Jump to content
Planeta.Ge

ათეისტების მიერ დასმული


Recommended Posts

Jonathan livingston

წმ.იოანე ეკლესიის წარმომადგენელი იყო

და ამტკიცებდა მე 4 საუკუნეში ამას

გავა დრო და მეტი რამ შეიძლება კიდევ აღმოვაჩინოთ ,რაც ბიბლიაში წერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 341
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ეგაა შენი პასუხი არა? მასეა. როცა ჩაფლავებული თეორია აღარ ამართლებს, სხვა რა უნდა დაგეწერა?     აი მე კი ის ვიცი რომ საყოველთაოდ ცნობილი თეორია, რომ ჰომო ჰაბილისის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა

აზრი

Saturn   მეცნიერულ შეხედულებებს მეცნიერები გვამცნობენ. მეცნერთა შორის კი, ამ საკითხზე სხვა და სხვა შეხედულებებია. ამის მიზეზი რაა, ალბათ იცი ან ხვდები.   უცხო_პლანეტელი   თავი მოგაქვს ხოლმე ისეთ ვი

 Anima Libera

მაშ ასე, ყოველგვარი ღადაობისა და ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე...     რა არის ბოროტება და რატომ უშვებს ყოვლიშემძლე და ყოვლისმმართველი ღმერთი მას?   რატომ არ აუვნებელყოფს სატანას?   რა ბედი ელის საბოლოო ს

kasper

წმ.იოანე ეკლესიის წარმომადგენელი იყო

და ამტკიცებდა მე 4 საუკუნეში ამას

გავა დრო და მეტი რამ შეიძლება კიდევ აღმოვაჩინოთ ,რაც ბიბლიაში წერია

ამტკიცებდა არა, მოკრძალებულად გამოთქვამდა აზრს, რომელსაც ოფიციალური ეკლესია არ იზიარებდა.

 

აქვე კითხვა:

რა განხვავებაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორის, რა ბედი ელის კათოლიკეს საიქიოში (ანუ ცხონდება თუ არა) და თუ არ ცხონდება, რატომ აძლევს მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკესა და მართლმადიდებელს ქორწინების უფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წმ იოანე ოქროპირის მიერ

მე 4 საუკუნეში

იცოდნენ მოკლედ:D

მე 4 საუკუნეში

თუმცა ეს არ იყო დიდი აღმოჩენა

kasper

 

მინდა აღვნიშნო, რომ იოანე ოქროპირმა თავისით არ იცოდა დედამიწის მრგვალი ფორმის შესახებ. მან ბიბლიიდან გაიგო ეს პირველად. იოანე ოქროპირამდე, საუკუნეებით ადრე იყო ცნობილი დედამიწის მრგვალი ფორმის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კი რა თქმა უნდა ბიბლიიდან გაიგო

რა განხვავებაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორის

დოგმატებს შორის არის განსხვავება

რა ბედი ელის კათოლიკეს საიქიოში (ანუ ცხონდება თუ არა)

არავინ იცის ვინ ცხონდება

პირველი ავაზაკი ცხონდა

ასე რომ არ ვიცი

რატომ აძლევს მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკესა და მართლმადიდებელს ქორწინების უფლებას.

ეს არ ვიცი ,დაშვებულია თუ არა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მან ბიბლიიდან გაიგო ეს პირველად.

ეგაა მთავარი რომ სწორად გაიგო დანარჩენი ეკლსესიისგან განსხვავებით.

 

 

პ.ს. პირველი გვერდიდან მოყოლებული კითხვების შენი პასუხიც მაინტერესებს. მერე ნელნელა დავასერიოზულებ კითხვებს :)

 

kasper

არავინ იცის ვინ ცხონდება

პირველი ავაზაკი ცხონდა

ასე რომ არ ვიცი

არასწორად დავსვი კითხვა. კათოლიკე ურწმუნოდ ითვლება თუ არა მართლმადიდებლობის მიხედვით, ეს მაინტერესებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

ურწმუნო ფარტო მცნებაა

 

მართმადიდებლობის მიხედვით,კათოლიკეებს აქვთ დამახინჯებული სწავლება

 

პ.ს. პირველი გვერდიდან მოყოლებული კითხვების შენი პასუხიც მაინტერესებს. მერე ნელნელა დავასერიოზულებ კითხვებს

მეც დაგისვამ კითხვას

რაში გაინტერესებს შენ ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

 

იოანე ოქროპირის სხვანაირად როგორ უნდა გაეგო ერთი მითხარი, როცა ბიბლიის დედანში, სიტყვა "ჰუგ" წერია, რაც დედამიწის მრგვალ ფორმაზე მიუთითებს. მე რომ დავწერო ინგლისურად "the circle of the earth", სხვანაირად როგორ უნდა გაიგოს იმ ადამიანმა, ვინც ინგლისური კარგად იცის :)

 

ასე რომ დიდი მიღწევა არ ყოფილა იოანე ოქროპირისთვის ბიბლიაში როგორც ეწერა, ისე რომ გაეგო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ასე რომ დიდი მიღწევა არ ყოფილა იოანე ოქროპირისთვის ბიბლიაში როგორც ეწერა, ისე რომ გაეგო

ვახ... მე იოანეს დამსახურებაზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას, არამედ ეკლესიის მაპატიეთ და სიბრმავეზე.

