Morfius Posted March 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2011 ეს ზრაპრები არ არის წყარო მითითებულია.შეგიძლიათ ინფორმაციის შემცველი ლინკი დადოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 (edited) ვამპირები… რას წარმოადგენენ ისინი?ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”.რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი? იხილეთ მითიური და ფოლკლორული ვამპირების სია… აზემა ალგული - არაბეთი, იაპონია და ფილიპინები. ასევე ცნობილი სახელით: გული (Ghul) ალგული — არაბული ვამპირი, ანუ „სისხლისმსმელი ჯინი“. ამგვარი ვამპირები, ტრადიციულად, ქალი დემონები არიან, რომლებიც თავიანთ ორგიებს გარდაცვლილი ბავშვების გვამებზე და გადაჭედილ სასაფლაოებზე მართავენ. ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც ბუგიმენსა და ინკუბუსს უკავშირდება. ალპი მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. ალპის მოკვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ანიუკა ასანბოსამი (ან ასასაბონსამი) სევე ცნობილი სახელით: ასასაბონსამი — აფრიკული ვამპირია და ცნობილია სამხრეთ განაში, აშანტის ტომებს და სპილოს ძვლის სანაპიროს — კოტ-დ’ივუარსა და ტოგოს მცხოვრებთა შორის. გადმოცემების თანახმად, ასანბოსამი უღრან ტყეებში ბინადრობდა და ყველაზე ხშირად მას მონადირეები წააწყდებოდნენ ხოლმე. საერთოდ, მას ადამიანის გარეგნობა აქვს, ორი გამონაკლისით: რკინის კბილები და ფეხზე კაუჭისმაგვარი გამონაზარდი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმ ხესთან გაივლის, სადაც ასანბოსამი ცხოვრობს, სიკვდილი არ ასცდება. ასვანგი — ფილიპინელი ვამპირი, რომელიც გადმოცემების თანახმად, დღისით ლამაზი ქალის სახით ჩნდებოდა, ხოლო ღამით შიშისმომგვრელ მფრინავ ბოროტმოქმედად გარდაიქმნებოდა. დღის განმავლობაში, ასვანგს ნორმალური ცხოვრებით არსებობა შეუძლია. თუმცა ღამ-ღამობით მსხვერპლების სახლებში იგი ღამის ფრინველის სახით ფრინდებოდა. ყოველთვის სისხლით იკვებება, განსაკუთრებით კი უპირატესობას ბავშვებს ანიჭებს. საკვების მიღების შემდეგ, ეს არსება იბერება და ფეხმძიმედ გამოიყურება. თუ ასვანგი ადამიანების ჩრდილს გალოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მალე მოკვდება. აძე — ვამპირის სული, რომელიც აფრიკაში, განას სახმრეთ-დასავლეთის და ტოგოს სამხრეთის ევების ტომებში ბინადრობს. აძე „მფრინავი ცეცხლის“ სახით დაფრინავს, მაგრამ თუკი მას დაიჭერენ, იგი ადამიანის იერს იღებს. იგი სვამს სისხლს, პალმის წვენს და ქოქოსის წყალს; ასევე, ნადირობს ბავშვებზე. ბაავან ში — შოტლანდიური ვამპირი, რომელიც, როგორც წესი, ლამაზი ქალის სახით გვევლინებოდა და ამით, თავის მსხვერპლებს აცდუნებდა. მაგიურ ცოდნაში ბაავან ში, ჩვეულებრივ, მწვანეში გამოწყობილი გვხდება. ბაიანგი — მალაიზიური ვამპირი, რომელიც კატას მოგვაგონებს და ბავშვებზე ნადირობს. შესაძლებელია მისი დამონება და მსახურ დემონად გადაქცევა. ხშირად, ერთი ოჯახის ფარგლებში ბაიანგი რამდენიმე თაობას ემსახურება. თუ მას დაიჭერენ, იგი კვერცხებით იკვებება და თუ საჭმელი შემოაკლდა, პატრონს აუმხედრდება. ასეთი დემონის პატრონს შეუძლია მისი მტრისთვის გაგზავნა. მტერი, როგორც წესი, მალევე გაურკვეველი დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ტრადიციების მიხედვით, ბაიანგი წინასწარ მოჯადოებული მკვდრადშობილი ბავშვის სხეულისგან ჩნდება. ბაითალი