Siknadmo Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 6 სკანდალური ფაქტები ო(პოზიციური) კულუარებიდანhttp://www.presage.tv/?m=politics&AID=3373#Comments Reduced: 80% of original size [ 640 x 470 ] - Click to view full image სახელისუფლებო თუ შიდაინტრიგებით ”დაღლილი” ქართული პოლიტიკური სპექტრი ”ახალი გაზაფხულისთვის” ემზადება, რომელიც, უნდა თუ არა ვარდების ხელისუფლებას, მაინც მოვა. თითქმის 4-წლიანი ბრძოლის ერთადერთი შედეგი კი, ჯერჯერობით, უპასუხოდ დარჩენილი კითხვებია, რომელზე პასუხსაც ოპოზიცია მასმედიის დახმარებით ოპონენტებისგან ითხოვს. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ არაჯანსაღ ვითარებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და საზოგადოებისგან ფარულად უნდა გაირკვეს ყველაფერი, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ კიდევ ერთი ”მთავარი ბრძოლის” წინ ყველა კითხვა უნდა დაისვას იმის მიუხედავად, გაეცემა თუ არა პასუხი. ”ვერსიას” ამჯერად კულუარული ინფორმაციები იმჟამინდელი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი პარტიის წევრმა მოაწოდა, რომელსაც არც თუ რიგითის პოზიციები ეკავა ოპოზიციაში და ამდენად, კარგად არის ჩახედული მაშინდელ ოპოზიციურ სამზარეულოში. როგორც ამბობს, მის თვალწინ ხდებოდა გარიგებები ხელისუფლებასთან, მის თვალწინ ”ტყდებოდა” ფული პატარკაციშვილის ოფისიდან, მაგრამ ბევრ რამეზე თვალი ”მოგვიანებით აეხილა.” ამჯერად ჩვენი რესპოდენტის განკითხვას ნამდვილად არ ვაპირებთ და ამ ინფორმაციებს ერთი მარტივი მიზეზით ვახმაურებთ - ჩვენი წყარო აცხადებს, რომ ეს მისთვის და მისი მომავალი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლაში წასვლამდე უნდა იცოდე, ვინ ერთგულია და ვინ - პოტენციური მოღალატე, თუ ეს ინფორმაციები ”ვერსიაში” არ დაიბეჭდება, აუცილებლად მოხვდება რომელიმე სხვა გამოცემის ფურცლებზე და თანაც, ძალიან მალე. ”ვერსია”, შეძლებისდაგვარად, შეეცადა, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ყველა ფაქტი ადრესატთან გადაემოწმებინა, ზოგთან ეს მოხერხდა, ზოგთან ვერა, ზოგმა თავად არ ისურვა კომენტარი. ნება მისია. შევეცდებით, ქრონოლოგიურად გიამბოთ ყველა ფაქტი და იქვე კომენტარებიც შემოგთავაზოთ. ფაქტი 1. ბიძინა გეგიძის ანგარიში ”სტანდარტბანკში” და გაჩეჩილაძესთან ერთად გამოტანილი 1,5 მილიონი დოლარი დღეს ბევრი აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილისგან მინდობილობა, ”სტანდარტბანკიდან” ფულის გამოტანის თაობაზე გოგა ხაინდრავას ჰქონდა. თუმცა, სანამ ამ პროცესში გოგა ხაინდრავა ჩაერთვებოდა, პირველი, ვინც ლონდონში გაემგზავრა და ბადრის ფულით დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, ბიძინა გეგიძე იყო. ბიძინა გეგიძე რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტია და პატარკაციშვილს, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ძალიან კარგად იცნობდა. გეგიძე მეგობრობდა ლერი ხაბელოვთან, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ანუ პატარკაციშვილის მოადგილესთან და ბიზნესპარტნიორთან. გოჩა ძასოხოვთან, რომელიც ასევე პატარკაციშვილის მეგობარი და მხარდამჭერი იყო. ჩემი ინფორმაციით, პირველად გეგიძე ლონდონში მარტო გაემგზავრა, მეორედ - ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად. ცხადია, მათ ფული კეისით არ ჩამოუტანიათ, გეგიძეს ჰქონდა ”სტანდარტბანკში” გახსნილი ანგარიში, სადაც ფული მუდამ იყო და, ბადრის მითითებით, კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ თანხას აძლევდნენ. ამ ფულს, გეგიძესთან ერთად, გაჩეჩილაძეც აკონტროლებდა. წყარო ამტკიცებს, რომ 2007 წლის შემოდგომის აქციების მოსამზადებელ სამუშაოებს 1,5 მილიონი დოლარი ”მოხმარდა”. თუმცა გეგიძემ და გაჩეჩილაძემ ”სტანდარტბანკიდან” რა ოდენობის თანხა გამოიტანეს, მარტო მათ და ბადრიმ იცოდნენ. წყაროს ინფორმაციით, ამ თანხის მეათედიც არ მისულა ოპოზიციასთან, რომელსაც მაშინ მთლიანად პატარკაციშვილი აფინანსებდა და ხშირად, რეგიონებში მანქანით წასასვლელი ფულიც კი არ ჰქონდა. როდესაც გოგა ხაინდრავამ პატარკაციშვილის მეკავშირეთა ვინაობა შეიტყო და ისიც გაარკვია, რომ ოპოზიციისთვის იმაზე მეტი თანხა იყო გამოყოფილი, ვიდრე იხარჯებოდა. ხაინდრავამ ინფორმაცია პატარკაციშვილამდე მიიტანა, თუმცა უთხრა თუ არა, რომ გეგიძე და გაჩეჩილაძე ფულს ”უტეხავდნენ”, ამაზე თავად ხაინდრავა არაფერს ამბობს. თუმცა წყაროს კარგად ახოვს გოგას მაშინდელი პოზიცია - ბოლო-ბოლო, ბადრი ჩემი კლასელია, ბავშვობიდან ვიცნობ და ვიღაცეებს არ გავაწეწინებო! ფაქტი კი ის არის, რომ ბადრის თბილისიდან დაუკავშირდა, მერე ლონდონში შეხვდა და ამ ვიზიტის შემდეგ ოპოზიციის დაფინანსება ბადრიმ ხაინდრავას ხელით დაიწყო. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას და ამას ოპოზიციის ყველა ლიდერი ადასტურებს, რომ დიდი დაფინანსება ოპოზიციას არც ხაინდრავას ”კასირობის” დროს ჰქონია. გეგიძიდან ვიდრე ხაინდრავამდე, თითქმის 2 თვე გავიდა - 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერი, კაცმა არ იცის, ზუსტად რამდენი გამოიტანა გეგიძე-გაჩეჩილაძის დუეტმა ”სტანდარტბანკიდან”, არც ის იცის ვინმემ, უკვე ხაინდრავას ”ხაზეინობისას”, რა თანხა გადაიხადა პატარკაციშვილმა ცალკე ოპოზიციის შტაბის დასაფინანსებლად. ამ შტაბის უფროსი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ პატარკაციშვილმა ორივე საქმეში 10 მილიონი გაიღო, ეს ფული კი საქმეს არ მოხმარებია. ალბათ, ამ 10 მილიონის სოლიდური ნაწილი იმ პერიოდში უნდა ვეძიოთ, როცა ჯერ გეგიძე-გაჩეჩილაძეს, მერე -გოგა ხაინდრავას ჰქონდათ პატარკაციშვილის ბანკიდან ნაღდი ფულის გამოტანის ”ლიცენზია”. ”ვერსიამ” ინფორმაციის გადამოწმება არაერთ პირთან სცადა, თუმცა ვინაიდან, ”ქართული პარტია” და მასთან დაახლოებული ყველა პირი, მათ შორის, ბიძინა გეგიძე, დუმილისა თუ ამ საკითხზე მორატორიუმის რეჟიმშია გადასული, ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრის სურვილი გამოთქვა, კვლავაც ელისო კილაძე აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა: ”პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში ბიძინა გეგიძე არ მინახავს. საარჩევნო პროცესში ბადრის ერთმანეთის მიყოლებით გაემიჯნა ყველა ის ადამიანი, ვისაც აფინანსებდა. ასე რომ, გეგიძე იქ არასდროს მოსულა. გოგა ხაინდრავა კი ნამდვილად პატარკაციშვილის კლასელი იყო და შუამავალიც გახლდათ ოპოზიციასა და პატარკაციშვილს შორის. მერე, როცა ვალერი გელბახიანი გახდა ბადრის შტაბის უფროსი, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ასეთი ფრაზებიც გაისმა, გელბახიანმა ბადრი ”აგვახიაო”. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ბადრის მხოლოდ ფულის ტომარად მიიჩნევდა”. ფაქტი 2. პატარკაციშვილის ფულით ნაყიდი ”ჰიუნდაის” მიკროავტობუსი და აპარატურა მერაბიშვილის ბიჭებმა მიითვისეს! როცა გეგიძე-გაჩეჩილაძე პატარკაციშვილის ფულს აკონტროლებდნენ, იმ დროს ”გაერთიანებულ ოპოზიციას” გაჩეჩილაძემ ”ჰიუნდაის” ფირმის მიკროავტობუსი უყიდა. როცა ოპოზიციამ 2007 წლის ბრძოლა წააგო, გაჩეჩილაძემ კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, მოგეხსენებათ, ბადრი პატარკაციშვილიც გარდაიცვალა. ჰოდა, მიკროავტობუსიც გაქრა. წყარო ეჭვობს, რომ 25 000 დოლარად ნაყიდი მიკროავტობუსი ლევან გაჩეჩილაძემ წაიყვანა. თუ ასე არ არის, მაშინ, არ იქნება ურიგო, გამოაჩინონ მანქანა და მიუყვანონ ბადრის ოჯახს, ესეც ფული ხომ არაა, დახარჯო. თუ, ცხადია, უკვე გაყიდული არ აქვთ. ასევე, სადღაც გაქრა ის აპარატურა, რომელიც პატარკაციშვილმა შეიძინა ნოემბრის აქციებისთვის. მას მერე, რაც 7 ნოემბერს აქცია დაარბიეს, აპარატურა ”კონსერვატიული პარტიის” ოფისში ინახებოდა. სხვათა შორის, ეს სამიტინგო აპარატურა 30 000 დოლარი ღირდა. თუ კოსერვატორთა ლიდერს აქვს ეს აპარატურა და გამოაჩენს, ხომ კარგი, თუ თქვა, ჩემთან არ არისო, მოიკითხონ ერთმანეთში, ბოლო-ბოლო, 11 პარტია იყო მაშინ ”გაერთიანებულ ოპოზიციაში”, 11 კაცი დაჯდეს და ეს აპარატურაც მოჰკითხონ ერთმანეთს და ის ”ჰიუნდაის” მიკროავტობუსიც. ჰო, ცხადია, უპარტიო ლევან გაჩეჩილაძეც უნდა დაისწრონ მე-12 კაცად და გაარკვიონ, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ 55 000-დოლარიანი ქონება. ”ვერსიამ” ნამდვილად გაიხსენა ის შავი მიკროავტობუსი და ტექნიკა, რომლითაც ოქტომბერ-ნოემბრის აქციები იმართებოდა. რუსთაველის გამზირზე იგი იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მათი არსებობისა და ღირებულების უარყოფა არც არავის უცდია, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციისთვის შეძენილი მანქანა და აპარატურა ბადრის შტაბში აქციების დასრულების შემდეგაც არავის უნახავს. ელისო კილაძე: ”პატარკაციშვილმა უყიდა ოპოზიციას მიკროავტობუსიცა და აპარატურაც. სწორედ მათი საშუალებით გახმოვანდა ნოემბრის აქციები. ჩვენს საარჩევნო შტაბში ეს აპარატურა არც გამოჩენილა. როცა ტექნიკა დაგვჭირდა, მეგაფონების ბაზრობაზე ყიდვა მოგვიხდა. ამაზე პასუხს გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია აგებს”. გია ცაგარეიშვილი: ”ნამდვილად არ ვიცი, ვინ ვის უყიდა ავტომანქანა. დიახაც, მახსოვს, პრეზიდენტობის კანდიდატი როგორ გადაადგილდებოდა