Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ყოველთვე გასცემენ სასურსათო ვაუჩერს თუ ერთჯერადი აქციაა?გადაგვყვებიან კიდევ, ადინ რაზ თოლკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ყოველთვე გასცემენ სასურსათო ვაუჩერს თუ ერთჯერადი ყოვეთვე ხო გადაყვებინ თან,,,,ერთხელ მიუგდებენ და მერე მაგაზე რამდენს ილაპარაკებენ უნდა ნახო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ე.ი. სპეციალურ მაღაზიებს ხომ არ გახსნიან? არა,ანუ ჩვეულებრივ მაღაზიაში უნდა მიიტანო და იქ მოგცემენ სურსათს,ხოდა ამ ვაუჩერზე მოთხოვნას რომ წარადგნენ მაღაზიების მეპატრონეებითქვენის აზრით გაუნაღდებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 მარტო საქარტველოში რატო ძვირდება ამიხსენით! თუ ეს რამეში დაგეხმარება, შემიძლია გითხრა რომ არ ძვირდება მხოლოდ საქართველოში. უბრალოდ საქართველოში უფრო აისახება ეს ხალხზე, რადგან შემოსავლები აქ ისედაც დაბალია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 Saturnსად ძვირდბა აბა კიდე მითხარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ყოვეთვე ხო გადაყვებინ თან,,,,ერთხელ მიუგდებენ და მერე მაგაზე რამდენს ილაპარაკებენ უნდა ნახო...იმედსა და რუსთავი 2 ზე სოციალურ რეკლამებსაც გადაიღებენ,თუ როგორ მიდის მოხუცი ქალი მაღაზიაში და როგორ ყიდულობს ამ ვაუჩიერით პროდუქტს გულისამაჩუყებელი იქნება ფრიად, გული რომ დაგეწვას ან პირიქით ძალიან ოპტიმისტურად წარმოსახავენ,მოკლედ გააჩნია რა პიარტექნოლოგები რა რჩევას მისცემენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 (edited) Siknadmolaci თუ ერთჯერადი აქციაა სალაპარაკოც არაფერი ექნებათ.. 30 ლარად დღეს მოქალაქე მაქსიმუმ ერთი კვირისთვის საკმარის საკვებს თუ შეიძლენს.. თავად ფაქტია მნიშვნელოვანი, რადგან როგორც ჩანს სოციალური აფეთქების ზღვარზეა ქვეყანა და კრიმინალური რეჟიმი პრევენციულ ნაბიჯებს დგავს.. Edited February 15, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 Saturnსად ძვირდბა აბა კიდე მითხარი[15:40 02.02.2011] Сахар подорожал до максимума за 30 лет на торгах в Нью-Йорке 2 февраля. FINMARKET.RU - Сахар подорожал до максимального уровня за 30 лет в ходе торгов в Нью-Йорке в среду и до самой высокой отметки за 5 недель в Лондоне из-за опасений, что циклон "Яси" нанесет ущерб урожаю тростника в Австралии, которая занимает третье место в мире по экспорту сахара.Котировка мартовского фьючерса на сахар-сырец поднялась на 0,83 цента (2,4%) - до максимальных с ноября 1980 года 34,79 цента за фунт на бирже ICE Futures U.S. в Нью-Йорке, сообщает агентство Bloomberg.Рафинированный сахар с поставкой в марте подорожал на 1,9% - до $834,70 за тонну в Лондоне.По оценкам производителя сахарного тростника Canegrowers, ущерб от урагана "Яси" в этой отрасли может составить более $500 млн.За прошедшие 12 месяцев сахар подорожал на 18% на торгах в Нью-Йорке из-за слабых урожаев в Бразилии, Пакистане и ряде стран Европы. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 asdsთავად ფაქტია მნიშვნელოვანი, რადგან როგორც ჩანს სოციალური აფეთქების ზღვარზეა ქვეყანა როგორც ჩანს?