Jump to content
Planeta.Ge

ფუ მე ამათი, აბა რა უნდა თქვა


Recommended Posts

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

ერტმა ნაგავმა მეორე ნაძირალას ჩვენი ხმები მიყიდა     ეს "ფაქტები" გაზეთებში კი არ უნდა წერონ "წყაროებმა" - პროკურატურაში წაათრიონ და გაასამართლონ ორივე მხარე!

გიორგი68

ეს შენთვის არის ჩამოწერილი და ისიც გასაგებია რას გვთავაზობ..მაგრამ გაიგე რომ ჩემთვის გრეჩოც და იკაკოც+ სხვებიც ჩამოწერილები არიან,უკვე კარგა ხანია და ამ აღმოჩენებით არარ ვღშფოთდები,ყველა ნაგავია..არის

Marta1

ნეტა რა გიკვირთ, ასე არ ცინცლავდა გრეჩო ფულებს შევარდნაძეს? აბა ბიზნესი როგორ დაიწყო, მერე სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო, ეგ კაცი სულ ფულის საშოვნელად დაწანწალებს აქეთ იქეთ, მიშიკოსავით და ახლა

ლაშა ამირეჯიბი - "ეტყობა, ამ მძინარე ერს კიდევ ერთი დათა თუთაშხია სჭირდება საწინამძღოლოდ"

 

"სააკაშვილი უკვე ოცნებობს, რომ ჩაჯდეს თვითმფრინავში და უკანმოუხედავად გაფრინდეს ამ ქვეყნიდან - საქმე იმაშია, რომ სააკაშვილს სჭირდება დევნილი პრეზიდენტის სტატუსი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან რუსებმა გააგდონ და არა ქართველმა ხალხმა. უნდა რომ რუსებისგან დევნილი პრეზიდენტი გახდეს, რადგან მერე მსოფლიოში მიღებული კაცი ინება, რომელიმე ქვეყანაში თავშესაფარს მიიღებს", - აცხადებს წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი გაზეთ "ასავალ-დავალისთვის" მიცემულ ინტერიუში, სათაურით ლაშა ამირეჯიბი: სააკაშვილს სჭირდება დევნილი პრეზიდენტის სტატუსი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან რუსეთმა გააგდოს და არა ქართველმა ხალხმა!

 

"რუსეთი ამერიკასაც და ევროპასაც გამუდმებით უმტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოში ჩვრდილოკავკასიელ ტერორისტებს ამზადებს. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ამერიკელებმაც და ევროპელებმაც უთხრან რუსეთს, მართალი ხართო და რისი უფლება აქვს ამ დროს რუსეთს? უფლება აქვს, ნებისმიერი გზით დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება - აი, ამას ესწრაფვის სააკაშვილი, - ოცნებობს, რომ რუსები ტანკებით შემოვიდნენ თბილისში და, თვითონ კი ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს. რა თმა უნდა, სააკაშვილი თავისი ბანდის წევრებს თან ვერ წაიყვანს, მას საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და ნათესავები ეყოლება გადასარჩენი და მისი ბანდის წევრები უეჭველად საქართველოში დარჩებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ამირეჯიბი.

 

"შესაძლოა, მერაბიშვილი და ადეიშვილი წაიყვანოს, მაგრამ მაშიც ეჭვი მეპარება. ესენი ისტორიაში შევლენ როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბოროტესი და შავბნელი ძალა. ის ოჯახები, რომლებიც გაამწარეს, ამათ არაფერს აპატიებენ. დიახ, ამათ მიერ გამწარებული, გაწყვეტილი და დახოცილი ადამიანების შვილები და შვილიშვილები არ აპატიებენ არაფერს ამ დამნაშავეებს", - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

 

"ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გეტყვით, რომელიც ამ ხელისუფლების წარმომადგენელმა მომიყვა: 2009 წლის 26 მაისს, "დინამოს" სტადიონი რომ ხალხით გაივსო, ისეთ დღეში ვიყავით, ერთმანეთს ვასწრებდით - რომ გადავხედე ხელისუფლების წევრებს, მკვდრები იყვნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიქცეოდნენო... 26 მაისს სააკაშვილი აეროპორტში იყო, თვითმფრინავი დაქოქილი ჰქონდა და მართლაც გასაქცევად ემზადებოდა. სტადიონიდან ხალხი სამების ტაძრისკენ კი არა, პარლამენტისკენ ან ავლაბრის რეზიდენციისკენ რომ დაეძრათ, სააკაშვილი ახლა ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. შიში მურტალი რამეა. ამ კაცმა მითხრა, 26 მაისს ყველანი შიშისგან ვცახცახებდითო!!!" - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი და შეკითხვას - "ვინ არის ეს კაცი, ხელისუფლების მაღალჩინოდანია?" - პასუხობს:

