lasha1997 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 თბილისი. 18 თებერვალი. "ინტერპრესნიუსი" - “თავისუფალი დემოკრატები” “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” შესატან რამდენიმე ცვლილებას აპროტესტებენ, რომელიც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღებას ეხება. როგორც პარტიის წევრმა ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია მე-10 თავის 48/ მუხლზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები. გოგუაძის განცხადებით, ეს ნიშნავს , რომ განათლების მინისტრი ამიერიდან შეითავსებს შინაგან საქმეთა მინისტრის ფუნქციას და ხელმძღვანელობას გაუწევს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ ორგანოს, კერძოდ, განათლების სამინისტროში შეიქმნება შინაგან საქმეთა პატარა სამინისტრო, ხოლო ამ სისტემაში მივლენილ მანდატურს მოეთხოვება ყველაფერი განათლების გარდა. როგორც მან აღნიშნა, მანდატურს შესაძლოა, დაწყებითი სკოლაც კი არ ჰქონდეს დამთავრებული. საკმარისია, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაარსებული “მაგიური” კურსები გაიაროს. გოგუაძემ ყურადღება გაამახვილა ამავე თავის 48-ე მუხლზეც, სადაც საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევებსა და წესზე. მისი თქმით, საინტერესო ისაა, რომ ამ კანონში არსად არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს სპეციალური საშუალებები. “სამაგიეროდ, სპეციალურ საშუალებებს ზუსტად განსაზღვრავს “პოლიციის შესახებ კანონის” მე-12 მუხლი, სადაც წერია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის მიზნით, პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი, ან შებორკვის სხვა საშუალება; არალეტარული იარაღი, მათ შორის არალეტალური ჭურვი, რეზინის ხელკეტი, ცრემსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა, სპეციალური საღებავები, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა”, - აღნიშნა მან. გოგუაძის განცხადებით, საგანგაშოა განათლების მინისტრის მზადყოფნა, სკოლის მოსწავლეს შეუსიოს სასამსახურო ძაღლები და ცხენოსანთა რაზმი. “ჩვენ, “თავისუფალ დემოკრატებს” დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენი შვილების სკოლაში წესრიგის დამყარება ხდებოდეს წიწაკისა და ცრემსადენი გაზის, ელექტროშოკის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოწყობილობებისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ასევე ფიქრობენ შვილებზე მზრუნველი მშობლებიც”, - განაცხადა გოგუაძემ. “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტი” განსახილველად უკვე პარლამენტშია წარდგენილი. http://www.facebook.com/?ref=home#!/notes/irakli-alasania-tavisupali-demokratebi-irakli-alasania-free-democrats/tavisupali-demokratebis-mtkitsebit-ganatlebis-saministroshi-patara-shss-ikmneba/183576221679176 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ყველაფერი ვანიჩკას კანტორის კონტროლის ქვეშ გადადის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 განათლების სამინისტროში პატარა შსს იქმნება აბა იმხელა ხო ვერ შეიქმნება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 აბა იმხელა ხო ვერ შეიქმნება? მოვა კისა და გაგცემს პასუხს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 განათლების სამინისტროში პატარა შსს იქმნება მიშა! დააბრუნე შაშკინი ციხეში, იქ არის მაგისი სული დარჩენილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 (edited) თავისუფალი დემოკრატების მტკიცებით, განათლების სამინისტროში პატარა შსს იქმნებამერე ტელეფონი არ გამოართვა ბატონმა ირაკლიმ მაკკეინს..ჩვენ რას გვეუბნება,იმას დაურეკოს..?? Edited February 18, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 მერე ტელეფონი არ გამოართვა ბატონმა ირაკლიმ მაკკეინს..ჩვენ რას გვეუბნება,იმას დაურეკოს..?? მეილიც ხო აქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 მერე პროტესტი? სტალინი უნდა ამ ხალხს მართლა რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 (edited) თურმე მანდატურებს რეზინის ხელკეტებს ურიგებენ და ვიზე უნდა გამოიყენონ არ იცით? თუ ეს სიმართლეა,ამათი დებილი დედა ################## მე.სხვანაირად ვერ გამოვხატე და უკაცრავად. ნახეთ აბა მართალია? http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=18-02-2011%2021:19 Edited February 18, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ნახეთ აბა მართალია?სად ვნახოთ..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ძველი ტემის ძებნა არ ვიცისექტემბერში როდესაც იქმნებოდა ეს "მადატური" - ოტ სლოვა ( მრცხვენია, ვინც კარგად იცით რუსული მიხვდებით) გითხარით - შეიქმნა ძალოვანი სტუქტურა , რომელიც მხოლოდ განათლების მინისტრს ექვემდებარება ამოქექეთ ის ტემა და ეს მიუერთეთ სწორედაც ეს იყო მოსალოდნელი! ძალიანაც კარგი - ეხლა სკოლის ბავშვებს შეაძულებენ ტავს! კიდე გაგახარებთ - მანდატურები უმაღლესებში იქნებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 სად ვნახოთ..?? ლინკი არ იხსნება? შენ ვერ ნახავ მაინც და ვინც საქართველოშია იმას ვუთხარი;. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ამოქექეთ ის ტემა და ეს მიუერთეთ სათაური თუ გახსოვს ვიპოვნი და მართლა შეუერთეთ. ერთი ვერ გამიგია.ბავშვებს ეს ყველაფერი შეიძლება ეკიდოთ,მაგრამ მათ მშობლებს ტვინი არა აქვთ და იმას ვერ ხვდებიან,რომ შიშს უნერგავენ თავიდანვე მათ შვილებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 lasha1997სათაური თუ გახსოვს ვიპოვნი და მართლა შეუერთეთ.არ მახსოვს სათაური რაღაც მანდატურებზე იყოსიკნადმო და ტატი ტანზე იხევდნენ - კაიაო ხოდა თუ კაია ეხლა ნახონ იმ შენ ლინზე არ იხსნება არაფარეი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 სიკნადმო და ტატი ტანზე იხევდნენ - კაიაო აჰა;კარგი იქნებაო არა და დავაკისროთ იმ თემის მოძებნა. იმ შენ ლინზე არ იხსნება არაფარეი რავი,იქიდან ავიღე და არ ყოფილა ტყუილი პოსტებიდან გამომდინარე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.