> ეგ მარტო სატურნს არ სჯერავს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 იმედსა და რუსთავი 2 ზე სოციალურ რეკლამებსაც გადაიღებენაბა რაა, და მთრობის წევრები როგორ აძლევენ ვაუჩერებს გაჭირვებულ მოსახლეობას.... asdsსალაპარაკო ექნებათ ზუსტად, სანამ დაარიგებენ მანამდე დაიწყებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 (edited) თუ ეს რამეში დაგეხმარება, შემიძლია გითხრა რომ არ ძვირდება მხოლოდ საქართველოში. უბრალოდ საქართველოში უფრო აისახება ეს ხალხზე, რადგან შემოსავლები აქ ისედაც დაბალია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. საქართველო არაფერს არ აწარმოებს, არც შაქარს, არც ხორბალს, არც წიწიბურას, თორემ სურსათზე ფასების მატებით ის ქვეყნები მოიგებენ ვინც ამ პროდუქტის მწარმოებლები არიან,ხო, რატომ არ ვაწარმოებთ?შენ ალბათ იტყვი რომ ქართველი გლეხი ზარმაცია და არაფრის მაქნისი,არადა შევარდნაძის ჩამპალ ეპოქაში სასოფლო სამეურნეო სავარგულები 3 ჯერ მეტად იყო დამუშავებული ვიდრედღეს,ეხლა მითხარი შევარდნაძის ჩამპალ პერიოდთან შედარებით რატომ შემცირდა საქ. სოფლის სამეურნეო პროდუქტის წარმოება? Edited February 15, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 (edited) newstudioროგორც ჩანს?> ეგ მარტო სატურნს არ სჯერავს... აფეთქდი ბატონო, გელოდები უკვე სამი წელია მას შემდეგ რაც ანალგინმა შიმშილობის და ჟამიანობის პროგნოზი გააკეთა. სურსათზე ფასების მატებით ის ქვეყნები მოიგებენ ვინც ამ პროდუქტის მწარმოებლები არიანმოიგებს მწარმოებელი. უბრალო მყიდველი, რომელმაც ჩაი უნდა დაატკბოს ამ შაქრით, ყველგან წაგებული იქნება. Edited February 15, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 Saturn ტყუილია ....... ლონდონში არ გაძვირებულა , რაც ღირდა ისევ ისე ღირს79პი ღირდა 1 კგ და ეხლაც ეგრე ღირს... ეგ ჰაბიბულინას ზღაპრები მიშისტებისთვის არის გათვლილი ალბათ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 მაკა ხარაზიშვილი(08.10.2009)წლეულს ქართულ სოფელს განსაკუთრებით რთული წელიწადი დაუდგა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში არახელსაყრელი ამინდები იყო. იმერეთში ხილი გაზაფხულზევე მოიყინა, შიდა ქართლში ვაშლი უხვად მოვიდა, მაგრამ დაბალი ხარისხის. სამცხე-ჯავახეთში თოვლისა და წვიმების გამო გლეხებს კარტოფილის გარკვეული ნაწილი მიწაშივე ჩაულპათ. კახეთში, რაჭასა და აჭარაში წყალდიდობებმა მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსავალი თითქმის 100%-ით გაუნადგურა.ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წილი ისედაც, ყოველწლიურად მცირდება. ექსპერტი პაატა კოღუაშვილი ამის ძირითად მიზეზად მთავრობის არასწორ აგრარულ პოლიტიკას მიიჩნევს. იმპორტირებული, თანაც უხარისხო და ხშირ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი, საქართველოში უპრობლემოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდის. შესაბამისად, იგი დაბალი ხარისხის გამო იმდენად იაფია, რომ ქართულ პროდუქციას მასთან კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით თურქეთიდან, ვადაგადაცილებული პროდუქტი შემოაქვთ, რომელზეც სპეციალურად საქართველოსვის ვადების გადასწორება ხდება. ვინაიდან ჩვენთან სურსათს არავინ არ ამოწმებს, ამგვარი პროდუქტის შემოტანა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს კი ისედაც, დაბალი ხარისხის პროდუქტს უფრო აიაფებს. ქართველ გლეხს კი გადამმუშავებელი საწარმოების არაარსებობის გამო, საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვერ გაუსაღებია.