fashisti Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავეს. მათ სახელმწიფო დაზღვევისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისება ედებათ ბრალად. დაკავებულია 16 ადამიანი, საიდანაც შვიდი მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე, ამავე სამსახურის სოციალური აგენტები - მამუკა ბოკერია და ალექსანდრე შავლაყაძე, სადაზღვევო კომპანია "ალფას" სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი, სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი გივი წულეისკირი და ჰოსპიტალურ კლინიკებთან ურთიერთობისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ილია ხომერიკი, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" პროექტების განვითარების მენეჯერი რატი ნოდია, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი–სი–აის" საცალო გაყიდვების განყოფილების სახელმწიფო პროგრამების განყოფილების უფროსი ივანე კახიძე, სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძე, სადაზღვევო კომპანია "ირაოს" რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი ივანე მელიქიშვილი, სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფის" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოფილი სამედიცინო მენეჯერი მაია ცანავა და სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ ჩიხლაძე. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც, მიითვისეს 5 700 000 ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა. წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 332-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს. უკვე გავრცელდა დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებები და ფარული ვიდეოჩანაწერები. სადაზღვევო კომპანიებში კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. სოციალურად დაუცველი ადამიანები ჟურნალისტებთან საუბარში ყვებიან, რომ მათ სადაზღვევო პოლისები 10 თვის დაგვიანებით მიიღეს, როდესაც დაზღვევას უკვე ვადა გასდიოდა. თბილისსა და რეგიონებში დაზღვეულები ერთსა და იმავე სქემაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ, როდესაც კომპანიებს მიმართეს, მათ განუმარტეს, რომ პოლისები იგვიანებს და სადაზღვევო ბარათებს უახლოეს მომავალში დაურიგებენ, თუმცა პოლისები მათ 10 თვის შემდეგ გადასცეს. კონტროლის პალატამ, მოქალაქეების სადაზღვევო პროგრამასთან დაკავშირებით, აუდიტის წინასწარი მონაცემები რამდენიმე დღის წინ გაახმაურა. კონტროლის პალატა აცხადებს, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ბევრი რისკები და ნაკლოვანებებია. კონტროლის პალატამ ბაზაში აღმოაჩინა გარდაცვლილი პირები, არაუმწეო დაზღვეული მოქალაქეები, რაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას განაპირობებს. მაკონტროლებელი ორგანო სრულ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამსახურებს და სადაზღვევო კომპანიებს აკისრებს.”http://1tv.ge/News-View.aspx?Location=16705&LangID=1 უბრალოდ არ მესმის ჭკუა რით ვერ ისწავლეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 fashistiამდენ ხალხს რომ იჭერ ესე იგი სისტემა არ ვარგა! მე პირადად მგონია რომ უკვე თავისიანებს დაერივნენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ამდენ ხალხს რომ იჭერ ესე იგი სისტემა არ ვარგაან ხალხი ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 View Postnewstudio, on Today, 06:46 AM, said:ამდენ ხალხს რომ იჭერ ესე იგი სისტემა არ ვარგა ან ხალხი ;) ან საკადრო პოლიტიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ამაში ერთი ლოგიკაა ჩადებული: აი ვინ ჭამს გაჭირვებული ხალხის კუთვნილ ფულს. როცა დასჭირდებათ მეორე ჯგუფს აიყვანენ და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 (edited) ან ხალხი ;)შენ ხალხი არ ხარ თუ ნაცმოძრაობის აპოლოგეტები ჰომო საპიენს არ განეკუთვნებით და ცალკე სახოება ხართადამიანთა მაგვარის? ამაში ერთი ლოგიკაა ჩადებული: აი ვინ ჭამს გაჭირვებული ხალხის კუთვნილ ფულს. როცა დასჭირდებათ მეორე ჯგუფს აიყვანენ და ა.შ.მანდ სულ სხვა პონტები იქნება, სახელმწიფო ფულს არ გადაურიცხავდა და მერე გაკოჭავდა,ტიპიური ნაცმაცუნური მამაძაღლობა, ადამიანებს აიძულებენ რომ დანაშაული ჩAიდინონ და მერე იჭერენ Edited February 15, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 Siknadmoშენ ხალხი არ ხარ თუ ნაცმოძრაობის აპოლოგეტები ჰომო საპიენს არ განეკუთვნებით მე და შენში ცხოვრებაში როდესმე რომელიმე პარტიის აპოლოგეტს შეს### მთელმა ფორუმმა. გაწყობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 Siknadmo მე და შენში ცხოვრებაში როდესმე რომელიმე პარტიის აპოლოგეტს შეს### მთელმა ფორუმმა. გაწყობს?მე ნაღადად ვიცი რომ არ შემეწერება და შენ რომ შეგეწეროს ეგ სიამოვნებას ნაღადად არ მომანიჭებს ხალხი არ ვარგა მაგრამ ხელისუფლება მაგარია, პირდაპირ სულაც არაა აუცილბელი რომ ბოლო ფრაზა თქვა, ეს იგრზნობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ხალხი არ ვარგა მაგრამ ხელისუფლება მაგარია, პირდაპირ სულაც არაა აუცილბელი რომ ბოლო ფრაზა თქვა, ეს იგრზნობა ხელისუფლება ამ ხალხიდანაა. არაფრით არ განსხვავდება ხელისუფლება და ხალხის 90 % Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 უბრალოდ არ მესმის ჭკუა რით ვერ ისწავლეს სიძუნწემ სძლიათ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
triumpi Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 მანდ სულ სხვა პონტები იქნება, სახელმწიფო ფულს არ გადაურიცხავდა და მერე გაკოჭავდა, პოლისები განზრახ დაგვიანდა და.....სიებით გასანაღდებელი ჩეკები ააკრეფინეს? ''რწყილებს'' ორჯერ ატყავებენ? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ხელისუფლება ამ ხალხიდანაა. არაფრით არ განსხვავდება ხელისუფლება და ხალხის 90 %ხალხი არც კარგია და არც ცუდი, ხალხი ზოგადი მცნებაა ხალხის შედგება ცაკლეული ინდივიდებისგან, რომლებიცშეიძლება იყვნენ ღირსეულნიც და უღირსნიც, გარდა ამისა ეს ინდივიდი გამოავლენს თავის დადებით თუ არყოფით მხარეს ეს დამოკიდებულია იმ გარემოზე რომელიც მის ირგვლივაა შექმნილი,თუკი ხელისუფლება წინასწარ თვლის რომ ის ხალხი ვინც მას ლეგიტიმაცია გადასცა არის ბნელი, უვარგის, გაუნათლებელი,უჭკუოა, კრიმინალი, შესაბამისადაც ექცევა როგორც საქონელს,ანუ ცდილობს მაქსიმალურად მოწველოს და მინიმუმი გააკეთოს მის საკეთილდღეოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 მანდ სულ სხვა პონტები იქნება, სახელმწიფო ფულს არ გადაურიცხავდა და მერე გაკოჭავდა, ეს მე დავწერე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 არც ხალხი ვარგა, შესაბამისად არც სისტემა... დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლებიან, ოპოზიციან ამომრჩევლიანად არის ერთი მასალისგან გამოძერწილი. სანამ არ აიწევს განათლების დონე, სანამ ტვინი დაპროგრამებული რეფლექსებიდან და ინსტიტქტებიდან ცოტა მაინც დამოუკიდებელ რეჟიმზე არ გადავა, რაც მეტწილად განათლების (უმაღლესი დიპლომირებული განათლება არ იგულისხმება) ნაყოფია, არაფერი ეშველება არც სისტემასაც და არც სახელმწიფოსაც. დღეს გინდა გრეჩიხა მოვიდეს ხელისუფლებაში და გინდა ილია ჭავჭავაძე.... დღეს მხოლოდ ჯადოქარი თუ გვიშველის, რომელიც ნეხვს თვალის დახამხამებაში ოქროდ გადააქცევს... Siknadmo ხალხი ზოგადი მცნებაა ხალხის შედგება ცაკლეული ინდივიდებისგანსაქმეც მაგაშია რომ ამ ინდივიდების 90 % დაკარგული აქვს ეგ ინდივიდუალიზმი და ინსტიქტებზე მიგრიალებს, ინსტიქტებზე დასული ადამიანი კი ცხოველია მოლაპარაკე, მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 დღეს მხოლოდ ჯადოქარი თუ გვიშველის, რომელიც ნეხვს თვალის დახამხამებაში ოქროდ გადააქცევს... სულ ნუ გადაგვიწურე იმედები,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.