ძუკუ Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 (edited) აგერ ეს სტატია ქართულად: მიხეილ სააკაშვილი:„მიწა რომელიც მათ დაიპყრეს ქვა და კლდეა. მისი ერთადერთი ფუნქცია ჩვენზე თავდასხმაა“კიმ სენგუფთა იმ ლიდერისთვის, რომელმაც მისი ტერიტორიის 20% უცხო ზესახელმწიფოსთან დაპირისპირების დროს დაკარგა, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით ენერგიულად გამოიყურება. მართალია რუსებისგან ამ მიწას ძალით ვერ დაიბრუნებ, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ საქართველო გრანდიოზულ წარმატებებს აღწევს საკუთარი პოზიციის დაცვისა და კავკასიაში გავლენის გავრცელების თვალსაზრისითდღეს ბრიტანეთის მთავრობა ლონდონში ვიზიტით მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებული სიტუაციის დარეგულირებას მოსთხოვს. ეს რეგიონები საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად რუსეთს ექვემდებარება. როდესაც დევიდ კამერონი ოპოზიციის ლიდერი იყო, კონფლიქტის დროს ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელიც საქართველოში გაემგზავრა. დაუნინგ-სთრითი ამტკიცებს, რომ პრემიერი დღესაც ცდილობს ამ საკითხში სამართლიანობის მიღწევას. მალე ნატო ამ თემაზე მოსკოვთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამტკიცებს, რომ ჯარების გაყვანასთან დაკავშირებულ საკუთარ მოთხოვნაზე უარს არ იტყვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-კავკასიის ამ ხანმოკლე ომიდან თითქმის სამი წელი გავიდა, რუსეთის არმია ორ სეპარატისტულ რეგიონში საკუთარ პოზიციებს მხოლოდ ამყარებს. სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო სასახლეში ზის და ჩივის: „ისინი ჩვენს საზღვრებს არ აღიარებენ, არ აღიარებენ ჩვენს მთავრობას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. რუსებმა ამ ადგილიდან 40 კილომეტრში რაკეტები განათავსეს. ეს რაკეტები ამ ადგილის განადგურებისთვის საკმარისია. ეს წარმოდგენა არ არის, ეს ძალიან დიდი პრობლემაა“. საქართველომ იმ არეულობების საკუთარი ვერსია, რომელმაც დღეს ახლო-აღმოსავლეთი მოიცვა, რვა წლის წინ გადაიტანა. მაშინ, „ვარდების რევოლუციის“ დროს, სააკაშვილი დემონსტრანტებს პარლამენტისკენ გაუძღვა და ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მიაღწია. Independent-ის კორესპონდენტთან საუბრისას, არაოფიციალურად, მაისურში, სპორტულ ქურთუკსა და შავ ჯინსში გამოწყობილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთი ვალდებულია იმ ქვეყნის მხარეს დადგეს, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების დაცვას ცდილობს. საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად სთქვა უარი დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჟესტია და მეტი არაფერი, თუმცა სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მან სერიოზული გარდაქმნა წამოიწყო და ამისთვის დასავლეთისგან დაპირებულ მხარდაჭერას ელოდება. არ ვფიქრობ, რუსეთს რაიმენაირი ილუზიები ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მათ თავს ვესხმით. იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც მათ დაიპყრეს ქვა და კლდეა. მისი ფასი ნულია, ხოლო ეს მიწა ფასეული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მას ჩვენზე თავდასხმისთვის გამოიყენებს“. ამავდროულად, საქართველო მშვიდობიან შეტევაზე გადავიდა, იყენებს რა დიპლომატიას, ინფორმაციის მასობრივ საშუალებებს, კულტურას და სამთავრობო სტრუქტურებს. ახლახანს რეჟისორმა რენი ჰარლინმა, რომლის აქტივშიც ისეთი ფილმია, როგორიცაა „კერკეტი კაკალი 2“, ომზე ჰოლივუდური ფილმი „აგვისტოს 5 დღე“ გადაიღო. ფილმში ენდი გარსია პრეზიდენტ სააკაშვილს თამაშობს, რუპერტ ფრენდი კი ჟურნალისტს, რომელიც იმ გასამხედროებული ფორმირებების სისასტიკეს ამხელს, რომლებიც რუსების მხარდაჭერით მოქმედებდნენ. ამ ფილმს, რომელშიც ქართველებისადმი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება, დამოუკიდებელი წყაროები აფინანსებდნენ და საქართველოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სცენარის შექმნაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. სააკაშვილი ამბობს: „ერთხელ ენდი გარსიას სადილზე შევხვდი და ის სულ იმას