planetanews Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა, რეგიონის მასშტაბით კი - პირველზე. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ინტერნეტის სიჩქარესაც უჩივიან და კომპანიებისგან დაწესებული ტარიფების შემცირებას ითხოვენ. ამაზე რეაგირებას კი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სთხოვენ. გაზიარება[გიორგი ბექაური. 02:14 18-02-2011]http://4.bp.blogspot.com/--SnKSKYVMSs/TV2djt4WJ4I/AAAAAAAAEak/T5EhytBzE3E/s200/68859_156579867708787_100000703243348_331398_2691984_n.jpgარადა, ინტერნეტის მიწოდების ფასს თავად კომპანიები ადგენენ და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია ამაში არ ერევა. ერთადერთი, რასაც მარეგულირებელი ინტერნეტ-პროვაიდერებს ავალდებულებს ისაა, რომ მათ საკუთარი ვებ-გვერდი ჰქონდეთ, სადაც შეთავაზებული პაკეტები და მისი ღირებულება იქნება განთავსებული.„ნეტ ინდექსის“ მიხედვით საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 6.77 მგ/წმ-ია. (რეიტინგი შედგენილია 2008 წლის 2 აგვისტოდან 2011 წლის 2 თებერვლამდე მომხმარებელთა „აიპი“ მისამართების ტესტირების საფუძველზე). რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ სამხრეთ კორეა (36,56 მგ/წმ), ლიტვა (30,34 მგ/წმ), ლატვია (26,40 მგ/წმ), შვეცია (25,14 მგ/წმ), ნიდერლანდები (24,51 მგ/წმ). რეიტინგის აუტაიდერები არიან ზამბია - 0,65, ირანი - 0,63, ბოლივია- 0, 55, - 0,47 და ზიმბამბვე - 0,39.პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ინტერნეტის სიჩქარის რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: ლიტვა (მე-2 ადგილი) - 30,34 მგ/წმ, ლატვია (მე-3 ადგილი) - 26.40 მგ/წმ, მოლდოვა (მე-7 ადგილი) - 23.67 მგ/წმ, უკრაინა (24-ე ადგილი) - 12.83 მგ/წმ, ესტონეთი (25-ე ადგილი) - 12.79 მგ/წმ, რუსეთი (27-ე ადგილი) - 12.18, საქართველო (51-ე ადგილი) - 6.77 მგ/წმ, ყაზახეთი (61-ე ადგილი) - 5.74 მგ/წმ, ყირგიზეთი (64-ე ადგილი) - 5.66 მგ/წმ, ბელორუსი (67-ე ადგილი) - 5.31 მგ/წმ, აზერბაიჯანი (94-ე ადგილი) - 2.91 მგ/წმ, უზბეკეთი (124-ე ადგილი) - 1.98 მგ/წმ , სომხეთი (128-ე ადგილი) - 1.85 მგ/წმ, ტაჯიკეთი (139-ე ადგილი) - 1.54 მგ/წმ.რაც შეეხება ზოგადად საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერია: „კავკაზუს ონლაინი“ და „სილქნეტი“. ბაზარზე ლიდერის პოზიციას „სილქნეტი“ (ყოფილი „გაერთიანებული ტელეკომი“) იკავებს, ხოლო შემდეგ მოდის „კავკასუს ონლაინი“, რომელიც 3 წამყვანი ინტერნეტ პროვაიდერის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა.„სილქნეტს“ ბაზრის 41% უჭირავს, ხოლო „კავკასუსი“ ბაზრის 37% აკონტროლებს.თუ გადავხედავთ საქართველოში ინტერნეტის სიჩქარეს და ტარიფს, საშუალო სიჩქარე 5-10 მგ/წმ-ს ფარგლებშია, ხოლო ტარიფი 1 მგ/წმ-ზე 5-10 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, იმისათვის, რომ „სილქნეტის“ ინტერნეტის აბონენტი გახდე, უნდა გქონდეს ამავე კომპანიის ფიქსირებული ან უკაბელო ტელეფონი. ინტერნეტის ჩასართავად კი უნდა გადაიხადო პირველადი, ანუ ინსტალაციის საფასური, რომელიც „დეესელ“ ინტერნეტის შემთხვევაში 20 დოლარია, ოპტიკური ინტერნეტის, ანუ „სილქ-ინტერნეტის“ შემთხვევაში კი - 70 ლარი.