machkatela Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ძალადაკარგულიაქალაქ თბილისის საკრებულოს01/28/2011 N 1-9გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის საკრებულოგადაწყვეტილება N 2-72009 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი - ქონების გადასახადი.2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს: (28.12.2009 N 15–38)ა) საქართველოს საწარმოსათვის _ მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტს. ამასთან: (22.02.2010 N 2-13)ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისათვის და ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია _ 5 ტონაზე მეტი) გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,2 პროცენტს 2011 წლის 1 იანვრამდე; ა.ბ) საქმიანობისათვის სპორტის დარგში გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე;ბ) უცხოური საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით მიღებული ქონების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.გ) ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების ან ამ ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის _ წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.დ) ფიზიკური პირისათვის _ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების, ან მათი ნაწილის), დაუმთავრებელი მშენებლობის ან/და იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების, აგრეთვე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება ან/და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების _ გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს: დ.ა) 100000 ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის _ საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს; დ.ბ) 100000 ლარის და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის _ საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.3. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ქონების გადასახადის განაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათები. ნუ ნერვიულობთ რა ტყულიად...მასე იყო სულ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 PEPE.როგორ დაითვალე?ბინის საშუალო ღირებულება 50 000$ ავიღე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 (edited) მივესალმები რა მაგ გადსახადსაც და უკვე არსებული გადასახადების გაორმაგებასაც მამენტ. არა, გაორმაგებას არა, გასამმაგებას! დიახ. მეტის ღირსია გურჯისტან სოსაითი... ხალხნო და ჯამაათნო ცხოვრებაზე ფიქრს მოეშვით და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იფიქრეთო ო, ეგრე დაიბარაო ველიკი მთავარსარდალმა ო.. თუ რამე პურის ტალონებს გადმოგიგდებთო და მშიერი არ მოკვდებითო, ან თუ მოკვდებით უფასო ადგილს არ დავინანებთო, სადმე ნაგავსაყრელზეო ო! ცისანა სად არის, ცისანა დაიდოს მე მაგის ჯიშ ჯილაგი მოვსდღან! Edited February 17, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ცისანა სად არის, ცისანა დაიდოს მე მაგის ჯიშ ჯილაგი მოვსდღან! ხუ იზ ცისანა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ) laci ჩაგეთვალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 გასაკვირი ისაა, აქამდე რომ არ იყო ასეთი გადასახადი... ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთი გადასახადი, ოღონდ უმუშევართათვის და სხვა მსგავსი კატეგორიის ხალხისთვის შეღავათები უნდა იყოს. ეხლა მე სახლი მაჩუქონ ვაკეში და უმუშევარი ვიყო, გადასახადის გადაუხდელობის გამო ბინა არ უნდა გამიყიდონ. ან უუნდა გადავადეს, აუ უნდა გაიქვითოს საერთოდ. asdsვორნი ბილწსიტყვაობისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
M A N E R A Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ოჯახების უმეტესობა ამ გადასახადიდან განთავისუფლებაში ხვდება, ასე რომ მთავარია გადასახადისგან განთავისუფლების წესები არ შეცვალონ საგადასახადო კოდექსში ხალხის საზიანოდ. ვფიქრობ, რომ ეყოფათ ჭკუა და გადასახადიდან განთავისუფლების წესებს არ შეცვლიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 M A N E R Aოჯახების უმეტესობა ამ გადასახადიდან განთავისუფლებაში ხვდებაროგორ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
M A N E R A Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 როგორ და მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ეს არის ქონების გადასახადიდან გათავისუფლების მუხლში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 M A N E R Aმუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;ძალიან კარგი დაგვიანებული ყოფილა აბა მაგ გადასახადის შემოღება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 გულს ნუ ხეთქავთ რა აგერ გაუქმებული ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 machkatelaორმანქანიანი ავტოფარეხების მფლობელებს ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ 21:10 14-02-2011 თბილისში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტის და ორმანქანიანი ავტოფარეხების მფლობელებს ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ .დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია პირი, რომლის საცხოვრებელი სახლიც 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზეა.ასევე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია ავტოფარეხებზე მიმაგრებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც მხოლოდ ერთ მანქანას იტევს.რაც შეეხება ქონების გადასახადის ოდენობას, ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით გამოიანგარიშება. გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარია. რაც შეეხება ფორმულას, ასე გამოიყურება კოჯორი თბილისს ეკუთვნის არა უკვე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 M A N E R Aმუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ამის ნახვა სად შეიძლება? ეს კოჯორსაც ეხება თუ იცით? არავინ ხართ კაცო აქ და მაინტერესებს რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 lasha1997ხვალ სამსახურში რომ მივალ დავაზუსტებ,თუმცა არა მგონია კოჯორი თბილისში იყოს და შესაბამისად თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება მას არ ეხება.დაწერილია დღეს, 08:41 PM M A N E R A M A N E R A, on Today, 09:59 AM, said:მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ეს კი საგადასახადო კოდექსიდანაა და ზოგადია.ადგილობრივი ორგანოები კი მხოლოდ განაკვეთს ადგენენ.ამ წელს მეც მომიწევს ამ გადასახადის გადახდა,რადგან ოჯახზე შემოსავალი 40 000-ზე მეტი გამომდის ანუ 0,2%. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ძუკუხვალ სამსახურში რომ მივალ დავაზუსტებ,თუმცა არა მგონია კოჯორი თბილისში იყოს და შესაბამისად თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება მას არ ეხება. ადრე გარდაბანს ეკუთვნოდა,ეხლა თბილისს მე მგონი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.