Jump to content
Planeta.Ge

ათეისტების მიერ დასმული


Recommended Posts

მაშ ასე, ყოველგვარი ღადაობისა და ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე...

 

 

რა არის ბოროტება და რატომ უშვებს ყოვლიშემძლე და ყოვლისმმართველი ღმერთი მას?

 

რატომ არ აუვნებელყოფს სატანას?

 

რა ბედი ელის საბოლოო სამსჯავროზე აფრიკის ჯერაც ხელუხლებელ პირველყოფილ ტომებს, რომლთაც სიზმარშიც არ უნახავთ ჯვარი, ჯვარცმა და ქრისტე.

 

რატომაა ადამიანების მიერ შექმნილი დოგმები ჭეშმარიტება?

 

 

 

 

მოგაწევთ გზადაგზა კითხევბს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 341
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ეგაა შენი პასუხი არა? მასეა. როცა ჩაფლავებული თეორია აღარ ამართლებს, სხვა რა უნდა დაგეწერა?     აი მე კი ის ვიცი რომ საყოველთაოდ ცნობილი თეორია, რომ ჰომო ჰაბილისის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა

აზრი

Saturn   მეცნიერულ შეხედულებებს მეცნიერები გვამცნობენ. მეცნერთა შორის კი, ამ საკითხზე სხვა და სხვა შეხედულებებია. ამის მიზეზი რაა, ალბათ იცი ან ხვდები.   უცხო_პლანეტელი   თავი მოგაქვს ხოლმე ისეთ ვი

 Anima Libera

მაშ ასე, ყოველგვარი ღადაობისა და ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე...     რა არის ბოროტება და რატომ უშვებს ყოვლიშემძლე და ყოვლისმმართველი ღმერთი მას?   რატომ არ აუვნებელყოფს სატანას?   რა ბედი ელის საბოლოო ს

რატომ არის თქვენი რელიგია ჭეშმარიტი(ანუ რატომ გგონია ყველა მორწმუნეს მხოლოდ თავისი რელიგია ერთადერთ ჭეშმარიტებად) ?

+ სხვა რელიგიის მყოფ ხალხში რომ დაბადებულიყავით, მაშინ რა მოხდებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის ბოროტება და რატომ უშვებს ყოვლიშემძლე და ყოვლისმმართველი ღმერთი მას?

ბოროტება არის სიკეთის საწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა და ღმერთი ამას იმიტომ უშვებს რომ ნების თავისუფლება მიცა თავის ქმნილებებს, ანუ რობოტებად კი არა სულიერ არსებებად შექმნა.

 

რატომ არ აუვნებელყოფს სატანას?

იმიტომ რომ დღესვე რომ გააუნებელყოს თან ათეისტებიც უნდა მიაყოლოს, მას კი არ სურს დაიღუპოს არც ერთი ამ მცირეთაგანი.

 

რა ბედი ელის საბოლოო სამსჯავროზე აფრიკის ჯერაც ხელუხლებელ პირველყოფილ ტომებს, რომლთაც სიზმარშიც არ უნახავთ ჯვარი, ჯვარცმა და ქრისტე.

ვისაც სიზმარში არ უნახავს არც ქრისტე და არც ჯვარი თავისი საქმეებით გამართლდება ან გამტყუნდება.

 

რატომაა ადამიანების მიერ შექმნილი დოგმები ჭეშმარიტება?

ჭეშმარიტება არ არის, ეს უბრალოდ ამ დოგმების შემქმნელებს უნდათ, რომ სხვებს დააჯერონ რომ ჭეშმარიტებაა.

 

მოგაწევთ გზადაგზა კითხევბს

განავრცე საინტერესო კითხვებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არის თქვენი რელიგია ჭეშმარიტი(ანუ რატომ გგონია ყველა მორწმუნეს მხოლოდ თავისი რელიგია ერთადერთ ჭეშმარიტებად) ?