მიკროავტობუსით. და არა მარტო ის. ხშირად ვმოძრაობდით სხვადასხვა მანქანით, მათ შორის, რამდენიმე მიკროავტობუსიც იყო. ზუსტად არ მახსოვს, ”ჰიუნდაის” მარკის იყო, ”ფორდის”, თუ ”მერსედესის”. აბა, ოპოზიცია მაგდანას ლურჯათი ხომ არ ივლიდა, თუ მოედნებზე ცხენებითა და აქლემებით შევვარდნილიყავით? მე რა ვიცი, ის მანქანა სად წავიდა, ტექდათვალიერების თანამშრომელი ვარ, თუ გაჩეჩილაძის ზურგის სამსახურის უფროსი? ტექნიკას რაც შეეხება, ეგ ვანო მერაბიშვილმა მოგვპარა მას შემდეგ, რაც 7 ნოემბრის მიტინგი დაარბია. ჰკითხეთ ახალაიასა და კოდუას ამ ტექნიკის ადგილსამყოფელი. 7 ნოემბერს ოპოზიციის ტექნიკა შსს-ს შენობებში წავიდა, მაგრამ 30 000 დოლარის ღირებულებისა, არა მგონია, ყოფილიყო. მაგ შემთხვევაში, ხალხი ჩვენს ხმას რესპუბლიკის მოედანზეც გაიგებდა, ჩვენ კი ქაშუეთამდე ძლივს ვაწვდენდით”. მის ოფისში ტექნიკის შენახვის ფაქტს ”კონსერვატორების” ლიდერი სასტიკად უარყოფს და აპარატურის ადგილსამყოფელზე საკუთარი ვერსია აქვს. ზვიად ძიძიგური: ”ტექნიკა ქუჩაში იყო დამონტაჟებული. ის ტექნიკა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას ჰქონდა, არ მახსოვს, რომელიმე ოფისში ყოფილიყო, არ ვიცი. ვიცი, რომ პირდაპირ ქუჩაში იყო დამონტაჟებული და ხელისუფლებამ 7 ნოემბერს დაამტვრია. როცა მერე ჩვენ ეს ტექნიკა დაგვჭირდა, ფიზიკურად აღარ იყო”. ფაქტი 3. უცნობი, რადიო ”უცნობი” და რესტორანი ”ნაცნობი” წყარო ამტკიცებს, რომ 2007-09 წლებში, ყველაზე მეტად ”უცნობმა” - გია გაჩეჩილაძემ იხეირა და თუ ასე არ არის, მაშინ მარტივ კითხვებს უპასუხოს: 1. 2007 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, 2008 წელს, ”უცნობმა” მეორე რადიო ”ნაცნობი” დააარსა. საიდან იშოვა გია გაჩეჩილაძემ რადიოს დასაფუძნებელი თანხები, როცა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მით უმეტეს, რომ ამ დროს, მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე ვალებში იყო გადავარდნილი, ”თი-ბი-სი” ბანკის კრედიტი ემართა 2 მილიონი დოლარი (პროცენტებს თავი დავანებოთ) და ვერასგზით ვერ იტყვის, ძმამ მომცა ფულიო. 2. 2009 წლის აპრილის აქციების წინ და აქციების მერეც, თითქმის ნახევარი წელი, გია გაჩეჩილაძე ”საკანში” იჯდა და ”მაესტროზე” გადაცემა მიჰყავდა. იმ დროს მისი ბიზნეს-აქტიურობა ნულის ტოლია. არ აქტიურობდა როგორც ხელოვანი - არც სადმე მღეროდა, არც სიმღერებს წერდა და ყიდდა, არც კლიპებს იღებდა და ა.შ. ”საკნიდან” გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ”უცნობი” ყიდულობს ”სპორტ-კაფეს”, არქმევს მას ”ნაცნობს” და ახალ ბიზნესს იწყებს. წყაროს ინფორმაცით, სპორტ-კაფეში ”უცნობმა’ 400 000 დოლარი გადაუხადა მეპატრონეებს - ნიკა ივანიშვილს, დათუნა ჭელიძესა და მიშა ახვლედიანს. საიდან იშოვა გია გაჩეჩილაძემ ”სპორტ-კაფეს” საყიდელი ფული? ”ვერსია” გია გაჩეჩილაძეს ვერა, მაგრამ ნიკა ივანიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც წყარო ”სპორტ-კაფეს” ერთ-ერთ მეპატრონედ ასახელებს. ”ეს სრული სიცრუეა. ეგ ტერიტორია ჩემი არც მაშინ ყოფილა და არც ახლაა