ბებარლანგები — ფილიპინებში აღმოჩენილი ტომი, რომელის წევრებიც ფსიქიური ვამპირიზმის ფორმებს მიმართავდნენ: მსხვერპლის ენერგიისა და ცოდნის მიღების მიზნით, სვამდნენ მის სისხლს. ბრაჰმაპარუში — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც ადამიანებით იკვებება. მსხვერპლთა სისხლს ეს არსება თავის ქალიდან სვამდა, ჭამდა თავის ტვინს და ბოლოს, მსხვერპლის შიგნეულობაში გახვეული, რიტუალურ ცეკვას ასრულებდა. ბრუშა — ქალი-ვამპირი პორტუგალიიდან. ბრუშა ვამპირის სახეს, როგორც წესი, ჯადოქრობის საშუალებით იღებს. ღამ-ღამობით თავის სახლს ფრინველის ფორმაში ტოვებს. ყველაზე ხშირად იგი გადაღლილ, გზააბნეულ მოგზაურებს ესხმის თავს. გადმოცემის თანამად, დილაობით ის ლამაზი ქალის სახით გვევლინება და ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას ეწევა; უყვარს ბავშვები, რომლებიც საბოლოო ჯამში მის მსხვერპლებად იქცევიან. მისი მოკვლა შეუძლებელია. ბჰუტა — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც, როგორც წესი, ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის საფუძველზე ჩნდება. ბჰუტებს გადაეყრებიან ხოლმე სასაფლაოებზე ან ბნელ, უკაცრიელ ადგილებზე. ასეთი არსების თავდასხმა, ხშირ შემთვევაში, სერიოზული დაავადებით ან სიკვდილით მთავრდება. გაიალი — ინდოეთი დანაგი — ვამპირი ფილიპინებიდან, რომელსაც უკავშირდება კუნძულებზე მცენარე ტაროს გახარება მრავალი წლის წინ. ისტორიულად, დანაგი ადამიანებთან თანამშრომლობდა, მაგრამ მათი მეგობრობა დასრულდა მაშინ, როცა ქალმა თითი გაიჭრა და დანაგმა ჭრილობა მოუწოვა; ამ დროს კი მას ისე მოეწონა გემო, რომ „მსხვერპლს“ სისხლი სულ გამოაცალა. ჯარეგ-დუე — საზარელი ქალი-არსება ირლანდიიდან, რომლის სახელიც “სისხლის წითელ მწოველს” ნიშნავს. ვამპირის ეს ნაირსახეობა, რომელსაც კელტების ხანას უკავშირებენ, დღემდე თავზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი არსების სავარაუდო ადგილსამყოფელის გაუვნებელყოფის ერთადერთი საშუალებაა, საფლავზე ქვების დახვავება. დეარგ-დუეს - შესახებ ყველაზე ცნობილი თქმულებაა ლამაზი ქალის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უოთერფორდშია დაკრძალული, ეკლესიის ეზოში, “წელში მოხრილი ხის” გვერდით. წელიწადში რამდენჯერმე იგი ამოდის საფლავიდან და თავის უნარს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანი შეაცდინოს და შემდეგ – მოკლას. დოპელზოიგერი (გერმ. Doppelsauger) — გერმანელი ვამპირი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთითაა აღმოჩენილი — ვენდებს შორის (სლავური რასა). გადმოცემის თანახმად, ბავშვი, რომელსაც დედის ძუძუს მოაცილებენ, ვამპირად იქცევა. დოპელზოიგერი ნათესავების მკერდის ხორცსავსე ნაწილებით იკვებება და ამით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. ეკიმუ ემპუსა საბერძნეთი (ბერძნ. Εμπουσα) — ქვესკნელის საშინელი დემონი, ჰადესის სისხლისმსმელი ურჩხული, ღამეული ლანდი, ჰეკატეს თანამგზავრი და ხშირად, მისი ორეულიც. აფრთხობდა მგზავრებს, სისხლს სწოვდა და ჭამდა ბავშვებს, მიეკუთხვება ურჩხულთა ისეთ მოდგმას, როგორებიცაა გორგონა, ლამია, აკო, ალფიტო, მორმო და მორმოლიკე. ამ წყვდიადის საფრთხობელებს ზოგადად მორმოლიკებს ეძახდნენ. ემპუსას გამოხატავდნენ ვირისფეხებიან მშვენიერ ქალად, რომელიც ბავშვს ჭამს ან შეყვარებულს ახრჩობს. მას შეუძლია იქცეს ნებისმიერ არსებად, ხან ვირია, ხან ჯორი, ტურა, ქალი და ა.