 

"მთლად მაღალჩინოსანი არ არის, მაგრამ ხელისუფლების ქვედა შტოშია და ყველაფერი იცის, საკუთარი თვალით უყურებდა ყველაფერს. ხალხს დიდი ძალა აქვს, მაგრამ დღეს ქართველ ერს რატომ სძინავს, არ მესმის. მეტი რაღა უნდა ეტკინოს ამ ერს, გირგვლიანის მკვლელობით რომ დაიყწო, აღარ დამთავრდა და ყოველ მესამე ოჯახში შევიდა ამათი სიბინძურე და სისატიკე. ეტყობა, ამ მძინარე ერს კიდევ ერთი დათა თუთაშხია სჭირდება საწინამძღოლოდ. დიახ, დათა თუთაშხიასნაირი ლიდერის წინამძღოლობით დაამარცხებს ქართველი ხალხი ამ ხლისტებს, ამ არქიფო სეთურის ხელისუფლებას.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

სააკაშვილი უკვე ოცნებობს, რომ ჩაჯდეს თვითმფრინავში და უკანმოუხედავად გაფრინდეს ამ ქვეყნიდან

ფაიზაღი ეგრე იქნება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

ფაიზაღი ეგრე იქნება :givi:

 

მე მის ადგილზე რომ ვიყო, შემეშინდებოდა...

 

მაგრამ ხალხი დაჩმორებულია (მაპატიოს მან, ვინც დაჩმორებული არ არის)...

აფთიაქში შევესწარი, სამი დღეა ბავშვი ავად მყავსო და აფთიაქარს ეკითხებოდა რა წამალი უნდა ვიყიდოო, რომ ურჩიეს, არა, ეგ ძვირიაო...

კიდევ ვნახე მატარებელში კალენდრების და ბურბუშელების გამყიდველები...

 

არ არის ისე საქმე, როგორც ჯიპის ფანჯრებიდან ჩანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ისე საქმე, როგორც ჯიპის ფანჯრებიდან ჩანს...

სადაა ჯიპი და კარგი ცხოვრება :user: მე სივიკის ფანჯრიდან ვიყურები და აქედან არ ჩანს სააკაშვილი შეშინებული და რა გითხრა აბა :ravic:

 

26 მაისს სააკაშვილი აეროპორტში იყო, თვითმფრინავი დაქოქილი ჰქონდა

"ხალასტოიში" ჰქონდა თუ უკვე პირველ სიჩქარეში?

 

P.S. ისე რომ ვაკვირდები ცნობილი ადამიანების შვილებს ახასიათებთ გამო###ვება ხშირად

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

: 2009 წლის 26 მაისს, "დინამოს" სტადიონი რომ ხალხით გაივსო, ისეთ დღეში ვიყავით, ერთმანეთს ვასწრებდით - რომ გადავხედე ხელისუფლების წევრებს, მკვდრები იყვნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიქცეოდნენო... 26 მაისს სააკაშვილი აეროპორტში იყო, თვითმფრინავი დაქოქილი ჰქონდა და მართლაც გასაქცევად ემზადებოდა. სტადიონიდან ხალხი სამების ტაძრისკენ კი არა, პარლამენტისკენ ან ავლაბრის რეზიდენციისკენ რომ დაეძრათ, სააკაშვილი ახლა ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა.

 

წეღან გამომრჩა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/160273-21022011.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

P.S. ისე რომ ვაკვირდები ცნობილი ადამიანების შვილებს ახასიათებთ გამო###ვება ხშირად

 

სხვებსგანაც მსმენია მსგავსი რამე. შეიძლება მასობრივი ჰალუცინაცია იყო და მიშა ამ დროს სუშს მიირთმევდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

სხვებსგანაც მსმენია მსგავსი რამე

თვითმხილველი რამდენია იმ სხვებში ეგაა მთავარი, თორე ქართველებს ჭორაობა რომ უყვართ მაგაზე არ გედავები.