ისევე, როგორც არ ეკუთვნის რესტორან ”ნაცნობს”. ახვლედიანი არის ადამიანი, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია ”სპორტ-კაფესთვის” ჰქონდა ნაქირავები, მე კი სპორტული კლუბის, ”დინამოს”, ანუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეგ ”სპორტ-კაფე” ახვლედიანს მიაქირავა. ”დინამოს” ტერიტორია არც გაუყიდია. გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, არა გაყიდვის, არამედ მიქირავების შესახებ, ესაა სულ მთელი ისტორია. სხვათა შორის, მერე ტერიტორია ”თი-ბი-სი” ბანკმა წაიღო, დღეს იგი არც სპორტის საზოგადოებისაა და არც არავისი. ამის მერე ბანკმა მიაქირავა რესტორან ”ნაცნობს” თუ რა მოხდა, მე არ ვიცი, ეს უკვე იმათ უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება დასახელებულ თანხას, იმ შენობაში 400 000 დოლარს კი არა, 400 ლარს არ გადაიხდიდა არავინ,” - აცხადებს ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი ნიკა ივანიშვილი და, როგორც ჩანს, შემთხვევით არც ”თი-ბი-სი” ბანკს ახსენებს. ფაქტი 4. ”5 მილიონის ფასად გრეჩეხა პოლიტიკიდან უნდა წასულიყო” ”ვერსიის” წყარო იგივე კითხვას სვამს, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი და რაც, ამ ეტაპზე, ”გრეჩეხას” მთავარი კოზირია - თუ ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებისგან 2 მილიონი დოლარი აიღო, მაშინ რატომ არის ბანკში ჩადებული იპოთეკით მისი ვაკისა და საგურამოს სახლები? რატომ არ დაიხსნა გაჩეჩილაძემ 2 მილიონ დოლარზე ბევრად მეტად შეფასებული ქონება? ჩვენი წყაროს პასუხი ასეთია: გაჩეჩილაძემ ხელისუფლებისგან 2 მილიონი დოლარი აიღო. მას ეს თანხა ორ ეტაპად (თითო მილიონი) გადასცეს შავნაბადაზე, 2008 წლის იანვარში. გაჩეჩილაძეს კიდევ 3 მილიონი უნდა მიეღო. სათავადაზნაურო ბანკს სააკაშვილი რომ არ დაუფინანსებდა, ეს იმთავითვე იცოდა მისმა უახლოესმა გარემოცვამ. მოკლედ, პირობა ასეთი იყო გაჩეჩილაძემ მიიღო 2 მილიონი, 3 მილიონიც უნდა მიეცათ, სანაცვლოდ კი, პოლიტიკას საერთოდ უნდა ჩამოსცილებოდა. ამ დროს უკვე გაიმართა მეორედ გაპრეზიდენტებული სააკაშვილის ინაუგურაცია. სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა აწარმოებდა დარჩენილი 3 მილიონი დოლარის გადაცემაზე გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებას. წყარო ირწმუნება, რომ გაჩეჩილაძემ დაარღვია შეთანხმება და განაგრძო პოლიტიკური აქტიურობა. მას დაუკავშირდა ის გავლენიანი ფიგურა პრეზიდენტის კარიდან და უთხრა, რომ პირობას არღვევდა, ფული აღებული ჰქონდა და მაინც პოლიტიკაში, ოპოზიციაში რჩებოდა. ხალხის მხარდაჭერით შეგულიანებულმა გაჩეჩილაძემ, რომელიც კინაღამ პრეზიდენტიც კი გახდა, ამ ნაციონალს უთხრა, რომ ის 2 მილიონი დოლარი ურთიერთობის დარეგულირებისა და მოლაპარაკებების დაწყების საფასური იყო, თუ სერიოზული პოლიტიკური მოლაპარაკება გინდათ, მაშინ მიშას უთხარით, ”სტავკა” გაზარდოს და როცა უნდა, მაშინ შევხვდები მოსალაპარაკებლადო. მოკლედ, გაჩეჩილაძემ როცა ნახა, ხალხი მზად იყო ერთ დაძახილზე გამოსულიყო, 5 მილიონი იცოტავა. მართალია, სააკაშვილმა მანამდე ”გადააგდო” გაჩეჩილაძე - ბანკს დაგიფინანსებო, დაჰპირდა, მაგრამ არ დაუფინანსა, მაგრამ გაჩეჩილაძემ ჯერ არ იცოდა, ბოლომდე ”გადაგდებული” რომ იყო, ეგონა, მიშას 3 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს დავცინცლი და ბანკსაც დავაფუძნებო. მოკლედ, გარიგება არ შედგა, შუამავალმა უარი თქვა მოლაპარაკების გაგრძელებაზე და 3 მილიონის გადახდაზეც კი. იყავი ოპოზიციაში და კისერი გიტეხიაო, - უთხრა გაჩეჩილაძეს ბოლო შეხვედრისას. ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებამ იზრუნა, რომ ”თი-ბი-სი” ბანკში, გაჩეჩილაძის კრედიტის პროცენტები შეჩერებულიყო - მოხდა ვალის რესტრუქტურიზაცია. იმავე დროს, ერთ-ერთი უცხოური ბანკიდან, ”თი-ბი-სი” ბანკში, ლევან გაჩეჩილაძის ნდობით აღჭურვილი პირის ანგარიშზე, გადმოირიცხა ზუსტად ის თანხა, რაც გაჩეჩილაძეს ემართა ბანკისა. თუმცა, მისი ნებართვის გარეშე, ცხადია, ანგარიშზე თანხის მოძრაობა შეჩერებული იყო. ამდენად, გაჩეჩილაძემ, რეალურად, ნაციონალებისგან აიღო არა 2, არამედ 4 მილიონზე მეტი (2 მილიონი, რომელიც კრედიტის სახით გამოიტანა ბანკიდან და ის პროცენტები, რაც დაემატა ყოველთვიურად გადასახდელ თანხებს იმ პერიოდში, როცა გაჩეჩილაძე უკვე ვეღარ იხდიდა კრედიტს). ამ დროისათვის, მართალია, გაჩეჩილაძეს 2 სახლს უყიდის ბანკი, მაგრამ წყარო ირწმუნება, რომ ორივე სახლს იყიდის გაჩეჩილაძის სანდო პირი. შემდეგ, როცა დრო მოვა, ისევ გააფორმებს ორივე სახლს. იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა ხაზარაძე გაჩეჩილაძის მეგობარია, ორივე სახლი იაფად შეფასდება და აუქციონს, ცხადია, ფორმალური სახე ექნება, ქონებას მისი ფულით მისი ახლობელი შეიძენს. აი, ამ სახლების საყიდელ ფულსაც ზარალობს გაჩეჩილაძე, თუმცა, მანიპულაციის სირთულის მიუხედავად, მაინც დიდ ხეირშია. სუფთა 2 ”ლიმონი” რჩება, პლუს სააკაშვილის ფულით დახსნილი სახლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 მიშას უთხარით, ”სტავკა” გაზარდოს და როცა უნდა, მაშინ შევხვდები მოსალაპარაკებლადო. მოკლედ, გაჩეჩილაძემ როცა ნახა, ხალხი მზად იყო ერთ დაძახილზე გამოსულიყო, 5 მილიონი იცოტავა. ეგ ახვარი კიდევ პოლიტიკაში ეტენება? მიტინგზე რომ დაინახონ, ხალხმა ჯერ ეგ უნდა ჩაწიხლოს დამერე სხვები.პ.ს. მოქკავშირში ნამყოფი ახვრები ყველა ეგეთია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 (edited) Siknadmoაქ 4 ფაქტია... და რა გიკვირს? და ვერ გავიგე რა უნდა ამ ქართულ პარტიაში.. გრეჩოს აგერ ბატონო ესეც კორუფცია ფაქტირუად Edited February 18, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 mtidanPEPE.