შ. ერეტიკა — რუსეთი ესტრიე — ისრაელი ვლოკოსლაკი ვოლკოლაკი ვრაკოლაკი ვრიკოლაკასი ვრიკოლატიოსი ვურდალაკი ზმეუ იმპუნდულუ — დასავლეთი აფრიკა ინკუბუსი იუსტრელი კათაკანო კაშა — იაპონია კოზლაკი — დალმატია, ხორვატია კრვოპიაცი — ბულგარეთი კუან-ში — ჩინეთი ლამია — ლიბია ლანგსუირი — მალაიზია ლინჰაუმ-ში — ირლანდია ლობიშომენი — ბრაზილია ლუგარუ — დასავლეთი ინდოეთი ლუგატი — ალბანეთი მარა მასანი მაქცია მორმო — საბერძნეთი მოროიი — რუმინეთი მურონი — რუმინეთი ნახზეერი ნელაფსი ნოინტოტერი ნოსფერატუ ობაიფო ოხინი — პოლონეთი პაკუ პატი — ინდოეთი პელესიტი — მალაიზია პენანგალანი — მალაიზია პიიავიცა პისაჩა — ინდოეთი პოლოგი — მალაიზია ჟარაკაკასი — ბრაზილია რაკშასა — ინდოეთი რამანგა სტრეგონი ბენეფიჩი სტრიგი სტრიგოიი — რუმინეთი სუკუბუსი ტალამაური ტლაკიკესი უბორი უპიერჩი უპირი უტუკუ ჩან ში — ჩინეთი ჩივატატეო ჩორდევა ჩურელი — ინდოეთი ჯიგარხვარი — ინდოეთი ვამპირად ქცევის წინაპირობები წელიწადის გარკვეულ დროს დაბადებულები (ახალი მთვარისას, წმინდა დღესასწაულებზე და ა.შ.); კუდით, კბილებით ან ზედმეტი ძუძუთი დაბადებულები (თანდართული ანომალია); დიდი თმის საფარით, წითელი ხალით ან ორი გულით დაბადებულები; წმინდა დღესასწაულებზე ჩასახულები; დედის ძუძუს ნაადრევად მოშორებულები; სხვისი ძუძუთი გამოკვებილები, მას შემდეგ რაც დედისას მოაშორეს; მეშვიდე მამის მეშვიდე ვაჟი; მოუნათლავად გარდაცვლილები; დაწყევლილები; ფეხმძიმობისას დედამ საკმარისი მარილი არ მიიღო; ფეხმძიმობისას დედამ დაინახა ვამპირი. ქმედებები და მოვლენები ჯადოქრობის შედეგად; თვითმკვლელობისას; მგლისგან მოკლული ცხოველის ხორცის ჭამის შემთხვევაში; უზნეო და ცოდვილი ცხოვრებისას; რწმენის ღალატისას (საეკლესიო პირთა მიერ). სიკვდილისშემდგომი მოვლენები ვამპირის ხელში სიკვდილი; ცხოველი, რომელიც მიცვალებულს ან კუბოს გადაახტება; ცხედარზე არსებული მუდმივი ჩრდილი; დაუკრძალავი მიცვალებული ან არასათანადო დაკრძალვა; ძალადობის ან მკვლელობის მცდელობისას სიკვდილი; შურiძიებელი მკვლელობა; უყურადღებოდ დატოვებული ცხედარი; წყალზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილი (დამხრჩვალი); გაძარცული ცხედარი; პირქვე დაკრძალულები. ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”.მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებში “დრაკულა” ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა – განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს – თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი “დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი.რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი?ქრისტიანული და წარმათული რელიგიების სათავეების მკვლევარი, ალექსანდრე დუგინი სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ეყრდნობა და ამის მყარი საფუძველიც აქვს. თითქმის ყველა რელიგიის არსი – ღმერთი, და შემდეგ ადამიანი, ცხოვრების ორ ციკლს გადის: სიცოცხლეს და სიკვდილს, რომლებიც ერთმანეთთან საკრალური ქმედებით არის დაკავშირებული. წარმართულ რელიგიაში მზე ღვთიური სხივის (სინათლის) განსახიერებად ითვლებოდა, ხოლო მზის წელიწადი როგორც მთელი ქვეყნიერების, ისე ადამიანის ბედის საზომსა და მოდელს წარმოადგენდა.