+ სხვა რელიგიის მყოფ ხალხში რომ დაბადებულიყავით, მაშინ რა მოხდებოდა?

ჭეშმარიტი მხოლოდ ღმერთია ასე რომ რელიგია ჭეშმარიტი ვერ იქნება, იყო დრო როდესაც რელიგია არ არსებობდა მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ღვთისა და ადამიანის მეგობრობისთვის. რელიგია ადამიანს ვერ გადაარჩენს. ვინც იძახის რომ ღმერთი მიყვარს ჭეშმარიტებას ვემსახურები და თავისი ძმა კი სძულს ის ცეუობს, სხვა რელიგიის მყოფ ხალხებში რომ დავბადებულიყავი ანუ არაქრისტიანებში იმ აღმსარებლობისა და რელიგიური მრწამსის მქონე ვიქნებოდი სადაც დავიბადებოდი აი ეს მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ადამიანს სინდისი და კეთილი საქმეები იხსნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

STALKERI

ბოროტება არის სიკეთის საწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა და ღმერთი ამას იმიტომ უშვებს რომ ნების თავისუფლება მიცა თავის ქმნილებებს, ანუ რობოტებად კი არა სულიერ არსებებად შექმნა.

კი მაგრამ, აუცილებელია მკვლელი იყო, ან მოძალადე, რომ თავისუფლი ნების გამოხატვა შეძლოს ადამიანმა? ბოროტების გარეშე ვერ იქნებოდა თავისუფალი? ანუ ბოროტება = თავისუფლებას, სიკეთე = მონობას?

 

იმიტომ რომ დღესვე რომ გააუნებელყოს თან ათეისტებიც უნდა მიაყოლოს, მას კი არ სურს დაიღუპოს არც ერთი ამ მცირეთაგანი.

ანუ მას უყვარს სატანა და ნებას აძლევს აცდუნოს მრავალი ადამიანი და შედეგად ეს მოტყუებული და ცოდვილი ხალხი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას?

 

ჭეშმარიტება არ არის, ეს უბრალოდ ამ დოგმების შემქმნელებს უნდათ, რომ სხვებს დააჯერონ რომ ჭეშმარიტებაა.

მაშინ რატომ ასაღებენ ჭეშმარიტებად სხვა და სხვა რელიგიის წარმომადგენლები სხვა და სხვა დოგმებს?

 

STALKERI

ეშმარიტი მხოლოდ ღმერთია ასე რომ რელიგია ჭეშმარიტი ვერ იქნება, იყო დრო როდესაც რელიგია არ არსებობდა მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ღვთისა და ადამიანის მეგობრობისთვის. რელიგია ადამიანს ვერ გადაარჩენს. ვინც იძახის რომ ღმერთი მიყვარს ჭეშმარიტებას ვემსახურები და თავისი ძმა კი სძულს ის ცეუობს, სხვა რელიგიის მყოფ ხალხებში რომ დავბადებულიყავი ანუ არაქრისტიანებში იმ აღმსარებლობისა და რელიგიური მრწამსის მქონე ვიქნებოდი სადაც დავიბადებოდი აი ეს მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ადამიანს სინდისი და კეთილი საქმეები იხსნის

აი ეს პასუხი მომეწონა ძალიან :yes: მაგრამ აქვე კითხვა:

ანუ მართლმადიდებლობა არაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისმორჩილებისა რწმენის გზა, საშუალება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ, აუცილებელია მკვლელი იყო, ან მოძალადე, რომ თავისუფლი ნების გამოხატვა შეძლოს ადამიანმა? ბოროტების გარეშე ვერ იქნებოდა თავისუფალი? ანუ ბოროტება = თავისუფლებას, სიკეთე = მონობას?