რა დონის ახვარი უნდა იყო რომ ხალხით ასეთი მანიპულაციები მოაწყო , ეგეთი ლუკმა პირში როგორ უნდა გადაგივიდეს,ან პროსტა არ მესმის მაყუთზე როგორ უნდა გაყიდო ყველაფერი, რა უნდა იყიდო იმაზე ძვირფასი რასაც ხალხის სიყვარული და სამსახური ქვია, ეს ერი რავა არავის არ ევასება ტო, საწყალი ქართველობა რომ ერთი გულშემატკივარი არ ჰყავს პოლიტიკოსი,არადა პოლიტიკოსების გარეშე ვერანაირად ვერ დაუპირისპირდები ნაცმოძრაობას, გამორიცხულია, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 არადა პოლიტიკოსების გარეშე ვერანაირად ვერ დაუპირისპირდები ნაცმოძრაობას, გამორიცხულია, ყველაფერი შესაძლებელია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 გაჩეჩილაძემ ხელისუფლებისგან 2 მილიონი დოლარი აიღო. მას ეს თანხა ორ ეტაპად (თითო მილიონი) გადასცეს შავნაბადაზე, 2008 წლის იანვარში. გაჩეჩილაძეს კიდევ 3 მილიონი უნდა მიეღო. სათავადაზნაურო ბანკს სააკაშვილი რომ არ დაუფინანსებდა, ეს იმთავითვე იცოდა მისმა უახლოესმა გარემოცვამ. მოკლედ, პირობა ასეთი იყო გაჩეჩილაძემ მიიღო 2 მილიონი, 3 მილიონიც უნდა მიეცათ, სანაცვლოდ კი, პოლიტიკას საერთოდ უნდა ჩამოსცილებოდა. ამ დროს უკვე გაიმართა მეორედ გაპრეზიდენტებული სააკაშვილის ინაუგურაცია. სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა აწარმოებდა დარჩენილი 3 მილიონი დოლარის გადაცემაზე გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებას. წყარო ირწმუნება, რომ გაჩეჩილაძემ დაარღვია შეთანხმება და განაგრძო პოლიტიკური აქტიურობა. მას დაუკავშირდა ის გავლენიანი ფიგურა პრეზიდენტის კარიდან და უთხრა, რომ პირობას არღვევდა, ფული აღებული ჰქონდა და მაინც პოლიტიკაში, ოპოზიციაში რჩებოდა. ერტმა ნაგავმა მეორე ნაძირალას ჩვენი ხმები მიყიდა ეს "ფაქტები" გაზეთებში კი არ უნდა წერონ "წყაროებმა" - პროკურატურაში წაათრიონ და გაასამართლონ ორივე მხარე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ყველაფერი შესაძლებელია..როგორ, ჯერესერთი ბუნტი როგორ უნდა მოაწყო ორგანიზების გარეშე, ელემენტარულად პოლიცია რომ წამოვა რაღაც ტაქნტიკა მაინც ხომ უნდა გქონდეს დამუშავებული,ეგვიპტეში მაგალითად ძირითადი დამრტყმელი ძალა მუსულმანთა საძმო იყო,ასე სპონტანურად რა შეიძლება შეიქმნას, რეჟიმის შეცვლა ხომ ცალკე პრობლემაა, მერე კი ქვეყანა ხომ მაინც პოლიტიკოსებმა უნდა მართონ ერტმა ნაგავმა მეორე ნაძირალას ჩვენი ხმები მიყიდა ეს "ფაქტები" გაზეთებში კი არ უნდა წერონ "წყაროებმა" - პროკურატურაში წაათრიონ და გაასამართლონ ორივე მხარე!კისა, პროკურატურა რომ მუშაობდეს რად მინდა ბუნტი და უბეუდრება, გადავირჩევდით ხელისუფლებას და მორჩებოდა ყველაფერი, ვიქნებოდით მშვიდად, რაის პროკურატურა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 Siknadmoწამოი შენ იქით, ბოროტებაზე უნდა გებაზრო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 (edited) როგორ, ჯერესერთი ბუნტი როგორ უნდა მოაწყო ორგანიზების გარეშე, ელემენტარულად პოლიცია რომ წამოვა რაღაც ტაქნტიკა მაინც ხომ უნდა გქონდეს დამუშავებული,ეგვიპტეში მაგალითად ძირითადი დამრტყმელი ძალა მუსულმანთა საძმო იყო,ასე სპონტანურად რა შეიძლება შეიქმნას, რეჟიმის შეცვლა ხომ ცალკე პრობლემაა, მერე კი ქვეყანა ხომ მაინც პოლიტიკოსებმა უნდა მართონხოდა ეხლა მოქმედი ყველა ოპოზიციონერი დასაქნევია..არცერთი პოლიტიკოსი მაინც არ არის..აი მერე არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რომ თუ რამის მიღწევა გინდა,ხალხის ერთობაა საჭირო..