კითხულობდა, თუ როგორ გამოითქმება ესა თუ ის სიტყვა. გადაღებული მასალა არ მინახავს, მაგრამ ერთი ფილმით წარმოდგენებს ვერ შეცვლი. ამ ომით ხალხი დაიღალა და მათ სხვა რაღაცის ნახვა სურთ, მაგრამ რუსები არასდროს არ ნებდებიან, მათ ძლიერი მანქანა აქვთ, რომელიც მუდმივად მუშაობს, მუშაობს, მუშაობს“. თუმცა საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თანამგზავრულ ტელეარხ Kanal PIK-ს და აფინანსებს მას. ტელეკომპანიამ ახლახანს მაუწყებლობა რუსულ ენაზე რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო, ასევე ჩრილოეთ-კავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. არხზე გამოცდილი და ავტორიტეტული ჟურნალისტების საერთაშორისო კოლექტივია. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არხი ანტი-რუსული პროპაგანდის იარაღი არ იქნება. ერთ-ერთი თოქ-შოუს წამყვანია ალა დუდაევა, 2006 წელს რუსული რაკეტით მოკლული ჩეჩენი აჯანყებულების ლიდერის ჯოჰარ დუდაევის ქვრივი, მაგრამ ის პოლიტიკას თავს არიდებს. თუმცა ახალი ამბების მაუწყებლობას ისეთ რეგიონებზე, როგორებიცაა ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, სადაც კრემლს სასტიკი კონფლიქტები აქვს, ურთიერთბრალდებები მოჰყვა და საკმაოდ სარისკო საქმეა. არხის დებიუტამდე ერთი დღით ადრე, ტერორისტმა-თვითმკვლელმა მოსკოვის აეროპორტ დომოდედოვოში ათობით ადამიანი მოკლა. ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები დაღესტნელი ისლამისტები არიან. სააკაშვილი, რომელმაც ეს თავდასხმა დაგმო, აღნიშნავს: „ვლადიმერ პუტინთან ბოლო საუბრის დროს, მე ის გავაფრთხილე და ვკითხე: „არ გიფიქრიათ ჩრდილოეთ-კავკასიაზე, იმაზე თუ რა მოხდება იქ, როდესაც თქვენ სეპარატისტებს მხარს უჭერთ და აქეზებთ სხვა ქვეყნებში?“ მან მითხრა, რომ ჩრდილოეთ- კავკასიასთან დაკავშირებით ყველაფერი „დასრულებულია“ და იმდენჯერ რამდენჯერაც იქ ახალი ბოევიკი გამოჩნდება, ის მას ტარაკანივით გაჭ####ტს და თან მაგიდას თითი დააჭირა“. შარშან სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა თავისი ხედვა წარმოადგინა „გაერთიანებულ ჩრდილოეთ და სამხრეთ-კავკასიაზე“, რომელიც „საქართველოს მაგალითზე თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“. ამ თემაზე საუბრისას, მან განაცხადა რომ ჩრდილოეთ-კავკასია გეტოდ გადაიქცა. „ეს ადამიანები ადგილობრივ ფეოდალებს მიუგდეს, რომლებსაც შეუძლიათ მათი მოკვლა, გაუპატიურება, ფეხებით დაკიდება, წამება და მათთვის ყველაფრის წართმევა. ფაქტობრივად, ეს არის ის, რაც რუსეთმა ჩრდილოეთ-კავკასიას მისცა“. საქართელომ ვიზები გააუქმა მთელი რიგი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებისთვის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამას „მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი“ უწოდა, ხოლო ზოგიერთმა მოსკოველმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ტერორისტებს ახლა უსაფრთხო თავშესაფარი გაუჩნდათ, განსაკუთრებით 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ. ვაშინგტონის Center for American Progress-ის („ამერიკული პროგრესის ანალიტიკური ცენტრი“) თავის ანგარიშში აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები აქვს საქართველოს მთავრობას, მოსკოვის მხრიდან ეს პირველ რიგში აღიქმება, როგორც არასტაბილურობის გაღვივებისკენ მიმართული პოლიტიკა“. სააკაშვილი პასუხს არ აყოვნებს და ამბობს, რომ ომის დროს ჩრდილო-კავკასიელთა არარეგულარული სამხედრო ფორმირებები რუს სამხედროებს ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ, ძარცვავდნენ და კლავდნენ ხალხს, ამიტომ საქართველოს სხვა არჩევანი არ დარჩა, თუ არა ამ ქვეყნებთან ურთიერთობების მოგვარება. „ზოგიერთი ჩემი დასავლელი მეგობარი მეუბნება „რისთვის გჭირდებათ ჩრდილოეთ-კავკასია, ეს ხომ დამატებითი თავისტკივილია?