არა, რა თქმა უნდა არა მაგრამ რამდენად სამართლიანი იქნებოდა შენ რომ მხოლოდ სიკეთის გაკეთება შეგეძლოს და ვთქვათ მრუშობის ჩადენისას ერორს იძახდე? რომ არ გქონდეს შესაძლებლობა ჩაიდინო თუნდაც სულ მცირე ბოროტება ვთქვათ შეიგინო წარმოგიდგენია რა უსამართლობა იქნებოდა ჰო და ღვთის სიყვარულიც მაგაში მდგომარეობს რომ ის არ გზღუდავს მოქმედების თავისუფლებაში შენს ნებაზე ხარ რაც გინდა აკეთე ყველაფერი შესაძლებელია მაგრამ ყველაფერი სასარგებლო კი არ არის ის როდესაც მცნებად გიდებს სიკეთის კეთებას ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ ამით თვითონ რამე მოაკლდება ან მოემატება ისევ შენი და ჩემი კეთილდღეობის გამო მიგითითებს სიკეთის კეთებას რომ სრულყოფილი გახდე რა მისი მსგავსი. სად თავისუფლება და სად ბოროტება საკითხს ასე ნუ უყურებ? შეხედე ასე მე შემიძლია ვაკეთო როგორც ბოროტი ასევე კეტილი საქმეები არჩევანის უფლება მაქვს, ჩემი გადასაწყვეტია რას ვიზავ და როგორ მოვიქცევი, ღმერთი ბაწარს არავის არ აბავს და თავისთან ძალით არავის არ ექაჩება არ გინდა ღვთის მორჩილება? აგერ ბატონო სატანა მიდი და დაემორჩილე. ეს საქციელი შენ დაგღუპავს თორემ აბა ეხლა მითხარი ღმერთს რა უნდა დაუშაო?

 

ანუ მას უყვარს სატანა და ნებას აძლევს აცდუნოს მრავალი ადამიანი და შედეგად ეს მოტყუებული და ცოდვილი ხალხი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას?

სატანა კი არა ადამიანები უყვარს და არ სურს რომ ადამიანებიც სატანასთან ერთად დაღუპოს ანუ მონანიების საშუალებას გაძლევს რა გადარჩენისათვის აქ ყველაფერი უკვე შენზეა დამოკიდებული ვის რა საშუალებას აძლევს? გეუბნება ნუ აჰყვები სატანის საცდურს თორემ დაისჯები არა, შენ მაინც შენსას იძახი უნდა ავყვე და რად მსჯიო.

 

მაშინ რატომ ასაღებენ ჭეშმარიტებად სხვა და სხვა რელიგიის წარმომადგენლები სხვა და სხვა დოგმებს?

იმიტომ რომ ფული იშოვონ რა

 

აი ეს პასუხი მომეწონა ძალიან მაგრამ აქვე კითხვა:

ანუ მართლმადიდებლობა არაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისმორჩილებისა რწმენის გზა, საშუალება?

გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ღვთის ნების შესრულება, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა კი ღმერთამდე მისასვლელი არის თავად იესო რომელიც ამბობს ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით, მას არ უთქვამს ვერავინ მივა მამასთან თუ მართლმადიდებელი არ იქნებაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც სიზმარში არ უნახავს არც ქრისტე და არც ჯვარი თავისი საქმეებით გამართლდება ან გამტყუნდება

რომ გამართლდება ან გამტყუნდება ეგ გასაგებია, აბა სხვა ვარიანტი არ არსებობს :ravic: მაგრამ რომელი იქნება აქედან? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ გამართლდება ან გამტყუნდება ეგ გასაგებია, აბა სხვა ვარიანტი არ არსებობს მაგრამ რომელი იქნება აქედან?

გააჩნია ადამიანის ცხოვრების წესს თუ ბუნებით კეთილია გამართლდება, იმიტომ რომ ცარელა რწმენა მარტო არაფერია საქმეების გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააჩნია ადამიანის ცხოვრების წესს თუ ბუნებით კეთილია გამართლდება, იმიტომ რომ ცარელა რწმენა მარტო არაფერია საქმეების გარეშე.