ალექსანდრე დუგინი ვამპირთა ქმედებაში იგივე საკრალურ მომენტს ხედავს, მხოლოდ მუქსა და ბნელში გამეორებულს, ნაცვლად ახალი მზიური სიცოცხლისა, რომელიც მათი აზრით, მხოლოდ ფერმკრთალი, წარმავალი არსებობა იყო. რა შუაშია აქ სისხლი, რომელსაც ვამპირები სვამენ ახალი ცხოვრების საზიარებლად?ყველა რელიგიის მისტიკური ტრადიცია სისხლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი აზრით, სისხლი წარმოადგენს შესქელებულ ცეცხლს, სინათლეს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ფსიქიკას შორის გარდამავალი ინსტანციაა. სისხლი ადამიანის სულის მატერიალური გამოხატულებაა. უძველესი საკრალური დამოკიდებულება სისხლის მიმართ შემორჩენილია ქრისტიანულ რელიგიაშიც. გავიხსენოთ სიმბოლური მსგავსება ადამიანისა ქრისტესთან. მართლმადიდებლურ ტაძრებში სვამენ წითელ ღვინოს – იგემებენ ღმერთის “სისხლს”.ქრისტიანის სულის ფსიქო-ფიზიკური სტრუქტურის გარდაქმნის მაგიური ზებუნებრივი აზრი გაქრა და რელიგიურმა წეს-ჩვეულებამ ალეგორიის სახე მიიღო. ქრისტიანული მღვდელმსახურების ეს მხარე იდუმალი ეზოთერული სწავლების საკუთრება გახდა, რომლის მიზანი, ღვთიური უნარის ფლობა და უკვდავების მიღწევა იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა მომაჯადოებელი და საზარელი პაროდია, რომელმაც ფერიცვალების არსი ღამის კოშმარის სფეროში გადაიყვანა.შუა საუკუნეებში წარმოქმნილი საიდუმლო ორგანიზაციები ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, “დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო.ამ მოვლენის შემდეგ საუკუნეები გადის და ბევრი რამ იცვლება. თუმცა, მისტიკური საიდუმლოების მეშვეობით (სისხლის დახმარებით) ადამიანის გარდაქმნისადმი ინტერესი არ განელებულა. ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ამ ფარული პროცესის არსებითი როლი მდგომარეობს კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიერ პიროვნების სულიერ-ესთეტიკური ფორმირების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე რეალისტური რომანის ფუძემდებლები – ონორე დე ბალზაკი და ემილ ზოლა საიდუმლო საზოგადოების წევრებად მოიაზრებოდნენ და ამ გატაცებამ გავლენა მათ შემოქმედებაზე იქონია.“დრაკულას” ავტორი – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის “ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. “ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე.ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ “ოქროს აისში” “დრაკულას” ავტორის წევრობა ბევრის მანიშნებელია. სწორედ ამ ორგანიზაციაში შემუშავებული რიტუალებია დაკავშირებული “სისხლის მაგიასთან”. ორდენის თავკაცი მაზერსი პირდაპირ დაადანაშაულეს ვამპირიზმში.ვამპირიზმის იდეის გავრცელების სხვა მაგალითებიც მრავლად არსებობს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი დევიდ ბოუი საშინელებათა ჟანრის ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, სადაც ვამპირები, სხვა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. და აი, რა არის საინტერესო – დევიდ ბოუი წევრია ეზოთერული ორგანიზაციისა – “აღმოსავლელი ტამპლიერების ტაძარი”, რომლის ფესვებია “ოქროს აისიდან” მოდის.მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია “ტულეს გაერთიანება”, რომლის “ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება “შავი სატანის” სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ.ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები?ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ მრავალრიცხოვან სატანურ სექტებს (ვამპირული სექტები) აერთიანებს ერთიანი ორგანიზაცია. ორგანიზაციის სათავეში დგას ყველაზე ძლიერი მაგი – “მოხუცი”, რომელიც აკონტროლებს ყველა სექტას და ავრცელებს ეშმაკის კულტს.არსებობს შავბნელი დოქტრინის საფუძველზე შემუშავებული ვამპირიზმის სპეციფიკური ოკულტური ტრადიცია. ამ ტრადიციის მატარებლები განსაკუთრებულ შესაძლებობლებს და მეთოდებს ფლობენ და პირველ რიგში, ცივილიზაციის განვითარების მთავარ პროცესზე – კულტურაზე ახდენენ გავლენას. მათი სურვილია ვამპირიზმის შესახებ მითი ბანალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. პათოლოგიას ადამიანი მშვიდად ხომ იმ შემთხვევაში ეგუება, როცა ის მისთვის ჩვეულებრივი ხდება.რა ბედი ეწევათ ადამიანებს, მსგავსი პათოლოგიის შეგუების შემთხვევაში? Edited March 22, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 ზოგადად კი ვამპირებზე ვისაც უფრო მეტის გაგება სურს უნდა მოიძიოს გრიმუარი სახელწოდებით "სისხლის წიგნი" მეეჭვება ვინმემ იპოვოს, მაგრამ სცადეთ მაინც დაინტერესებულებმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 შენ ცნობდი ან იცოდი ვინ იყვნენ აქ საქართველოში ვამპირები? ხელისუფლება თუ ფლობს მაგათზე ინფორმაციას? ის ერთ ერთი მათგანი რომლის სასაფლაოც აქ არის ვერ მეტყვი ვინ არის?ხელისუფლებაში ყველა ვამპირი, სისხლისმსმელი და წურბელა არაა? )) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 ხელისუფლებაში ყველა ვამპირი, სისხლისმსმელი და წურბელა არაა? ))პრინციპში მასეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 ზოგადად კი ვამპირებზე ვისაც უფრო მეტის გაგება სურს უნდა მოიძიოს გრიმუარი სახელწოდებით "სისხლის წიგნი" მეეჭვება ვინმემ იპოვოს, მაგრამ სცადეთ მაინც დაინტერესებულებმა.რამხელა სტატია დაგიწერია ვამპირებზე))) არ გეზარება? )))ისე იმ ფორმით როგორც კინემატოგრაფი და ფანტასტიკოსი მწერლები წარმოაჩენენ არ მჯერა მათი არსებობის, მაგრამ ისინი რომ იყვნენ, ისევ ზემოთნახსენები მოღვაწეების ფსიქოლოგიური ზეგავლენის წყალობით და არიან ეს კი. რამდენი შეშლილი კინოს უყურებს და მერე ვიღაცას ყელს გამოჭრის არ ნიშნავს რომ ვამპირია, მაგრამ ასე ხომ ირქმევენ თავად და სხვებიც ეგრე ნათლავენ? ისე შეიძლება რაღაც დაავადებების გამო ადამიანი გარკვეულად ცუდად გრძნობდეს თავს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო, და საკვები ცილებით მდიდარი სისხლის მიღებით უკეთ ხდებოდეს. ზოგჯერ მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეგავლენით.მედიცინაში უამრავი ფაქტია იმის, რომ ადამიანი განკურნებულა უბრალო არაფრის მაქნისი"წამლის" წყალობით მხოლოდ იმიტომ, რომ მას მისი "უებრობის" სჯეროდა.ასე ხდება ვამპირების შემთხვევაშიც როდესაც მათ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. შემდეგ კი ყველაფერს ამას ფანტასტები ლეგენდებად აქცევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 რამხელა სტატია დაგიწერია ვამპირებზევამპირებზე მართლაც მცდარი წარმოდგენა აქვს ხალხს, უკანასკნელ პერიოდში მომრავლებული სერიალებიდან როგორებიცაა მაგალითად საგა "ბინდი", "ნამდვილი სისხლი" და "ვამპირის დღიურები" ადამიანი აკეთებს მცდარ დასკვნებს მათ შესაძლებლობებზე, ისე ცნობისათვის არსებობენ და არა მარტო ვამპირები, ე.