“ მე მათ ვპასუხობ „და როდესაც შემდეგ ჯერზე ჩვენი მეგობარი ვლადიმერ პუტინი 50 000 ჩეჩენ მებრძოლს გამოგვიგზავნის, თქვენი ჯარისკაცები დაგვიცავენ?” როდესაც ჩეჩნების მსგავსი ადამიანები საქართველოში ჩამოდიან, ისინი კანონმორჩილები ხდებიან, რადგან არიან ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობაა“. საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მისი მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფცია და კერძო ბიზნესის მხარდაჭერა (ხოლო ამ რეფორმებმა მსოფლიო თანამეგობრობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა), რეგიონში თანამშრომლობის განვითარებისთვის მამოძრავებელი ძალა გახდება. „სინამდვილეში ჩვენთან ჩამოდის ზოგიერთი ექსპერტი რუსეთის ანალიტიკური ცენტრებიდან და ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს ბრწყინვალე პოლიტიკურ რეფორმებს უნდა მიბაძოს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მილიციის ოფიცრები ამბობენ რომ, მათ საქართველოს პოლიციური რეფორმა უნდა გადაიღონ. ჩვენთან იყო ტაჯიკეთის პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მიბაძვის მაგალითია. ჩვენით დაინტერესებულია უკრაინა“. მოდერნიზაციის და რეფორმების ტემპის შენელება არ მოხდება. „ჩვენთან სამხრეთ-აფრიკიდან ფერმერები ჩამოდიან, რათა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით დაგვეხმარონ. დიდი გარდაქმნები გვექნება განათლების სიტემაში – 10 000 ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი ჩამოვა, რომლებიც ინგლისურს ასწავლიან. მილიონებს ვდებთ ახალ ტექნოლოგიებში. ჩვენ სინგაპურს ვუყურებთ და ვიცით, რომ შეგვიძლია მსგავსი ქვეყანა გავხდეთ ამ რეგიონში. ჩვენთან არ არსებობს ბიუროკრატია“. მაგრამ მოუტანს კი ამ ღირებულებებისადმი ერთგულება საქართველოს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას და აღიარებას, რომლისკენაც ის მიისწრაფვის? ნატო ყველანაირად ცდილობს ავღანეთის მისიაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას. შეერთებულ შტატებს სურს მოსკოვის ჩართვა თავის ანტი-სარაკეტო თავდაცვის ევროპულ პროგრამაში. საერთაშორისო „რეალპოლიტიკა“, როგორც სჩანს იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ თბილისი კიდევ დიდხანს ვერ გაწევრიანდება ისეთ დასავლულ კლუბებში, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო. „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ნატო-ს საგანში კლასში საუკეთესო მოსწავლეები ვართ. ჩვენ ყველა მოთხოვნას ვასრულებთ. ისინი გვეუბნებიან: „თქვენ შესანიშნავები ხართ! თქვენ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებთ! ბლა, ბლა, ბლა“, მაგრამ შემდეგ უცბად ისე ხდება, რომ შემდეგ საფეხურზე აღარ გადავყავართ. ეს უნდა შეიცვალოს“. მიხეილ სააკაშვილი – დაიბადა 1967 წელს. მიიღო იურიდიული განათლება. 1995 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი. 2003 წელს სათავეში ედგა უსისხლო „ვარდების რევოლუციას“ და გადადგომა აიძულა მის წინამორბედს და მენტორს ედუარდ შევარდნაძეს. იმავე წლის იანვარში სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. 2005 წელს თბილისში მიტინგზე მასზე წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. 2007 წელს სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც საზოგადოების მხრიდან არჩევნების მოთხოვნას, მას შემდეგ რაც მისი ადმინისტრაცია კორუფციაში დაადანაშაულეს, საგანგებო მდგომარეობის შემოღებით უპასუხა. ამ მოვლენების მიუხედავად სააკაშვილმა და მისმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის არჩევნებზე ხმების დიდი უმრავლესობა მოიპოვა. მან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო რუსეთთან ომის დროს თვითგამოცხადებული სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის გამო და მაინც როდესაც კონფლიქტი დასრულდა, ამომრჩევლებმა სააკაშვილი რუსეთთან ომის პროვოცირების გამო გააკრიტიკეს. მასობრივი აქციების მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვდნენ. 2010 წელს მან მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვასა და ძალაუფლების ნაწილის პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საპარლამენტო რეფორმებს, მაგრამ ოპონენტებმა სააკაშვილი იმაში დაადანაშაულეს, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. ორიგინალი Edited February 17, 2011 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ამ ფილმს, რომელშიც ქართველებისადმი აშკარა თანაგრძნობა ვლინდებასაინტერესოა ამ სტატიაში ვისი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 საინტერესოა ამ სტატიაში ვისი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება გაზპრომის.