პაკეტები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 მეგაბიტი „სილქნეტის“ ინტერნეტი 10 დოლარი ღირს, 2 მეგაბიტი - 15 დოლარი, 3 მეგაბიტი - 20 დოლარი, 4 მეგაბიტი - 25 დოლარი, 6 მეგაბიტი - 30 დოლარი, 8 მეგაბიტი კი - 35 დოლარი.რაც შეეხება „სილქ-ინტერნეტს“ (ოპტიკურ-ბოჭკოვანი), ამ შემთხვევაში სიჩქარე მაღალია, მაგრამ ყოველთვიური გადასახადიც სიჩქარის შესაბამისი. მაგალითად, 4 მეგაბიტი 37 ლარი ღირს, 8 მეგაბიტი - 73 ლარი, 16 მეგაბიტი - 146 ლარი, მაქსიმალური სიჩქარის - 20 მეგაბიტის მიღებისთვის კი 220 ლარის გადახდა მოგიწევს.„კავკასუსის“ შემთხვევაში ინსტალაცია უფასოა, თუმცა ტარიფები დაბალი არც აქაა. მაგალითად, თუ „კავკასუს-ონლაინის“ „დიესელ“ ინტერნეტი გაქვთ 3-მეგაბიტიან პაკეტში თვეში 50 ლარის გადახდა მოგიწევთ; თუ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობ, მაშინ სიჩქარე იზრდება, ფასი კი მცირდება. ამ შემთხვევაში 5 მეგაბიტში სულ რაღაც 30 ლარს იხდი.ინტერნეტ-ბაზრის კიდევ ერთი პატარა მოთამაშე „მაგთია“, რომლის ინსტალაცია 155 ლარი ჯდება, თვიური გადასახადი კი 15 ლარიდან იწყება და სიჩქარის შესაბამისად 45 ლარამდე ადის.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი ინტერნეტის სიჩქარე მაღალია, ფასი კი რაც შეიძლება დაბალი. იაპონიაში 1 მგბტ/წამი, საშუალოდ, 27 ცენტი ღირს, ხოლო საშუალო სიჩქარე 61 მგბტ/წმ-ია; კორეა საშუალო სიჩქარე 46 მგბტ/წმ-ია, 1 მეგაბიტის საშუალო ღირებულება 45 ცენტია; ფინეთი: საშუალო ტარიფი 2 დოლარი და 27 ცენტია, ხოლო სიჩქარე 22 მეგაბიტი; პოლონეთი: ტარიფი - 13 დოლარია, სიჩქარე - 7.5 მეგაბიტი წამში, სომხეთში ტარიფი - 2 დოლარი და 5 ცენტია, სიჩქარე - 1 მეგაბიტი, აზერბაიჯანში - 5 დოლარი და 7 ცენტი, საშუალო სიჩქარე 1 მეგაბიტი წამში.უკრაინაში ინტერნეტ-პაკეტის საშუალო ტარიფი 52-53 გრივნა, დაახლოებით, 7-8 ლარია. თანაც აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა ინტერნეტ-კავშირის სიჩქარით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორისაა, სწრაფი ინტერნეტის ხარისხით კი ასევე მსოფლიოში 36-ე ადგილზეა.რუსეთში ეკონომიური პაკეტის საფასური 100 რუბლია, ანუ 6 ლარი, ამ პაკეტის მფლობელს ინტერნეტი წამში 1 მეგაბიტი სიჩქარით მიეწოდება (ჩვენთან ეს პაკეტი საშუალოდ 10 დოლარი ღირს). 300 რუბლი, დაახლოებით, 18 ლარი ღირს 3 მეგაბიტი.ინტერნეტის სიჩქარე მაღალია და თანაც იაფი გერმანიაში. მაგალითად, იმისათვის, რომ ინტერნეტი მთელი თვის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მოგეწოდებოდეს, თანაც წამში 16 მეგაბიტი, სულ რაღაც 25 ევროს გადახდა გიწევს. ამაში შედის ტელეფონის საფასურიც. ასეთი პაკეტი გერმანიაში მოქმედ რამდენიმე კომპანიას აქვს. საშუალოდ 20-30 ევრო ღირს ინტერნეტის ესპანეთშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ტელეფონის გადასახადი მასთან მიბმული არ არის.ფაქტია, რომ ქართული ინტერნეტი ბევრად ჩამოუვარდება განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ინტერნეტის ხარისხს, მიუხედავად ამისა ფასი გაცილებით დიდია. ქვეყანაში კი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2000 წლის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის 20 000 მომხმარებელი იყო, ბოლო მონაცემებით, ანუ დღეისათვის ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 1 300 000-ს შეადგენს.presage.tvhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts