Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Freelancers.Ge - ფრილანსერების სოციალური ქსელი

 

Freelancers.Ge - არის ფრილანსერების (დიზაინერების, პროგრამისტების, ფოტოგრაფების, მხატვრების, ჟურნალისტების, თარჯიმნების და ა.შ.) სოციალური ქსელი.

 

ფრილანსი (ინგ. სიტყვა "freelance" - თავისუფალი მომუშავე) - ითვალისწინებს შეკვეთების ძიებას გლობალური ქსელით, მათ შესრულებას და ანაზღაურების მიღებას.

 

დღეისათვის ფრილანსში განსაკუთრებული მოთხოვნაა პროგრამისტებზე, დიზაინერებზე, მთარგმნელებზე, SEO სპეციალისტებზე, ჟურნალისტებზე და ა.შ. რადგან მათი ნამუშევრები (პროგრამული კოდები, სტატიები, გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ.) შეიძლება თავისუფლად გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

საიტზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები (პორტფოლიო), შეავსონ პირადი პროფილი, განათავსონ შემოთავაზებები და ა.შ.

 

ჩვენი პორტალი არის უცხოური პორტალების: Deviantart.Com, Behance.net, Freelance.Ru და ა.შ. ქართული ანალოგი.

 

დროთა განმავლობაში ჩვენი საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ფრილანსერებს მეტ შესაძლებლობას მისცემს.

 

საიტის პროფილი არის ფრილანსერის სავიზიტო ბარათი, რადგან მასში განთავსებულია ყველა სახის ინფორმაცია წევრის შესახებ.

 

ფრილანსერებს შეუძლიათ გაუზიარონ პირადი პროფილი თავიანთ მეგობრებს, დამკვეთებს, პარტნიორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

მომხმარებლის პორტფოლიო დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს იხილოს ფრილანსერის დონე, გამოცდილება, გემოვნება და ა.შ.

 

საიტზე ასევე ჩართულია ფორუმი - Freelancers.Ge/Forum.

 

ფორუმზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი აზრები, გამოცდილება, შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, დასვან შეკითხვები სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე და მიიღონ მათზე ამომწურავი პასუხი.

 

როგორც საიტზე, ასევე ფორუმზე, ავტორიზაციის გავლა შესაძლებელოა მხოლოდ ერთი (ფორუმის) ანგარიშით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს და მოსახერხებელს ხდის პორტალით სარგებლობას.

 

იმისათვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია, თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ პორტალის წესებსა და პირობებს.

 

თუ თქვენ პორტალთან დაკავშირებით დაგებადათ რაიმე სახის შეკითხვა, შესაძლოა მასზე პასუხი იხილოთ ხშირად დასმულ კითხვებში, ან დასვათ შეკითხვა ფორუმზე, შესაბამის განყოფილებაში.

 

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სურვილების დაფით. ადმინისტრაცია პერიოდულად გადახედავს შენიშვნებს და მაქსიმალურად გაითვალისწინებს მომხმარებელთა თხოვნებს.

 

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პორტალის ადმინისტრაციას საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.

 

უახლოეს მომავალში საიტს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება.

 

პორტალით სარგებლობა უფასოა.

 

პატივისცემით,

 

Freelancers.Ge

ფრილანსერების სოციალური ქსელი

 

სასარგებლო ბმულები:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალე საიტს დაემატება შემდეგი ფუნქციები:

 

>> მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთის ნამუშევრების მოწონება (Like/Dislike)

>> მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთის ნამუშევრების კომენტირება.

 

გთხოვთ შემოგივერთდეთ და განათავსოთ თქვენი ნამუშევრები.

 

პატივისცემით,

Freelancers.Ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

სულ მალე პორტალს დაემატება ნამუშევრების შეფასების სისტემაც.

 

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ყველა ფრილანსერი და ატვირთოთ ნამუშევრები.

 

რეგისტრაცია >>

 

http://www.freelancers.ge/images/logo.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...