პაატა კოღუაშვილის განცხადებით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში, ასევე მდგომარეობა გამოსწორდა თაფლის წარმოების მხრივაც. სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოების მაჩვენებელი კი მცირდება."ამინდების გარდა, სოფლის მეურნეობის დეგრადაციის უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობს. ქვეყანას აგრარული პოლიტიკა არ გააჩნია. გლეხი არ არის ორიენტირებული, პროდუქციის წარმოებაზე. მას არ აქვს ინფორმაცია ბაზრების შესახებ - რა ფასებია და რომელ პროდუქტებზეა მოთხოვნა. პრაქტიკულად, იგი საშუალოვადიან პერიოდზეც კი ვერ საზღვრავს პროდუქციის ფასს. ამიტომ, ქართული პროდუქტი არაკონკურენტუნარიანი გახდა. ამასობაში სურსათის სფეროში იმპორტი 80%-ს აღწევს. ეს წაროუდგენელი მასშტაბებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გლეხი არაკონკურანტულია და ყოველთვის წაგებულია. არავითარი სტიმული არ არსებობს იმისა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმპორტირებული პროდუქცია ქვეყანაში ყოველგვარი ბარიერის გარეშე შემოდის, გლეხს კი უამრავი პრობლემა აქვს, ელემენტარულად სარწყავი წყლის საკითხი ვერ მოგვარდა. არც შხამ-ქიმიკატების დროულად ყიდვის საშუალება არსებობს", - ამბობს პაატა კოღუაშივილი.მოურწყველობის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია მეხილეობა. საერთოდ, თუ ხეხილის ბაღი 4-5-ჯერ არ მოირწყა, დიდი რაოდენობის და ხარისხიანი პროდუქციის მიღება შეუძლებელია."გლეხი ვერ ახერხებს, თავის დროზე მორწყვას, შეწამვლას. სადაც, ყველა სამუშაო დროულად განხორციელდა, მოსავალიც მაღალი იყო. მაგალითად, შიდა ქართლში რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მოსახლეობას ხორბალი დაუთესეს, მიწა დაუმუშავეს, ანუ ყველა საჭირო სამუშაო განახორციელეს. იქ ფანტასტიური მოსავალი მოვიდა (1 ჰა-ზე 36 ცენტნერი), რომელიც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამით იმის თქმა, მინდა, რომ თუ გლეხების მხარდაჭერა მოხდება ბევრ პრობლემას გადავჭრით. მთელი წლის განმავლობაში ვაცხადებდი, რომ კატასტროფულად მშიერი შემოდგომა გვექნებოდა, თუკი ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეილებებს არ მიიღებდა. ერთადერთი ქათამისა და კვერცხის წარმოებაა გაუმჯობესებული, დანარჩენში კატასრტროფული სიტუაციაა", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.ისედაც შემცირებული მოსავლიანობა, ცუდმა ამინდება საერთოდ გაანახევრა. წლეულს სამცხე-ჯავახეთის პროდუქტი დედაქალაქისა და საქართველოს სხვა ქალაქების ბაზრებზეც კი ნაკლებად გამოჩნდება. გაზეთ "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში გლეხები ამბობენ, რომ წლევანდელი მოსავალი არათუ გასაყიდად, გამოსაზამთრებლადაც არ ეყოფათ."კარტოფილი რაც დავთესე, ნახევარი დამპალი ამოვიდა. ხალხს მოსავალი ჯერ კიდევ ასაღები აქვს, ამინდები არ უწყობთ ხელს. ტყლაპი დავასხი და არ გაშრა, დაობდა. გავრეცხე და საარაყეში ჩავასხი", - წუხს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მცხოვრები გიული შუბითიძე.შედარებით ნაკლებია ზარალი ასპინძის რაიონში. თუმცა ასპინძაში თითქმის სულ განადგურდა ხეხილი, განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები ხიზაბავრა და სარო."კაკალი, რომ კაკალია, ისიც უკვე ჭიანია და აღარ ვარგა. ვაშლი, მსხალი ყველაფრი გააფუჭა. ზაფხული არ ყოფილა საერთოდ და რა მოსავალი გვექნებოდა?" - ამბობენ გლეხები.სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რეგიონისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ამ ეტაპზე ზარალი მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტშია დათვლილი, სადაც წლევანდელი მოსავლის 40 პროცენტი დაკარგულია."განსაკუთრებით დიდი ზარალი განიცადა მარცვლეულმა კულტურებმა. ხორბლისა და საგაზაფხულო ქერის მოსავალი თითქმის განახევრდა. რომ უნდა მიეღოთ ჰექტარზე ოცი ცენტნერი, ახლ,ა ალბათ, მისი ნახევარი მიიღეს, რვა-ათი ცენტნერი", - განმარტავს ადგილობრივი მმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი შალვა კაველიძე.ახალქალაქში მარცვლეულის მოსავალს სექტემბრის შუა რიცხვებში იღებენ. თუმცა წლეულს, ამინდმა გლეხებს ამის საშუალება არ მისცა. ხორბალი და სხვა მარცვლეული გაიყინა. გლეხები ამბობენ, რომ მარცვლეული დასათესადაც აღარ ივარგებს.მეხილეობა კი გორის რაიონში ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ხეხილის ბაღებს 10 600 ჰექტარი უკავია. ნარგავების 70% თესლოვანი ხილის ბაღებითაა დაკავებული.წინა წლებში გლეხები მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ ვაშლის საკუთარი სახსრებით საზღვარგარეთ გატანას და შედარებით მაღალ ფასში გაყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი ქართველებისათვის ჩაიკეტა, ორი წლის წინ მაინც მოხერხდა კურკოვანი და თესლოვანი ხილის უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარზე გატანა.ამ ეტაპზე მდგომარეობა გართულდა. უკრაინის ბაზარი, ფინანსური კრიზისის გამო საექსპორტოდ არახელსაყრელი გახდა. არადა, წლეულს გორში, შედარებით დაბალი ხარისხის, მაგრამ კარგი მოსავალი მოვიდა.შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტმა 942 მილიონ 65 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ექსპორტი მხოლოდ 250 მილიონ 508 ათასი აშშ დოლარი იყო.გარდა ამისა, უკანასკნელ დროს კატასტროფულად მცირდება ერთ სულზე წარმოებული უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტების რაოდენობა. ასე მაგალითად, 2005-დან 2007 წლამდე ხორბლის წარმოება ერთ სულზე 44 დან 17 კილოგრამამდე შემცირდა, სიმინდის 98 კგ-დან - 68 კგ-მდე, ბოსტნეულისა - 102-დან - 43-მდე, კარტოფილისა - 101-დან - 52-მდე. აღსანიშნავია, რომ კარტოფილის იმპორტმა 2008 წელს საქართველოში 70% შეადგინა. 1990 წლიდან 2007 წლამდე ნათესი ფართობები 700 ათასიდან 297 ათასამდე შემცირდა. ორჯერადი კლება შეინიშნება მარცვლოვანი კულტურების, მზესუმზირისა და ბაღჩეულის ნათეს ფართობებში.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი არასახარბიელო ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, ირიგაციისა და სადრენაჟო სისტემის მწყობრიდან გამოსვლაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 (edited) ლონდონში არ გაძვირებულა , რაც ღირდა ისევ ისე ღირს79პი ღირდა 1 კგ და ეხლაც ეგრე ღირს...საერთოდ არ გაძვირებულა გასულ წელს შაქარი? Siknadmoკარტოფილი რაც დავთესე, ნახევარი დამპალი ამოვიდაკაკალი, რომ კაკალია, ისიც უკვე ჭიანია და აღარ ვარგა. ვაშლი, მსხალი ყველაფრი გააფუჭაგანსაკუთრებით დიდი ზარალი განიცადა მარცვლეულმა კულტურებმაამიტომ საჭიროა გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეულის წარმოება, რომელიც უფრო მედეგია. არა და იქნებიან სულ ამის ლაპარაკში, ეს გაფუჭდა, ის გაფუჭდა. Edited February 15, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.