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 Saturnსაინტერესოა ამ სტატიაში ვისი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება ამ ფრაზას გაგრძელება აქვს:ამ ფილმს, რომელშიც ქართველებისადმი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება, დამოუკიდებელი წყაროები აფინანსებდნენ და საქართველოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სცენარის შექმნაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.იმდენი მაგათ რა ვუთხარი,ასე არ იყოს.მაგ ფილმის აღმასრულებელი პროდუსერი პაპუნა დავითაიაა,რომელიც მაი პარლამენტის დეპუტატი იყო,ეხლა კი სახელმწიფო მინისტრია.ისე ესეც საინტერესოა,როგორ შეიძლებოდა დეპუტატი ფილმის პროდუსერი ყოფილიყო.სტატია ვის თანაუგრძნობს ვერ გეტყვით,მაგრამ აქ ჩემთვის პრეზიდენტის ეს სიტყვებია მთავარი: არ ვფიქრობ, რუსეთს რაიმენაირი ილუზიები ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მათ თავს ვესხმით. იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც მათ დაიპყრეს ქვა და კლდეა. მისი ფასი ნულია, ხოლო ეს მიწა ფასეული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მას ჩვენზე თავდასხმისთვის გამოიყენებს“.წარმიიდგენია ერორებზე რა წიოკობა ატყდებოდა ეს ვინმე ოპოზიციონერს რომ ეთქვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 (edited) წაიკითხეთ საინტერესოა Москва задала Сухуми территориальный вопрос 29.03.2011 18:43Дмитрий АгнинДелегация из Сухуми обсуждает с российской стороной делимитацию границы. Как стало известно, Москва предложила вариант, в соответствии с которым 160 квадратных километров территории передаются России. На переговорах в Москве абхазская сторона выступает с возражениями против пожелания России передать ей значительную территорию в северо-западной части Гагрского района, прилегающего к озеру Рица. Часть этой территории, село Аибга, расположенная у реки Псоу, всегда служившей границей между Россией и Грузией, в советские времена было разделено на две части. Именно это, по мнению некоторых абхазских наблюдателей, является формальным основанием для российских претензий. Они, по мнению редактора абхазской газеты "Чегемская правда" Инала Хашига, стали первой серьезной проблемой в отношениях России и Абхазии. - Отношение к этому предложению России однозначно отрицательное. Впервые серьезный вопрос выпадает из внутриполитического контекста. - Какие-то убедительные юридические предпосылки к этому, как вы сказали, предложению России имеются? - Пока мы их не знаем. Просто в наш парламент поступил документ из Москвы, и в нем излагается российское видение демаркации российско-абхазской границы. И никто не знает, из какой российской инстанции этот документ пришел в парламент. Пока стороны воздерживаются от комментариев. Но я думаю, что Россия, заявив о претензиях на 160 квадратных километров, на самом деле рассчитывает выторговать себе пограничное село Аибгу, - полагает Инал Хашиг. В Абхазии отношение к России отнюдь не столь однозначно, как это принято считать. Здесь никогда не идеализировали Москву, не считали ее вечным другом и защитником. Многие в Абхазии понимали, что Сухуми сделал ставку на Москву просто в силу географии. Впрочем, известно, что во времена санкций СНГ против Абхазии старенькие гаубицы на сухумской набережной в сердцах палили в направлении российских кораблей. И об этом в Абхазии при случае обязательно вспоминают. По мнению Инала Хашига, нынешние территориальные претензии могут обойтись России довольно дорого. - Россия, добиваясь этой маленькой территории, может перечеркнуть все то, за что ее ценят. Кроме того, есть еще один аспект. В 2008 году Россия , напомню, признала независимости Абхазии. В таком случае, ее нынешние претензии впоследствии могут рассматриваться как аннексия