planetanews Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/buneba-2-150x150.jpgარასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას აპროტესტებენ და პრეზიდენტისგან და მთავრობისგან სამინისტროს რეორგანიზაციის შეჩერებას ასევე, მისი დაფინასებისა და უფლებების გაზრდას ითხოვნ. დღეს, ამასთან დაკავშირებით, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” პრესკონფერენცია გამართა. “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა მთელ რიგ კანონებს, სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. კერძოდ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანა”, “კავკასიის ეკოლოგია”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და სხვები. განცხადება პრეზიდენტს, პარლამენტსა და კანცელარიაში ამ დღეებში დაიგზავნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts