Jump to content
Planeta.Ge

ყორღანაშვილების რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა...?!


Recommended Posts

საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ახალი დამოუკიდებელ ქვეყნების სუვერენიზაციამ ძირეულად შეცვალა მსოფლიოში არსებული წესრიგი, კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია კასპიის ზღვის რეგიონშიც. რუსეთს და ირანს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდნენ კასპიის რეგიონის ბედს, დაემატათ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ყაზახეთი, რითაც საფუძველი დაედო რეგიონის განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპს. სსრ კავშირიდან გამოსული კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები იმთავითვე წამყვან სახელმწიფოთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.

ეს ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნები, ისევე როგორც ირანი, თურქეთი და რუსეთი იწყებენ საკუთარი რეგიონალური პოლიტიკის გატარებას, თუმცა გეოპოლიტიკური ვაკუმი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან იმთავითვე თავის დომინირებულ პრეტენზიებზე მიანიშნა დასავლეთმა. ერთადერთი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც თითოეული ქვეყნის ყურადღებას იქცევდა და იქცევს, ეს არის ნავთობი და გაზი, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურად ლიკვიდურ საქონელს და მოთხოვნით სარგებლობენ ნებისმიერი ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში. ეს არის ნედლეული, რომელზეც დიდათ არის დამოკიდებული თანამედროვე ეკონომიკა. მათი მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში თავიანთი მარაგების ამოწურვასთან ერთად, სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, ნათელია ის მჭიდრო კავშირი, რომელიც არსებობს საერთაშორისო ურთიერთიობებსა და ენერგოუსაფრთხოების პრობლემას შორის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ კავკასია ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ერთად მხოლოდ სსრკ-ის ნაწილი იყო. ტერიტორია, რომელზეც კონსოლიდირებულია დიდძალი ნედლეული, ექცევა სხვადასხვა რეგიონალური თუ დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში. აშშ-მა ეს რეგიონი თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად გამოაცხადეს.

სტრატეგიული გეგმების ჩარჩოებში აშშ აფართოებს თავის გავლენას როგორც მახლობელ აღმოსავლეთში, ასევე კავკასიაში და კასპიისპირეთში. აშშ-ის რეგიონში შეღწევა და საკუტარი პოზიციების გამყარება განისაზღვრება მრავალმხრივი თანამშრომლობითი პოლიტიკით როგორც საკუთრივ რეგიონის ქვეყნებთან, ისე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან (მაგალითად, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. მართალია, საქართველოს არ გააჩნია გასასვლელი კასპიის ზღვაზე, მაგრამ საყურადღებოა მისი ხელსაყრელი სატრანზიტო გეოგრაფიული მდებარეობა). ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიპოლომატიური და წარმომადგენლობითი დელეგაციების გაცვლებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ მცირე დროში მოახერხა როგორც დიპლომატიური, ასევე ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის სახელმწიფოებთან. უცხოურმა და უპირველყოვლისა, ამერიკულმა კაპიტალმა გამოაცოცხლა რეგიონის განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც გარკევულ ეტაპზე დამოიკდებული იყო რუსეთის ეკონომიკაზე. ეს უკანასკნელი მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში, სულ უფრო და უფრო კარგავდა თავის პოზიციებს.

სსრკ კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, რუსეთი ძირითადად საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემით იყო დაკავებული და, შესაბამისად, დიპოლომატიური სტრატეგიაში პირველობა დასავლეთს დარჩა. სწორედ ეს განსაზღვრავდა მოგვიანებით რეგიონში, ერთის მხრივ, შეღწევის (აშშ), მეორე ხმხრივ „თავდაცვით“ (რუსეთი) პოლიტიკას, რაც რიგი უსიამოვნო პრეცენტენტებით და ხშირად კონფლიქტებით მთავრდებოდა. (ამჟამად, აქ მოაქმედი კონფლიქტური კერებია ყარაბახი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ჩეჩნეთი, რომლებიც ვაშინგტონის ყურადღების მიღმა არ რჩება). სწორედ რუსეთის უნიათო საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ იქცა კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და კასპიის რეგიონში წამყვან გეოპოლიტიკურ სუბიექტად.

რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და რუსეთის ეკონომიკური და კულტურული კავშირების შესუსტებას, შესაბამისად, დასავლურ პოზიციების გაძლიერებას, ის ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ამის ერთ-ერთი ძირითად სტიმულატორად კი ამ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების ეკონომიკის კატასტროფული დაცემა იქცა. ამ უკანასკნელმა ხელი შუეწყო რეგიონის ხალხებში პროდასავლური ხედვის გაძლიერებას - დასავლეთიდან ისინი გაცილებით დიდი დახმარებას იღებდნენ, ვიდრე იგივე რუსეთისგან. ამას დაემატა მრავალპარტიული სისტემის ფორმირება. და ბოლოს, ამ რეგიონში შექმნილია სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ეკონომიკურ ინტერესებით განისაზღვრება. ვაჭრობა, იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობს, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული მოვლენაა. უფრო მეტიც, ის არის საგარეო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელოვანი ფაქტორი. მთავარი კი ისაა, ვინ რით ივაჭრებს - საქართველოს აქვს ზღვა, აზერბაიჯანს ნავთობი და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული პოზიციების გამყარებას დიდათ შეუწყო ხელი რუსეთის პასიურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელმაც ვაშინგტონს თავისი მიზნების წარმატებით რეალიზაციის საშუალება მისცა. მათი კლასიფიკაცია კი, ქართველი პოლიტოლოგის ვ. რჩეულიშვილის მიხედვით, შემდეგნაირად არის შესაძლებელი:

1) ამიერკავკასიისა და კასპიისპირა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. მათი დისტანცირება რუსეთთან და აშშ-ზე დამოკიდებულების გაზრდა.

2) ენერგიის წყაროების საკუთარი პოტენციალის ზრდა და საჭიროების შემთხვევაში მისი დივერსიფიკაცია, შესაბამისად მართვისა და კონტროლის მაქსიმალური უზრუვნელყოფა.

3) ცალკეულ სახელმწიფოთა დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ხშირად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს;

4) აქ მოქმედი ამერიკული ნავთობკომპანიების მხარდაჭერა.

5) არსებული სიტუაციის შეცვლის მიზნით ირანზე ზეწოლა.

Fაქტობრივად, საუბარი არის რეგიონში აშშ-ის იმ პოლიტიკურ კურსზე, რომლის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს ეკონომიკური, ენერგეტიკული, გეოსტრატეგიული ინტერესები.

როგორც გეოპოლიტიკური სკოლები გვასწავლიან, არ არსებობს იზოლირებული რეგიონი, ყველა რეგიონი ერთმანეთთან კავშირშია. შესაბამისად, საქართელოს გეოპოლიტიკური სიტუაცია არ უნდა განვიხილოდ სხვა რეგიონებისგან განცალკევებულად. ვფიქრობ, აშშ-სთვის საქართველო არის იმ დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ერთის მხრივ, ის ახორციელებს „ჰართლენდის“ ირგვლივ რკალის შექმნის მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, პლაცდარმს ქმნის საქართველოში ირანზე და მახლობელ აღმოსაცვლეთზე კონტროლის დასამყარებლად. მესამე ასპექტს, აშშ-ის პოლიტიკის საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ენერგომატარებლებისადმი ინტერესი, ანუ აშშ-ებს საქართველო სჭირდება როგორც სატრანსპორტო გზა, რომლის საშუალებითაც ის მოახდენს კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირებას.

აშშ-ს 1990-იან წლებამე არ გააჩნდათ განსაკუთრებული „კავკასიური პოლიტიკა“. ყველაფერი შეიცვალა სსრკ-ს დაშლის შემდეგ: აშშ-მა სუფთა ფურცლიდან დაიწყეს ურთიერთობის სისტემის შექმნა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან. ამისდა მიუხედავად შეერთებული შტატები დაკავებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ათვისებით და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა კავკასიის რეგიონს, რითაც რუსეთმა ისარგებლა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა რომ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენა შეენარჩუნებინა. რუსეთი კარგად ხვდებოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიისა და კასპიისზღვისპირა რეგიონებს. ამიტომ ის პირველ რიგში ცდილობდა, ამ ქვეყნებში აერია სიტუაცია, და ამ გზით გაეზარდა საკუთარი გავლენა მანდ. საქართველოს მიმართებაში შეგვიძლია მაგალითის სახით მოვიყვანოთ ოსური სეპარატისტული მოძრაობა, რომლებსაც რუსეთი აღვივებდა. მსგავსი სეპარატისტული მოძრაობები, რომელთა უკან იდგა რუსეთი, მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. ამის გარდა, რუსეთს ჰქონდა საკუთარი დასაყრდენი საქართველოს სახელმწიფო ორგანოებში – ეგრედწოდებული საკუთარი “მეხუთე კოლონა”. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. Nაწილობრივ რუსეთის მიერ ინსპირირებულმა ჯერ „თბილისის ომმა“ და შემდეგ ფართემასშტაბიანმა სამოქალაქო ომმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა კინაღამ შეიწირა.