წ მაქციებიც, ზომბებიც არის ასეთი აფრიკული ვუდუს მაგია, რომლის მიხედვითაც დემონებს შეუძლიათ მკვდარი სხეულის ცნობიერების გარესჰე გაცოცხლება 7 წლის განმავლობაში მათი მართვა, რაც შეეხება ვამპირებს ესენი არიან ადამიანთა უძველესი რასის წარმომადგენლები. უბრალოდ მოხდა ისე რომ მათმა სულებმა თავის დროზე გადაწყვიტეს სამუდამოდ მიწაზე დარჩენა, შემდეგ ვეღარ გარდაიცვალნენ სხვა განზომილებაში და ინანეს, არსებობს შემეცნება იმისა, რომ თუ ამ მართვის დონეს მიაღწევს კაცი გადაწყვეტს და არ მოკვდება ანუ არ დატოვებს ფიზიკურ სხეულს, ვიცი ეს ყველაფერი ეხლა სასაცილო სისულელედ გეჩვენება მაგრამ რაც დავწერე თუ დეტალებში განვიხილავ, რა და როგორ მიხვდები რომ ეს ლაკონურად დაწერილი არც თუ ისე სასაცილოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 Morfiusგუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”. ეს ცოტა სასაცილოდ მეჩვენაბა ისე კი ვამპირები არსებობენ, გააჩნია რას გულისხმობ მაგაში, ცხოველი ვამპირები არსებობენ, ობობაც ვამპირია, ისიც ხო სისხლს წოვს მაგრამ ადამიანი ვამპირი არა თუ რათქმა უნნდა ადამიანს პსიქიური გადახრა არააქვს და თავი ვამპირი არ გონოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 ეს ცოტა სასაცილოდ მეჩვენაბა ისე კი ვამპირები არსებობენ, გააჩნია რას გულისხმობ მაგაში, ცხოველი ვამპირები არსებობენ, ობობაც ვამპირია, ისიც ხო სისხლს წოვს მაგრამ ადამიანი ვამპირი არა თუ რათქმა უნნდა ადამიანს პსიქიური გადახრა არააქვს და თავი ვამპირი არ გონოა ეს ლეგენდებია ძვირფასო და ბუნებრივია შეიძლება სიცილი, საქმე იმაშია რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი არაერთი სახელმწიფოს მოსახლეობა საუბრობს ვამპირიზმზე, იქმნება ორდენები და მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფები, ადამიანის ფსიქიური გადახრა აქ არაფერ შუაშია, კიი არსებობენ ნახევრადშეშლილი ტიპები რომლებიც უბრალოდ ბაძავენ ვამპირებს, ვამპირთთაყვანისმცემლები, მაგრამ ე.წ ვამპირებიც არსებობენ და ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, საქმე იმაშია რომ ისინი იდევნებიან ეკლესიის მიერ და თვითგადარჩენისთვის ადამიანებში ქმნიან ზეშესაძლებლობების მქონე არსებების ილუზიას, ხანაც ლეგენდებში იმალებიან. ობობაც ვამპირია, ისიც ხო სისხლს წოვსვამპირს სისხლის წოვისთვის არ ქვია ვამპირი ჩემს პოსტს თუ წაიკითხავდი იქ სისხლი განხილულია სულის მატერიალურ გამოვლინებად ასე რომ ეს სისკლის საკვებად მიღებაც სიმბოლურია. მაგრამ ადამიანი ვამპირი არაჩვეულებრივი ადამიანი არა, მაგრამ ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. თავი ვამპირი არ გონოა წესით თუ მართლა გიჟი არ არის ადამიანი თავი ვამპირი არ უნდა ეგონოს მაგრამ რომ იცოდე რამდენი პიროვნებაა მსურველი გახდეს ვამპირი გაგიკვირდებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 ისე კი ვამპირები არსებობენ, გააჩნია რას გულისხმობ მაგაშიადამიანთა განსაკუთრებულ რასას, პლიუს გარდაცვლილის გვამს, ბიბლიაში არის ასეთი ციტატა, მიქაელ მთავარანგელოზმა, როდესაც ის ედავებოდა ლუციფერს მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის სიტყვების წარმოთქმა არამედ თქვა "შეგრისხოს უფალმა", როგორ ფიქრობ რაში ჭირდებოდა ლუციფერს მოსეს გვამი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 იმიტომ რომ ქაოსის ბნელი ღმერთების ქმნილებაა ხოლო ქაოსის ბნელ ღმერთებს უარესი არსებებიც შეუქმნიათ განსაკუთრებით კი ხორნოს და ნურგელს რაც შეეხება ვამპირებს, ვამპირები არიან ელდარის რასის წარმომადგენლები. ელდარი ყველაზე ძველი რასაა, ხოლო გენეტიკურმა ექსპერიმენტებმა და უკვდავების ძიებამ, ასევე ოკულტიზმში და ბნელ ღმერთებთან კავშირის შედეგად მათ მუტაცია განიცადეს და ესე წარმოიქმნა ვამპირები.. ვამპირები სინამდვილეში მცდარი სახელია, მათ ბნელ ელდარელებს უწოდებენ.. მუტაციის შემდეგ მათ რელიგიაც შეიცვალეს და ბნელი ღმერთების თაყვანისმცემლები გახდნენ.