newstudio Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ ევროვიზიის შესარჩევი კონკურსიდან საბუთები გამოიტანა. როგორც "ინტერპრესიუსთან" საუბრისას ქეთი ორჯონიკიძემ განაცხადა , შესარჩევი კონკურსიდან მისი კანდიდატურის მოხსნა ორმა ფაქტორმა განაპირობა.~შესარჩევი კონკურსის პირველ შეკრებას ჩემი წარმომადგენელი დაესწრო. კონკურსის თანახმად, თურმე მუსიკა ფონოგრამაზე უნდა ყოფილიყო, მე კი მემღერა. ჩემს ჯგუფში სერიოზული ხალხი უკრავს და სცენაზე ტყუილად ხელებს ვერ ვაქნევინებდი. მეორე მოტივი, კონკურსიდან კანდიდატურა რომ მომეხსნა, ის გახდა, რომ თურმე საკონკურსოდ გერმანიაში გასამგზავრებლად მხოლოდ მგზავრობის თანხები ანაზღაურდებოდა და დანარჩენი ხარჯები ჩვენ უნდა აგვენაზღაურებინა. ამ კონკურსში რომც გაგვემარჯვა, მიღებული პრემიით გაწეულ ხარჯებს ვერ დავფარავდით. ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აზრი აღარ ჰქონდა. "ფეისბუქზეც" დავტოვე დაახლოებით ასეთი შინაარსის კომნტარი ~ევროვიზიის მსგავს კონკურსში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს~,-განაცხადა ქეთი ორჯონიკიძემ.~ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა ნათია უზნაძემ მხოლოდ ის დაადასტურა რომ, შეკრებაზე კონკურსის პირობების თანახმად, მელოდია პლუს ფონოგრამით გავიდოდა, ხოლო ვოკალისტი ცოცხლად იმღერებდა.~შეკრებას, რომლის დროსაც კონკურსის პირობებზე იყო საუბარი, ქეთი ორჯონიკიძის წარმომადგენელი გია სალაღიშვილი ესწრებოდა. მეორე დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ფონოგრამის ჩაწერას ვერ მოასწრებდნენ და კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ~, - განაცხადა ნათია უზნაძემ.უზნაძის ინფირმაციით, ევროვიზიის სიმღერის ეროვნულ ფიალში ქეთი ორჯონიკიძის გარდა მონაწილეობას ავადმყოფობის გამო თაკო გაჩეჩილაძე ვერ მიიღებს, ხოლო ბორის ბედია შესარჩევ კონკურსს გასტროლების გამო გამოეთიშა.~ევროვიზიის~ შიდა შესარჩევი კონკურსი დღეს, 18:30 საათზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ პავილიონში გაიმართება. კონცერტს პირველი არხი პირდაპირი ეთერით გადასცემს. ფინალში გამარჯვებული თავის ქვეყანას 10 მაისს, ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში წარადგენს. http://www.interpressnews.ge/ge/kultura/160190-qethi-orjonikidzem-evroviziis-konkursi-datova.html პ.ს. სრული ბარდაგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 კი მაგრამ ,შარშან რო ყავდათ ვიღაც გოგო გაგზავნილი მარტო კაბაში გადაუხადესმგონი 8000 ევროო და ამათი დაფინანსება ვერ შეძლეს? არ მიყვარს ეგ კონკურსი , ჯერ თვითონ ირჩევენ და ხალხის ხმებს ყურადღებას არ აქცევენ, რა საჭიროა საერთოდ ვითომ შესარჩევი კონკურსი, თქვან პირდაპირ რო ამას ვუშვებთ და ვსო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 ხან მილიონებს ხარჯავ,ხან კაპიკი ენანებათ.ამას ქვია მდგრადი განვითარება :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 ისე შარშან რომ ფული დახარჯეს ავღშფოთდით,წელს რომ არ დახარჯეს მაინც ავღშფოთდით.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 სოფო ნიჟარაძეს ათასჯერ ჯობს ახლანდელი გამარჯვებული ჯგუფის სოლისტი, ძალიან საყვარელი ბავშვია,დააცალე მიშიკოს ჯერა, შახედამს კარგად და დააფინანსებს კიდეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 რაიო, შახინ-შახს არ მეეწონა ი ბოშუნა? შველებია ამ ბავშვს , დიდი ამბავი, ვერ წავა და ნუ :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.