ძუკუ Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 babuagiorgi Saturnბატონმა სატურნმა გამოთქვა სურვილი ამ თემის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და აგრეთვე ბაბუსაც ქონდა თავისი შენიშვნები.ამიტომ დავიწყოთ ვინც არ დაიზარებს და წაიკითხავს.ოღონდ მე დღეს გამიჭირდება კომენტები.[/b ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია20 იანვარი, 2011საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ძირითადი საკითხები I. ამომრჩეველთა რეგისტრაციაპრობლემა:არჩევნებზე პიროვნების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება პასპორტი ან პირადობის მოწმობა. ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ:• ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზის ფორმირებისას შეუძლებელი იყოს ამომრჩეველთა სიაში ერთი და იმავე პიროვნების რამდენჯერმე შეყვანა; • ამომრჩეველმა ვერ შეძლოს სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემა;• დადგინდეს სხვადასხვა უბანზე ერთი და იმავე პიროვნების მიერ ხმის მიცემის ფაქტი; • აღიკვეთოს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის მიერ სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემა. პრობლემის გადაწყვეტის გზა:ამომრჩეველთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებისას ამომრჩევლის ტრადიციულ მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი) უნდა დაემატოს ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემები (ბიომეტრიული ფოტოსურათი და თითების ანაბეჭდი, ან ნაცვლად თითების ანაბეჭდისა - ფოტოსურათის მიხედვით პროგრამულად დამუშავებული ბიომეტრიული პარამეტრები). ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებიამომრჩეველთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:ა) სახელი და გვარი;ბ) დაბადების თარიღი;გ) ამომრჩევლის პირადი ნომერი;დ) რეგისტრაციის მისამართი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის - მუდმივი საცხოვრებლისა და ფაქტობრივი მისამართები, მუდმივი მისამართის უქონლისთვის - დროებითი (საკონტაქტო) მისამართი);ე) ბიომეტრიული ფოტოსურათი;ვ) ბიომეტრიული პარამეტრები (ხელების ათი თითის ელექტრონული ანაბეჭდი ან ფოტოსურათის მიხედვით პროგრამულად დამუშავებული ბიომეტრიული პარამეტრები);ზ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;თ) თუ პირმა რეგისტრაციის მისამართი შეიცვალა არჩევნების დანიშვნის შემდეგ, იგი რჩება ძველი საარჩევნო უბნის სიაში და სიის ცალკე ველში დამატებით შეიტანება ამ პირის ახალი მისამართიც, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ ეს პირი რეგისტრაციაში გატარდება ახალი მისამართის მიხედვით;ი) უცხოეთში მყოფი პირისთვის სიის ცალკე ველში დამატებით აღინიშნება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“.შენიშვნა: „გ“ და „ვ“ პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამომრჩეველთა რეგისტრაციის ტექნიკური უზრუნველყოფასაქართველოში დაწყებულია ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, ანუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდი აღარ არის ტექნიკური სიახლე. არჩევნებისთვის ამ მეთოდის გამოყენების ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა არის მოკლე დროში მოქალაქის ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემა, რაც უზრუნველყოფს:• სამოქალაქო რეესტრის საიმედოობას;• ამომრჩეველთა სიის საიმედოობას;• პირადობის მოწმობის დაცულობას.შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით სამოქალაქო რეესტრის აღჭურვისა და დამატებითი, დროებითი სარეგისტრაციო პუნქტების შექმნის შემდეგ სახელმწიფო აცხადებს მოქალაქეთა რეგისტრაციის ორ ან სამ თვიან ვადას.ამის შემდეგ სამოქალაქო რეესტრი აღნიშნულ ვადაში: ა ) სტაციონარული სარეგისტრაციო პუნქტების მეშვეობით, არსებული პირადობის მოწმობის საფუძველზე, აღრიცხავს მოქალაქეთა მონაცემებს, შეჰყავს ისინი მონაცემთა ბაზაში და გასცემს ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებს. ბ) კარდაკარ კამპანიით აღრიცხავს მოქალაქეთა მონაცემებს, შეჰყავს ისინი მონაცემთა ბაზაში და გასცემს ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებს;• საქართველოს მოქალაქეებზე ახალი პირადობის მოწმობის პირველადი გაცემა ხდება უფასოდ - 2012 წლის ---- მდე;• საქართველოს მოქალაქის ძველი პირადობის მოწმობები ძალას კარგავს 2012 წლის ----- დან;შენიშვნა: ყველაზე უფრო ძვირადღირებულია მოქალაქეთა სარეგისტრაციო აპარატურა. მოკლე დროში რეგისტრაციის ჩასატარებლად და ამ პროცესის გასაიაფებლად შესაძლებელია შესაბამისი აპარატურის ან პროფესიული კომპანიის დაქირავება. მოქალაქეთა შემდგომი რეგისტრაციისთვის საკმარისი იქნება საჯარო რეესტრის ადგილობრივი ფილიალებისთვის 150 კომპლექტის შეძენა.• აღნიშნული პროცედურების დასრულების და საქართველოს მოქალაქეთათვის ახალი პირადობის მოწმობების გაცემის შემდეგ სამოქალაქო რეესტრი ცესკოს გადასცემს არჩევენების დღისათვის 18 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეთა მონაცემებს. ცესკო (ცენტრალური საარჩევნო კომისია):• სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით ადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას (სიის შედგენისას პროგრამულად მოწმდება ამომრჩეველთა მონაცემები: თუ ამომრჩევლის ბიომეტრიული პარამეტრები დაემთხვა სიაში უფრო ადრე შეყვანილი ამომრჩევლის პარამეტრებს, იგი სიაში არ შეიყვანება);• ამომრჩევლის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციის თარიღად ჩითვლება მოქალაქის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი:• სიას ყოფს საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით;• ამომრჩეველთა სიებს ხელმისაწვდომს ხდის ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის;• არჩევნების დანიშვნის შემდეგ, საუბნო კომისიების შექმნისთანავე ადგენს 3-კვირიან ვადას ამომრჩეველთა სიის კორექტირებისათვის.• არჩევნების დანიშვნის დღიდან ორი კვირის ვადაში წყდება ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა;• არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ახალი (ბიომეტრული) პირადობის მოწმობებით; ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზის დაცვა• ამომრჩეველთა ელექტრონული სიები განთავსდება ორ სერვერზე: ძირითადზე (ცესკოში) და სათადარიგოზე (სხვა სახელმწიფოში) - ე.წ. კლასტერული სისტემა;• საარჩევნო ოლქებად და უბნებად დაყოფილი ამომრჩეველთა ელექტრონული სიის საბოლოო ვერსიის დადგენის შემდეგ ხდება მათი კოდირება ყოველი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ;• არჩევნების დღემდე მე-5 დღეს ყოველი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სია გადაიწერება სპეციალურ ერთჯერად გადასატან მეხსიერებაზე, რომელიც მონაცემთა ჩაწერის შემდეგ ავტომატურად გადადის მხოლოდ წაკითხვის რეჟიმზე (ანუ, იგი ვეღარ შეიცვლება). ყოველ „მეხსიერებას“ აქვს უნიკალური ნომერი.• ყოველი საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი გადასატანი მეხსიერება მზადდება 3 ცალად და საოლქო საარჩევნო კომისიის მეშვეობით არჩევნების წინა დღეს გადაეცემა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;• საუბნო საარჩევნო კომისიის კომპიუტერი და გადასატანი მეხსიერება გააქტიურდება მხოლოდ კენჭისყრის დღეს კომპიუტერის მიერ ცესკოდან ელექტრონული ბრძანების მიღების შემდეგ. ეს ბრძანება შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სრულუფლებიანი წარმომადგენლების მიერ სპეციალური კოდების შეყვანის შემდეგ;• საუბნო საარჩევნო კომისიის კომპიუტერები ჩართულია VPN ქსელში. ქსელურ რეჟიმში ისინი იმყოფებიან მხოლოდ არჩევნების დღეს მათი გააქტიურებისას და კენჭისყრის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადაცემისას. რეფორმის მოსალოდნელი შედეგები• შეიქმნება მოქალაქეთა მონაცემების სანდო ელექტრონული ბაზა, რომლის საფუძველზეც შეიძლება გაიცეს დაცვის მაღალი ხარისხის მქონე მრავალფუნქციური საიდენტიფიკაციო ბარათები (ID cards);• შეიქმნება საზოგადოებისათვის დამაჯერებელი საარჩევნო სიები;• გამოირიცხება მონაცემთა ბაზაში ერთი და იმავე პიროვნების მრავალჯერადი რეგისტრაცია;• უზრუნველყოფილი იქნება არსებული ინფორმაციის გამჭვირვალობა;• დადგინდება არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა;• არჩევნები ჩატარდება პრინციპით:„ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“ მოქალაქეთა რეგისტრაცია და ამისათვის აუცილებელი ტექნიკური აპარატურა• ბიომეტრიული მონაცემების დამდგენი აპარატი - რეგისტრაციის გავლის მიზნით მოქალაქე მიდის სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო პუნქტში. ორივე ხელს მიადებს აპარატის ზედა ნაწილში დამონტაჟებულ მოწყობილობას, რომელიც აიღებს თითების ანაბეჭდებს და ამომრჩეველს გადაუღებს ფოტოსურათს. აპარატი მიერთებულია კომპიუტერთან.• სარეგისტრაციო პუნქტის კომპიუტერი შეერთებულია ცენტრალურ სერვერთან და პირადობის მოწმობის მბეჭდავ მოწყობილობასთან. ბიომეტრიული მონაცემების დამდგენი აპარატიდან მიღებულ მონაცემებს კომპიუტერი ავტომატურად უდარებს ცენტრალური სერვერის მონაცემთა ბაზას განმეორებითი რეგისტრაციის გამორიცხვის მიზნით. შემოწმების შემდეგ, თუ ასეთი რამ არ მომხდარა, კომპიუტერი მოქალაქის მონაცემებს აწვდის პირადობის მოწმობის მბეჭდავ მოწყობილობას.• პირადობის მოწმობის მბეჭდავი მოწყობილობა ელექტრონულ ბარათზე ბეჭდავს მოქალაქის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ბიომეტრიულ ფოტოსურათს, ხელმოწერას და ბარათის რეკვიზიტებს, ხოლო მისამართი, თითების ანაბეჭდები ან/და პირისახის ბიომეტრიული პარამეტრები და დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სხვა მონაცემები ჩაიწერება ელექტრონულ ჩიპში. სავარაუდო ხარჯი (საცალო ფასებით)დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი საერთო ხარჯისარეგისტრაციო პუნქტებშირეგისტრაციის ჩატარებისთვის აუცილებელი აპარატურის ხარჯიკომპიუტერი 1 ბიომეტრიული მონაცემების დამფიქსირებელი აპარატი 1 $3 500 მოწმობის მბეჭდავი მოწყობილობა 1 $1 400 150 კომპლექტის ფასი $735 000პირადობის მოწმობის ფასიპირადობის მოწმობა ბეჭდვით 1 $0,5 3 000 000 პირადობის მოწმობა $1 500 000მთლიანი ტექნიკური ხარჯი (გარდა რეგისტრაციისათვის აუცილებელი აპარატურის ან კომპანიის ქირაობისა) $ 8 265 000 II საარჩევნო ადმინისტრაცია 1. ცენტრალური საარჩევნო კომისია • ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 7 პარტიული და 6 პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრისგან.• პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების შერჩევაზე ცესკო აცხადებს კონკურსს. ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ ის კანდიდატები, რომელთაც სერთიფიცირების ტესტებში ყველაზე მაღალი ქულები ექნებათ. თანაბარქულიან კანდიდატებს შორის ტარდება წილისყრა.• ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას პროფესიული ნიშნით დანიშნული 6 წევრისგან შეარჩევს 7 კვალიფიციური სუბიექტი (ხმათა უმრავლესობით). შერჩეული 3 კანდიდატურიდან ერთ-ერთს ცესკოს თავმჯდომარედ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საოლქო საარჩევნო კომისია • საოლქო კომისია შედგება 7 პარტიული და 6 პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრისაგან.• პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევაზე ცესკო აცხადებს კონკურსს. კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იქნას თუ რომელი კომისიის წევრობა სურს. ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ სერთიფიცირების ტესტებში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები. თანაბარქულიან კანდიდატებს შორის ტარდება წილისყრა.• საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს პროფესიული ნიშნით დანიშნულ წევრთაგან ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო მოადგილეებს და მდივნებს ასევე პროფესიული ნიშნით დანიშნულ წევრთაგან ირჩევს საოლქო კომისია;• საოლქო კომისიის ყველა წევრი არის მუდმივმოქმედი. 3. საუბნო საარჩევნო კომისია • საუბნო კომისია შედგება 7 პარტიული და 6 პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრისაგან. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (პროფესიულისა თუ პარტიულისა) ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიცირების გამოცდა;• პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევაზე საოლქო კომისია აცხადებს კონკურსს. კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თუ რომელი უბნის კომისიის წევრობა სურს. კანდიდატს უფლება აქვს თავისი კანდიდატურა დაასახელოს ერთი ოლქის ფარგლებში არაუმეტეს 3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრობის თანამდებობაზე; • საოლქო საარჩევნო კომისია სერთიფიცირების ტესტების ქულების მიხედვით გამოარჩევს საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 12 კანდიდატურას (1 ვაკანტურ ადგილზე არაუმეტეს 2 კანდიდატი). შერჩეულ 12 კანდიდატთაგან წილისყრით გამოავლენს საუბნო კომისიის 6 წევრს; • ერთი და იმავე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის რამდენიმე საარჩევნო უბანზე წარდგენის შემთხვევაში, საოლქო საარჩენო კომისია მათ შერჩევას და წილისყრას განახორციელებს საარჩევნო უბნების ნუმერაციის რიგითობის შესაბამისად;• საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს პროფესიული ნიშნით დანიშნულ წევრთაგან ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მოადგილეებს და მდივნებს ასევე პროფესიული ნიშნით დანიშნულ წევრთაგან ირჩევს საუბნო კომისია; 4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტი (მიუხედავად იმისა კვალიფიციური არის თუ არა) ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებაში მონაწილეობს წარმომადგენლების მეშვეობით. წარმომადგენლების უფლებამოსილებას განეკუთვნება შემდეგი ფუნქციები:• საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივრების რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელდებს კენჭისყრის დაწყებამდე წილისყრით გამოვლენილი 3 წარმომადგენელი. საჩივრების რეგისტრაციისას კომისიის მდივანი (საჭიროების შემთხვევაში) წარმომადგენლებს გაუწევს ტექნიკური სახის დახმარებას; • ბიულეტენების დათვლის პროცესში ტანდემის სახით კომისიის პროფესულ წევრებთან ერთად მონაწილეობა, რომელსაც ახორციელებს კენჭისყრის დასრულების შემდგომ წილისყრით გამოვლენილი 3 წარმომადგენელი.• ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები შემაჯამებელი ოქმების მიღებას, რეგისტრაციას და მათი შემოსვლის თანმიმდევრობით გამოქვეყნებას ახორციელებენ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა გამოვლენა ხორციელდება წილისყრით; 5. სხვა დებულებები • ცესკო უზრუნველყოფს საარჩევნო მოხელის სასერთიფიკატო გამოცდების ხელახალ ჩატარებას;• საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევა განხორციელდება ახალი სერთიფიცირების შედეგების საფუძველზე; • ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სერთიფიცირებისათვის ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს საარჩევნო და სხვა შესაბამისი კანონმდებლობიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის უნდა დადგინდეს გამარტივებული ტესტები უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობასთან და მათი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკაშირებით. • არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ყველა პარტია (ან ასეთი პარტიის მონაწილეობით შექმნილი ბლოკი) საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის ხარჯებისთვის იღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ერთი და იმავე რაოდენობით - თითოეულ საარჩევნო უბანზე - 100 ლარი. • უფლებამოსილი პარტიები (საარჩევნო ბლოკი) უბნებზე დანიშნულ წარმომადგენელთა შესახებ მონაცემებს წარუდგენენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე წარმომადგენელთა დასწრების შესაბამისად გასცემს თანხებს პოლიტიკურ პარტიებზე წარმომადგენლების ხარჯების ასანაზღაურებლად. III. საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემასაარჩევნო სისტემა არის ის ძირითადი მსაზღვრელი, რომელიც კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე ადგენს ე.წ. თამაშის წესს საარჩევნო სუბიექტებს შორის. სწორედ საარჩევნო სისტემა არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობების ადეკვატური და ობიექტური ასახვა წარმომადგენლობით ორგანოებში, სწორედ არასამართლიანი საარჩევნო სისტემა არის სათავე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისა. მაგალითები საქართველოს რეალობიდან• 1995 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 38% –ის ნება აისახა საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერილი საარჩევნო სუბიქტების სახით, ხოლო ამომრჩეველთა ნების 62% პარლამენტს მიღმა დარჩა.• 2006 წელს ქ. თბილისში მმართველმა პარტიამ პროპრციული სისტემით ხმების 66%, ხოლო საკრებულოში ადგილების 94% მიიღო (არჩევნები ჩატარდა სისტემით “მოგებულს მიაქვს ყველაფერი”).• 2008 – 2010 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში (თბილისი) მმართველმა პარტიამ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული დეპუტატების დიდი ხვედრითი წილის გამო, მიიღო ადგილების არადაეკვატური რაოდენობა:• 2008 წელს ხმათა 59%, ხოლო ადგილების 87% საქართველოს პარლამენტში.• 2010 წელს ხმათა 52%, ხოლო ადგილების 80% თბილისის საკრებულოში.ყოველივე ზომოთაღნიშნულის მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო არაობიექტური, არასამართლიანი და არაადკვატური საარჩევნო სისტემა. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციასაქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში, სხვადსხვა სახის რეკომენდაციები კეთდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.ერთი რეკომენდაცია, რომელიც მუდმივად ფიგურირებს და ძირითად პრობლემად არის მიჩნეული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ეხება წარმომადგენლობით ორგანოებში მანდატების განსხვავებულ წონას.წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა რაოდენობის ნახევრის არჩევა ხდება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან, მაშინ როდესაც ეს ოლქები, ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით, მკვეთრად განსხავდება ერთმანეთისაგან.მაგალითად, კონტრასტული ოლქებია:• ქუთაისის ოლქი 163000 ამომრჩეველი - 1 მანდატი• ზუგდიდის ოლქი 130000 ამომრჩეველი - 1 მანდატი• მარნეულის ოლქი 96 000 ამომრჩეველი - 1 მანდატი• ასპინძის ოლქი 9 800 ამომრჩეველი - 1 მანდატი• ონის ოლქი 7000 ამომრჩეველი - 1 მანდატი• ყაზბეგის ოლქი 6 000 ამომრჩეველი - 1 მანდატი ობიექტური, სამართლაინი სააარჩევნო სისტემის შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალიწინებით და საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არსებულ განწყობებზე დაყრდნობით გთავაზობთ წინადადებებს: • პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭიყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 75 და რეგიონულ–პროპორციული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისგან.• ერთიანი პროპორციული და რეგიონულ–პროპორციული სისტემით არჩევნების დროს მინიმალური ბარიერია 5%.• შესაძლებელია კანდიდატი იყოს როგორც ერთიან პროპორციულ, ასევე რეგიონულ– პროპორციულ სიაში. • რეგიონულ– პროპორციული სისტემით არჩევნების დროს:• მანდატების რაოდენობა განისაზღვრება ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით.• ოლქში ერთი მანდატის საშუალო წონაა 50 000 ამომრჩეველი.o A:B= 48 000 o A – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 585 00; o B – რეგიონულ – პროპორციულ სისტემით ასარჩევ დეპუტატთა საერთო • ოლქების რაოდენობა - 75;• დასაშვებია 10%–იანი ცდომილება;• ოლქებში გაუნაწილებელი მანდატები ნაწილდება ამავე ოლქებში მიღებული ხმების ე.წ. „უდიდესი ნაშთის პრიმციპით;• ოლქები 2, 3, და 4 მანდატიანია. შენიშვნა: შესაძლებელია ინდივიდუალური დაშვებები რეგიონის სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტის ახალი საარჩევნო სისტემის მოსალოდნელი შედეგები: • რეგიონულ–პროპორციული სისტემით პარლამენტის ყველა დეპუტატი არჩეული იქნება ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის მიერ, დასაშვები ცდომილების ფარგლებში.