newstudio Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 გადაწყვეტილება №1-92011 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისათვის და ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე;ა.ბ) საქმიანობისათვის სპორტის დარგში გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე.ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.გ) ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:გ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;გ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს. --- გილოცავთ მეგობრებო... ვისაც ბინა გაქვთ, დროა განამზადოთ შესაბამისი თანხა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 გ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;გ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს. თავის თავს თუ დაიბეგრავენ არ ვიცი , აბა ნორმალურ ოჯახს სად ააქვს 100 000-ი შემოსავალი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 (edited) სასუალოდ დავთვალე და თითო ბინიდან 300-600 ლარი გამოდის საშუალო შემოსავალი ოჯახების არის 500-600 ლარი... ხოდა ერთი თვის საცხოვრებელ ფულს ახევენ რა... დედის ####### ვამათი! laciთავის თავს თუ დაიბეგრავენ არ ვიცი , აბა ნორმალურ ოჯახს სად ააქვს 100 000-ი შემოსავალიგ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;-მდეო Edited February 17, 2011 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 -მდეო უი, უი, ვერ მოვტვინე...ანუ 1000-სიც რომ გქონდეს მაინც უნდა იხადო.... ამათ ძალიან გაუბერეს, რო არ გადაიხადო ჩამოგართმევენ ქონებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 laciრო არ გადაიხადო ჩამოგართმევენ ქონებას?ჭკუა დაუშლით/? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 პენსიონერს რო მარტო პენსია აქვს შემოსავალი და აქვს ბინა იმას როგორ უნდა გადაახდევინოარ მესმის რა... თან ვაუჩერს უგდებ და თან ორმაგად ართმევ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 თითო ბინიდან 300-600 ლარი გამოდისცენტრში ეგრე გამოვა. გადმოდით გლდანში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 Saturn რა მნიშვნელობა აქვს სად იცხოვრებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 სასუალოდ დავთვალე და თითო ბინიდან 300-600 ლარი გამოდის როგორ დაითვალე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 Saturn რა მნიშვნელობა აქვს სად იცხოვრებ?გარეუბანში იაფია ბინა და პროცენტიც ცოტა იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას დედაქალაქში მოქმედ ორგანიზაციებს ქონების გადასახადი შეუმცირეს .აქამდე, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისა და ავტობუსებისთვის (M3 კატეგორია _ 5 ტონაზე მეტი) გადასახადის წლიური განაკვეთი, მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,2 პროცენტს შეადგენდა.დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, წლიურმა განაკვეთმა 0,01 პროცენტამდე დაიწია. საკრებულოს გადაწყვეტილებითვე, ეს განაკვეთი 2013 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნდება.დედაქალაქის საკრებულომ მხოლოდ სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ნაწილში მიიღო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება, დანარჩენ მიმართულებებში განაკვეთები ან იგივე დარჩა ან გასამმაგდა და გაორმაგდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 გარეუბანში იაფია ბინა და პროცენტიც ცოტა იქნება. ბინის ღირებულების მიხედვით არის ეგ გადასახადი? ესეიგი ყოველ თვე რო მოიმატოს ბინის ფასმა მეც მომატებული უნდა ვიხადო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 (edited) ორმანქანიანი ავტოფარეხების მფლობელებს ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ 21:10 14-02-2011 თბილისში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტის და ორმანქანიანი ავტოფარეხების მფლობელებს ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ .დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია პირი, რომლის საცხოვრებელი სახლიც 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზეა.ასევე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია ავტოფარეხებზე მიმაგრებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც მხოლოდ ერთ მანქანას იტევს.რაც შეეხება ქონების გადასახადის ოდენობას, ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით გამოიანგარიშება. გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარია. რაც შეეხება ფორმულას, ასე გამოიყურება სადაც:K – არის ტერიტორიული კოეფიეციენტი. /კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიული კოეფიციენტის გამოანგარიშებისას მიღებული ოდენობა მრგვალდება მეასედამდე/.Kmax – არის მაქსიმალური ტერიტორიული კოეფიციენტი, რომელიც 1,5-ის ტოლიაKmin – არის მინიმალური ტერიტორიული კოეფიციენტი, რომელიც 1-ის ტოლიაN- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასთა რაოდენობა. Sn – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასთა რაოდენობის რიგითობა, სადაც ყველაზე მაღალი ნორმატიული ფასი რიგით არის პირველი ნომერი და ყოველი მომდევნო ნორმატიულ ფასს რიგით შეესაბამება ნომერი 2, 3, 4, და ა. შ. ნორმატიული ფასის კლებადობის მიხედვით. ფორმულა ვერ დავაკოპირეეეეე Edited February 17, 2011 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ბინის ღირებულების მიხედვით არის ეგ გადასახადი?მასე წერია აქ:100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს ყოველ თვე რო მოიმატოს ბინის ფასმა მეც მომატებული უნდა ვიხადო? არა. საგადასახადო პერიოდის ბოლოს დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 არა. საგადასახადო პერიოდის ბოლოს დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. უჰ რა გამახარე... ზუსტად ბოლოსკენ აწევენ ფასებს დაჟე გლდანშიც...ყველაფერი მაგათ ხელში არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.