 

kasper

რაში გაინტერესებს შენ ეს?

ცნობისმოყვარე ათეისტი ვარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kasper

თუ ფიქრობ, რომ ვინმეს ჩაჭრას ვცდილობ და წინააღმდეგობებს ვეძებ ცდები, ჩამჭრელი კითხვები რომ დასვა, "ჩასაჭრელის" პოზიციასა და არგუმენტებს უნდა იცნობდე წინასწარ, მე კიდევ უბრალოდ კითხვებზე პასუხი მაინტერესებს.

 

ათეისტი კი იმიტომ ვარ რომ უბრალოდ მეტისმეტად მატერიალისტი ვარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა სიმართლეს ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში თქვა იესომ. ასე, რომ უპასუხეთ ათეისტის მწიგნობრულ კითხვებს. მე ამჯერად დამკვირვებლის სტატუსს დავჯერდები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

შეგიძლია გადმოიწერო ,ან და უყურო მამა ტეოდორე გიგნაძის ქადაგებებს

ასევე დაესწო და დაუსვა ის კითხვები ,რომლებზეც გაინტერესებს პასუხი

თუ გეზარება ცოტა შრომა ,ე,ი საკმარისად არ გაინტერესებს

ეს არის და ეს

 

დამიჯერე ყველა ამ "მარტივ" და სხვა კითხვებზე მიიღებ პასუხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ვახ... მე იოანეს დამსახურებაზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას, არამედ ეკლესიის მაპატიეთ და სიბრმავეზე.

:yes:

 

გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერე ყველა ამ "მარტივ" და სხვა კითხვებზე მიიღებ პასუხს

 

კარგია როცა კითხვებზე პასუხი გაქვს

ადვილია უფრო

მართლა მშურს მორწმუნეების...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

22. რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა

 

კარავი დამკჳდრებად-ამის განმარტება,წმ იოანე ოქროპირის მიერ

მე 4 საუკუნეში

ხედავ, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს

იცოდნენ მოკლედ:D

მე 4 საუკუნეში

თუმცა ეს არ იყო დიდი აღმოჩენა ,რადგან დედამიწის სიმრგვალე თუ სიბრტყელე ცხონებას არ ეხე

ძველი აღთქმა:

 

ესაია 11

 

12. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.

 

 

 

 

 

ახალი აღთქმა:

 

იოანეს გამოცხადება 7

 

1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.

 

 

 

 

 

ახალი აღთქმა:

 

მათე 4

 

8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.

 

 

 

ორივე აღთქმას მიაჩნია რომ დედამიწას ოთხი კუთხე აქვს, სწორედ აქედან მოდის შესაბამისი გამოთქმებიც, მაგრამ ბიბლიაში წერია რომ

 

 

 

დედამიწას კიდეებიც აქვს?

 

 

 

 

 

ძველი აღთქმა

 

იობი 38

 

13. რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?

 

 

 

იობი 37

 

3. მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;

 

 

 

იობი 28

 

24. რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.

 

 

 

იობი 11

 

9. დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.

 

 

 

 

 

ძველი აღთქმა

 

იერემია 16

 

19. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.

 

 

 

 

 

ძველი აღთქმა

 

დანიელი 4

 

17. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწის ყოველი კიდედან რომ მოჩანდა,

 

 

 

 

 

უფრო მეტიც, დედამიწა სულაც არ მოძრაობს?

 

 

 

 

 

ძველი აღთქმა

 

ფსალმუნნი 103

 

5. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.

 

 

 

 

 

ძველი აღთქმა

 

ეკლესიასტე 1

 

5. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.

 

 

 

 

 

გარდა ამისა არსებობს მოსაზრება, რომ თითქოსდა ესაიას 40:22 ში, წერია დედამიწის სფეროსებრიობის შესახებ, რაც ტყუილია, იმიტომ რომ ებრაული "ჰუგ" ნიშნავს წრეს და არა სფეროს, თუკი ესეიას ნამდვილად სფეროს დაწერა სურდა ის გამოიყენებდა სიტყვას "დურ" (რაც ბურთს ნიშნავს)

 

 

 

Isaiah 40:22 He sits enthroned above the circle of the earth, and its people are like grasshoppers.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...