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ მეუმარებში იხსენებს, რომ თენგიზ კიტოვანმა მისგან უკითხავად შეიყვანა ჯარი აფხაზეთში, რასაც მოჰყვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. თავისთავად კონფლიქტის წამოწყება, რუსეთის ინტერესში შედიოდა, და ეს მან მოახერხა იმ ძალების მეშვეობით, რომლებიც გააჩნდა მას როგორც აფხაზურ ისე ქართულ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში.

1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსიაში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსიის მეთაურების მონაწილეობით, ხელი მოეწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის - „დსთ“ - შექმნას. მას იმავე წლის 10 დეკემბერს შეუერთდა 11 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. არ შეუერთდნენ მას საქართველო, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დსთ უნდა გამხდარიყო (და ეს ასეც მოხდა) რუსული გავლენის ორგანიზაცია – რაღაც სახის ახალი ლიბერალური სსრკ. საქართველოს უარი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საჭირო იყო საქართველოში ახალი არეულობა და ზეწოლა. 1993 წელს, როდესაც აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკული იყო, სამეგრელოში ჩამოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. Aმან ახალი ბიძგი მისცა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. Yველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და იმის შიშით, რომ ზვიადის მომხრეები თბილისში შემოვიდოდნენ, ედუარდ შევარდნაძემ 1993 წლის 3 დეკემბერს ხელი მოაწერა დსთ-ში შესვლას. მან მოგვიანებით, რუსული ჯარების დახმარებით, მოხერხდა ზვიადის მოხმრეების დამარცხება და სამოქალაქო ომის დამთავრება საქართველოში.

1991 წლიდან 1994 წლებში რუსეთი სრულიად მართავდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. თუმცა ნელ-ნელა, რუსეთი კარგავდა მონოპოლისტის როლს კავკასიის რეგიონში. აშშ ინტენსიურად შეუდგა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჩაბმას დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს ქვეყნები გახდნენ ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრები, და ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილეები. ეს ნაბიჯები ისახავდა მიზნად რუსეთის გავლენის შემცირებას და ამიერკავკასიის ქვეყნების ჩართვას ევროინტეგრაციის პროცესში. ვკასიულ თუმცა ამერიკული პოლტიკა სამ ამიერკავკასიურ სახელმწიფოში განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორით: სომხეთთან ურთიერთობა გამყარებული იყო, ამერიკაში ძლიერი სომხური ლობის მეშვეობით. საქართველოსთან ურთიერთობაში - ედუარდ შევარდნაძისა ამერიკულ ელიტასთან ხელსაყრელი პოლიტიკური ურთიერთობებით. აზერბაიჯანთან ურთიერთობაში - ამერიკული ნავთობ კომპანიების დახმარებით, რომლებმაც დაიწყეს დიდი პროექტების განხორციელება ამ რესპუბლიკაში.

ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის პოზიციების შესუსტება განპირობებული იყო ასევე, თავად რუსეთში და კერძოდ, ჩეჩნეთში დაწყებული ომით. ამ ომის პერიოდში, რუსეთმა მოადუნდა ყურადღება საქართველოს მიმართ, რითაც ისარგებლა ედუარდ შევარდნაძემ და მოიცილა ისეთი გავლენიანი პრორუსული ძალები, როგორებიც იყვნენ თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და იგორ გიორგაძე.

გარდა ამის სიტუაცია სრულიად შეიცვალა დასავლეთში, აშშ-მა მოახერხეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთის, ბულგარეთის, პოლონეთს, სლოვაკეთის, უნგრეთის და რუმინეთის შეყვანა ნატო-ში (ეს მოხდა 90-წლების დასასრულს). ამის შემდეგ შეერთებულ შტატებს მიეცათ საშვალება გააქტიურებულიყვნენ კავკასიაში და კასპიისზღვისპირა სახელმწიფოებში. ჯერ კიდევ 1994 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ მოიწონა გეგმა, კასპიის ზღვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით დასავლეთში ტრანსპორტირების შესახებ, ხოლო 1998 წელს კი დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. რუსეთი ცდილობდა ხელი შეეშალა ამისთვის, 1998 წლის 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის მეშვეობით. ტერაქტის შემდეგ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს თავის მემუარებში, მას რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დაურეკა. ე.შევარდნაძე იხსნებეს „ ტერაქტის მეორე დღეს თათბირს ვატარებდი, როდესაც თანამშრომელმა მითხრა, პირველ სართულზე უნდა ჩაბრძანდეთ, ელცინი გირეკავთო. ჩავედი და გავესაუბრე - გადარჩენა მომილოცა, მადლობა ვუთხარი. თბილად მომიკითხა და როცა ის იყო, გამომშვიდობება დავაპირე, მითხრა: „მოიცადე, ნუ ჩქარობ, საქმე მაქვს“. საუბარი კასპიის ზღვის ენერგომატარებლებს შეეხო. მითხრა, „ვიცი, თქვენ დაინტერესებული ხართ კასპიის ზღვის ნავთობის და გაზის ტრანსორტირებით დასავლეთის მიმართულებით. იცოდე, რომ ეს არ მოხდება საქართველოზე გავლით“. როცა ვკითხე, რატომ მეთქი, მიპასუხა: „იმიტომ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირება მოხდება რუსეთის და არა საქართველოს ტერიტორიით“.

წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება რუსეთის და შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში. რუსეთს სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გავლენის მოპოვება. ამასთან ერთად მისი სურვილია, კასპიის ზღვის ენერგორესურსების გატარება რუსეთის გავლით, რაც მას მონოპოლურ მდგომარეობაში ჩააყენებს და მისცემს საშვალებას, აწარმოოს „შანტაჟის პოლიტიკა“ დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. სწორედ ამის დაშვება არ სურს აშშ-ს, რომელიც ყველაფერს აკეთებს რეგიონში რუსული გავლენის მაქსიმალურად შემცირებისთვის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს გარდაუვალ დაპირიპისრებას.

2001 წლის 11 სექტემბერმა ქართულ-ამერიკულ და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარდატეხა შეიტანა. აშშ-ში განმტკიცდა პატრიოტიზმი, ეროვნული სიამაყე, ერთიანობის შეგრძნება. ამავე დროს, შერთებულმა შტატებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თუ საერთაშორისო ტერორიზმს საგანგებოდ და გლობალურ დონეზე არ შეებრძოლე, ვერც უზარმაზარი სამხედრო ძალა, ვერც მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკა და ვერც უმაღლესი ტექნოლოგიები დაგიცავენ.

11 სექტემბრის შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ძვრები აშშ-ის გეოპოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიულ გეგმებში. ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს საერიოზული საზრუნავი გაუჩნდა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებისა და ზოგადათ ქვეყნის ეროვნულ ინტერესების ხელახლა განსაზღვრის თვალსაზრისით. ყველაზე აშკარა და გამოკვეთილი საფრთხე – სსრკ, გაქრა და უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო პირობებში საჭირო გახდა ქვეყნისთვის საფრთხის ახლებურად გაცნობიერება და შეფასება. Uკვე 90-იან წლების დასაწყისში საერთაშორისო ტერორიზმი ლამის ნომერ პირველ საფრთხედ იქნა აღიარებული, მაგრამ 11 სექტემბრის მოვლენებმა დააჩქარა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახლებურად შეფასების პროცესი. „ალ ქაიდასა“ და თალიბებთან ჭიდილმა აიძულა აშშ მეტი ყურადღებით მოკიდებოდა საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე რუსეთთან მიმართებაში. ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, გაძლიერდა ინტერესი კავკასიის მიმართ, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ. ავღანეთში რადიკალური, ექსტრემისტული ისლამისტური რეჟიმი დამხობილ იქნა და მიმდინარეობს, მართალია, დიდი სიძნელეებით, ახალი ავღანური სახელმწიფოს შექმნის პროცესი.

საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემათა ჩამონათვალში საერთაშორისო ტერორიზმმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობა ყოველთვის აღნიშნავდა საერთაშორისო ტერორიზმის მზარდ საშიშროებას. ბევრს ეს გაფრთხილება გაზვიადებული და არარეალური ეჩვენებოდა, თუმცა 11 სექტემბერმა ამ შეხედულებების სისწორე აჩვენა.

აშშ-ში ტრადიცულად არსებობს დაპირისპირება ე.წ იზოლაციონისტებსა და იმ ხალხს შორის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გლობალურ დონეზე უნდა იზრუნოს და აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე.

11 სექტემბრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აშშ, ჭემარიტად გლობალური ძალისა და ავტორიტეტის მქონე სახელმწიფო, არ შეიძლება პროვინციული იზოლაციონიზმის შეხედულებებით ხელმძღვანელობდეს. შეერთებული შტატები წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ სუპერ-სახელმწიფოს და მას ევალება საერთაშორისო წესრიგის დამყარება. სხვა სახელმწიფოებს უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

უახლოესმა მოვლენებმა განსაკუთრებით გააძლიერა აშშ-ის ინტერესი ცენტრალურ ევრაზიის მიმართ. ავღანეთი თავისთავად აშშ-ის ინტერესთა ცენტრში მოექცა. შეერთებული შტატები უდიდეს მნიშნველობას ანიჭებს პაკისტანსაც. ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიმართ აშშ-ის ინტერესი ერთგვარად „გაცივდა 2000-2001 წლებში, რასაც რუსეთის მიერ რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერების მცდელობითაც იყო გამოწვეული, მაგრამ სექტემბრის მოვლენებმა და ავღანეთში ანტიტერორისტულმა ოპერაციამ ერთბაშად შეცვალა სტრატეგიული ბალანსი ცენტრალურ აზიაში, და რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი უზბეკეთი, აშშ-ის მოკავშირეთა წრეს მოექცა. არც ყაზახეთი, რომელიც ესაზრვრება რუსეთს და რომლის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი რუსულენოვანია არ დარჩა განზე და აშშ-ს აქტიური დახმარება შესთავაზა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზახეთი უახლოეს 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნავთობისმომმარაგებელ ქვეყანათა პირველ ხუთეულში არის მოხვედრილი.

რუსეთის რეაქცია აშშ-ის ცენტრალურ აზიაში გამოჩენასთან დაკავშირებით ბევრისთვის მოულოდნელი იყო. უნდა, ითქვას, რომ ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა არა „ნულოვანჯამიანი“, არამედ რაციონალური, გაწონასწორებული მიდგომა დააფიქსირა და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის გამოჩენა მშვიდად მიიღო.

კავკასიაში აშშ-ის გააქტიურება დაკავშირებულია მთლიანად ევრაზიული პოლიტიკის გააქტიურებასთან. თუმცა ევრაზიაში რუსეთი არ შეეგუა და არ ეგუება მშვიდად აშშ-ის გავლენის ზრდა. ეს გასაგებიცაა, რადგან კასპიის ზღვის ენერგორესურსების გატანა საქართველოს გარეშე დასავლეთში მხოლოდ რუსეთისა და ირანის მეშვეობით შეიძლება მოხდეს, ხოლო თუ კი საქართველოში რუსეთი მოახერხებს ამ პროგრამის ჩაშლას, მაშინ აშშ-ის კონტროლი ცენტრალურ აზიაზე მნიშვნელობას დაკარგავს. რუსეთის მთავარი მიზანი არის, დაანახოს ყველას საქართველოს არასტაბილურობა და შესაბამისად, მიზანშეუწონლობა და წამგებიანობა, განხორციელდეს ამ ქვეყნის გავლით დიდი საერთაშორისო ენერგოპროექტები.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, აშშ-ის ქართული პოლიტიკა არის იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც იგი აწარმოებს ცენტრალურ აზიაში. მას ამ პოლიტიკის გასატარებლად ესაჭიროება საქართველოში პროდასავლური ხელისუფლების არსებობა. შეერთებული შტატები ყოველთვის აკრიტიკებდნენ, საქართველოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაში. შესაბამისად, აშშ-ის ყოველთვის შეეძლო გაკრიტიკებინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში განხორციელებულმა ვარდების რევოლუციამ, რომელიც დასრულდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომით, მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 2003 წლიდან ახალი ეტაპი იწყება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო სტაბილური გახდეს და დაცული იყოს თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათAსაქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს.

ვფიქრობ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ აშშ-რუსეთის დაპირიპირება საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე:

1) აშშ-ს სურს კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ხელში ჩაგდება და მისი ტრანსპორტირება დასავლეთით, რაც რუსულ ინტერესს ეწინააღმდება. რუსეთის მიზანია - ჰქონდეს მონოპოლური უფლება ენერგრორესურსების ტრანსპორტირებაზე.

2) აშშ-ის ინტერესებშია, რომ რეგიონში არსებული სახელმწიფოები იყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი. რუსეთს კი სურს, რომ კავკასია და ცენტრალური აზია, დამოკიდებულნი იყვნენ რუსეთზე.

3) აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანაა “ჰართლენდის“ სახელმწიფოს გარშემო ანაკონდისეული რკალის შეკვრა და ამ გზით რუსეთს გაფართოვების არ დაშვება.

4) ირანისა და რუსეთის დაახლოების არდაშვება, განსაკუთრებით კი უახლოეს დროში (ირანული ბირთულ პროექტი ამის კარგი მაგალითია). ირანი აშშ-თვის წარმოადგნეს დიდ თავის ტკივილს, ამიტომაც მას სჭირდება კონტროლის დამყარება კავკასიაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ რომ შეცდომაა აშშ-ისა და რუსეთის დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ სუბიექტებად წარმოდგენა. შესაბამისად მცდარია ნებისმიერი ანალიტიკური შრომა, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთდაპირისპირების კონტექსტზეა აგებული.

 

 

მგონი ურიგო არ იქნება გეოპოლიტიკაზე თუ იქნება ცალკე თემა და იქ ვისაუბრებთ ამ თემატიკაზე..

 

იქვე შეიძლება საინტერესო ანალიტიკური მასალების დადება..

 

გააკეთეთ ვინმემ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ..

შახტარი ნახეე რა დღეშია? მისდღემში მაგ გუნდისთვის არ მიბალეშიკია ეხლა ამათი ხათრით შახტარ შახტარს გავკივივარ არა სუფთა პატარა ორჯონიკიძე ვარ რა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ რომ შეცდომაა აშშ-ისა და რუსეთის დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ სუბიექტებად წარმოდგენა. შესაბამისად მცდარია ნებისმიერი ანალიტიკური შრომა, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთდაპირისპირების კონტექსტზეა აგებული.

 

რომელ გეოპოლიტიკურ სკოლის მიხედვით ხელმძღვანელობ?

 

 

 

ჩემი აზრით, მე უფრო აზრზე ვარ ვიდრე შენ.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

STALKERI

შახტარი ნახეე რა დღეშია? მისდღემში მაგ გუნდისთვის არ მიბალეშიკია ეხლა ამათი ხათრით შახტარ შახტარს გავკივივარ არა სუფთა პატარა ორჯონიკიძე ვარ რა :givi:

:givi: :givi:

 

ორჯონიკიძეობას კიდევ შეგახსენებენ " ჭეშმარიტი პატრიოტები" :018:

 

Nukriko

რომელ გეოპოლიტიკურ სკოლის მიხედვით ხელმძღვანელობ?

 

 

 

ჩემი აზრით, მე უფრო აზრზე ვარ ვიდრე შენ.. :D

მე თავად ვქმნი "გეოპოლიტიკურ სკოლას" ( :givi: ) ასე რომ არცერთი ჩვენი თანამედროვე (ცნობილი) ანალიტიკოსის-ანალიტიკური კვლევითი "ინსტიტუტის" მოსაზრება და დასკვნა არ არის ჩემთვის "ბოლო ინსტანცია". მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ცივი ომის ეპოქიდან და მსჯელობას გასული საუკუნის ფანტომებზე აგებს..

აღარაფერს ვამბობ 19 საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე "ფილოსოფოს/იდეოლოგებზე", რომელთა უმრავლესობა ცხოვრების გარტყმაში არ იყო არა თუ გეოპოლიტიკის..

 

პ.ს. შეიძლება ჩემზე უკეთესად გესმის გეოპოლიტიკა, ჩემზე უკეთესად აანალიზებ და ხედავ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებს და მათ შორის კავშირებს და არაფერი ცუდი ამაში არ არის. პირიქით გამეხარდება ახალგაზრდა კაცი ერთობ მძიმე და რთული თემატიკით რომ ინტერესდები და საინტერესო საკუთარ მოსაზრებასაც დებ.

იმედია საკუთარს, რადგან შენი ინტერპრეტაციით ვიღაც დროში ჩარჩენილი ბზეჟინსკების, კისინჯერების და ათასი სხვა წარსული თუ ჩვენი თანამედროვე "დინოზავრის" და მათი მიმდევრების გეოპლიტიკური ხედვების პროექცია ვგონებ, რომ ხვალ იქნება თუ ზეგ ჩიხში შეგიყვანს..

 

თემა შევარჩიოთ და წაუდებატოთ, ვნახოთ ვინ რა არგუმენტს დადებს, სპეციალურ ლიტერატურას რომ იცნობ და თემაც გაინტერესებს ცხადია..

 

 

დღეს ჩემი ძირითადი პოზიცია გეოპოლიტიკურ თემატიკაზე იცი.. რუსეთი აშშ-ის მარიონეტია და ერთიანი "ქრისტიანული-დასავლეთის" ცივილიზაციის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

 

ჩინეთი და აღმოსავლეთის (ისლამური) ცივილიზაცია დასავლეთის სამყაროს ძირითადი კონკუერენტი და სავარაუდო მოწინააღმდეგეა და აქედან გამომდინარეობს დასავლეთის გეოპოლიტიკა.

ისევე როგორც ჩინეთის..

 

თუ არ მეთანხმები "დავცხოთ" და "გავაიასნოთ" რა როგორ არის : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორჯონიკიძეობას კიდევ შეგახსენებენ " ჭეშმარიტი პატრიოტები"

იცი რა არის ძმაო მე ერტხელ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე ათჯერ კი არა და მინდა ეს ერთი სიცოცხლე ცეკვა ცეკვითა და გულაობით გავატარო აბა რა უნდა მექნა დავმჯდარიყავი და სააკაშვილი 30 ლარიან ვაუჩერს როდის გადმომიგდებდა ძაღლივით მაგას დავლოდებოდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

STALKERI

მე ერტხელ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე

სამაგიეროდ მუდმივი ცხოვრება ხომ გელოდება სხვა ქვეყანაზე და ასე თუ იცხოვრებ:

ცეკვა ცეკვითა და გულაობით გავატარო

ვერ მოხვდები იმ განყოფილებაში, სადაც აპირებ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამაგიეროდ მუდმივი ცხოვრება ხომ გელოდება სხვა ქვეყანაზე და ასე თუ იცხოვრებ:

ჰო რატომაც არა? აბა მანდ მხოლოდ საძაღლეთი და საჩინოვნიკეთი ცხოვრობს ეგრე და ეს მუდმივია?

 

ვერ მოხვდები იმ განყოფილებაში, სადაც აპირებ

ისეთ ხოშიან განყოფილებაში ვამ მოხვედრილი, ნეტა აქამდე ტვინი სად მქონდა, გვეწვიეტ და დარწმუნდით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკვდილის შემდეგ გეუბნები კაცო

სიკვდილის შემდეგ რა შუაშია მანდ რა მიშამ ვაუჩერებთან ერთად სამოთხის საგზურების დარიგება ხო არ დაიწყო? თუ ეგრეა ჩამოვალ ისევ ერთი ცალი გადამინახეთ. :givi:

Edited by STALKERI
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკვდილის შემდეგ რა შუაშია მანდ რა მიშამ ვაუჩერებთან ერთად სამოთხის საგზურების დარიგება ხო არ დაიწყო? :givi:

:)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ყორღანაშვილი კი არა და

აი ეს თუ იცი შენ? :what:

 

სანდრო ბრეგაძე - "პარლამენტის მანდატურთუხუცესი არის თენგიზ სიგუას დაცვის უფროსი მურთაზ შალუაშვილი, რომელმაც 1991 წლის 22 დეკემბერს პირველმა ესროლა ტყვია მთავრობის სასახლეს და თბილისში დაიწყო ძმათამკვლელი ომი!"

 

"ახლა კი მინდა მოგაწოდოთ ერთი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დღემდე არც პრესით და არც ტელევიზიით არ გახმიანებულა! საქართველოს პარლამენტის მანდატურთუხუცესი არის ვინმე მურთაზ შალუაშვილი. ეს მურთაზ შალუაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 1991 წლის 22 დეკემბერს პირველმა ესროლა ტყვია მთავრობის სასახლეს და თბილისში დაიწყო ძმათამკვლელი ომი - ეს კაცი იყო თენგიზ სიგუას დაცვის უფროსი", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანდრო ბრეგაძე: საკუთარი თავით ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც ახლა ვამბობ - პარლამენტის მანდატურთუხუცესი არის მურთაზ შალუაშვილი, რომელმაც 1991 წლის 22 დეკემბერს პირველმა ესროლა ტყვია მთავრობის სასახლეს და თბილისში დაიწყო ძმათამკვლელი ომი!"

 

"1991 წლის 21 დეკემბრის ღამეს თენგიზ სიგუა თავისი დაცვის 14 წევრთან ერთად იმყოფებოდა "ალექსანდროვის" ბაღში. სიგუას დაცვის 14-ვე წევრი, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და მათ ჰქონდათ დავალებული თბილისში ომის პროვოცირება. პირველი გასროლა სიგუას დაცვის უფროსმა მოახდინა მთავრობის სახლის მიმართულებით და ამის შემდეგ დაიწყო პუტჩი! ამაში დარწმუნებული ვარ კი არა, რაც ვთქვი, ამაზე ჩემი თავით ვაგებ პასუხს. ასეთი კაცი დღეს ნაციონალებს პარლამენტში უზით და ეს არის უზნეობის კიდევ ერთი გამოხატულება. ადამიანი, რომლის გასროლილი ტყვიის შემდეგ დაიწყო თბილისი ომი, დღეს პარლამენტის მანდატურთუხუცესი კი არ უნდა იყოს, არამედ პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

 

"სად ეძებენ ესენი რუსეთის აგენტებს, როცა პარლამეტში უზით რუსეთის სპეცსამსახურების სტაჟიანი აგენტი? სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციის" დროსაც სწორედ ამ შალუაშვილმა ჩამოუხსნა სხდომათა დარბაზის კარი პარლამენტში შევარდნილ სააკაშვილს და ეტყობა ამ დამსახურებისთვის უზით დღემდე პარლამენტში!" - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

 

"ახლა კი, ასევე პირველად თქვენ მინდა გითხრათ იმ ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება. დიახ, უახლოეს ერთ თვეში ჩამოყალიბდება ეროვნული პოლიტიკური ძლა, რომელშიც არ იქნებიან გაერთიანებული არც "ნაცმოძრაობიდან" გამოგდებული ყოფილი ჩინოვნიკები და არც "მოქალაქეთა კავშირის" წიაღში აღმოცენებული პოლიტიკოსები. ვფიქრობ, ეს ძალა იქნება ამ ხელისუფლების საპირწონე და ეს ძალა შეძლებს ამ ხელისუფლების დამარცხებას. ამ ხელისუფლების საპირწონე ვერასოდეს გახდება ის ადამიანი და ის ძალა, რომელიც ამავე ხელისუფლების წიაღშია ნაშობი ან შევარდნაძის ინკუბატორშია გამოჩეკილი. ჩვენი პოლიტიკური ძალა მალე ჩამოყალიბდება და ჩვენ გააფთრებით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - დიახ, მხოლდ ეროვნული, ნაციონალისტური ძალა თუ გადაარჩენს ამ ქვეყანას. დიახ, ჩვენ ძალიან მალე შევქმნით ნამდვილ ეროვნულ, ნაციონალისტურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად მოუღებს ბოლოს ამ ანტიეროვნულ, დანაშაულებრივსა და მოღალატურ რეჟიმს", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...6-14022011.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლდ ეროვნული, ნაციონალისტური ძალა თუ გადაარჩენს ამ ქვეყანას. დიახ, ჩვენ ძალიან მალე შევქმნით ნამდვილ ეროვნულ, ნაციონალისტურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად მოუღებს ბოლოს ამ ანტიეროვნულ, დანაშაულებრივსა და მოღალატურ რეჟიმს", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

http://www.interpres...6-14022011.html

ხო, ხო, ხო, ხო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

. დიახ, ჩვენ ძალიან მალე შევქმნით ნამდვილ ეროვნულ, ნაციონალისტურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად მოუღებს ბოლოს ამ ანტიეროვნულ, დანაშაულებრივსა და მოღალატურ რეჟიმს", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

18-02-2011 ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე დაკავებულია

 

საქართველოს პარლამენტისა და პარტია "თავისუფლების" ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე დაკავებულია .

როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, ბრეგაძე გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

მისივე ცნობით, დაკავებული ამ დრომდე საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. "მას ვერ ვუკავშირდებით, რადგან ტელეფონი გამორთული აქვს; სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

 

http://journalist.ge/?menuid=3&id=4080&lang=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ის განცხადება რაც დავდე კი 1 კვირის წინ გააკეთა - დრეს დაუკავებიათ

 

ნეტა რატომ? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...