• საზოგადოებაში (ამომრჩევლებში) არსებული პოლიტიკური განწყობები მაქსიმალურად ზუსტად აისახება პარლამენტში მანდატების განაწილების დროს.• ამომრჩეველს, არჩევანის გაკეთების დროს, ოლქებში მანდატების რაოდენობის სიმცირის გამო, ეძლევა შესაძლებლობა გაითვალისწინოს როგორც პარტიის (ბლოკის), ასევე პიროვნების (კანდიდატის) ფაქტორი. • ყველა ამომრჩეველის ინტერესი პარლამენტში წარმოდგენილი იქნება არა ერთი, არამედ 2,3, და 4 (ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად) დეპუტატის საშუალებით.• გაუქმდება ე.წ. შუალედური არჩევნების საჭიროება (ოლქებში სარეზერვო სიების არსებობის გამო) IV. არჩევნების დაფინანსება საარჩევნო კამპანიის ზედა ზღვარისაქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით ახერხებს დიდი თანხების მობილიზაციას, რაც არჩევნებს ამომრჩევლების მატერიალური მოსყიდვის კამპანიად აქცევს. ამის აღმოსაფხვრელად შემოღებული უნდა იქნეს საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიისათვის გამოყენებული თანხების ზედა ზღვარი. ზედა ზღვარი განსაზღვრულ იქნეს 5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით.პარლამენტის, პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ადმინიტრაციული ორგანოს მიერ გამართულ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირს აეკრძალოს პარტიისა და საარჩევნო ფონდში შემოწირულობის შეტანა მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ამ პერიოდში ტენდერის ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება აღემატება 200 000 ლარს. ხოლო რიგგარეშე არჩევნების დროს შეწირულობის გაკეთება აიკრძალოს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენამდე.საარჩევნო კამპანიის ხარჯების კომპენსირება არჩევნები წარმოადგენს სახელმწიფო ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ნების გამოხატვისათვის, რის გარეშეც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა გამორიცხულია სახელმწიფოს ფუნქციას / ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი პირობების შექმნა, სადაც არჩევნები და საარჩევნო კამპანია წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ხოლო უმთავრესი პრინციპი იქნება შეჯიბრებითობა, შეჯიბრობითობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რესურსების ხელმისაწვდომობის გარკვეული თანასწორობის შექმნა.ჩვენ ვთავაზობთ საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის ახალ პრინციპს, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო კამპანიაში გაწეული ხარჯების კომპენსაციას. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%- ს ან მეტს, სახელმწიფოსგან მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ერთჯერად კომპენსაციას, კანონით წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით.ამგვარი ფორმა საშუალებას მისცემს საარჩევნო სუბიექტს მოიზიდოს უფრო მეტი ფინანსური რესურსი მათ შორის სესხები, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს - განსაზღვროს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები ამ სუბიექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზანშეწონილობაზე. საარჩევნო სუბიექტის მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა იყოს გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს წაახალისებს ისეთ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პოლიტიკურად რეალურად სიცოცხლისუნარიანები არიან. მეორე მხრივ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს შესაწირი თანხები, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლები წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ასეთი გარანტიის შემთხვევაში მათ გაუადვილდებათ პარტიების ფინანსური მხარდაჭერა. ცხრილში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ სუბიქტთა რაოდენობა, რომლებმაც დააგროვეს 3%-ზე მეტი ხმა.საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წელი 1995 1999 2003 2004 2008სუბიექტთა რაოდენობა რომლებმაც მიიღეს ხმების 3%-ზე მეტი 7 6 7 5 5საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა, რომლებმაც ერთ კონკრეტულ არჩევნებში 3%-ზე მეტი ხმა მიიღეს, შვიდს არ აღემატება.არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ყველა პარტია (ან ასეთი პარტიის მონაწილეობით შექმნილი ბლოკი) საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის ხარჯებისთვის იღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ერთი და იმავე რაოდენობით - თითოეულ საარჩევნო უბანზე - 100 ლარი.საარჩევნო ბლოკიიმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბლოკი ვერ მიიღებს ხმათა 3%-ს და მას დარჩება ფინანსური ვალდებულებები, აღნიშნული ვალდებულებები გადანაწილდება ბლოკის წევრებზე.დღეისათვის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში გამოუყენებელი თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს ფონდის შემომწირველებზე მათი შენატანების პროპორციულად. არსებული ნორმა პრაქტიკულად არ მუშაობს და ადმინისტრირების თვალსაზრისითაც პრობლემურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობათა ნაშთი გადანაწილდეს საარჩევნო ბლოკის სუბიექტებზე.საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზღვარი და საარჩევნო ფონდში შეწირულობის ზღვრული ოდენობა უნდა გაორმაგდეს. V. კენჭისყრა პრობლემები:1. კენჭისყრისას პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პასპორტის ან პირადობის მოწმობის გამოყენება საკმარისი არ არის, რომ აღიკვეთოს:• ამომრჩევლის მიერ სხვის ნაცვლად ხმის მიცემა;• სხვადასხვა უბანზე ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობა.2. ხმების (ბიულეტენების) დათვლის არსებული წესი საკმარისი არ არის, რომ:• აღიკვეთოს ბიულეტენების ჩაყრა;• აღიკვეთოს ბიულეტენში დამატებითი სუბიექტების შემოხაზვა და ამით მისი გაბათილების გამოწვევა;• აღიკვეთოს სუბიექტისთვის მიცემული ხმის მიკუთვნება სხვისთვის;• აღიკვეთოს მიღებულ ხმათა რაოდენობის არასწორად დათვლა;• შემოწმდეს უბნის შემაჯამებელი ოქმის სისწორე. კენჭისყრის ორგანიზების შემოთავაზებული მოდელი კენჭისყრის დღეს კომპიუტერული სისტემის ჩართვა, გააქტიურება და დაცვა• კენჭისყრის დღეს, დილის რვის ნახევრამდე ქსელში ჩაირთვება საარჩევნო უბნების კომპიუტერები და მათ მიუერთდება ფლეშ-მეხსიერებები. • რვის ნახევარზე ყველა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ცესკოში, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით, კომპიუტერში შეჰყავს თავისი კოდი. • თუ რომელიმე სუბიექტის წარმომადგენელი ამ პროცედურაზე არ გამოცხადდა, ცესკოს თავმჯდომარე ხსნის კომისიაში შენახულ კოდის მეორე ეგზემპლარს და შეჰყავს ის სისტემაში. • კოდების შეყვანის შემდეგ ცენტრალური სერვერი ავტომატურად ააქტიურებს ქსელურ სისტემას, ასკანირებს საუბნო კომპიუტერების მდგომარეობას და ამოწმებს მონაცემთა ბაზას დაცულობას, კითხულობს ფლეშ-მეხსირებაში ჩატვირთულ უნიკალურ ნომერს. თუ ცენტრალურმა სერვერმა რამდენიმე ცდის შემდეგ ვერ წაიკითხა ნომერი, იძლევა ინფორმაციას, რომ ამ უბანზე დაირღვა მონაცემთა ბაზის დაცულობა და მაშინ კომპიუტერს მიუერთდება ფლეშ-მეხსიერების მეორე ეგზემპლარი. • სისტემის მზადყოფნის დადგენის შემდეგ ცენტრალური სერვერი ქსელში აგზავნის საუბნო კომპიუტერების დეშიფრაციის უნიკალურ კოდს, რის შემდეგაც საუბნო კომპიუტერები მზად არის კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად, ისინი ქსელიდან ითიშება და გადადიან მუშაობის ავტონომიურ რეჟიმში. კენჭისყრამდე განსახორციელებელი პროცედურები• წილისყრით განისაზღვრება კომისიის წევრების ფუნქციები.• ბიულეტენების გაცემის დასამოწმებელ ბეჭედს ვიდეოთვალის წინ უკეთდება სპეციალური ნაჭდევი (ამ ბეჭედს მეორე ნაჭდევი უკეთდება კენჭისყრის დასრულებისთანავე და ილუქება), რაც უზრუნველყოფს ბიულეტენების არაავტორიზებული გაცემისაგან დაცვას. კენჭისყრის პროცედურა• ამომრჩეველი მიდის რეგისტრატორის მაგიდასთან, პირადობის მოწმობას დებს წამკითხველ აპარატში და თუ მოწმობის მონაცემები დაემთხვა უბნის მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, მონიტორზე გამოვა ამ ამომრჩევლის ფოტოსურათი და საჯარო რეკვიზიტები. თუ ის უკვე ნამყოფია ამ უბანზე, ან იგი არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ეს ინფორმაცია გამოვა მონიტორზე; • ამის შემდეგ ამომრჩეველი ერთ-ერთ თითს მიადებს სენსორულ მოწყობილობას. კომპიუტერი თითის ანაბეჭდს უდარებს უბნის მონაცემთა ბაზაში დაცულ ბიომეტრიულ მონაცემებს და, თუ ის უკვე ნამყოფია ამ უბანზე, ან იგი არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ან ეს პირადობის მოწმობა მას არ ეკუთვნის, ეს ინფორმაცია გამოაქვს მონიტორზე (თუ ამომრჩეველი განაცხადებს, რომ ეს არის შეცდომის შედეგი, იდენტიფიცირება მოხდება სხვა თითის/თითების მეშვეობით); • თუ ყველაფერი წესრიგშია, ამომრჩევლის რეკვიზიტების გასწვრივ გამოჩნდება ხელმოწერის გრაფა, რის შემდეგაც იგი ელექტრონული ხელმოწერით დაადასტურებს კენჭისყრაში მონაწილეობას (ხელმოწერა ავტომატურად ჩაჯდება ხელმოწერის გრაფაში) და ავტომატურად ერთით გაიზრდება მონიტორზე მუდმივად გამოტანილი არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა. • რეგისტრაციის შემდეგ ამომრჩეველს ეძლევა ნაჭდევიანი ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენი (ბიულეტენები), რომელსაც ავსებს ხმის მიცემის კაბინაში; იგი ისე კეცავს ბიულეტენს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა; კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აჩვენებს, რომ მას ხელთ იმდენი ბიულეტენი აქვს, რამდენიც მიიღო, დებს მათ კონვერტში და აგდებს საარჩევნო ყუთში.• კენჭისყრის დროს მონიტორზე მუდმივად აღინიშნება არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს ინფორმაცია დღის 12, 15, 18 საათზე და უბნის დახურვისთანავე გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს. გადასატანი ყუთით ხმის მიცემა• ამომრჩეველი გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ უბანზე არსებული ამომრჩეველთა სიიდან. • გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში მოსახვედრად მოქალაქემ საუბნო საარჩევნო კომისიაში განაცხადი უნდა შეიტანოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა.• საარჩევნო უბნის კომპიუტერის გააქტიურების შემდეგ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრთა და დამკვირვებელთა თანდასწრებით, გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის კომპიუტერიდან გადაიტანება გადასატანი ყუთის მონაცემებისთვის განკუთვნილ კომპიუტერში და ეს მონაცემები ავტომატურად იბლოკება უბნის კომპიუტერის მონაცემთა ბაზაში. • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრით შერჩეული წევრები დამკვირვებლებთან ერთად გადიან გადასატანი ყუთის სიაში აღნიშნულ მისამართებზე გადასატანი ყუთის ელექტრონული სიისთვის განკუთვნილი კომპიუტერით (ნოუთბუქით) და მასზე მიერთებული თითის ანაბეჭდის იდენტიფიკატორით.• ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს თითის ანაბეჭდით მისი იდენტიფიცირების შემდეგ. ხმების დათვლა• საარჩევნო ყუთების გახსნისა და კონვერტების დათვლის შემდეგ იხსნება კონვერტები, ხდება ყველა ბიულეტენის სკანირება და საუბნო კომპიუტერის მეხსიერებაში მათი დამახსოვრება (დაარქივება). ბიულეტენების სკანირებისას საუბნო კომპიუტერი ავტომატურად ითვლის ბიულეტენების რაოდენობას და მისი დასრულების შემდეგ კომპიუტერის ეკრანზე გამოდის უბანზე არჩევნებში მონაწილე ამორჩეველთა რიცხვი. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ არქივში დამახსოვრებული მონაცემების ფაილი გადადის მხოლოდ წაკითხვის რეჟიმზე და მისი ასლი გადაეცემა ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტისა და დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს (ამისათვის საკმარისია 1 საათი);.• ამის შემდეგ ბიულეტენები დახარისხდება სახეობების (ფერების) მიხედვით და დაიწყება მათი დათვლა. შემაჯამებელი ოქმები• შუალედური შემაჯამებელი ოქმი: საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ დგება შუალედური შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება:o არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა - უბნის კომპიუტერითა და გადასატანი ყუთის კომპიუტერით დადგენილ რაოდენობათა ჯამი;o გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა.• შემაჯამებელი ოქმი: დგება კანონით გათვალისწინებული ყველა მონაცემის დადგენის შემდეგ. ინფორმაციის დაცვის გარანტიები:• არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცესკოში სპეციალურ, ერთჯერად ფლეშ-მეხსიერებებზე გადაიწერება ამომრჩეველთა საუბნო სიები. გადაწერის დასრულების შემდეგ ფლეშ-მეხსიერება ავტომატურად გადადის მხოლოდ წაკითხვის რეჟიმზე. ფლეშ-მეხსიერებაზე დატანილია სპეციალური ნომერი; • ყოველი უბნისთვის განკუთვნილი ფლეშ-მეხსიერება მზადდება სამ ცალად, ილუქება და იგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც არჩევნების წინა დღეს ორ-ორ ცალს, დალუქულ მდგომარეობაში, გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიებს. წარმოდგენილი ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები:1. კენჭისყრის დროს თითის ანაბეჭდის შემოწმება და ელექტრონული ხელმოწერა: • უზრუნველყოფს, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობით სარგებლობა შეძლოს მხოლოდ მისმა პატრონმა; • გამორიცხავს უკანონო ხელმოწერის მეშვეობით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდას და, შესაბამისად, ბიულეტენების „ჩაყრის“ შესაძლებლობას; • გამორიცხავს კენჭისყრაში ერთი და იმავე პიროვნების ორჯერად მონაწილეობას და უზრუნველყოფს არჩევნების მონაწილეთა რეალური რაოდენობის დადგენას; • ამცირებს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისათვის საჭირო დროს და ზრდის საარჩევნო უბნის გამტარუნარიანობას.2. კენჭისყრის დროს სპეციალურ ბეჭდებზე ნაჭდევების გაკეთება გამორიცხავს კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ბიულეტენების უკანონოდ შევსებას.3. შუალედური შემაჯამებელი ოქმი გამორიცხავს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობითა და გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობით შემდგომ მანიპულირებას. კენჭისყრისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა: 1. თითის ანაბეჭდის შემმოწმებელი აპარატი. 2. საუბნო კომპიუტერი (სტაციონარული).3. კომპიუტერი (ნეთბუქი) - გადასატანი ყუთისთვის.4. სკანერი.5. სატელიტური ინტერნეტ-კავშირი ყოველი უბნისთვის, თუმცა ამის აუცილებლობა ყველგან არ იქნება.6. ენერგიის წყარო (UPS)- საარჩევნო უბნის აპარატურის 18-საათიან რეჟიმში მუშაობის უზრუნველსაყოფად. დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი საერთო ფასი კენჭისყრის პროცედურისთვის აუცილებელი აპარატურის ხარჯი კომპიუტერი 1 $ 500 თითის ანაბეჭდის შემმოწმებელი აპარატი (BioLink U-Match 3.5) 1 $ 100 მონიტორი 1 $ 150 ინტრნეტ-კავშირის დამოუკიდებელი წყარო (სატელიტი) 1 $ 225 ენერგიის წყარო (UPS) 1 $ 300 სულ ერთი უბნის საერთო ხარჯი (გარდა სკანერისა და ხელმოწერის დაფისა) $ 1 275 3 600 უბნის ხარჯი $ 4 590 000 გადასატანი ყუთის ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯი ნეთბუქი 1 $ 300 1 $ 300 თითის ანაბეჭდის დამფიქსირებელი აპარატი (BioLink U-Match 3.5) 1 $ 100 სულ ერთი უბნის საერთო ხარჯი $ 400 3 600 უბნის ხარჯი $ 1 440 000 სრული ხარჯი (სრული ხარჯი (გარდა სკანერებისა და ხელმოწერის დაფებისა) $ 6 030 000 წარმოდგენილი მეთოდიკის გამოყენება, ფაქტობრივად, უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას პრინციპით:ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა! VI საარჩევნო კამპანიის წესების შესახებ 1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები• საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობა ყველა დონეზე;• საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლად ყოფნა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე;• საჯარო მოსამსახურეთათვის აიკრძალოს წინასაარჩევნო პერიოდში ცესკო-ს სასწავლო კურსებში მონაწილეობა ფასილიტატორის და ტრენერის სტატუსით;• აიკრძალოს სკოლის/საბავშვო ბაღის დირექტორების, პედაგოგებისა და მანდატურებისათვის იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს კონკრეტული სკოლა (საბავშვო ბაღი) 2. თანამდებობრივი საქმიანობის შეზღუდვები წიანსაარჩევნო კამპანიის პერიოდში• საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაცია, გარდა: • პირდაპირი წესით არჩევითი თანამდებობის პირებისა (პარლამენტის, ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მუნიციპალური საკრებულოს წევრებისა); • საარჩევნო აგიტაცია აგრეთვე ეკრძალებათ საჯარო სამართლის იურიდიული პირების და იმ საწარმოების ხელმძღვანელებს, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ს აღემატება;• საარჩევნო აგიტაცია თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს/გამოყენებით ეკრძალებათ: • საქართველოს პრეზიდენტს; • პოლიტიკური თანამდებობის პირებს: მინისტრებს, მ.შ ა/რ მინისტრებს;• თბილისის მერს;• საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან კანდიდატად; • საარჩევნო აგიტაციად ჩაითვლება:• უშუალო მოწოდება;• შესაბამისი ღონისძიების ორგანიზება;• აგიტაციად არ ჩაითვლება (და არ იკრძალება) სააგიტაციო ღონისძიებაზე დასწრება; • აკრძალულია საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო ქონებისა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებების გამოყენება, გარდა:• საჯარო შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილებისა;• სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანებისა, რომელიც ემსახურება სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონით დადგენილ პირებს. 3. უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია • საარჩევნო წლის დასაწყისში იქმნება უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია - თანამდებობის პირების (ძალოვანი სტრუქტურები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები) მონაწილეობით-საარჩევნო კამპანიაში უკანონო ჩარევის პრევენციის მიზნით;• კომისია (პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ანალოგიურად) უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნით: • კომისიის სხდომაზე გამოიძახოს და მოუსმინოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს თუ სხვა პირს;• გამოითხოვოს წერილობითი დოკუმენტი;• რეკომენდაციით მიმართოს კომპეტენტურ ინსტანციას თანამდებობების პირის გათავისუფლების, მისთვის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პაუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;• კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და მუშაობის წესი განისაზღვრება საარჩევნო კოდექსითა და კომისიის რეგლამენტით. 4. მედია • საარჩევნო წლის დასაწყისში ცესკოს-თან იქმნება მედია-საშუალებების საქმიანობის მონიტორინგის კომისია;• კომისიის წევრებად ინიშნებიან მედია-საშუალებების წარმომადგენლები-კვალიფიციური სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე;• კომისია ახორციელებს დაკვირვებას ელექტრონულ მედია-საშუალებებში პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაზე (ახალი ამბები, დებატები და სხვა);• არჩევნების დანიშვნის დღემდე გამოვლენილ დარღვევებზე კომისიის დასკვნა წარედგინება კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამოყენების წინადადებით, ხოლო არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე - ცესკოს. 5. რეკლამა• ცესკო ახორციელებს მონიტორინგს გარე რეკლამის (ბილბორდების) განთავსების თანაბრობაზე- სატელევიზიო რეკლამისთვის დადგენილი წესებით;• იკრძალება სახელმწიფო უწყებების საქმიანობის რეკლამირება საარჩევნო წლის დასაწყისიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე;• იკრძალება ფარული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა. ამ უკანასკნელად უნდა ჩაითვალოს ის რეკლამა, რომელსაც არ ახლავს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, მაგრამ შეიცავს ისეთი შინაარსის შემცველ მასალას, რომელშიც მითითებულია, ასახულია ან/და ნაჩვენების ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, აგრეთვე ისეთი შინაარსის შემცველი სხვა მასალა, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს და გადმოსცემს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო სიუჟეტებს;• სატელევიზიო რეკლამის ღირებულება საარჩევნო კამპანიის დროს არ უნდა აღემატებოდეს არასაარჩევნო პერიოდში იგივე არხზე რეკლამის წლიური საშუალო ღირებულების ორმაგ ოდენობას. VII. სანქციები საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის ფორმა და ზომა უნდა განისაზღვროს მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება სხვა ძირითად საკითხებზე და გაირკვევა ამ პირთა უფლებამოსილებისა და მათთვის დადგენილი შეზღუდვების ფარგლები. VIII. საარჩევნო დავების განხილვის სისტემა 1. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ან/და მოქმედება საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში.2. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება შესაბამის საქალაქო/რაიონულ სასამართლოში.3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 4. საქალაქო/რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებს განიხილავს ერთი მოსამართლისა და 4 ნაფიცი საარჩევნო მსაჯულისაგან შემდგარი კოლეგია.6. საარჩევნო დავების განსახილველად იქმნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ჯგუფი, რომლის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრაშიც (მოქმედი მოსამართლეებიდან) მონაწილეობენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე (მოსამართლის, ადვოკატის, ნოტარიუსის, საარჩევნო მოხელის გამოცდაჩაბარებულ) პირთაგან იქმნება ნაფიცი საარჩევნო მსაჯულების ჯგუფი. ნაფიცი საარჩევნო მსაჯულების 2/3 შეირჩევა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო 1/3 - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.8. კონკრეტული საარჩევნო დავის განსახილველად მოსამართლისა და ნაფიცი საარჩევნო მსაჯულის შერჩევა ხდება შემთხვევითი შერჩევის წესით. საქმის განხილვაში მონაწილე ნაფიცი მსაჯულის შრომა ანაზღაურდება საარჩევნოდ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან.9. საარჩევნო დავებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება სასამართლო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოა და არ საჩივრდება.11. საარჩევნო დავების განმხილველი მოსამართლეებისა და საარჩევნო მსაჯულების შერჩევის პროცედურები საარჩევნო კოდექსით წესრიგდება იმდაგვარად, რომ დავების განხილვის სისტემა ფუნქციონირებადი იყო მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისათვის, ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. IX. საქართველოს პარლამენტის არჩევნებშიმონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია მუხლი 95 - პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო რეგიტრაციაპუნქტი 1ა) “------ პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა, თუ მას აქვს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ან არჩევნების დანიშვნის დღისათვის ჰყავს წამომადგენელი საქართველოს პარლამენტში;”ბ) “------ საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ აქვს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ან არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში.” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 (edited) ძუკუბატონმა სატურნმა გამოთქვა სურვილი ამ თემის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და აგრეთვე ბაბუსაც ქონდა თავისი შენიშვნები.ამიტომ დავიწყოთდავიწყოთ სავარაუდო ხარჯი (საცალო ფასებით)დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი საერთო ხარჯისარეგისტრაციო პუნქტებშირეგისტრაციის ჩატარებისთვის აუცილებელი აპარატურის ხარჯიკომპიუტერი 1 ბიომეტრიული მონაცემების დამფიქსირებელი აპარატი 1 $3 500 მოწმობის მბეჭდავი მოწყობილობა 1 $1 400 150 კომპლექტის ფასი $735 000პირადობის მოწმობის ფასიპირადობის მოწმობა ბეჭდვით 1 $0,5 3 000 000 პირადობის მოწმობა $1 500 000მთლიანი ტექნიკური ხარჯი (გარდა რეგისტრაციისათვის აუცილებელი აპარატურის ან კომპანიის ქირაობისა) $ 8 265 000 კენჭისყრისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა:1. თითის ანაბეჭდის შემმოწმებელი აპარატი. 2. საუბნო კომპიუტერი (სტაციონარული).3. კომპიუტერი (ნეთბუქი) - გადასატანი ყუთისთვის.4. სკანერი.5. სატელიტური ინტერნეტ-კავშირი ყოველი უბნისთვის, თუმცა ამის აუცილებლობა ყველგან არ იქნება.6. ენერგიის წყარო (UPS)- საარჩევნო უბნის აპარატურის 18-საათიან რეჟიმში მუშაობის უზრუნველსაყოფად. დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი საერთო ფასი კენჭისყრის პროცედურისთვის აუცილებელი აპარატურის ხარჯი კომპიუტერი 1 $ 500 თითის ანაბეჭდის შემმოწმებელი აპარატი (BioLink U-Match 3.5) 1 $ 100 მონიტორი 1 $ 150 ინტრნეტ-კავშირის დამოუკიდებელი წყარო (სატელიტი) 1 $ 225 ენერგიის წყარო (UPS) 1 $ 300 სულ ერთი უბნის საერთო ხარჯი (გარდა სკანერისა და ხელმოწერის დაფისა) $ 1 275 3 600 უბნის ხარჯი $ 4 590 000 გადასატანი ყუთის ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯი ნეთბუქი 1 $ 300 1$ 300 თითის ანაბეჭდის დამფიქსირებელი აპარატი (BioLink U-Match 3.5) 1 $ 100 სულ ერთი უბნის საერთო ხარჯი $ 400 3 600 უბნის ხარჯი $ 1 440 000 სრული ხარჯი (სრული ხარჯი (გარდა სკანერებისა და ხელმოწერის დაფებისა) $ 6 030 000 აი ამაზე ვამბობდი ზუსტად. ეს უბნებზე ხარჯები გასაგებია, მაგრამ იმ მონაცემებს ჯიბეში ინახავს ამ პროექტის შემდგენელი? სადაა ფიზიკური და ვირტუალური სერვერების ღირებულება? სადაა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ღირებულება? სადაა საფორთის ღირებულება? Edited February 21, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 ამხანაგი სტალინი ამბობდა, არჩევნებს ის კი არ იგებს, ვინც ხმას აძლევსო...არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის ხმებსო და არ აქვს მნიშვნელობა როგორ მისცემ ხმას... მე არ მჯერავს, რომ საქართველოში დემოკრატიული, და არა ისეთი "დემოკრატიული" ნაცებს რომ ჰგონიათ, არჩევნები ჩატარდეს...ღმერთმა ქნას ვცდებოდე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 (edited) ბატონო ძუკუ თუ ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, მაშინ ყველა ამ პარტიის მიერ შემოთავაზებული პროექტების მეშვეობით ვერ მივაღწევთ ამას.აქ პრობლემა არ არის მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, არამედ თვითო ოპოზიციურ პარტიებსაც აწყობთ ზოგიერთი არასამართლიანი საარჩევნო "გარემო" მოკლედ. საქართველოში არჩევენბს არ იგებენ 1-2 %-ის განსხვავებით, რომ ამ ბიომეტრიზაციამ ან ანალიზაციამ რამე კორდინალური ცვლილება შეიტანოს არჩევნებში.