абхазской территории, что для России, я думаю, это очень невыгодно. - Кроме всего прочего, Россия ставит в сложное положение и нынешнюю абхазскую власть - и самого президента Багапша, и тех, кто будет объявлен его преемником? - Конечно. У Багапша вообще очень сложная ситуация. Любая уступка с его стороны в территориальном вопросе приведет к дестабилизации в стране, и, возможно, к отставке президента. Но если он не уступит, Россия может тоже обидеться, и тогда у Багапша тоже возникнут проблемы: абхазский бюджет на 70 процентов состоит из российских дотаций. И внешнее благополучие рассыплется, и это тоже наверняка закончится досрочной отставкой, - сказал Хашиг. Между тем, коллизия в отношениях Москвы и Сухуми ставит неожиданные вопросы и перед Тбилиси. То, что в Сухуми называют "аннексией Абхазии", здесь воспринимают как полноценную аннексию Грузии. Впрочем, по мнению грузинского политолога Ивлиана Хаиндравы, это никого не удивляет. - Абхазия всегда была для России лакомым куском. Безусловно, у Грузии это вызывает обеспокоенность, особенно в ситуации, когда никаких действенных рычагов влияния на ситуацию у Тбилиси нет. Кроме, разве что закона об оккупированных территориях, который был принят в октябре 2008 года, вскоре после войны. Этот закон объявляет недействительными любые сделки в части недвижимого имущества, произведенные на оккупированных территориях. - Это с точки зрения формально-юридической. С точки же зрения политической ситуация выглядит несколько двусмысленной – Грузия и Абхазия оказываются по одну сторону в этой полемике. - Да, в абхазском обществе тоже зреет протест, и я не уверен, что этот процесс – если он будет продолжаться - пройдет так уж безболезненно. Поэтому возможно, что в Абхазии поймут, что "север" может быть более опасен, чем "юг". Конечно, это случится не вдруг и не сразу. Ощущение безопасности, появившееся в Абхазии после 2008 года, пока доминирует, но постепенно акценты будут смещаться, - считает Ивлиан Хаиндрава Абхазские политологи, впрочем, уверяют: отношение абхазов к России и отношение к Грузии - не сообщающиеся сосуды. То есть, ухудшение отношения к "северу" не влечет за собой каких-то позитивных сдвигов по отношению к "югу". Ивлиан Хаиндрава, участвующий в ряде совместных с Сухуми неправительственных проектов, на этот счет иллюзий не питает: - Мне тоже доводилось слышать подобную точку зрения. И, я думаю, сегодня это так. Но я не считаю, что это навсегда. Я не жду скорого разворота всего абхазского общества в сторону Грузии. - И что в связи с этим должен делать Тбилиси? Поднимать голос в защиту, как получается, абхазской территориальной целостности? - Если мы говорим о грузинской власти, то едва ли что-то сейчас может поколебать ее жесткую позицию по отношению к Абхазии. В неправительственном же секторе и в аналитическим кругах эта позиция считается неправильной. Абхазию нельзя изолировать, как этого добивается официальная власть. Ее надо открывать Западу и не обязательно через Грузию. Мне кажется перспективной концепция, которая сейчас появилась на Западе – концепция "вовлечения без признания". В меру скромных возможностей, которые остались у Тбилиси, надо стремиться к тому, чтобы Абхазия не была целиком зависимой от России. - Готов ли Сухуми принять такую вашу поддержку сейчас – хотя бы в такой ненавязчивой форме? - Я думаю, что такая готовность есть. Если Грузия снимет существующие барьеры на пути восстановления и развития западного присутствия в Абхазии, это может стать моральной и политической поддержкой для Абхазии. Что, с моей точки зрения, соответствует долгосрочным интересам Грузии.http://www.svobodanews.ru/content/article/3540825.html Edited March 29, 2011 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.