 სატრანსპორტო სამსახურის უფროსი განცხადებებს რომ აკეთებს,არავითარი დამატებითი გადასახადებები არ იქნებაო,ჯერ ერთი აქამდე სულ იმას იძახდნენ კერძო კომპანიააო და ფასებში ჩვენ არ ვერევითო.მეორე თუ ფასების გაზრდა ტენდერის პირობებით არ შეიძლება,ადგეს ეს ჩემი ცოდვით სავსე და დაელაპარაკოს მძღოლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 (edited) ძუკუროდის იყო არისტოკრატია პლებსთან საუბარს კადრულობდა Edited February 25, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 ისე ძალიან მომეწონა რომ ხალხს და პოლიტ პარტიებს დახმარება სთხოვეს,მახსენდება ფორუმ ჯიზე პროტესტი საწვავის ფასებს-ზე რომ ჩალიჩობდნენ ტიპები,თავიდანვე არ დამევასა ეგ სასტავი, არანაირი პოლიტიკაა,შე იდიოტო შენა, ფასებზე რომ მონოპოლიაა ეს ვისი ბრალია თუ არა ხელისუფლების რა დონის დებილი უნდა იყოს ადამიანი რომ ამას ვერ ხვდებოდეს და ბრძოლობს,თანაც აგრესიას გამოხატავს ოპოს მიმართ, წადი შენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 (edited) გამომყვებით ბარიკადზე? ისე შენ რომ ნაღდი რევოლუციონერი იყო ეგერ ლიბიაში გაივლიდი კურსებს ჩეგევარა ასე გახდა რევოლუციონერი. Edited February 25, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 გამომყვებით ბარიკადზე?არა, შენ გამომყევი ბარიკეადებზე! მარა მაინც იმედი მაქვს, რომ ავტოკრატიულ რეჟიმების წინააღმდეგ ამტყდარი რევოლუციები ამერიკის ნებით საქართველომდეც მოვა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 რევალუციას სჭირდება ჯანმრთელი თაობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 ისე შენ რომ ნაღდი რევოლუციონერი იყო ეგერ ლიბიაში გაივლიდი კურსებს ჩეგევარა ასე გახდა რევოლუციონერი.იქნებ ლიბიიდან ვპოსტამ კაცო? არა, შენ გამომყევი ბარიკეადებზე! მარა მაინც იმედი მაქვს, რომ ავტოკრატიულ რეჟიმების წინააღმდეგ ამტყდარი რევოლუციები ამერიკის ნებით საქართველომდეც მოვა...შემოგევლოთ ჩემი თავი, რაზეა ბაასი გამოგყვებით, მაგრამ ვიდრე ბარიკადებზე გავიდოდეთ ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე ვისთან ერთად ვიბრძვი, რისთვის ვიბრძვი და რა მეთოდებით? ))) ქართველ რევოლუციონერთა საპროგრამო დოკუმენტი დაიდოს! წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი საქართველოში არ მოვა რადგან ვერ მოვა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 asdsქართველ რევოლუციონერთა საპროგრამო დოკუმენტი დაიდოს! მე ლიჩნად რამდენიმე პიროვნება მიბოძეთ უხსენებლთა ფორუმიდან რამდენიმე დღე ვისიამოვნებ და მერე დავდებ ადგილზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 მარშუტკები არ დადის ეხლა ქალაქში? უხსენებლთა ფორუმიდან ვინ გაბრაზებს მანდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.