და თუ ადამიანს სმენია ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ არაა მორწმუნე და არის ბუნებით კეთილი, მაშინ როგორღა იქნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თუ ადამიანს სმენია ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ არაა მორწმუნე და არის ბუნებით კეთილი, მაშინ როგორღა იქნება?

როგორ იქნება და თავისივე ცოდვები დასჯის

 

ან თავისივე საქმეები გაამართლებს

 

ისე სჯობია რომ არ იცნობდე ქრისტეს ვიდრე იცნობდე და უარჰყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა - ქრისტიანული თეოლოგია..

 

 

 

რაც შეეხება შეკითხვებს, ვერ ქაჩავს...

 

 

სერიოზული შეკითხვები შეიძლებოდა, უფრო ჩამჭრელი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

Nukriko

რაც შეეხება შეკითხვებს, ვერ ქაჩავს...

 

 

სერიოზული შეკითხვები შეიძლებოდა, უფრო ჩამჭრელი.

სათაურს გადახედე გენც, გარდა ამისა მე კითხვებზე პასუხი მაინტერესებს და არა ჩაჭრა :) ჩამჭრელი კითხვები სხვანაირად ისმევა, ეს სხვა თემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზული შეკითხვები შეიძლებოდა, უფრო ჩამჭრელი..

მიდი აბა შენ დასვი ჩამჭრელი კითხვები

 

ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა - ქრისტიანული თეოლოგია..

ქრისტიანულიც ეგ არის და ათეისტურიც აბა შენ რამე სხვა განმარტება იცი ბოროტების ახალი? თუ ასეა გაგვიმხილე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოროტება არის სიკეთის საწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა და ღმერთი ამას იმიტომ უშვებს რომ ნების თავისუფლება მიცა თავის ქმნილებებს, ანუ რობოტებად კი არა სულიერ არსებებად შექმნა.

 

მაშინ ასეთი შეკითხვა

 

სიტყვაზე ერთი ადამიანი არის ძალიან კეთილი

სულ სიკეთეს თესავს, პირდაპირ სიკეთის განსახიერებაა

ქრისტეც იცის

ათი მცნებაც

ბიბლიაც წაკითხული აქვს

მაგრამ არ სწამს

 

არ იპარავს, არც მკვლელია, არც შურიანი, მშობლებსაც პატივს სცემს

არც ცილისწამება უყვარს (ეს იმ მცნებათაგანია რომელიც ბევრს ავიწყდება ხშირად და მარტო "არა კაც კლა ახსოვს":) )

მოკლედ ბევრ მორწმუნეზე "წმინდა" ცხოვრებით ცხოვრობს

 

ერთადერთი მცნება რომელსაც არღვევს პირველია

ნუ მეორე მცნება ავტომატურად გამოირიცხა უბრალოდ არ აღიარებს არც ერთ რელიგიას

მოკლედ ერთი პიროვნება ასეთია

 

მეორე პიროვნება არის ნუ შეიძლება ბოროტების განსახიერება არა მაგრამ

სვავს, ლოთობს, იგინება, უყვარს ჩხუბი, ცოლს ღალატობს და ზოგჯერ სცემს კიდევაც

კარგად ჭამს, კარგად სვავს "არაფერს" იკლებს

 

სამაგიეროდ მერე მარხულობს (ნუ დიეტაზე მაინც არის)

აღსარებაზე მოინანიებს ყველა ცოდვას

9 სანთელსაც დაანთებს ეკლესიაში ყოველდღე

 

გარშემომყოფთა აზრით (მეზობლები და თანამშრომლები ვთქვათ)

უარყოფითი პიროვნება, თუმცა ძალიან მორწმუნეა

 

ის პირველი პირიქით ძალიან დადებითი პიროვნებაა, ყველას უყვარს მაგრამ არ სწამს

 

ხოდა რომელი მოხვდება ცათა სასუფეველში ამ ორიდან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...