 

გირგვლიანის მკვლელობით რომ დაიყწო

რატომ დაიწყო გირგვლიანის მკვლელობით? მანამდე ანუ 2004 წლამდე არავინ არ მოუკლავთ?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ბოდიში, მარა აი ჩერესჩურ სისულელეები წერია. :)

 

იმით დავიწყოთ და დავამთავროთ, რომ თუ ვინმეს გგონიათ ბადრი ეგეთი ბულკი და ლიოხი იყო, ცხონებულის თქმისა არ იყოს - მაგისი ბექგრაუნდისთვის მაინც გადაგეხედათ. :D

 

იქ იმდენი და ისეთი განსხვავებული შეხედულებების ადამიანები იდგნენ ერთად, რომც ვინმეს სდომოდა ან მცდელობა ჰქონოდა, ვერავინ ვერავის გადააგდებდა. კაი, ხალხს ცხვრებად თვლით და ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა, ვისაც კულუარებში რბილად რომ ვთქვათ ხანდისხან მაინც შეგვეჭყიტებოდა ხოლმე, იმათ დებილებად გვთვლით და მთელი ამხელა რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ალასანია, ესენი ყველანი ბრმები და ყრუები ყოფილან აბა. :)

 

არადა რა მარტივადაა საქმე. :) წლებია ერთი და იმავე მეთოდს იყენებს ხელისუფლება და დავიჯერო სიკნადმოსნაირებზეც ჭრის კაცო? :) - როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა დააანონსებს, ამა და ამ დროს ამას და ამას ვიზამო, ეგრევე იწყება მათი "გაშავება", ენას ხომ ძვალი არ აქვს და 1 ბეწო მტკიცებულებების გარეშე, კახეთში გზაზე გაჩერებული გლეხის ნაამბობზე, პოლიტიკური ოპონენტის სიტყვიერი ბრალდების საფუძველზე და 90% "ანონიმი, მარა ფაიზაღი წყაროს" საფუძველზე, ჩააყენებენ თავის მართლების მდგომარეობაში და ვსე...ადამიანის ხასიათიც ეგეთია, ცუდს უფრო ადვილად იჯერებს ამ დროს, რადგან საკუთარი წარუმატებლობის სხვის უვარგისობაზე გადაბრალება ყველაზე მარტივია...

 

აბა ამ აგორებული ჭორების ტალღების თუ "გაშავებების" ქრონოლოგიას და თანმიმდევრობას დააკვირდით: ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ალასანია, ფორუმი, გაჩეჩილაძე... :) მარტივი პრევენციაა დათქმული აქციების, არჩევნების თუ სხვა სახის აქტიურობის ვადამდე დამთქმელი "აშავო" და მუხტის გაღვივების და თანამოაზრეების მომატების საშუალება არ მისცე, მითუმეტეს გაგიადვილდება თუ მთელი მედიასაშუალებები შენს ხელთაა. თან ყველას იმ მხრიდან მიაწებეს იარლიყი, რომელი მხრიდანაც მისი ეშინიათ: გრეჩიხა ხალხს უყვარდა სიალალის გამო - მოღალატე ყოფილა და გაუყიდია ხალხი. ალასანია პატიოსანი, მშვიდობისმოყვარე ტიპია,დასავლეთისთვის მისაღები ფიგურააო - ეგ კულინარიელი და კრიმინალი იყო, პახოდუ კგბ-ს აგენტი იქნება, პანკისში მაგან ჩაატარა ოპერაციაო. ფორუმი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი და ა.შ. ვინც სხვადასხვა დროს ხელისუფლების ძალისმიერი (არა ძალადობრივი) გზით შეცვლით იმუქრებოდნენ, ამათ კიდე დასდევენ და კვირაში ერთხელ ხან სცემენ, ხანაც ვინმეს იჭერენ რო ცალკე ისინი დააშინონ, ცალკე "გააშავონ", ამათ თავი ვერ დაუცვიათ და ვისი "ჩამომგდებები" არიანო.

 

იმ მომენტებში, როცა ვხედავ ესეთ რაღაცეებს ვინმე იჯერებს, უნამუსო ვიყო მე ვხდები "მიშისტი". იმიტომ, რომ დებილი იქით რო დაადებილებს ვიღაცას, თანაც სიდებილით, რაღაცნაირად ვბალელშიკობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ანუ გრეჩომ მაყუთი არ აიღო?