ესე დაყოფილ დანაწევრებული ოპოზიციით და მათი მომხრეებით არაფერი მიიღწევა.. Edited February 18, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ხოდა ეხლა მოქმედი ყველა ოპოზიციონერი დასაქნევია..არცერთი პოლიტიკოსი მაინც არ არის..აი მერე არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რომ თუ რამის მიღწევა გინდა,ხალხის ერთობაა საჭირო..ესე დაყოფილ დანაწევრებული ოპოზიციით და მათი მომხრეებით არაფერი მიიღწევა..და ვიტომ სხვა რომ მოვა რა, უკეთესი იქნება ვითომ? გარანტიები არანაირი, თორემ თავისი ბაზარით გრეჩომაც დამაბოლა და გუბაზმაც, ერთ დროს და როცა ისეთ რაღაცას გეუბნებიან, რაზეც გიფიქრია და ვიღაც ზუსტად იმას ახმოვანებს რაც გაწუხებს ძნელია ცდუნებას გაუძლო მითუმეტეს რომ შემოწმების შესაძლებლობა არ გაქვს,არადა შეეგუო არსებულ რეჟიმს და რაღაც ეჭვის გამო უარი თქვა ბრძოლაზე მაგის ფუფუნებაც არ არის,ფაქტია, გრეჩო ჩამოწერილია, ეს ფაქტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 SiknadmoSiknadmoდა ვიტომ სხვა რომ მოვა რა, უკეთესი იქნება ვითომ? გარანტიები არანაირიაგაშენა ღმერთმა, მაგასაა რომ ვიძახი და გკიდაო გადამეკიდე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 (edited) გრეჩო ჩამოწერილია, ეს ფაქტია ეს შენთვის არის ჩამოწერილი და ისიც გასაგებია რას გვთავაზობ..მაგრამ გაიგე რომ ჩემთვის გრეჩოც და იკაკოც+ სხვებიც ჩამოწერილები არიან,უკვე კარგა ხანია და ამ აღმოჩენებით არარ ვღშფოთდები,ყველა ნაგავია..არის ხალხი ვისთვისაც იკაკოა ჩამოწერილი,ზოგისთვის მარტო ნინო და ა.შ..მოკლედ გინდა თუ არა ყველას ყავს თავისი მომხრეები და ეყოლებათ..ეს იგივე უბრალო დაბოლებული ხალხია,და რას იზამ ვერაფერს..და როგორც შენ გგონია რომ იკაკო ყველას ჯობია,ისევე მათ გონიათ რომ მათი რცეული სხვას ჯობია..ესეთ სიტუაციაში მარტო უნდა ელოდო ერთ 25-30 წელიწადში მიშა დაბერდება და ამერიკა გადაწყვეტს შეცვლას..სხვა გზა არ არის..ეს არის რეალობა..ან ამ რეალობას გაითვითცნობიერებ ადამიანი და ან ილუზიებში იცხოვრებ,რომ მაკკეინმა არ იცის რა ხდება და რომ გაიგო ცოფებს ყრიდა.. Edited February 18, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 და ვიტომ სხვა რომ მოვა რა, უკეთესი იქნება ვითომ? რავი შენ ამბობ,იკაკოს თუ დასვამენ უკეთესი იქნებაო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 SiknadmoSiknadmo აგაშენა ღმერთმა, მაგასაა რომ ვიძახი და გკიდაო გადამეკიდე....მე სულ სხვა პონტში ვიძახი, ანუ, არსებული პოლიტ პარტიების უკლებლივ ყველას ჩარეცხვის მომხრე არ ვარ რავი შენ ამბობ,იკაკოს თუ დასვამენ უკეთესი იქნებაო..არის რამდენიმე პარტია რომელთა მიმართ მაქვს ნდობა, ყოველ შემთხვევაში მათგან არ ველოდები რომ რაღაც საშინელებას გააკეთებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 არის რამდენიმე პარტია რომელთა მიმართ მაქვს ნდობა, ყოველ შემთხვევაში მათგან არ ველოდები რომ რაღაც საშინელებას გააკეთებენ ეხ არც საქართველოს 80% ეგონა 2003,რომ ნაცები ესე მოიქცეოდნენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.