planetanews Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/ramaz-150x150.jpgსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია. მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის რეაბილიტირებული სამსართულიანი შენობა მოინახულა, რომელიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შენობის დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად განკუთვნილი 2 ახალი ავტომანქანა გადასცა. 100 ცალ ურნას კი, მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს. აღნიშნული ტექნიკა “მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტის” ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ დაბა თიანეთის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოების დაწყებამდე დაბა თიანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ უწყლოდ იყო დარჩენილი, ნაწილს კი სასმელად უვარგისი წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. რამაზ ნიკოლაიშვილმა რეაბილიტირებული წყალგაყვანილობის სისტემის მუშაობის ხარისხი ბიკაშვილების ოჯახში პირადად შეამოწმა. სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა. რამაზ ნიკოლაიშილმა, თიანეთში ყოფნისას, რეაბილიტირებული სპორტ-სკოლა და განახლებული კულტურის სახლიც მოინახულა. სპორტ-სკოლაში, რომელიც წლების განმალობაში მწყობრიდან იყო გამოსული, სატრენაჟორო და საჭიდაო დარბაზები და კალთბურთის მოედანია განლაგებული. რეაბილიტირებულ კულტურის სახლში 300 კაცზე გათვლილი კინოთეატრი და საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ თიანეთს კინოთეატრი 20 წლის მანძილზე არ ჰქონია. კულტურის სახლის რეაბილიტაციის შემდეგ, დარბაზი შესაბამისი აპარატურით აღიჭურვა და კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts