Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ტელეკომპანია „მაესტრო" თანამგზავრზე ბრუნდება


Recommended Posts

ტელეკომპანია „მაესტრო" თანამგზავრიდან მაუწყებლობას უახლოესი ათი დღის განმავლობაში აღადგენს.

 

გაზიარება

[16:26 17-02-2011]

http://3.bp.blogspot.com/-YCelxrQ4wbs/TVxQWEF0HAI/AAAAAAAAEac/S_24W1e2KG0/s200/30592_1284739643312_1374777655_30659328_1879080_n.jpgარხის გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თურქულ კომპანიასთან. „ჩვენც იმავე კომპანიის კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით გავალთ ეთერში, რითიც სხვა ძირითადი ქართული არხები მაუწყებლობენ. ხელშეკრულება იმდენი ხნით გავაფორმეთ, სადამდეც ფული გვეყოფა," - განუცხადა media.ge-ს ბაჩო კიკაბიძემ, რომელიც ხელშეკრულების დეტალებს არ ახმოვანებს და ამბობს, რომ სატელიტზე გასვლის შემდეგ „მაესტროს" ყურება შესაძლებელი იქნება დასავლეთ ევროპიდან ცენტრალურ რუსეთამდე.

ტელეკომპანიები "რუსთავი 2", "იმედი" , ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი" თურქულ კომპანია „თურქსატის" კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობენ. ყოველთვიური გადასახადი 18-დან 22 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.

გასულ წელს „მაესტრო", საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია, სატელიტზე კომპანია „მირის" საშუალებით გადიოდა. ფინანსური პრობლემების გამო კი 2010 წლის სექტემბერში თანამგზავრიდან მოხსნეს. ამჟამად „მაესტრო" საკუთარ პროდუქციას საკაბელო ტელევიზიების საშუალებით გადასცემს, თუმცა ამ კომპანიებთან პრობლემები ხშირად ექმნება. საფუძვლად კი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ამ მიზეზით „მაესტროს" მაუწყებლობა გამორთულია თელავში, ახმეტაში და რუსთავში, მათ გადაცემებს ვერ გადასცემს ციფრული ინტერაქტიული ტელევიზია SILK TV-იც.

„მაესტროს", ისევე როგორც მუსიკალურ ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსს" ტექნიკური პარამეტრები გასასწორებელი აქვს. ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ტელეკომპანიების მხრიდან. პრობლემის მოგვარებისთანავე დავიწყებთ მათ ჩევნებასაც," - განმარტა თეონა წერეთელმა, „სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა.

„„სილქნეტში" მითხრეს, რომ მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ „მაესტრო" სატელიტზე არ გადის. სწორედ ამიტომ არ რთავენ ჩვენს არხს. ახლა დავიწყებთ თანამგზავრიდან მაუწყებლობას და ვნახოთ კიდევ ექნებათ თუ არა რაიმე მიზეზი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

media.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-7375802582899346492?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...