Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის


Recommended Posts

[პირველი]

 

არჩევნების პირადობის ბიომეტრიული მოწმობებით ჩატარების შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ხელისუფლება "საფრთხისშემცველად" მიიჩნევს.

როგორც დღეს ცსკ-ში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის სახელისუფლებო წევრმა პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა, "ხელისუფლებას მიაჩნია, რომ “ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დაიწყოს".

 

"საარჩევნო პროცესში პირადობის ბიომეტრიული გამოყენება საფრთხისშემცველია და ეს უცხოელი ექსპერტების დასკვნაშიც წერია. არცერთ ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტებით იდენტიფიკაცია არ ხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დავიწყოთ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს 1 მარტს წარმოადგენს.

 

"ამ წინადადებებს ჯგუფის ფორმატში მომუშავე ყველა პარტია გაეცნობა და ისინი ჯგუფის მომდევნო შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ, 9 მარტს გაიმართება, მომზადებულები შეხვდებიან", - დასძინა კუბლაშვილმა.

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=5818

 

პ.ს. ჩაიშალა ფაქტიურად მოლპარაკებები?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეს ღორის ბარკალი რა დღეშია

მე მგონი არაა სასაცილოდ საქმე, ტუ არა მოლაპარაკებები, მაშინ ეს:

 

ფორპოსტი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში , - ამის შესახებ, "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, "დღევანდელი რეჟიმის" ატანა და მოთმენა უკვე შეუძლებელი გახდა. "აქამდე არ არსებობდა ორგანიზებული ძალა, რომელიც წერტილს დაუსვამდა ერთი ადამიანის განუყოფელ მმართველობას საქართველოში. ასეთი ძალა "ქართული პარტიის" სახით თანდათან ყალიბდება და მალე ის თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის", - აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს "ქართული პარტია" ითანამშრომლებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ არა იმ პარტიებთან, რომლებიც "სააკაშვილის რეჟიმის სატელიტებს წარმოადგენენ". "გამაოცა სააკაშვილის ამასწინანდელმა განცხადებამ, რომ რუსეთთან ომის შედეგად საქართველომ მხოლოდ ქვაღორღიანი ადგილები დაკარგა და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანის მმართველობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. უკვე ამ გაზაფხულის ბოლოს "ქართული პარტია" მზად იქნება ავტორიტარული მმართველობის დასამარცხებლად", - აცხადებს სოზარ სუბარი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/159865-sozar-subari-gazafkhulis-bolos-qqarthuli-partiaq-avtoritaruli-mmarthvelobis-dasamarckheblad-mzad-iqneba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა. "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას მოეტანა საკუთარი ხედვები ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის სახით, ისინი ზეპირად მსჯელობდნენ და დაასახელეს ისეთი ციფრები და ფასები, რომ ვერ დაიმსახურეს გაგებითი დამოკიდებულება.

"ჩვენ მათ ვთხოვეთ წარმოადგინონ ოფიციალური დოკუმენტი, შესაბამისი კალკულაციით და ახსნებით. როდესაც მივიღებთ წერილობით არგუმენტებს, ამ ვითომ არგუმენტებზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი სარწმუნო არგუმენტები და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ის ფასები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" გვამცნობს, სპეციალურად არის გაბერილი, ხოლო ის ხელის შემშლელი სირთულეები, რომელზეც ისინი საუბრობენ, აბსოლუტურად გადაჭარბებულია", - აღნიშნა მან.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მოსახლეობის ბიომეტრიული პასპორტებით აღჭურვისთვის საჭირო თანხად ხელისუფლებამ 200 მილიონი დაასახელა, ხოლო მოსამზადებელ დროდ - წელიწადნახევარზე მეტი.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის როდის გაიმართება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა. კონსულტაციები, სავარაუდოდ, მარტში განახლდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაიშალა ფაქტიურად მოლპარაკებები?!

ეს წინა წელსაც გეწერა შენ..თუ დეჟავიუ მჭირს.. :givi: :givi:

რამდენიმე ხანში ისევ გაიხსნება თემა,გარემოს აუცილებლობის შესახებ..

 

ამ დროისთვის ცნობილი არ არის როდის გაიმართება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა. კონსულტაციები, სავარაუდოდ, მარტში განახლდება.

:givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ჩაიშალა ფაქტიურად მოლპარაკებები?!

:givi:

 

ეს მომეწონა მაგრად. თქვენ ზოგჯერ ლოგიკით ამ მიშიტებისგან არაფით განსხვავდებით რა :)

 

ე.ი. მთელი ამ გარემოს მთავრი ელემენტი ეს ბიომეტრიული პასპორტები ყოფილა ხო?

პირველი. მე წინააღმდეგი ვარ მაგალითად ამ ბიომეტრიული პასპორტების, ადამიანებზე ჩიპების გაკეთების და ყოველგვარი ამ მამაძაღლობისა.

 

მეორე.

ეს საარჩევნო გარემო ალასანიას სათამაშო ქვიშის მოედანია და მეტი არაფერი. ხომ გაქვთ ნანახი პატარა ბავშვები ეზოში რომ თამაშობენ? :givi:

 

გამომფხიზლდით ბოლო-ბოლო.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის

პ.ს. ჩაიშალა ფაქტიურად მოლპარაკებები?!

 

 

დამიჯერე ხოლმე რაღაცეები და არა მარტო მე.ამასაც დაუჯერე ხოლმე. :givi: გიორგი68

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ეს წინა წელსაც გეწერა შენ..თუ დეჟავიუ მჭირს..

რამდენიმე ხანში ისევ გაიხსნება თემა,გარემოს აუცილებლობის შესახებ..

მე თუ მკითხავ შენ გვთარსავ, ხო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე თუ მკითხავ შენ გვთარსავ, ხო :givi:

ხო დამაბრალეთ ეხლა მე.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის

 

არც არის საჭირო: პარლამენტი მიიღებს კანონს, რომ ქართველი ერი არის ტომი და საჭიროა ტომის ბელადის არჩევა.

რაღა შორს წავიდეთ, აგერაა:

 

http://journalist.ge/uploads/news_3903.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც არის საჭირო: პარლამენტი მიიღებს კანონს, რომ ქართველი ერი არის ტომი და საჭიროა ტომის ბელადის არჩევა.

რაღა შორს წავიდეთ, აგერაა:

 

http://journalist.ge/uploads/news_3903.jpg

მოშეეეეეეეე :vedreba:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უსუფა ჰყავს აქუს პასპორტების თემაზე.

რაო რა მინდაო..ან პასპორტი და ან სიკვდილიო..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

პირველი. მე წინააღმდეგი ვარ მაგალითად ამ ბიომეტრიული პასპორტების, ადამიანებზე ჩიპების გაკეთების და ყოველგვარი ამ მამაძაღლობისა.

 

 

საინტრესოა. საკრედიტო ბარატები, ტელეფონი, სხვა ტექნიკური მოწყობილობები. იგივე კომპიუტერი რა არის? :read:

 

newstudio

კაციტაძე მაინტერესებს რეებს საუბრობს ერტადერთია ვინც იცის მაგ საარჩევნო გარემოზე რასაც უებრავს...

 

ქართულ აპრტიას რაც ეხება.. ხელისუფლება ძალიან თვითდაჯერებულია და გამორიცხული არაფერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე გითხარით,რომ გაისად საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდება არეულობა და დაიმახსოვრეთ ეს კარგად და ამაზე ყოველნაირი პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლებას დაეკისრება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...