Jump to content
Planeta.Ge

სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს ვითომ?


Recommended Posts

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ზუგდიდში გლეხებსა და ფერმერებს შეხვდა .

ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია "გავაძლიეროთ სოფელი - დავძლიოთ სიღარიბე" გააცნო.

"თუ სოფელი არ გავაძლიერეთ, რთულია ებრძოლო სიღარიბეს და უმუშევრობას, ჩვენი დევიზი - ძლიერი სოფელი, ძლიერი გლეხი და ძლიერი ფერმერი, სწორედ ამ პრობლემების დაძლევას განაპირობებს და ეს ძალიან პოზოტიურადაა აღქმული ჩვენი თანამოქალაქეების მიერ", - განაცხადა ალასანიამ.

 

მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" გლეხური მეურნეობების შექმნის იდეით გამოდიან და მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, საწყის ეტაპზე 300 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

"დღეს კი ერთი პროცენტიც არ არის გამოყოფილი ამ მიმართულებით", - დასძინა მან.

"თავისუფალი დემოკრატების" სტრატეგია ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რათა მიიღწეული იქნას აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის დაძლევა.

სტრატეგიას ირაკლი ალასანია მოსახლეობას ყველა რეგიონში გააცნობს. "თავისუფალმა დემოკრატებმა" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ასევე წარადგინეს შიდა ქართლსა და გურიაში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/160574-irakli-alasania-thu-sofeli-ar-ggadzlierda-rthulia-ebrdzolo-sigharibes-da-umushevrobas.html

 

ისე, ვინმემ იცის, რამდენი პროცენტია სოფლად მოსახლეობა დარჩენილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს ვითომ?

 

მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმების სიხშირით და მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, მალე დაიწყება გლობალური სასურსათო კრიზისი და სასიცოცხლოდ აუცილებელი დადგება ადგილობრივი წარმოების ამუშავება.

მეტნაკლებად ვიცნობ სოფლის მეურნეობას და ტექნიკა და საწვავი თუ ექნა გლეხს, მიუღწეველი არაფერია. რაიონებში კომბაინებიც კი არ არის, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, რომც მოიწიონ მოსავალი.

უნდა გაკეთდეს ტექნიკის გაქირავების პარკები შეღავათიან ფასად.

პ.ს. რად უნდა ამას ალასანიას მოწოდება, ხალხმა მშვენივრად იცის რაც სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობის განვითარება არის საქ. საციცოცხლო ამოცანა,

დღევანდელი ხელისუფლება კი თურქეთიდან ეზიდება სურსათს და სხვათა შორის რუსეთიდანაც შემოდის სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი,

 

ევროპელი ექსპერტების აზრით საქართველოს ყოველ წლიურად შეუძლია ევროპის ბაზარზე მოახდინოს 7-8 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტის ექსპორტი, ეხუმრებით ამ ციფრს?

იგივე ევროპელი ექსპერტების განსხვავებით საქართველოში არის იდეალური კლიმატური და გეოლოგიური პირობები შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელი ბიუჯეტი თესლის შემოტანაში იხარჯება

"ჯაგერი" კარგი ჯიშია, ჰიბრიდული არ არის, თუმცა უკეთესია სათესლე მეურნეობა ჩვენ გვქონდეს, რომელიც გაანადგურეს"

მაკა ხარაზიშვილი

(04.12.2010)

სოფლის მეურნეობის გაზრდილი ბიუჯეტის 70% მარცვლეული თესლის შემოტანას მოხმარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის თესლი არ არის გენმოდიფიცირებული და მისი მრავალჯერადი გამოყენება შეიძლება, თუმცა შემოვა ჰიბრიდული სიმინდის თესლი, რომელიც ერთჯერადად გამოიყენება და სპეციალისტების განცხადებით, საფრთხეს უქმნის სხვა კულტურების გადაშენებასაც.

საყურადღებოა ისიც, რომ სოფლის მეურნეობის 59-მილიონიან ბიუჯეტში 40 მილიონი ლარი მარცვლეულის თესლის შეძენას და მოსავლის დაბინავებას მოხმარდება. მთავრობამ მომავალი წლის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტში აქცენტი მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდაზე გაამახვილა. სპეციალისტების განცხადებით, თუკი სამინისტრო ჰიბრიდულ თესლს შემოიტანს, იგი ქვეყნის სოფლის მეურნეობას დაასამარებს. მათი განცხადებით, მოსავლიანობის შემცირებაში ქართული ჯიშების ბრალეულობა ყველაზე ნაკლები, მიზეზი დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი მიწის ფართობები და არასწორი პოლიტიკაა.

 

 

 

მთლიანი სტატიის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოლ გაზეთის ელექტრონულ ვერსიაზე ხელმოწერის გაფორმების შემდეგ. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს ვითომ?

მარტო ერტი სფერო ვერ გადაარჩენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.

მრავალფეროვნება საჭირო, რომ ერთგვარი ბალასი შეიქმნას. ერთ სფეროში კრიზისი თუ შეიქმნება, მეორემ რომ გააბათილოს ანაც შეამსუბუქოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს ვითომ?

აზროვნების უნარი, კანონმორჩილება და შრომისმოყვარეობა გადაგვარჩენდა დეფიციტში რომ არ იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" გლეხური მეურნეობების შექმნის იდეით გამოდიან და მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, საწყის ეტაპზე 300 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან

 

 

გარემოზე არაფერი უთქვამს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გარემოზე არაფერი უთქვამს? :givi:

იქნებ განმარტო, თუ რატომ არის სასაცილო გარემოზე საუბარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

მარტო ერტი სფერო ვერ გადაარჩენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.

მრავალფეროვნება საჭირო, რომ ერთგვარი ბალასი შეიქმნას. ერთ სფეროში კრიზისი თუ შეიქმნება, მეორემ რომ გააბათილოს ანაც შეამსუბუქოს.

გეთანხმები

Saturn

ზროვნების უნარი, კანონმორჩილება და შრომისმოყვარეობა გადაგვარჩენდა დეფიციტში რომ არ იყოს.

თუ ის არ იცავს კანონს, რომელიც თავად ღებულობს. მე რა ვალდებული ვარ დავიცვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...