tamari Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 (edited) დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი მოთხრობა (ლექსი) დაიწერება და ბევრს გაუჩნდება ფანები!!! :vedreba: :yes: Edited February 19, 2011 by tamari Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო კახნიაშვილი Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 თამუნა, დიდი მადლობა ამ თემის შექმნისთვის. ალბათ, ჩემს მოთხრობასაც ელოდები არა? მოდი, დავდებ, რაც არის არის. შემზარავი ხმა თავად მტრედებმა შენიშნეს, რომ მონადირე იმათ სამტროდ არ მოდიოდა._რა კეთილი კაცი ყოფილა, დედი, თოფი ხელში ეჭირა და ხმაც არ გაგვცა ყველა კაცი ასეთია განა?!_ეგ სხვა მონადირეა, შვილო, და ისინი სხვანი არიან, ჩვენ რომ გვემტერებიან. მაგან იცის, რომ ჩვენი მოკვლა ვაჟკაცობად მიაჩნიათ._თქვა დედა მტრედმა. “კეთილი მონადირე”, ზევით იცქირებოდა და მტრედების სილამაზით ტკბებოდა. იმ დროს, მას აზრადაც არ მოსვლია მათი მოკვლა, მათი ერთმანეთთან დაშორება. დედა მტრედი, სანამ საჭმლის მოსატანად გაფრინდებოდა, მისი შვილი კარგად ჩამალა ბუდეში, რათა მონადირეებს არ მოეკლათ. მართალია, სჯეროდა, რომ მათ თავს კეთილი მონადირე არავის მოაკვლევინებდა, მაგრამ, რაღაცის ეშინოდა, თითქოს რაღაცას გრძნობდა. მაგრამ მაინც, თავის თავს არ დაუჯერა და გაფრინდა… წინ მიფრინავდა, და გული, უკან, შვილთან რჩებოდა, ეშინოდა რამე ცუდი არ მომხდარიყო. ამის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, მაგრამ გულს რაღაც უღრღნიდა. მოსვენებას არ აძლევდა. დედა მტრედი, შუა გზაში იყო, როდესაც თოფის გასროლის ხმა გაიგონა. ძალიან შეეშინდა და ძირს დავარდა. მალევე სული მოითქვა და სასწრაფოდ ბუდისაკენ გაფრინდა. მას ბევრჯერ ჰქონდა გაგონილი თოფის შემზარავი ხმა, მაგრამ ეს უფრო შემაძრწუნებელი იყო მისთვის. მტრედი მიფრინდა ბუდესთან და მისი სახე ცრემლებით დასველდა. ბუდე სისხლით იყო მოსვრილი. ჩიტმა თვალების ცეცება დაიწყო - შვილს ეძებდა. მას მაინც სჯეროდა, რომ მის შვილს, მის სისხლსა და ხორცს, ცოცხალს იპოვიდა. უეცრად თვალი მოკრა მის შვილს და გაშეშდა. მტრედი სისხლის გუბეში იწვა თვალებ დახუჭული. ნატყვიარიდან სისხლი სდიოდა და მის თეთრ, ქათქათა ბუმბულს აწითლებდა. დედა მიფრინდა შვილთან და კისერზეე მოეხვია. თან ქვითინებდა და თან შვილს ეფერებოდა. _ ადამიანო! რა დაგიშავეთ ჩვენ, ფრინველებმა?! რა წაგართვით ან რა მოგპარეთ?! რატომ გვართმევ სიცოცხლეს?! ჩვენ ხომ შენთვის კარგის მეტი არაფერი გვდომებია! რატომ მომიკალი შვილი?! რისთვის გამიმწარე სიცოცხლე?! რატომ ადამიანო?! რისთვის?! მტრედი შეუწყვეტლად ქვითინებდა და პასუხს მოითხოვდა, თუმცა ამაოდ… ალბათ, ამ პატარა მოთხრობის წაკითხვისას, ყველას გაგაზსენდათ "შვლის ნუკრის ნაამბობი"... ამ ნაწარმოებს რომ ვწერდი, შევამჩნიე, რომ შვლის ნუკრის სიტყვებს გავდა, და ოდნავ გადავასხვანაირე, მაგრამ მაინც დაემგვანა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო კახნიაშვილი Posted February 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2011 იცით, თავიდან, რომ ვწერდი, წარმოვიდგენდი ხოლმე ამ მოთხრობაში აღწერილ სურათს, და გული მიკვდებოდა... ფურცელი კი, რომელზედაც მოთხრობა ეწერა, თანდათან სველდებოდა...... მერე კი, მეორედ წაკითხვისას, ისეთ საშინელებად მივიჩნიე, რომ ფურცლის დახევა მინდოდა... ეს მოთხრობა ჩემმა დამ გადაარჩინა.. ახლაც არ მივიჩნევ გადასარევად, მაგრამ რაც მინდოდა, ალბათ ვთქვი ამით.. შეიძლება ცუდად გამოვხატე დედის შვილისადმი სიყვარული, მაგრამ მე შევეცადე.. გთხოვთ შემიფასოთ... და კიდევ ერთი, თამუნა ისევ და ისევ გთხოვ შენი მოთხრობაც დაწერო აქ.. გთხოოოოვ.. ხალხნო, თქვენ არ იცით თამუნას რა მოთხრობები აქვს დაწერილი, რა კარგად აქვს აღწერილი ჯერ ბუნება, და მერე კიდევ ადამიანის, ბავშვის გრძნობები.. რამდენი ლექსი დაუწერია, კაცმა არ იცის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.