კარუსელში მონაწილეთა პროცენტული რაოდენობა ნამდვილად არ არის იმ მაშტაბის, რომ არჩევენბზე გადამწყვეტ გავლენას იქონიოს. მითუმეტეს ამ კარუსელიზაციის შემცირების სხვა ნაკლებად ღირებული მეთოდებიც არსებობს. მეორე.მთელი ამ პრობლემის გადაჭრა, უფრო იაფი და არანაკლებ ეფექტიური მეთოდით არის შესაძლებელი. ჩატარდეს მოსახლეობის აღწერა და დადგინდეს ამომრჩეველთა რაოდენობა. მორჩა კინო. ბავშვიც მიხვდება იამას, რომ თუ საქართველოს მოსახლეობა შედაგენს 4 მილნს, აქედან არჩევნის უფლება ასაკით აქვს 1,5 მილიონს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიირებს 2 მილიონი ამომრჩეველი.მოკლედ, გურულს რომ ეკითხებიან "სად გაქვს ყური?" და მარჯვენა ხელით მარცხენა ყურზე რომ მიუთითებს, ამას ჰგავს ეს ამბე. მთავარი ფაქტორი რომელიც არჩევნებს ხდის არასამართლიანს არის არჩევნებზე მონოპოლი.თუ ერთ პარტიას შეუძლია არჩევნებზე დახარჯოს 16 მილიონი ლარი და მეორეს მხოლოდ 100 000 ლარი, აქ სამართლიან არჩევნზე საუბარიც კი ზედმეტია. ის ვინც დახარჯავს 16 მილონს ამ არჩევნებს ყოველთვის მოიგებს და თუ გნებავთ გადასამოწმებლად საქართველოს მოსახლეობის შარდის ანალიზთა მონაცემთა ბაზა შექმენით, არ უშველის ეს. გავიომეორებ.ტრაკტიტველა ძიძიგური ვერ მოუგებს სქელტრაკა ბენდუქიძეს, გამორიცხულია. ეხლა იბდაება კითხვა; რატომ ამაზე არავინ არ საუბრობს? იმიტომ რომ თანხებით მანიპულირება აწყობს ყველას. იმასაც კი ვისაც მომენტალურად ეს თანხები არ აქვს, იმასაც აქვს იმედი რომ იშოვის, მაგალითად თავარიშჩ პუტინთან, ან ძია სემთან.ასეთი რამ კი ამ არჩევნების სამართლიანობს, არჩევნებზე დახარჯული თანხებით განსაზღვრავს.მეორე არანაკლებ ნეგატიური მოვლენა ამ ამბეში არის, არჩევნებისთვის ნაშოვნ თანხის მეპატრონეზე დაოკიდებულება ე.ი. მარიონეტიზმი.ეს მოვლენა კი დღეს საქართველოში მიღებულია და მოსაწონი სამწუხაროდ. ასე რომ ბატონოჩემნო, ამახვილებთ ყურადღებას იმ პრობლემებზე რომელიც არჩევნების +- შედეგზე 1%-ი გავლენას ახდენს. ესეც როდესღაც გასაკეთებელი იქნება, როდესაც საქართველო ისეთი დემოკრატიული ქვეყანა იქნება, სადაც პარტიებს შორის ხმებში ისეთი მინიმალური განსხვავება, რომ ამ 1%-ს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. დღეს კი ამაზე საუაბრი არის თავის მოტყუება. აღარ დავაკოპირებ იმ დიდ ტექსტს, რომელიც თქვენ უკვე რამოდენიმეჯერ ნახეთ, მხოლოდ ლინკს მიგითითებთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სამართლიანი საარჩევნო კოდექსი : http://www.georgian-style.net/?p=152 Edited February 21, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vampire Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 ამხანაგი სტალინი ამბობდა, არჩევნებს ის კი არ იგებს, ვინც ხმას აძლევსო...არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის ხმებსო და არ აქვს მნიშვნელობა როგორ მისცემ ხმას... მე არ მჯერავს, რომ საქართველოში დემოკრატიული, და არა ისეთი "დემოკრატიული" ნაცებს რომ ჰგონიათ, არჩევნები ჩატარდეს...ღმერთმა ქნას ვცდებოდე...არ ცდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 ამხანაგი სტალინი ამბობდა, არჩევნებს ის კი არ იგებს, ვინც ხმას აძლევსო...არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის ხმებსო და არ აქვს მნიშვნელობა როგორ მისცემ ხმას... მე არ მჯერავს, რომ საქართველოში დემოკრატიული, და არა ისეთი "დემოკრატიული" ნაცებს რომ ჰგონიათ, არჩევნები ჩატარდეს...ღმერთმა ქნას ვცდებოდე... მომენტალურად რა მდგომარეობაც არის საქართველოში და ამ პოლიტპარტიათა სასტავში გამორიცხულია დემოკრატიული არჩევნები.ის პარტიები ოპოზიციონერ პარტიებად რომ მიგვაჩნია, რომლებიც გარემოს შეცვლაში მონაწილეობენ, არაფერს არ აკეთებენ იმის გარდა, რომ პარლამენტში რამოდენიმე თბილი ადგილი გაინაღდონ. ამ თბილი ადგილების განაღდებას კი ვითომ მიშას მიმართ "ზომიერ" ოპოზიციონერობაში ცვლიან.სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ალტერნატივის არა არსებობის გამო და საერთოდ დასავლეთის აზიური დემოკრატიის "გაუგებარი" მიდგომის გამო, ძალიან ცოტაა იმედი იმისა, რომ ვინმე ხმას ამოიღებს ახლო მომავალშიც. რა გზები არსებობს.აფრიკის კონტინეტზე განვითარებულმა მოვლენებმა გვანახა, ის თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ნეტ სივრცეს. ეს მომენტი ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის, თუ გვინდა რამე კონკრეტულ შედეგის მიღწევა. შევთავაზე მე აქაურ საზოგადოებას ნეტ სივრცეში პოლიტიკური პარტიის დაარსებისა. მაგალითი ასეთი პარტიის არსებობისა არის "მეკობრეთა პარტია" ევროპაში. ფაქტიურად მცირე ფინანსებით ახერხებენ ამ ფულიან ზვიგნთა ზღვაში ცურვას და თან წარმატებულად. ამისათვის შეგთავაზეთ პარტიის ოფისი http://www.georgian-style.net/ ზე.არ იყო დიდი პრობლემა ამ პარტიის დარეგისტრირებისა, უბრალოდ ყველაფრი გაჩერდა იქ, რომ "აუუუუ არ გამოვა, აუუუუ, ფული არაა და ზოგიერთი იუზერის ყომანი საკუთარი ძალების თვიდდაჯერებასა და ალასანიზმის შორის. მოკლედ, ხართ უსაქმური ზარმაცები, არაფრის გამკეთების თავი არ გაქვთ, შეგიძლიათ მხოლოდ აღშფოთება და ოხვრა. სანამ ეს ასე იქნება იქამდე ვერც გარემო და ვერც სხვა რამ შეცვლის იმას, რაც არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 არ იზამენ ამას ნაცები და ამ ფულს არ გაისვრიან ამ ყველაფერში.მეორეც,ეს რომ გააკეთონ,წააგებენ არჩევნებს და იზამენ თქვენი აზრით ამას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 არ იზამენ ამას ნაცები და ამ ფულს არ გაისვრიან ამ ყველაფერში.მეორეც,ეს რომ გააკეთონ,წააგებენ არჩევნებს და იზამენ თქვენი აზრით ამას? ეხლა არ იზამს. პრინციპში საქნავიც არაფერი აქვს. ის რასაც ესენი ითხოვნე ამის ქნა მიშას არ შეარყევს. მაგრამ, თუ იქნება მომთხოვნი, მაშინ ვინ კითხავს მიშას, იძულებით იზამს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2011 babuagiorgiაქ პრობლემა არ არის მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, არამედ თვითო ოპოზიციურ პარტიებსაც აწყობთ ზოგიერთი არასამართლიანი საარჩევნო "გარემო"კი, არის ესეც სამწუხაროდ... ისევ საზოგადოებამ უნდა იყოჩაღოს... შეძლებს, ხო კაი, შედარებით მშვიდობიანი ომავალი გვექნება, თუ არა და... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2011 babuagiorgi კი, არის ესეც სამწუხაროდ... ისევ საზოგადოებამ უნდა იყოჩაღოს... შეძლებს, ხო კაი, შედარებით მშვიდობიანი ომავალი გვექნება, თუ არა და... საზოგადოება ეს ფართე მნიშველობის ტერმინია. საზოგადოებას ამ შემთხვევაში მხარდამჭერის ფუნქცია აქვს და წინამძღოლის ფუნქციების გარეშე ეფექტი არ ექნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.