Bigrupensex Posted February 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 ნუ მოკლედ ერთ ოჯახში არის ასეთი პრობლემა... ცოლს (დაახლოებით 35 წლის) არ უყვარს ქმარი მაგრამ ბავშვების გამო უწევს ამ მამაკაცთან ცხოვრება... ცოლს უნდოდა დაშორება, ჰქონდა კიდევაც სახლიდან წასვლის მცდელობა მაგრამ ბავშვები (8 და 10 წლის, გოგო და ბიჭი) არ მიყვებიან, სასტიკი წინააღმდეგნი არიან და მოითხოვენ რომ მამამ და დედამ ერთად იცხოვრონ... არა და ეს ცოლი და ქმარი აბსოლიტურად ვერაფერში ვერ ეწყობიან ერთმანეთს... ვიმეორებ ვერაფერში! სხვა თუ არაფერი ამ ქალს ამ თავუის ქმართან თანაცხოვრების პერიოდში ერთხელაც არ ჰქონია ორგაზმი... ქმარმა ეს ცოლის უორგაზმობა არც იცის და არც ინტერესდება... (არა და ამ ცოლმა მშვენივრად იცის რაც არის ორგაზმი)... ინტელექტუალურ შერწყმაზე და საერთო ინტერესებზე ხომ ზედმეტია საუბარი... ნუ მოკლედ სხვა საკითხებშიც ვერ ქაჩავს და ვერ უწევს მეუღლეობას ეს ქმარი თავის ცოლს... ამის ნიადაგზე აქვთ ხშირი და სერიოზული გაუგებრობები და კონფლიქტები ოჯახში... 10 წელი ერთად იცხოვრეს და ეს ქალი როგორც იქნა გონს მოეგო... იმიტომ რომ შემთხვევით ისეთი მამაკაცი გაიცნო რომელიც მას სრულიად უგებს და ერწყმის აბსოლიტურად ყველა საკითხში... ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ამ ახალმა სიყვარულმა თავიდან გააცოცხლა ეს ქალი... და ეს მამაკაცი ცოლად მოყვანას უპირებს ამ ქალს! თუ რატომ 10 წლის მერე ეს იმის ბრალია რომ ეს ქალი ადრე განათხოვარი არის და რომ სულ გაუთხოვარი არ დარჩენილიყო პირველივე მსურველს უსიყვარულოდ გაყვა ცოლად და ვითომ კაცისგან ამ მოწყალების გამო (განათხოვარი მოიყვანა) ცოლობას უწევდა ამ კაცს მთელი 10 წელი... ანუ ერთი სეცდომის გამოსწორება მეორე შეცდომით სცადა... მაგრამ ეხლა ბავშვების გამო ვეღარ ანგრევს ოჯახს... არა და ამ ქალს უკვე სხვა უყვარს რაც ქმარმა იცის უკვე... ქმარი ეუბნება - თუ გინდა ეხლავე წადი ოღონდ ბავშვები დატოვეო... მხოლოდ ბავშვები არის პრობლემა! ბავშვებსაც არ უნდათ დედის და მამის გარეშე ცხოვრება! ამიტომაც უწევს ისეთ კაცთან ცხოვრება და წოლა რომელიც არ უყვარს და არ უნდა ქმრად საერთოდ!ამ ქმარსაც ისე აქვს ცოლთან სექსი რომ იცის ამ ქალს სხვა უყვარს... ეხლა გთხვოვთ ამ ცოლისა და ამ ქმრის დახასიათება არ დაიწყოთ აქ და გამოსავალზე იფიქრეთ! ცოლი წევს ქმართან და ქმარს იტანს მხოლოდ ბავშვების გამო... გამოსავალს რაში ხედავთ??? მე მაგალითად არ მაქვს პასუხი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 ცოლი წევს ქმართან და ქმარს იტანს მხოლოდ ბავშვების გამო მაგრად ტეხავს.. ეგეთ ცხოვრებას რა აზრი აქვს უნდა დაშორდნენ..ბავშვები რო გაიზრდებიან კი მიხვდებიან რაც იყო და როგორაც იყო.. ეგ არ არის პრობლემაბოლოს და ბოლოს დრო და დრო შეენაცვლებიან დედ მამა ერთმანეთს ხან ერთს ეყოლება ხან მეორეს... ან აუხსნას რო ვერ გეწყობი და კეთილი ინებე და ორგაზმი მაგრძნობინე,,!!!!!!!!!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ამ ქალს ამ თავუის ქმართან თანაცხოვრების პერიოდში ერთხელაც არ ჰქონია ორგაზმი... ქმარმა ეს ცოლის უორგაზმობა არც იცის და არც ინტერესდება... (არა და ამ ცოლმა მშვენივრად იცის რაც არის ორგაზმი)ვინ ასწავლა? ვინ დაღუპა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 ქმარს არავიონ ეკითხება...შვილები დედასთან უნდა იყვნენ./ალბათ ბავშვებთან დალაპარაკება უნდა სცადოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bigrupensex Posted February 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2011 (edited) machkatelaქმარს არავიონ ეკითხება...შვილები დედასთან უნდა იყვნენ./ალბათ ბავშვებთან დალაპარაკება უნდა სცადოს ხო მართალია... აბა რისი დედაა თუ ბავშვებთან წონა არა აქვს... გამოდის რომ ბავშვებიც ხმარობენ ამ ქალს... Edited February 17, 2011 by Bigrupensex Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ქმარს არავიონ ეკითხება...შვილები დედასთან უნდა იყვნენ./ალბათ ბავშვებთან დალაპარაკება უნდა სცადოს რამდენია ეგრე რო მამასთან იზრდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 laciდა გამოსავალს რაში ხედავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 და გამოსავალს რაში ხედავ? ცოლ ქმარმა დაჯდნენ და დაილაპარაკონ ,როგორ იქნბა შვილების ცხოვრება მათი დაშორების შემდეგ,,და გადაწყვიტონ ან ერთი მხარე ან მეორე მხარე მიხედავს..თუ გოიმი მურთაზა ქმარი ყავს მაგას მაინც ვერაფრს ვერ გააგებინებს საუბრით და ჯობია დაშორდეს.. ერთხელ ცხოვრობ ადამინანი და ისიც ეგეთ გაურკვევლობაში რატო უნდა იყო .. ნუ თუ იმ ქმარს უყვარს და თავი გაიგიჟა , არ გაუშვა მაშინ სექსის პრობლემა მოაგვარონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 ბავშვების გულისთვის უსიყვარულოდ ცხოვრება მეტისმეტად დიდი მსხვერპლია უნდა გაშორდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
melpomene Posted February 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2011 Bigrupensexჩემო კარგო,ბოდიში მაგრამ მაია ასათიანის რა ხარ შენ? რო უნდა დაშორდეს მაგას კითხვა უნდა?ბავშვებს უნდა აუხსნას და თუ ნორმალურები არიან უნდა გაიგონ,ისეთი პატარები არ არია რომ ვერ მიხვდნენ რა და როგორ...შეიძლება ვეგოიტობ,ან იმის ბრაია შვილი რომ არ მყავს,მაგრამ, მე ვერასდროს და ვერაფრის გამო ვერ ვიცხოვრებ კაცთან,რომელიც: 1.ინტელექტუალურად ჩემზე დაბლა დგას2.არ აღმიქვამს პიროვნებად,არ აინტერესებს ჩემი ინტერესები3.