აჰა გასაგებია უკვე რასაც წერ, მხოლოდ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები არანაირ ბნელ ღმერთებთან კავშირი და ასე შემდეგ, იმას რასაც შენ აღვლენას ეძახი გასხივოსნება ქვია, უბრალოდ მოხდა ისე რომ ამ ადამიანების სული მატერიალურზე იმდენად იყო მიჯაჭვული რომ ვიტალური გარსი ვეღარ მოიცილა და ზოგი ასტრალში დარჩა ზოგიც აქ, გვერდით თემაში მოგწერე პიროვნებაზე რომელიც ინდოეთში გავიცანი მან შეძლო გასხივოსნება და ნებაყოფლობით დატოვა სხეული, ის ამბობდა რომ დედამიწაზე მისი მსგავსი ანუ გასხივოსნებული მხოლოდ 4 ადამიანია, დანარჩენები ან ძიების პროცესში არიან ან კიდევ გუ-რუს ზედამხედველობის ქვეშ მედიტირებენ ამაზე. პარალელურად მათ შესახებ იქმნება მითები და ლეგენდები, სწორედ ისეთები რომლებსაც ძველი აღთქმის ზოგიერთ წიგნში ვხვდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
roxrox0 Posted August 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2011 au shegidzlia mag pilmis linki momceee? : )) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
OREGON BLACK Posted December 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2011 ჯერეგერთი ვამპირებზე ბევრი ტყუილია ცოტა მართალი. და ვამპირი როგორც შავ ძალებს ისე კეთილებსაც ემსახურება, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი და ვისაც არ ჯერა უცბად დაუმტკიცებ. თავისივე სიცოცხლით.მაგრამ ადამიანს არ გავწირავ მთლად ეგეთიც არ ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted May 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2012 OREGON BLACK ვისაც არ ჯერა უცბად დაუმტკიცებ მე არ მჯერა და დამიმტკიცე, თუ არა და სიტყვის კაცი არ ხარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Inferno Posted July 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2012 კი რათქმაუნდა არსებობენ! tu martla gianteresebs vampirebi kargad moidzie infomaria ramtqmaunda tu xeli migiwvdeba da gaigeb! 1.wlebis manidzle eklesia ebrdzoa asevtqvat borot dzalebs… (bevrs sheidzleba gaecions da tqvas ra sisueleao mara angelozebis da gmertis xom gjerat?? xoda aseve unda daijerot rom boroti dzalebi arsebobs) da am borot dzalebshi sheidodnen vampirebic daaxloebit meate saukunistvis gaqrnen da bolo vinc shemchneuli iyo da vampirad moixsenies iyo 1223 wels safrangetis ert erti nu rogor vtqva mtavarsardlis shvili magis mere arc araferia vampirebze da xalxic uaryofs! axla quchasi rom gaxvide da gmokitxva chaataro xalxi sicilit mokvdeba radgan ar sjerat!! da imaze ar fiqoben saidan warmoishva es mitebi da legendebi?? safudzveli saidan qonda??? tu ki gjerat rom gmerti arsebobs angelozi, ratom ar ijerebt imas rom boroti dzalebic arseboben! LikeReply Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.