ვინ დაშალა ხალხი იპოდრომიდან რომ დაიძრა

და კიდევ სხვა დროს,

ვინ ჩაკლა მუხტი, ვინ ყვიროდა წავიდეთ ბიჭებოთ სახლებში ჭიქა ღვინოთი დავილოცოთო,

მათმა საქმიანობამ თავად დაგვანახა შედეგი,

შედეგი კი მივიღეთ ის რომ ფოტოლი არ ჩამოვარდა და ვიღაც ვიღაცეებმა მაგარი მაყუთი იშოვეს,

მე სულ არ მინდა რომ სათავეში კიდევ მოვიდეს ვიღაც ახვარი და კვლავაც იგივე ქნას და გადაგვაყირავოს,

რაც შეეეხება გრეჩოს მიერ მაყუთის აღებას სხვა წყაროც მაქვს რაზეც ვერ ვისაუბრებ

დინამოდიან პატრიარქს ვინ მიაყენა 60 000 კაცი?

რაც შეეხება ბადრის ეს კაცი მთლად ადეკვატური ვერ იყო,

იმ სკლინტმა თარგამოსმა ხომ გადააყირავა, იმხელა ჩანაწერი ბომბა ჰქონდა ბადრის და პირიქით, მის წინააღმდეგ გამოიყენეს, ეგრე არ იყო?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაა ჯიპი და კარგი ცხოვრება :user: მე სივიკის ფანჯრიდან ვიყურები და აქედან არ ჩანს სააკაშვილი შეშინებული და რა გითხრა აბა :ravic:

 

:)

 

analgin

ანუ გრეჩომ მაყუთი არ აიღო?

ვინ დაშალა ხალხი იპოდრომიდან რომ დაიძრა

და კიდევ სხვა დროს,

ვინ ჩაკლა მუხტი, ვინ ყვიროდა წავიდეთ ბიჭებოთ სახლებში ჭიქა ღვინოთი დავილოცოთო,

მათმა საქმიანობამ თავად დაგვანახა შედეგი,

შედეგი კი მივიღეთ ის რომ ფოტოლი არ ჩამოვარდა და ვიღაც ვიღაცეებმა მაგარი მაყუთი იშოვეს,

მე სულ არ მინდა რომ სათავეში კიდევ მოვიდეს ვიღაც ახვარი და კვლავაც იგივე ქნას და გადაგვაყირავოს,

რაც შეეეხება გრეჩოს მიერ მაყუთის აღებას სხვა წყაროც მაქვს რაზეც ვერ ვისაუბრებ

დინამოდიან პატრიარქს ვინ მიაყენა 60 000 კაცი?

რაც შეეხება ბადრის ეს კაცი მთლად ადეკვატური ვერ იყო,

იმ სკლინტმა თარგამოსმა ხომ გადააყირავა, იმხელა ჩანაწერი ბომბა ჰქონდა ბადრის და პირიქით, მის წინააღმდეგ გამოიყენეს, ეგრე არ იყო?

თუ ყველაფერი ეგ ქნა გრეჩიხამ, მაშინ მალადეც მაგას...

ხალხს ჭკუა სად ჰქონდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

 

 

თუ ყველაფერი ეგ ქნა გრეჩიხამ, მაშინ მალადეც მაგას...

ხალხს ჭკუა სად ჰქონდა?

აბა რას ვიფიქრებდით თუ ასეთი გოთვერანი იქნებოდა, კაცი ვარ, დარბაისელი ყარაჩოღელიო, სინამდვილეში კი მეტრ.. კინტო ყოფილა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რას ვიფიქრებდით თუ ასეთი გოთვერანი იქნებოდა, კაცი ვარ, დარბაისელი ყარაჩოღელიო, სინამდვილეში კი მეტრ.. კინტო ყოფილა

:)

 

არ ეტყობა სახეზე რაც არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინ დავწერე,რომ არაფერი არ არის გამორიცხული,მაგრამ იმისთანები წერია,თითქოს გრეჩიხამ თავი ჩაიშვა და არ მჯერა მეთქი. :givi:

 

თან რატომ გააქრეს საიტიდან,ეგაც საეჭვოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...