სექსუალრად შეუთავსებელია ჩემთან... მარაზმულ:"ვაიმე განთხოვარი ვარ","ბავშვებს მამა წავართვა?,"მე ჯერ დედა ვარ და მერე ქალი"-ებს ცხოვრებას ვერ დავანგრევინებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted February 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Davidthebuilder Posted March 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2011 ბავშვების გულისთვის უსიყვარულოდ ცხოვრება მეტისმეტად დიდი მსხვერპლია უნდა გაშორდნენ +1... დავამატებდი რომ უბრალოდ მარაზმია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2011 (edited) როგორი ნაცნობი სიტუაციაა.. ზალიან მაგონებს საკუთარს, ოღონდ სხვა მხრიდან. მე მიყვარდა და მიყვარს დღემდე ქალი, რომელიც სხვისი ცოლია. რამდენჯერ ვთხოვე გასცილდი ქმარს, მოგიყვან ცოლად, რადგან სხვა მხრივ არ აძლევ თავს უფლებას გათხოვილმა ქალმა მომცე უფლება ვიყო შენთან როგორც მამაკაცი ქალთან. მაგრამ ის ცოლობას წევს იმ კაცისას, რომელმაც მისი ფასი არ იცის და არც სიყვარული გააჩნია მისი ალბათ აქედან, გარდა იმისა, რომ ის მისი შვილების დედაა და მოვალეობით უნდა იყოს იცის. მაგრამ ქალი რომ არის თან ის არ ახსოვს...არადა ქალია მართლაც რომ ქალღმერთი... რაც ის გავიცანი სხვა ქალის მიმართ გრზნობაც არ გამჩენია და სხვზე არც მიფიქრია... უიმედო მდგომარეობაშიც იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ როდესმე გავიხაროთ ერთად და მის ცხოვრებაში რაღაც პერიოდი მაინც, რომ ის ქალური სიხარული ვაჩუქო, რაც სიყვარულით შეიძლება მხოლოდ.ძმელია იმასთან შეგუება რომ დათმობა მიწევს. მით უმეტეს ვიცი, რომ მასაც თავდავიწყებით ვუყვარვარ, მაგრამ სიყვარულიც ალბათ ისაა რომ დათმობაც უნდა შეგეძლოს და მისი არჩევანის პატივისცემა, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს...ის კი თავის თავს ნებას არ აძლევს გახდეს თუნდაც საყვარელი ადამიანის საყვარელი მაშინ, როდესაც ცოცხალი ქმარი ყავს და ქვია მისი შვილების დედა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ რომ იქნებ ამის გამო მიყვარს ის ასე, რადგან ყოველთვის ასეთი ცოლის, მეგობრის ყოლა მინდოდა გვერდში, რომელიც ზოგჯერ დაც და დედაც კი მგონია მისი მზრუნველობის და სიკეთის გამო.. მან კი თავისი არჩევანი გააკეთა, თავისი შვილების სიხარული ამჯობინა მისას, რომლებსაც ნამდვილ მამას ვერავინ შეუცვლის რაც არ უნდა ძლიერ მიყვარდეს მათი დედა. ასე რომ ალბათ პასუხი კითხვაზე იქ დევს, ვისაც რა უღირს მეტად და ვინ რით ფიქრობს და რის გამო. თუმცა მე პირადი ჩემი აზრიც გამაჩნია ასეთ ვითარებაში.ადამიანს თუ გინდა ვინმე ბედნიერი გახადო, თუნდაც საკუთარი შვილები, თავად ბედნიერი უნდა იყო, რადგან უბედური სხვას ბედნიერებას ვერ მოუტანს... შვილებმაც ეს უნდა გაიგონ, დედებმაც და მამებმაც.არ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მას მსხვერპლის გაღებას თხოვდე. შეყვარებულ ადამიანს მხოლოდ გაცემა, ჩუქება სიკეთის შეუძლია და არა წართმევა. Edited March 12, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიონს Posted March 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2011 1 ცუდი სიტყვა და ბაღში მუშაობა კაი იყო მოკლედ უნდა დაშორდეს რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 არ აძლევ თავს უფლებას გათხოვილმა ქალმა მომცე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.